კასპში სააკაძის ძეგლს გაწმენდითი სამუშაოები ჩაუტარდა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 ათასი ლარი გამოიყო. რეაბილიტაციის პროცესს, მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილის რეკომენდაციით, სპეციალისტი ოლეგ გელაშვილი შვილთან ერთად აწარმოებდა. ძეგლის გაწმენდითი სამუშაოების ინიციატივა რაიონის გამგებელს, ოლეგ იაძეს ეკუთვნის. კასპში ომარ კელაპტრიშვილის ბიუსტიც იაძის ინიციატივით დაიდგმება.