"ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი ირაკლი გვალია, რომელიც გუშინ ღამით უცნობმა პირებმა სცემეს, ინციდენტთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა დაკითხეს. თუმცა გვალია აცხადებს, რომ ძალოვან უწყებაში რამდენიმესაათიანი დაკითხვა ფსიქოლოგიური ზეწოლისა და დაშინების ფონზე მიმდინარეობდა. მისი თქმით, სამართალდამცავებმა ჟურნალისტებთან ცემის ფაქტის უარყოფა მოსთხოვეს.
ირაკლი გვალია ცემის ფაქტს 19 აპრილს უკავშირებს.
"ახალი გაზეთი"