ცნობილი მსახიობი ბრედლი კუპერი დედასთან ერთად ცხოვრობს. ვარსკვლავს მშობლიურ სახლში დაბრუნება სამწუხარო მოვლენებმა აიძულა. ორი წლის წინ კუპერის ოჯახში ტრაგედია მოხდა - კუპერს მამა გარდაეცვალა. ბრედლი მიხვდა, თუ როგორ სჭირდება დედა. მსახიობი მშობელს გონზე მოსვლასა და მეუღლის სიკვდილის გადატანაში ეხმარება.
დედასთან ერთად ცხოვრებას თავისი მინუსებიც აქვს. შესაძლოა, სწორედ დედასთან ახლო ურთიერთობა უშლის ხელს მსახიობს პირადი ცხოვრების დალაგებაში.
მომზადებულია stvchannel-ის მიხედვით.