პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამი საუკუნის ყველაზე ცნობილი მაფიოზები და "კანონიერი ქურდები"
სამი საუკუნის ყველაზე ცნობილი მაფიოზები და "კანონიერი ქურდები"

ვინ იყ­ვნენ ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი მა­ფი­ო­ზე­ბი და "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი"?

"რუ­სე­თის პირ­ვე­ლი ქურ­დი"

ვან­კა კა­ნი­ნი (ივა­ნე ოსი­პო­ვი) 13 წლის იყო, რო­დე­საც ქურ­დუ­ლი ბან­დის წევ­რი გახ­და და ამ შე­მად­გენ­ლო­ბა­ში და­ი­წყო "რუ­სე­თის პირ­ვე­ლი ქურ­დის" და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი კა­რი­ე­რა. რამ­დე­ნი­მე ხან­ში იგი ბან­დის მე­თა­უ­რი გახ­და, რო­მელ­მაც საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის ნამ­დვი­ლი ფრონ­ტი გა­ა­ჩა­ღა. თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­თან ერ­თად წვავ­და სოფ­ლებს, შტურ­მით იღებ­და ღვი­ნის ქარ­ხნებს. შემ­დეგ ვან­კა-კა­ნი­ნი, რო­გორც სამ­ძებ­რო პო­ლი­ცი­ის აგენ­ტი, მსხვი­ლი ქურ­დე­ბის და­სა­მა­ლა­ვად პო­ლი­ცი­ას­თან წვრილ­მან ქურ­დებს "უშ­ვებ­და". სამი წელი ყვა­ო­და მისი "საქ­მე", რო­მელ­მაც მოს­კო­ვი ქა­ოს­ში მო­აქ­ცია. იმ­პე­რატ­რი­ცას ბრძა­ნე­ბით, 1755 წელს მოს­კოვ­ში ჯა­რე­ბი შე­იყ­ვა­ნეს და "რუ­სე­თის პირ­ვე­ლი ქურ­დი" და­ა­კა­ვეს.

"მო­რი­არ­ტი ამე­რი­კი­დან"

და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი სამ­ყა­როს ნა­პო­ლე­ო­ნი, ადამ ვორ­ტი, და­ახ­ლო­ე­ბით 1862 წელს ამე­რი­კა­ში ემიგ­რი­რე­ბულ ღა­რიბ გერ­მა­ნულ ოჯახ­ში და­ი­ბა­და. ამე­რი­კის სა­მო­ქა­ლა­ქო ომის ყო­ფი­ლი მო­ნა­წი­ლე ჯი­ბის ქურ­დი გახ­და. შემ­დეგ თა­ვი­სი "შა­ი­კა" შეკ­რი­ბა და და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი მოღ­ვა­წე­ო­ბა გა­ა­ჩა­ღა თა­ვი­დან ამე­რი­კა­ში, შემ­დეგ ევ­რო­პა­ში. მას ეძებ­და სკოტ­ლენდ-იარ­დი და თა­ვად პინ­კენ­ტო­ნი. ადამს ბოლო ძარ­ცვა თა­ვი­სუფ­ლე­ბის და­კარ­გვად და­უჯ­და, ცი­ხი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ "ნა­პო­ლე­ონ­მა" ხუთი წელი იცო­ცხლა, ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­ას­წრო თა­ვი­სი თავ­გა­და­სავ­ლის მო­ყო­ლა.

"პეტ­როგ­რა­დე­ლი რო­ბინ ჰუდი"

ლი­ონ­კა პან­ტე­ლე­ე­ვი, ლე­ო­ნიდ პან­ტელ­კი­ნი, 1921 წელს 19 წლი­სა წი­თელ არ­მი­ა­ში გა­იწ­ვი­ეს. სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ჩე­კის­ტი გა­ხდა. ერთ წე­ლი­წად­ში სამ­სა­ხუ­რი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, რის შემ­დე­გაც პან­ტე­ლე­ევ­მა თავ­დამ­სხმელ­თა ჯგუ­ფი შეკ­რი­ბა, რო­მე­ლიც ში­შის ზარს სცემ­და მთელ პეტ­როგ­რადს. დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი ძარ­ცვავ­დნენ ნეპ­მა­ნებს, რის გა­მოც ღა­რი­ბი მო­სახ­ლე­ო­ბის მხარ­და­ჭე­რა მო­ი­პო­ვეს.

რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ ლი­ონ­კა და­ა­პა­ტიმ­რეს, მაგ­რამ "პეტ­როგ­რა­დე­ლი რო­ბინ ჰუდი" ცი­ხი­დან გა­იქ­ცა და ტე­რო­რის ახა­ლი ტალ­ღა წა­მო­ი­წყო. ლი­ონ­კა სამი თვე იყო თა­ვი­სუ­ფა­ლი, სა­ნამ იგი ჩე­კას ერთ-ერ­თმა თა­ნამ­შრო­მელ­მა არ ჩა­ცხრი­ლა.

დღემ­დე უც­ნო­ბია, რო­გორ გახ­და პან­ტე­ლე­ე­ვი კრი­მი­ნა­ლი. ერთი ვერ­სი­ის თა­ნახ­მად, დამ­ნა­შა­ვე­თა სამ­ყა­რო­ში სა­ხელ­მწი­ფო პო­ლი­ტი­კურ­მა სამ­სა­ხურ­მა შე­იყ­ვა­ნა, მე­ო­რით - იგი სამ­სა­ხუ­რი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს და ამის შემ­დეგ კრი­მი­ნა­ლებს შე­უ­ერ­თდა.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნო­მერ პირ­ვე­ლი მტე­რი

ჩარლზ არ­ტურ ფლო­იდ­მა, მეტ­სა­ხე­ლად ლა­მაზ­მა ფლო­იდ­მა, 1922 წელს 16 წლის ასაკ­ში პირ­ვე­ლი ძარ­ცვა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა - 3,5 დო­ლა­რი მო­ი­პა­რა. სამი წლის შემ­დეგ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი თავ­დას­ხმის­თვის და­ი­ჭი­რეს. ამის შემ­დეგ ლა­მა­ზი ფლო­ი­დი კი­დევ ხუთ­ჯერ და­ა­კა­ვეს, მაგ­რამ იო­ლად ახერ­ხებ­და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის­გან თა­ვის დაძ­ვრე­ნას. ფლო­იდ­მა ბან­დას­თან ერ­თად 50 ბან­კი გა­ძარ­ცვა.

მას მი­ა­წერ­დნენ კან­ზას-სი­ტი­ში მო­წყო­ბილ ხოც­ვა-ჟლე­ტა­სა და მძევ­ლე­ბის შე­პყრო­ბას. ამ სა­ზა­რე­ლი ამ­ბი­დან მე­ო­რე დღეს 30 წლის განგსტერს FBI-მ "სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნო­მე­რი პირ­ვე­ლი მტრის" სტა­ტუ­სი მი­ა­ნი­ჭა.

სა­ინ­ტე­რე­სოა ის ფაქ­ტი, რომ ლა­მა­ზი ფლო­ი­დი შემ­თხვე­ვით მოხ­ვდა ავ­ტო­ა­ვა­რი­ა­ში, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ტყე­ში და­მალ­ვას შე­ე­ცა­და, მაგ­რამ უთ­ვალ­თვა­ლებ­დნენ და პო­ლი­ცი­ელ­მა ჩა­ცხრი­ლა.

"ზო­მას მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს"

ბი­ჭუ­ნა ნელ­სონ­მა (ლეს­ტერ ჯო­ზეფ ჯი­ლი­სი) მეტ­სა­ხე­ლი პა­ტა­რა ტა­ნის გამო მი­ი­ღო, იგი სი­მაღ­ლით და­ახ­ლო­ე­ბით 160 სან­ტი­მეტ­რი იყო. 11 წლის ბი­ჭუ­ნამ გარ­შე­მო დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის ბან­და შე­მო­იკ­რი­ბა, რომ­ლე­ბიც მი­ტა­ცე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლის სა­ნაც­ვლოდ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის­გან ფუ­­ლს ითხოვ­დნენ. ცი­ხე­ში პირ­ვე­ლად 12 წლი­სა მოხ­ვდა, მე­ო­რედ ერთი წლის შემ­დეგ. 19 წლის ბი­ჭუ­ნა ნელ­სო­ნი ჩი­კა­გო­ელ განგსტე­რებს შო­რის უკვე "ჩვე­ნი" გახ­და და ახა­ლი ჯგუ­ფი ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა, რო­მელ­თა ან­გა­რიშ­ზეც ათო­ბით ძარ­ცვა ირი­ცხე­ბო­და.

ერთ-ერთი ძარ­ცვი­სას ჯი­ლი­სი და­ი­ჭი­რეს და სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს, მაგ­რამ ბი­ჭუ­ნა ცი­ხი­დან გა­იქ­ცა. ბან­დის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი რიგი მკვლე­ლო­ბე­ბის შემ­დეგ FBI-მ ნელ­სონ­სა და მის თა­ნამ­ზრახ­ვე­ლებ­ზე მა­სობ­რი­ვი ნა­დი­რო­ბა და­ი­წყო. 1934 წელს, რო­დე­საც ლა­მა­ზი ფლო­ი­დი და ჯონი დი­ლინ­ჯე­რი მოკ­ლეს, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ჯი­ლი­სის­თვი­საც მო­ი­ცა­ლეს. პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა მის მან­ქა­ნას ცე­ცხლი გა­უხ­სნეს, დაჭ­რილ­მა ნელ­სონ­მა მი­მალ­ვა მო­ა­ხერ­ხა, მაგ­რამ ჭრი­ლო­ბა სა­სიკ­ვდი­ლო აღ­მოჩ­ნდა.

"ნა­ი­ა­რე­ვი სახე"

ალ­ფონ­სო გებ­რი­ელ კა­პო­ნე ერთ-ერთ ნიუ-იორ­კულ ბან­დას მე­ექ­ვსე კლას­ში შე­უ­ერ­თდა, შემ­დეგ სა­ბი­ლი­არ­დო კლუბ­ში "გა­მომ­პან­ღუ­რებ­ლად" მუ­შა­ობ­და. იარა მან დამ­ნა­შა­ვე­ებ­თან ჩხუ­ბი­სას მი­ი­ღო, ერთ-ერ­თმა ბან­დიტ­მა მო­მა­ვალ "მა­ფი­ის მე­ფეს" დანა და­არ­ტყა, რად­გან მან უპა­ტივ­ცე­მუ­ლოდ მო­იხ­სე­ნია მისი და. ამ ფაქ­ტის შემ­დეგ მას მეტ­სა­ხე­ლად "ნა­ი­ა­რე­ვი სახე" შე­არ­ქვეს. 1917 წელს ალ კა­პო­ნემ მკვლე­ლო­ბის პირ­ვე­ლი "შეკ­ვე­თა" "წარ­მა­ტე­ბით" გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. 1925 წელს იგი ბან­დის მე­თა­უ­რი გახ­და, რო­მე­ლიც ათას "მებ­რძოლს" აერ­თი­ა­ნებ­და. სწო­რედ მის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა "რე­კე­ტის" მცნე­ბა.

ალ კა­პო­ნეს მე­თა­უ­რო­ბით მა­ფი­ამ თა­ვი­სი კონ­ტრო­ლის ქვეშ აიღო პროს­ტი­ტუ­ცია და პო­ლი­ცი­ე­ლებ­სა და ჩი­ნოვ­ნი­კებს ქრთამს აძ­ლევ­დნენ. "ნა­ი­ა­რე­ვი სახე" ამით არ დაკ­მა­ყო­ფილ­და და სხვა ბან­დე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა და­ი­წყო; შემ­დეგ სასმლის ბა­ზარ­ზე ლი­დე­რო­ბა მო­ი­პო­ვა. გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­და­უხ­დე­ლო­ბის გამო კა­პო­ნეს 10 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯეს. ცი­ხი­დან 1941 წელს გა­მო­ვი­და. ამ ამ­ბი­დან ექ­ვსი წლის შემ­დეგ ალ კა­პო­ნე პნევ­მო­ნი­ით გარ­და­იც­ვა­ლა.

"შე­ეძ­ლო ტან­მო­ვარ­ჯი­შე გამ­ხდა­რი­ყო"

ვი­ა­ჩეს­ლავ ივან­კო­ვი 1940 წელს და­იბა­და, მერ­ვე კლა­სის შემ­დეგ სწავ­ლა სა­ცირ­კო სას­წავ­ლე­ბელ­ში გა­აგ­რძე­ლა, გარ­კვე­ულ წარ­მა­ტე­ბებ­საც მი­აღ­წია, მაგ­რამ თა­ვის ქა­ლის ტრავ­მის გამო კა­რი­ე­რა აღარ გა­აგ­რძე­ლა, გა­ნათ­ლე­ბის გასღრმა­ვებ­ლად პრო­ფე­სი­ულ ტექ­ნი­კურ სას­წავ­ლე­ბელ­ში გა­და­ვი­და.

პირ­ვე­ლი ძარ­ცვა "ია­პონ­ჩიკ­მა" 25 წლი­სამ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, იგი და­ი­ჭი­რეს და ფსი­ქი­ატ­რი­ულ ექ­სპერ­ტი­ზა­ზე გა­აგ­ზავ­ნეს, შემ­დეგ - სა­ვალ­დე­ბუ­ლო მკურ­ნა­ლო­ბა და­უ­ნიშ­ნეს. 1980 წელს ივან­კო­ვი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის ლი­დე­რი გახ­და. მი­ლი­ცი­ის ფორ­მებ­ში გა­დაც­მუ­ლი "ია­პონ­ჩი­კის" ბან­დის წევ­რე­ბი "უშ­რო­მე­ლი შე­მო­სა­ვა­ლის" მქო­ნე პი­რებს ქო­ნე­ბას არ­თმევ­დნენ.

ივან­კოვს ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ა­სა და ჩი­ნოვ­ნი­კებს შო­რი­საც ჰყავ­და ინ­ფორ­მა­ტო­რე­ბი და მათი წყა­ლო­ბით მო­ქა­ლა­ქე­ებს ყვე­ლა­ნა­ი­რი ხერ­ხით მა­ტე­რი­ა­ლურ ფა­სე­უ­ლო­ბებს არ­თმევ­და.

1922 წელს "ია­პონ­ჩი­კი" აშშ-ი გა­ემ­გზავ­რა. 1995 წელს იგი ეფ-ბი-აიმ გა­მო­ძალ­ვის გამო და­ი­ჭი­რა. 2005 წელს ია­პონ­ჩი­კი რუ­სეთ­ში დაბ­რუნ­და, 2009 წელს თავს და­ესხნენ და სა­სიკ­ვდი­ლოდ დაჭ­რეს.

"დედ ჰა­სა­ნი"

"დედ ჰა­სან­მა" (ას­ლან უსო­ი­ა­ნი) კრი­მი­ნა­ლუ­რი "მოღ­ვა­წე­ო­ბა" 1956 წელს და­ი­წყო - პირ­ვე­ლად მი­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვის გამო და­ა­კა­ვეს, შემ­დეგ უსო­ი­ან­მა მრა­ვა­ლი ძარ­ცვა და ყა­ჩა­ღო­ბა ჩა­ი­დი­ნა. ერთ-ერთი ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის გამო ცი­ხე­შიც მოხ­ვდა, სა­დაც კა­ნო­ნი­ერ ქურ­დად "მო­ნათ­ლეს".

1980-იან წლებ­ში "დედ ჰა­სა­ნი" რუ­სე­თის სამ­ხრეთ­ში მდე­ბა­რე და­ნა­შა­უ­ლებ­რივ დაჯ­გუ­ფე­ბებს, აგ­რეთ­ვე კავ­კა­სი­ის ბან­დე­ბის უმე­ტეს ნა­წილს აკონ­ტრო­ლებ­და. უსო­ი­ანს რამ­დენ­ჯერ­მე და­ესხნენ თავს, მაგ­რამ იგი ყო­ველ­თვის "წყლი­დან მშრა­ლი" ამო­დი­ო­და, 2013 წლის 16 იან­ვარს მოს­კო­ვის ცენ­ტრში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი უკა­ნას­კნე­ლი შე­ტე­ვა კი­ლე­რის­თვის წარ­მა­ტე­ბით, "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის­თვის" კი სიკ­ვდი­ლით დას­რულ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

სამი საუკუნის ყველაზე ცნობილი მაფიოზები და "კანონიერი ქურდები"

სამი საუკუნის ყველაზე ცნობილი მაფიოზები და "კანონიერი ქურდები"

ვინ იყვნენ ისტორიაში ყველაზე ცნობილი მაფიოზები და "კანონიერი ქურდები"?

"რუსეთის პირველი ქურდი"

ვანკა კანინი (ივანე ოსიპოვი) 13 წლის იყო, როდესაც ქურდული ბანდის წევრი გახდა და ამ შემადგენლობაში დაიწყო "რუსეთის პირველი ქურდის" დანაშაულებრივი კარიერა. რამდენიმე ხანში იგი ბანდის მეთაური გახდა, რომელმაც საბრძოლო მოქმედებების ნამდვილი ფრონტი გააჩაღა. თანამოაზრეებთან ერთად წვავდა სოფლებს, შტურმით იღებდა ღვინის ქარხნებს. შემდეგ ვანკა-კანინი, როგორც სამძებრო პოლიციის აგენტი, მსხვილი ქურდების დასამალავად პოლიციასთან წვრილმან ქურდებს "უშვებდა". სამი წელი ყვაოდა მისი "საქმე", რომელმაც მოსკოვი ქაოსში მოაქცია. იმპერატრიცას ბრძანებით, 1755 წელს მოსკოვში ჯარები შეიყვანეს და "რუსეთის პირველი ქურდი" დააკავეს.

"მორიარტი ამერიკიდან"

დანაშაულებრივი სამყაროს ნაპოლეონი, ადამ ვორტი, დაახლოებით 1862 წელს ამერიკაში ემიგრირებულ ღარიბ გერმანულ ოჯახში დაიბადა. ამერიკის სამოქალაქო ომის ყოფილი მონაწილე ჯიბის ქურდი გახდა. შემდეგ თავისი "შაიკა" შეკრიბა და დანაშაულებრივი მოღვაწეობა გააჩაღა თავიდან ამერიკაში, შემდეგ ევროპაში. მას ეძებდა სკოტლენდ-იარდი და თავად პინკენტონი. ადამს ბოლო ძარცვა თავისუფლების დაკარგვად დაუჯდა, ციხიდან გამოსვლის შემდეგ "ნაპოლეონმა" ხუთი წელი იცოცხლა, ამ დროის განმავლობაში მოასწრო თავისი თავგადასავლის მოყოლა.

"პეტროგრადელი რობინ ჰუდი"

ლიონკა პანტელეევი, ლეონიდ პანტელკინი, 1921 წელს 19 წლისა წითელ არმიაში გაიწვიეს. სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ ჩეკისტი გა­ხდა. ერთ წელიწადში სამსახურიდან გაათავისუფლეს, რის შემდეგაც პანტელეევმა თავდამსხმელთა ჯგუფი შეკრიბა, რომელიც შიშის ზარს სცემდა მთელ პეტროგრადს. დამნაშავეები ძარცვავდნენ ნეპმანებს, რის გამოც ღარიბი მოსახლეობის მხარდაჭერა მოიპოვეს.

რამდენიმე თვის შემდეგ ლიონკა დააპატიმრეს, მაგრამ "პეტროგრადელი რობინ ჰუდი" ციხიდან გაიქცა და ტერორის ახალი ტალღა წამოიწყო. ლიონკა სამი თვე იყო თავისუფალი, სანამ იგი ჩეკას ერთ-ერთმა თანამშრომელმა არ ჩაცხრილა.

დღემდე უცნობია, როგორ გახდა პანტელეევი კრიმინალი. ერთი ვერსიის თანახმად, დამნაშავეთა სამყაროში სა­ხელმწიფო პოლიტიკურმა სამსახურმა შეიყვანა, მეორით - იგი სამსახურიდან გაათავისუფლეს და ამის შემდეგ კრიმინალებს შეუერთდა.

საზოგადოების ნომერ პირველი მტერი

ჩარლზ არტურ ფლოიდმა, მეტსახელად ლამაზმა ფლოიდმა, 1922 წელს 16 წლის ასაკში პირველი ძარცვა განახორციელა - 3,5 დოლარი მოიპარა. სამი წლის შემდეგ შეიარაღებული თავდასხმისთვის დაიჭირეს. ამის შემდეგ ლამაზი ფლოიდი კიდევ ხუთჯერ დააკავეს, მაგრამ იოლად ახერხებდა სამართალდამცავი ორგანოებისგან თავის დაძვრენას. ფლოიდმა ბანდასთან ერთად 50 ბანკი გაძარცვა.

მას მიაწერდნენ კანზას-სიტიში მოწყობილ ხოცვა-ჟლეტასა და მძევლების შეპყრობას. ამ საზარელი ამბიდან მეორე დღეს 30 წლის განგსტერს FBI-მ "საზოგადოების ნომერი პირველი მტრის" სტატუსი მიანიჭა.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ლამაზი ფლოიდი შემთხვევით მოხვდა ავტოავარიაში, დაზარალებული ტყეში დამალვას შეეცადა, მაგრამ უთვალთვალებდნენ და პოლიციელმა ჩაცხრილა.

"ზომას მნიშვნელობა არ აქვს"

ბიჭუნა ნელსონმა (ლესტერ ჯოზეფ ჯილისი) მეტსახელი პატარა ტანის გამო მიიღო, იგი სიმაღლით დაახლოებით 160 სანტიმეტრი იყო. 11 წლის ბიჭუნამ გარშემო დამნაშავეების ბანდა შემოიკრიბა, რომლებიც მიტაცებული ავტომობილის სანაცვლოდ დაზარალებულებისგან ფუ­­ლს ითხოვდნენ. ციხეში პირველად 12 წლისა მოხვდა, მეორედ ერთი წლის შემდეგ. 19 წლის ბიჭუნა ნელსონი ჩიკაგოელ განგსტერებს შორის უკვე "ჩვენი" გახდა და ახალი ჯგუფი ჩამოაყალიბა, რომელთა ანგარიშზეც ათობით ძარცვა ირიცხებოდა.

ერთ-ერთი ძარცვისას ჯილისი დაიჭირეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ ბიჭუნა ციხიდან გაიქცა. ბანდის მიერ განხორციელებული რიგი მკვლელობების შემდეგ FBI-მ ნელსონსა და მის თანამზრახველებზე მასობრივი ნადირობა დაიწყო. 1934 წელს, როდესაც ლამაზი ფლოიდი და ჯონი დილინჯერი მოკლეს, სამართალდამცველებმა ჯილისისთვისაც მოიცალეს. პოლიციელებმა მის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს, დაჭრილმა ნელსონმა მიმალვა მოახერხა, მაგრამ ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა.

"ნაიარევი სახე"

ალფონსო გებრიელ კაპონე ერთ-ერთ ნიუ-იორკულ ბანდას მეექვსე კლასში შეუერთდა, შემდეგ საბილიარდო კლუბში "გამომპანღურებლად" მუშაობდა. იარა მან დამნაშავეებთან ჩხუბისას მიიღო, ერთ-ერთმა ბანდიტმა მომავალ "მაფიის მეფეს" დანა დაარტყა, რადგან მან უპატივცემულოდ მოიხსენია მისი და. ამ ფაქტის შემდეგ მას მეტსახელად "ნაიარევი სახე" შეარქვეს. 1917 წელს ალ კაპონემ მკვლელობის პირველი "შეკვეთა" "წარმატებით" განახორციელა. 1925 წელს იგი ბანდის მეთაური გახდა, რომელიც ათას "მებრძოლს" აერთიანებდა. სწორედ მის სახელს უკავშირდება "რეკეტის" მცნება.

ალ კაპონეს მეთაურობით მაფიამ თავისი კონტროლის ქვეშ აიღო პროსტიტუცია და პოლიციელებსა და ჩინოვნიკებს ქრთამს აძლევდნენ. "ნაიარევი სახე" ამით არ დაკმაყოფილდა და სხვა ბანდების განადგურება დაიწყო; შემდეგ სასმლის ბაზარზე ლიდერობა მოიპოვა. გადასახადების გადაუხდელობის გამო კაპონეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ციხიდან 1941 წელს გამოვიდა. ამ ამბიდან ექვსი წლის შემდეგ ალ კაპონე პნევმონიით გარდაიცვალა.

"შეეძლო ტანმოვარჯიშე გამხდარიყო"

ვიაჩესლავ ივანკოვი 1940 წელს და­იბადა, მერვე კლასის შემდეგ სწავლა საცირკო სასწავლებელში გააგრძელა, გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწია, მაგრამ თავის ქალის ტრავმის გამო კარიერა აღარ გააგრძელა, განათლების გასღრმავებლად პროფესიულ ტექნიკურ სასწავლებელში გადავიდა.

პირველი ძარცვა "იაპონჩიკმა" 25 წლისამ განახორციელა, იგი დაიჭირეს და ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე გააგზავნეს, შემდეგ - სავალდებულო მკურნალობა დაუნიშნეს. 1980 წელს ივანკოვი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ლიდერი გახდა. მილიციის ფორმებში გადაცმული "იაპონჩიკის" ბანდის წევრები "უშრომელი შემოსავალის" მქონე პირებს ქონებას ართმევდნენ.

ივანკოვს ინტელიგენციასა და ჩინოვნიკებს შორისაც ჰყავდა ინფორმატორები და მათი წყალობით მოქალაქეებს ყველანაირი ხერხით მატერიალურ ფასეულობებს ართმევდა.

1922 წელს "იაპონჩიკი" აშშ-ი გაემგზავრა. 1995 წელს იგი ეფ-ბი-აიმ გამოძალვის გამო დაიჭირა. 2005 წელს იაპონჩიკი რუსეთში დაბრუნდა, 2009 წელს თავს დაესხნენ და სასიკვდილოდ დაჭრეს.

"დედ ჰასანი"

"დედ ჰასანმა" (ასლან უსოიანი) კრიმინალური "მოღვაწეობა" 1956 წელს დაიწყო - პირველად მილიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო დააკავეს, შემდეგ უსოიანმა მრავალი ძარცვა და ყაჩაღობა ჩაიდინა. ერთ-ერთი ჩადენილი დანაშაულის გამო ციხეშიც მოხვდა, სადაც კანონიერ ქურდად "მონათლეს".

1980-იან წლებში "დედ ჰასანი" რუსეთის სამხრეთში მდებარე დანაშაულებრივ დაჯგუფებებს, აგრეთვე კავკასიის ბანდების უმეტეს ნაწილს აკონტროლებდა. უსოიანს რამდენჯერმე დაესხნენ თავს, მაგრამ იგი ყოველთვის "წყლიდან მშრალი" ამოდიოდა, 2013 წლის 16 იანვარს მოსკოვის ცენტრში განხორციელებული უკანასკნელი შეტევა კილერისთვის წარმატებით, "კანონიერი ქურდისთვის" კი სიკვდილით დასრულდა.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს