პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზურაბ ადეიშვილი - მინდა ყველაფერი ვთქვა, რაც ხდებოდა საქართველოში
ზურაბ ადეიშვილი - მინდა ყველაფერი ვთქვა, რაც ხდებოდა საქართველოში

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი, ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლი დუ­მილს არ­ღვევს და "ფე­ის­ბუქ­ში" სა­კუ­თარ გვერ­დზე წერს, რომ მზა­დაა, ისა­უბ­როს იმ და­ნა­შა­უ­ლე­ბებ­ზე, რაც ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბით ბოლო ცხრა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ხდე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში.

"მე, ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლი ვარ სა­ქარ­თვე­ლო­დან გაქ­ცე­უ­ლი და მინ­და დღეს და­ვარ­ღვიო დუ­მი­ლი და ყვე­ლა­ფე­რი ვთქვა, რაც ხდე­ბო­და ამ ცხრა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში. დიახ, მე მინ­და ზუს­ტად ყვე­ლა­ფე­რი ვთქვა იმის შე­სა­ხებ, რაც ვიცი ცი­ხის ამ­ბე­ბის შე­სა­ხებ. ამ საქ­მე­ში ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლია დამ­ნა­შა­ვე, რო­მე­ლიც მე­თა­უ­რობ­და ყვე­ლა იმ სა­ში­ნე­ლე­ბას, რაც ხდე­ბო­და იმ დროს ცი­ხე­ებ­ში, ასე­ვე ლა­ფან­ყუ­რის ამ­ბე­ბიც მა­გის ერთ-ერთი საგ­მი­რო საქ­მეა. მე მარ­ტო ვანო მე­რა­ბიშ­ვილს არ ვა­და­ნა­შა­უ­ლებ. იმ ამ­ბებს, რაც ხდე­ბო­და იმ დროს სა­ქარ­თვე­ლო­ში, ამ საქ­მე­ებს ძი­რი­თა­დად სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის შეკ­ვე­თით ას­რუ­ლებ­და ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი, ასე­ვე ძმე­ბი ახა­ლა­ი­ე­ბი მისი ქვე­შევ­რდო­მე­ბი და შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი იყ­ვნენ და არა­ერ­თი ბო­რო­ტე­ბა აქვთ ჩა­დე­ნი­ლი. მე მზად ვარ ჩა­მო­ვი­დე და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის ყვე­ლა კი­თხვას ვუ­პა­სუ­ხო.

მე არ გა­ვურ­ბი­ვარ სა­მარ­თალს და თუ დამ­ნა­შა­ვე ვარ, მზად ვარ კა­ნო­ნის წი­ნა­შე წავრსდგე.

მე ასე­ვე მაქვს ის და­მამ­ტკი­ცე­ბე­ლი სა­ბუ­თე­ბი, სა­დაც სა­ა­კაშ­ვი­ლის ბრძა­ნე­ბით მოხ­და 7 ნო­ემ­ბერს მშვი­დო­ბი­ა­ნი ხალ­ხის დარ­ბე­ვა და ასე­ვე მი­სი­ვე ბრძა­ნე­ბით და­არ­ბი­ეს 26 მა­ისს მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რის დრო­საც რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი ცე­მით მოკ­ლეს. ბევ­რი მაქვს სათ­ქმე­ლი ხალ­ხის­თვის.

მინ­და ხალ­ხს ბო­დი­ში მო­ვუ­ხა­დო იმის შე­სა­ხებ, რომ ამ­დე­ნი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ვდუმ­დი და არ ვლა­პა­რა­კობ­დი. დიახ, აი, ამი­ტომ ვარ მე დამ­ნა­შა­ვე და არ მიკ­ვირს, რომ ხალ­ხს ჩემ­და­მი ზი­ზღის გრძნო­ბა აქვს", - წერს ადე­იშ­ვი­ლი.

"ფე­ის­ბუქ­ში" ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლის გვერ­დი, სა­დაც ეს გან­ცხა­დე­ბა გა­მოქ­ვეყ­ნდა, და­ახ­ლო­ე­ბით ერთი სა­ა­თის წინ შე­იქ­მნა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ დღეს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის რამ­დე­ნი­მე ყალ­ბი გვერ­დი და­რე­გის­ტრირ­და.

ზურაბ ადეიშვილი - მინდა ყველაფერი ვთქვა, რაც ხდებოდა საქართველოში

ზურაბ ადეიშვილი - მინდა ყველაფერი ვთქვა, რაც ხდებოდა საქართველოში

საქართველოს ყოფილი იუსტიციის მინისტრი, ზურაბ ადეიშვილი დუმილს არღვევს და ”ფეისბუქში” საკუთარ გვერდზე წერს, რომ მზადაა, ისაუბროს იმ დანაშაულებებზე, რაც ყოფილი ხელისუფლების ორგანიზებით ბოლო ცხრა წლის განმავლობაში ხდებოდა საქართველოში.

"მე, ზურაბ ადეიშვილი ვარ საქართველოდან გაქცეული და მინდა დღეს დავარღვიო დუმილი და ყველაფერი ვთქვა, რაც ხდებოდა ამ ცხრა წლის განმავლობაში საქართველოში. დიახ, მე მინდა ზუსტად ყველაფერი ვთქვა იმის შესახებ, რაც ვიცი ციხის ამბების შესახებ. ამ საქმეში ვანო მერაბიშვილია დამნაშავე, რომელიც მეთაურობდა ყველა იმ საშინელებას, რაც ხდებოდა იმ დროს ციხეებში, ასევე ლაფანყურის ამბებიც მაგის ერთ-ერთი საგმირო საქმეა. მე მარტო ვანო მერაბიშვილს არ ვადანაშაულებ. იმ ამბებს, რაც ხდებოდა იმ დროს საქართველოში, ამ საქმეებს ძირითადად საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეკვეთით ასრულებდა ვანო მერაბიშვილი, ასევე ძმები ახალაიები მისი ქვეშევრდომები და შემსრულებლები იყვნენ და არაერთი ბოროტება აქვთ ჩადენილი. მე მზად ვარ ჩამოვიდე და სამართალდამცველების ყველა კითხვას ვუპასუხო.

მე არ გავურბივარ სამართალს და თუ დამნაშავე ვარ, მზად ვარ კანონის წინაშე წავრსდგე.

მე ასევე მაქვს ის დამამტკიცებელი საბუთები, სადაც სააკაშვილის ბრძანებით მოხდა 7 ნოემბერს მშვიდობიანი ხალხის დარბევა და ასევე მისივე ბრძანებით დაარბიეს 26 მაისს მშვიდობიანი მოქალაქეები, რის დროსაც რამდენიმე ადამიანი ცემით მოკლეს. ბევრი მაქვს სათქმელი ხალხისთვის.

მინდა ხალხს ბოდიში მოვუხადო იმის შესახებ, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ვდუმდი და არ ვლაპარაკობდი. დიახ, აი, ამიტომ ვარ მე დამნაშავე და არ მიკვირს, რომ ხალხს ჩემდამი ზიზღის გრძნობა აქვს", - წერს ადეიშვილი.

"ფეისბუქში" ზურაბ ადეიშვილის გვერდი, სადაც ეს განცხადება გამოქვეყნდა, დაახლოებით ერთი საათის წინ შეიქმნა. აღსანიშნავია, რომ დღეს სოციალურ ქსელში ცნობილი ადამიანების რამდენიმე ყალბი გვერდი დარეგისტრირდა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა