სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამერიკელებმა ოკეანის ფსკერიდან ამოღებული ჩრდილო კორეული რაკეტა შეისწავლეს
ამერიკელებმა ოკეანის ფსკერიდან ამოღებული ჩრდილო კორეული რაკეტა შეისწავლეს

ამე­რი­კელ­მა სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა წყნა­რი ოკე­ა­ნის ფსკე­რი­დან ჩრდი­ლო კო­რე­უ­ლი რა­კე­ტა-მა­ტა­რებ­ლის "ინჰა-3"-ის ფრაგ­მენ­ტი ამო­ი­ღეს, რო­მელ­მაც გა­სუ­ლი წლის 12 დე­კემ­ბერს, ორ­ბი­ტა­ზე 100 კგ-იანი თა­ნამ­გზავ­რი "კვან­მენ­სონ-3" გა­იყ­ვა­ნა. სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა მო­ნა­პო­ვა­რი დე­ტა­ლუ­რად შე­ის­წავ­ლეს და მთლი­ა­ნი რა­კე­ტის პა­რა­მეტ­რე­ბის მი­ახ­ლო­ე­ბი­თი გან­სა­ზღვრა შეძ­ლეს.

სა­ვა­რა­უ­დოდ, ამე­რი­კე­ლებ­მა ჩრდი­ლო კო­რე­უ­ლი რა­კე­ტის მე­სა­მე სა­ფე­ხურს მი­აკ­ვლი­ეს, რო­მე­ლიც ზღვა­ში, ფი­ლი­პი­ნე­ბის კუნ­ძუ­ლე­ბი­დან 200 კი­ლო­მეტ­რის მო­შო­რე­ბით ჩა­ვარ­და. ოფი­ცი­ა­ლუ­რი წყა­რო­ე­ბი არ ასა­ხე­ლე­ბენ იმ სიღ­რმეს, სა­ი­და­ნაც რა­კე­ტის ფრაგ­მენ­ტის ამო­ღე­ბა მოხ­და. მო­ცე­მულ რე­გი­ონ­ში ზღვის სა­შუ­ა­ლო სიღ­რმე 4000 მ-ია.

ექ­სპერტთა აზ­რით, კო­რეა უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია მუ­შა­ობს ბირ­თვუ­ლი ქო­ბი­ნის მა­ტა­რე­ბელ შორი მოქ­მე­დე­ბის ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტის შექ­მნა­ზე. აშშ-ის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი დაზ­ვერ­ვის დი­რექ­ტორს, ჯე­იმს კლე­პერს ამ სა­კი­თხზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბა აქვს. მისი აზ­რით, რა­კე­ტა­ში გან­სა­თავ­სებ­ლად ბირ­თვუ­ლი ქო­ბი­ნის ზო­მე­ბის შემ­ცი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­რე­ე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი მნიშ­ნე­ლო­ვან სირ­თუ­ლე­ებს წა­ა­წყდნენ.

ანა­ლო­გი­უ­რი ინ­ფორ­მა­ცია გა­სულ კვი­რას სამ­ხრეთ კო­რე­უ­ლი თავ­დაც­ვის უწყე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გა­ავ­რცე­ლა. კიმ მინ ცო­კის თქმით, დღე­ის­თვის ჩრდი­ლო კო­რე­ას არ გა­აჩ­ნია მცი­რე­გა­ბა­რი­ტუ­ლი ბირ­თვუ­ლი მუხ­ტი, რომ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბაც ბა­ლის­ტი­კურ რა­კე­ტა­ზე საბ­რძო­ლო ქო­ბი­ნის სა­ხით იქ­ნე­ბო­და შე­საძ­ლე­ბე­ლი.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ topwar.ru-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

ამერიკელებმა ოკეანის ფსკერიდან ამოღებული ჩრდილო კორეული რაკეტა შეისწავლეს

ამერიკელებმა ოკეანის ფსკერიდან ამოღებული ჩრდილო კორეული რაკეტა შეისწავლეს

ამერიკელმა სპეციალისტებმა წყნარი ოკეანის ფსკერიდან ჩრდილო კორეული რაკეტა-მატარებლის "ინჰა-3“-ის ფრაგმენტი ამოიღეს, რომელმაც გასული წლის 12 დეკემბერს, ორბიტაზე 100 კგ-იანი თანამგზავრი "კვანმენსონ-3“ გაიყვანა. სპეციალისტებმა მონაპოვარი დეტალურად შეისწავლეს და მთლიანი რაკეტის პარამეტრების მიახლოებითი განსაზღვრა შეძლეს.

სავარაუდოდ, ამერიკელებმა ჩრდილო კორეული რაკეტის მესამე საფეხურს მიაკვლიეს, რომელიც ზღვაში, ფილიპინების კუნძულებიდან 200 კილომეტრის მოშორებით ჩავარდა. ოფიციალური წყაროები არ ასახელებენ იმ სიღრმეს, საიდანაც რაკეტის ფრაგმენტის ამოღება მოხდა. მოცემულ რეგიონში ზღვის საშუალო სიღრმე 4000 მ-ია.

ექსპერტთა აზრით, კორეა უკვე რამდენიმე წელია მუშაობს ბირთვული ქობინის მატარებელ შორი მოქმედების ბალისტიკური რაკეტის შექმნაზე. აშშ-ის ნაციონალური დაზვერვის დირექტორს, ჯეიმს კლეპერს ამ საკითხზე განსაკუთრებული შეხედულება აქვს. მისი აზრით, რაკეტაში განსათავსებლად ბირთვული ქობინის ზომების შემცირებასთან დაკავშირებით კორეელი სპეციალისტები მნიშნელოვან სირთულეებს წააწყდნენ.

ანალოგიური ინფორმაცია გასულ კვირას სამხრეთ კორეული თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა გაავრცელა. კიმ მინ ცოკის თქმით, დღეისთვის ჩრდილო კორეას არ გააჩნია მცირეგაბარიტული ბირთვული მუხტი, რომლის გამოყენებაც ბალისტიკურ რაკეტაზე საბრძოლო ქობინის სახით იქნებოდა შესაძლებელი.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ topwar.ru-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე