"ნაციონალური მოძრაობა" თვითლიკვიდაციის რეჟიმშია! პარტია უნდა განადგურდეს! სააკაშვილმა დააანონსა, რომ ის 19 აპრილის აქციას არ უერთდება. მას ახლა გაახსენდა, რომ ოპოზიციის აქციებზე სიარული პრეზიდენტის საქმე არ არის, არადა არჩევნებში წაგებულმა პრეზიდენტმა, თავი ოპოზიციის ლიდერად გამოაცხადა! თამაში დასრულებულია, სააკაშვილისგან გამიჯვნისა და მისი მოცილების სპეცოპერაცია კი დიდი ხნის წინ დაიწყო! მოწოდებული ინფორმაციით, "ნაციონალების" ლიდერების ნაწილი უკვე გაიქცა, ნაწილი კი 19 აპრილის აქციის შემდეგ გარბის!
მაშ ასე, გუშინ, გვიან ღამით, აეროპორტიდან დაგვირეკეს და სკანდალური ინფორმაცია მოგვაწოდეს:
"ნაციონალები" და მათი მომხრე "ფეისები" 19 აპრილს, ღამით, ქვეყნიდან გარბიან, ჩეხეთის ავიახაზებით, რეისის ნომერია: "CSA 935". აშკარაა, რომ ნაციონალები 19 აპრილს კარგს არაფერს ელოდებიან. არაა გამორიცხული, მოხდეს შეტაკება, პროვოკაცია და სამოქალაქო დაპირისპირება, ამ შემთხვევაში ძალიან ბევრს საქართველოში აღარ დაედგომება. აქციას არ დაესწრებიან ჩიორა თაქთაქიშვილი და დავით დარჩიაშვილი, რომლებიც პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს პრაღაში გაჰყვნენ. გიორგი ბარამიძე გაფრინდა კიევში, გიორგი ვაშაძე გაფრინდა რიგაში, ჩამოსვლის თარიღი უცნობია.
ახლა კი სია, თუ ვინ დაჯავშნა ბილეთები 20 აპრილის ავიარეისებზე:
გიორგი უგულავა - გაფრენა პრაღაში (ჩამოსვლის თარიღი უცნობია);
ვახტანგ ნაცვლიშვილი, ვაკის მაჟორიტარი თბილისის საკრებულოში - გაფრენა პრაღაში (ჩამოსვლის თარიღი უცნობია);
დავით წერეთელი, თბილისის საკრებულოს დეპუტატი ავჭალიდან - გაფრენა პრაღაში (ჩამოსვლის თარიღი უცნობია).
ირაკლი დვალი, თბილისის საკრებულოს წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან" - გაფრენა პრაღაში (ჩამოსვლის თარიღი უცნობია);
ხვიჩა სანაია, თბილისის საკრებულოს წევრი, ისნის პარტიული ორგანიზაციის თავმჯდომარე - გაფრენა პრაღაში (ჩამოსვლის თარიღი უცნობია);
მამუკა ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და ყოფილი ვიცე-მერი; ლელა კილაძე - გიგი უგულავას მეუღლე. მათ გარდა გვისახელებენ "ნაციონალების" ახლო გარემოცვად მოაზრებულ პირებს, მამულაშვილი კახა (მამულიჩა), ლელა წურწუმია. სიაში მოხსენიებულია კიდევ არაერთი ადამიანი, რომელთა გვარებიც საზოგადოებისთვის ცნობადი არ არის, თუმცა, წყარო ამბობს, რომ ეს ადამიანები "ნაციონალების" აქტივისტები არიან და მერიის სხვადასხვა სამსახურებში მუშაობენ.
ვინაიდან აღნიშნული ინფორმაცია "ალიას" საკმაოდ გვიან მიაწოდეს, ჩამოთვლილ პირებთან ინფორმაციის გადამოწმება ვერ მოხერხდა. სურვილის შემთხვევაში, პოზიციის დასაფიქსირებლად შეუძლიათ, თავად დაგვიკავშირდნენ.
ნინო სამხარაძე