მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

26

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 07:01-ზე, მთვარე ლომშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიურია თავის უკანა ნაწილი და ყურები. შეგიძლიათ მიირთვათ ცხარე საკვები, სანელებლები, ხორცი. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა,
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსი და უკრაინელი გოგონები ფოსტით იყიდებიან
რუსი და უკრაინელი გოგონები ფოსტით იყიდებიან

ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა Daily Mail რუ­სეთ­სა და უკ­რა­ი­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი სა­ა­გენ­ტო­ე­ბით და­ინ­ტე­რეს­და, სა­დაც გო­გო­ნებს ფოს­ტით ყი­დი­ან. რუ­სებ­სა და უკ­რა­ი­ნე­ლებს ბრი­ტა­ნე­ლებ­სა და ამე­რი­კე­ლებ­ზე სარ­ფი­ა­ნად გა­თხო­ვე­ბის იდეა ხიბ­ლავთ. ყვე­ლა­ზე მე­ტად სწო­რედ ამ ქვეყ­ნის მა­მა­კა­ცებს უმარ­თლებთ.

ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა ამ ქვეყ­ნებ­ში ქა­ლის მე­ი­ლით შეკ­ვე­თის ინ­დუსტრი­ით და­ინ­ტე­რეს­და და ვრცე­ლი სტა­ტი­აც მი­უ­ძღვნა. მა­მა­კა­ცე­ბი 1 500-დან 3 000 გირ­ვან­ქა სტერ­ლინ­გამ­დე იხ­დი­ან და ყო­ფილ საბ­ჭო­თა ქა­ლა­ქებს სტუმ­რო­ბენ. ტუ­რის მი­ზა­ნია, მა­მა­კა­ცებს ფუ­ლის სა­ნაც­ვლოდ გა­აც­ნონ რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ქალი. "რო­მა­ნის ტური" (Romance Tour) ტარ­დე­ბა უკ­რა­ი­ნის დე­და­ქა­ლაქ კი­ევ­ში, ვოლ­გოგ­რად­ში, ნოვ­გო­როდსა და სხვა ქა­ლა­ქებ­ში. რო­გორც წესი, ამ ბიზ­ნე­სით ასა­კო­ვა­ნი, მდი­და­რი, ან შეძ­ლე­ბუ­ლი უცხო­ე­ლი მა­მა­კა­ცე­ბი ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან. ხში­რად კა­ცე­ბი გო­გო­ნებ­ზე ორ­ჯერ უფ­რო­სე­ბი არი­ან. 15-25 კაცს 150-250-მდე ქალს აც­ნო­ბენ. ყვე­ლა მათ­განს თან ახ­ლავს თარ­ჯი­მა­ნი.

"გან­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი ვარ. რამ­დე­ნი­მე რო­მა­ნიც მქონ­და, მაგ­რამ წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი. ცო­ლად ტრა­დი­ცი­უ­ლი ქალი მინ­და, რო­მე­ლიც კარ­გი დი­ა­სახ­ლი­სი იქ­ნე­ბა. რო­დე­საც შვი­ლე­ბი გვე­ყო­ლე­ბა, სახ­ლში დარ­ჩეს და ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ოს. ბევ­რს ვი­თხოვ?", - ამ­ბობს 68 წლის არი­ზო­ნე­ლი მა­მა­კა­ცი.

გაც­ნო­ბის სა­ი­ტებ­ზე უამ­რა­ვი უარ­ყო­ფი­თი კო­მენ­ტა­რიც შეგ­ხვდე­ბათ. ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის აზ­რით, ეს პროს­ტი­ტუ­ცი­აა.

"ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა. ჩვენს ქა­ლებს ღირ­სე­ბა არ აქვთ. კოკა-კო­ლა­ზეც კი იყი­დე­ბი­ან", - აღ­შფო­თე­ბას ვერ მა­ლა­ვენ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი.

თუმ­ცა ამ ბიზ­ნეს­ში და­საქ­მე­ბუ­ლი გო­გო­ნე­ბი თავს იმარ­თლე­ბენ.

"დიახ, უცხო­ელ პარტნი­ორს ვე­ძებ, რად­გან სტა­ბი­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა მინ­და. ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ქალ­ზე ძა­ლა­დო­ბენ. ჩვე­ნი კა­ცე­ბი სვა­მენ. ძა­ლი­ან მო­მე­ნატ­რე­ბა ჩემი სამ­შობ­ლო, მაგ­რამ თუ ასა­კით უფ­რო­სი კაცი ცხოვ­რე­ბას მო­მი­ძღვნის, ამის­თვის მზად ვარ", - ამ­ბობს 23 წლის გა­ლი­ნა.

მოს­კო­ვის სა­ქორ­წი­ნო სა­ა­გენ­ტოს მფლო­ბე­ლი ტა­ტი­ა­ნა ტა­სუ­ე­ვა ამა­ში პრობ­ლე­მას ვერ ხე­დავს.

"თუ გო­გო­ნა ახალ­გაზ­რდა და ლა­მა­ზია, რა­ტომ არ უნდა გა­ყი­დოს სა­კუ­თა­რი თავი და რა­ტომ არ უნდა მი­ი­ღოს სარ­გე­ბე­ლი? ლა­მა­ზი ქალი გა­ჭირ­ვე­ბა­ში არ უნდა ცხოვ­რობ­დეს", - ამ­ბობს ტა­ტი­ა­ნა.

ეკა­ტე­რი­ნე ჩე­რე­პა­ხა, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლურ პროგ­რა­მებ­ზე მუ­შა­ობს, ამ­ბობს, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია ქალ­მა წი­ნას­წარ იცო­დეს, რა ელის უცხო ქვე­ყა­ნა­ში.

"რა­საკ­ვირ­ვე­ლია, რის­კი არ­სე­ბობს. პო­ტენ­ცი­უ­რი სა­პა­ტარ­ძლო­ე­ბი სა­მო­მავ­ლო საფრ­თხე­ებ­ზე არ ფიქ­რო­ბენ. მხო­ლოდ მდი­დარ კაც­ზე გა­თხო­ვე­ბას ლა­მო­ბენ და მისი ჯან­მრთე­ლო­ბი­სა თუ ფსი­ქი­კუ­რი მდგრა­დო­ბით იშ­ვი­ა­თად ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან. თუმ­ცა, ეს სა­ა­გენ­ტო­ე­ბი წარ­მა­ტე­ბით მუ­შა­ობს და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წყა­ლო­ბით უამ­რა­ვი გო­გო­ნა თხოვ­დე­ბა სარ­ფი­ა­ნად", - ამ­ბობს ეკა­ტე­რი­ნე.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Daily Mail-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკული გზავნილები და განცხადებები პოლიტიკურ სპექტრში

რუსი და უკრაინელი გოგონები ფოსტით იყიდებიან

რუსი და უკრაინელი გოგონები ფოსტით იყიდებიან

ბრიტანული გამოცემა Daily Mail რუსეთსა და უკრაინაში არსებული სააგენტოებით დაინტერესდა, სადაც გოგონებს ფოსტით ყიდიან. რუსებსა და უკრაინელებს ბრიტანელებსა და ამერიკელებზე სარფიანად გათხოვების იდეა ხიბლავთ. ყველაზე მეტად სწორედ ამ ქვეყნის მამაკაცებს უმართლებთ.

ბრიტანული გამოცემა ამ ქვეყნებში ქალის მეილით შეკვეთის ინდუსტრიით დაინტერესდა და ვრცელი სტატიაც მიუძღვნა. მამაკაცები 1 500-დან 3 000 გირვანქა სტერლინგამდე იხდიან და ყოფილ საბჭოთა ქალაქებს სტუმრობენ. ტურის მიზანია, მამაკაცებს ფულის სანაცვლოდ გააცნონ რაც შეიძლება მეტი ქალი. "რომანის ტური" (Romance Tour) ტარდება უკრაინის დედაქალაქ კიევში, ვოლგოგრადში, ნოვგოროდსა და სხვა ქალაქებში. როგორც წესი, ამ ბიზნესით ასაკოვანი, მდიდარი, ან შეძლებული უცხოელი მამაკაცები ინტერესდებიან. ხშირად კაცები გოგონებზე ორჯერ უფროსები არიან. 15-25 კაცს 150-250-მდე ქალს აცნობენ. ყველა მათგანს თან ახლავს თარჯიმანი.

"განქორწინებული ვარ. რამდენიმე რომანიც მქონდა, მაგრამ წარუმატებელი. ცოლად ტრადიციული ქალი მინდა, რომელიც კარგი დიასახლისი იქნება. როდესაც შვილები გვეყოლება, სახლში დარჩეს და ყურადღება მიაქციოს. ბევრს ვითხოვ?", - ამბობს 68 წლის არიზონელი მამაკაცი.

გაცნობის საიტებზე უამრავი უარყოფითი კომენტარიც შეგხვდებათ. ადგილობრივი მოსახლეობის აზრით, ეს პროსტიტუციაა.

"ძალიან სამწუხაროა. ჩვენს ქალებს ღირსება არ აქვთ. კოკა-კოლაზეც კი იყიდებიან", - აღშფოთებას ვერ მალავენ ადგილობრივები.

თუმცა ამ ბიზნესში დასაქმებული გოგონები თავს იმართლებენ.

"დიახ, უცხოელ პარტნიორს ვეძებ, რადგან სტაბილური ცხოვრება მინდა. ჩვენს ქვეყანაში ქალზე ძალადობენ. ჩვენი კაცები სვამენ. ძალიან მომენატრება ჩემი სამშობლო, მაგრამ თუ ასაკით უფროსი კაცი ცხოვრებას მომიძღვნის, ამისთვის მზად ვარ", - ამბობს 23 წლის გალინა.

მოსკოვის საქორწინო სააგენტოს მფლობელი ტატიანა ტასუევა ამაში პრობლემას ვერ ხედავს.

"თუ გოგონა ახალგაზრდა და ლამაზია, რატომ არ უნდა გაყიდოს საკუთარი თავი და რატომ არ უნდა მიიღოს სარგებელი? ლამაზი ქალი გაჭირვებაში არ უნდა ცხოვრობდეს", - ამბობს ტატიანა.

ეკატერინე ჩერეპახა, რომელიც სოციალურ პროგრამებზე მუშაობს, ამბობს, რომ აუცილებელია ქალმა წინასწარ იცოდეს, რა ელის უცხო ქვეყანაში.

"რასაკვირველია, რისკი არსებობს. პოტენციური საპატარძლოები სამომავლო საფრთხეებზე არ ფიქრობენ. მხოლოდ მდიდარ კაცზე გათხოვებას ლამობენ და მისი ჯანმრთელობისა თუ ფსიქიკური მდგრადობით იშვიათად ინტერესდებიან. თუმცა, ეს სააგენტოები წარმატებით მუშაობს და ადმინისტრაციის წყალობით უამრავი გოგონა თხოვდება სარფიანად", - ამბობს ეკატერინე.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს