პოლიტიკა
საზოგადოება

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კვირის პალიტრამ" 18 წლის იუბილესთან დაკავშირებით დიღმის ტყე-პარკში 300-მდე ნერგი დარგო
"კვირის პალიტრამ" 18 წლის იუბილესთან დაკავშირებით დიღმის ტყე-პარკში 300-მდე ნერგი დარგო

"კვი­რის პა­ლიტ­რის" 18 წლის იუ­ბი­ლეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი დი­ლი­დან, დიღ­მის ტყე-პარკში ხე­ე­ბის დარ­გვით და­ი­წყო. "პა­ლიტ­რა მე­დი­ის" თა­ნამ­შრომ­ლებ­მა მუ­ხის, ცა­ცხვი­სა და წაბ­ლის 300-მდე ნერ­გი დარ­გეს.

რო­გორც "კვი­რის პა­ლიტ­რის" მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი, გი­ორ­გი თევ­დო­რაშ­ვი­ლი აცხა­დებს, დღეს "პა­ლიტ­რის­თვის" ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღეა.

"დღეს, 18 აპ­რილს 18 წლის გავ­ხდით. ყვე­ლას ვუ­ლო­ცავ ამ დღეს - რო­გორც "პა­ლიტ­რის" შემ­ქმნე­ლებს, ასე­ვე - მკი­თხვე­ლებს. დღეს 300-მდე ნერ­გი დავრგეთ, რომ მო­მა­ვალ­მა თა­ო­ბამ აქ გა­სე­ირ­ნე­ბი­სას გა­იხ­სე­ნოს, რომ ოდეს­ღაც ეს ხე­ე­ბი "პა­ლიტ­რამ" დარ­გო", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი თევ­დო­რაშ­ვილ­მა.

სა­ი­უ­ბი­ლეო თა­რიღ­თან და­კავ­ში­რე­ბით "პა­ლიტ­რა მე­დია" სხვა ღო­ნის­ძი­ე­ბებ­საც გეგ­მავს. გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L"-ი სა­პატ­რი­არ­ქოს თხოვ­ნა­საც შე­ას­რუ­ლებს და სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ბიბ­ლი­ო­თე­კებს სა­ჩუქ­რად გა­დას­ცემს 500 ცალ "ბიბ­ლი­ას" და 1000 წიგნს მხატ­ვრუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის კრე­ბუ­ლი­დან.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რის" არ­ქი­ვის ელექტრო­ნუ­ლი ვერ­სი­ის, ასე­ვე "პა­ლიტ­რა მე­დი­ი­სა" და ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტის - "გა­და­ვარ­ჩი­ნოთ წიგ­ნის" შე­დე­გე­ბის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თე­ბა.

გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რის" პირ­ვე­ლი ნო­მე­რი 1995 წლის 18 აპ­რილს გა­მო­ვი­და.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

იხი­ლეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

"კვირის პალიტრამ" 18 წლის იუბილესთან დაკავშირებით დიღმის ტყე-პარკში 300-მდე ნერგი დარგო

"კვირის პალიტრამ" 18 წლის იუბილესთან დაკავშირებით დიღმის ტყე-პარკში 300-მდე ნერგი დარგო

"კვირის პალიტრის" 18 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებები დილიდან, დიღმის ტყე-პარკში ხეების დარგვით დაიწყო. "პალიტრა მედიის" თანამშრომლებმა მუხის, ცაცხვისა და წაბლის 300-მდე ნერგი დარგეს.

როგორც "კვირის პალიტრის" მთავარი რედაქტორი, გიორგი თევდორაშვილი აცხადებს, დღეს "პალიტრისთვის" ძალიან მნიშვნელოვანი დღეა.

"დღეს, 18 აპრილს 18 წლის გავხდით. ყველას ვულოცავ ამ დღეს - როგორც "პალიტრის" შემქმნელებს, ასევე - მკითხველებს. დღეს 300-მდე ნერგი დავრგეთ, რომ მომავალმა თაობამ აქ გასეირნებისას გაიხსენოს, რომ ოდესღაც ეს ხეები "პალიტრამ" დარგო", - განაცხადა გიორგი თევდორაშვილმა.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით "პალიტრა მედია" სხვა ღონისძიებებსაც გეგმავს. გამომცემლობა "პალიტრა L"-ი საპატრიარქოს თხოვნასაც შეასრულებს და სასჯელაღსრულების დაწესებულებების ბიბლიოთეკებს საჩუქრად გადასცემს 500 ცალ "ბიბლიას" და 1000 წიგნს მხატვრული ლიტერატურის კრებულიდან.

მოგვიანებით კი, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაზეთ "კვირის პალიტრის" არქივის ელექტრონული ვერსიის, ასევე "პალიტრა მედიისა" და ეროვნული ბიბლიოთეკის ერთობლივი პროექტის - "გადავარჩინოთ წიგნის" შედეგების პრეზენტაცია გაიმართება.

გაზეთ "კვირის პალიტრის" პირველი ნომერი 1995 წლის 18 აპრილს გამოვიდა.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები