საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვისბადენის კინოფესტივალზე ქართულმა ფილმმა მთავარი პრიზი მიიღო
ვისბადენის კინოფესტივალზე ქართულმა ფილმმა მთავარი პრიზი მიიღო

ვის­ბა­დე­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვალ go East-ზე ნანა ექ­ვთი­მიშ­ვი­ლი­სა და სი­მონ გრო­სის ფილმმა "გრძე­ლი ნა­თე­ლი დღე­ე­ბი" მთა­ვა­რი პრი­ზი (The ŠKODA Film Award) მი­ი­ღო.

რო­გორც "ამ­ბე­ბი.გე"-ს სა­ქარ­თვე­ლოს კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის მე­ნე­ჯერ­მა ნი­ნია ახვლე­დი­ან­მა გა­ნუ­ცხა­და, ვის­ბა­დე­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლი go East 10 აპ­რილს გა­იხ­სნა და 16 აპ­რილს და­ი­ხუ­რა, სა­დაც მთა­ვა­რი პრი­ზი ქარ­თულ­მა კოპ­რო­დუქ­ცი­ამ "გრძე­ლი ნა­თე­ლი დღე­ე­ბი" მთა­ვა­რი პრი­ზი The ŠKODA Film Award და ჯილ­დოდ 10 000 ევრო მი­ი­ღო.

ბერ­ლი­ნა­ლეს და ჰონგკონ­გის ფეს­ტი­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, ეს ფილ­მის­თვის მო­რი­გი გა­მარ­ჯვე­ბაა. ქარ­თუ­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი, რო­მე­ლიც თბი­ლის­ში მძი­მე 90-იანი წლე­ბის ფონ­ზე თი­ნე­ი­ჯე­რე­ბის ცხოვ­რე­ბას ასა­ხავს, სა­ფეს­ტი­ვა­ლო ცხოვ­რე­ბას აგ­რძე­ლებს.

ვის­ბა­დე­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე go East ასე­ვე გა­მოვ­ლინ­და ორი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი კი­ნოპ­რო­ექ­ტი, რომ­ლე­ბიც ნო­მი­ნი­რე­ბუ­ლი იყო რო­ბერტ ბო­შის ფონ­დის 2013 წლის პროგ­რა­მა­ში კოპ­რო­დუქ­ცი­ის პრიზ­ზე Coproduction Prize.

ეროვ­ნუ­ლი კი­ნო­ცენ­ტრის და ბო­შის ფონ­დის ერ­თობ­ლი­ვი ტრე­ნინ­გის შე­დე­გად, ამ ნო­მი­ნა­ცი­ა­ში ახალ­გაზ­რდა რე­ჟი­სო­რის და ანი­მა­ტო­რის, დათო კიკ­ნა­ვე­ლი­ძის და პრო­დი­უ­სე­რის, ლელა აქი­აშ­ვი­ლის ანი­მა­ცი­უ­რი ფილ­მის პრო­ექ­ტი "ჯინო" და სა­ლო­მე ჯა­შის ფილ­მის პრო­ექ­ტი, პი­რო­ბი­თი სა­თა­უ­რით - "სად­გუ­რი" გა­მოვ­ლინ­და.

გერ­მა­ნუ­ლი მხრი­დან პრო­ექ­ტის პრო­დი­უ­სე­რია ურტე ფინ­კი. ქარ­თუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი ჟი­უ­რიმ სა­უ­კე­თე­სო­ე­ბად აღი­ა­რა და Robert Bosch Schtiftung Prize-ით და­ჯილ­დოვ­და.

თი­თო­ე­ულ­მა პრო­ექ­ტის ავ­ტორ­მა ფილ­მის გა­და­სა­ღე­ბად ბო­შის ფონ­დის­გან 70 000 ევრო მო­ი­პო­ვეს.

2012 წელს ისი­ნი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი კი­ნო­ცენ­ტრი­სა და რო­ბერტ ბო­შის ფონ­დის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ უორ­ქშოფ­ში "Project Marke თბი­ლი­სი".

უორ­ქშოფ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­დე­გად, დათო კიკ­ნა­ვე­ლი­ძის შე­მოქ­მე­დე­ბით გუნდს შე­უ­ერ­თდა ახალ­გაზ­რდა გერ­მა­ნე­ლი კოპ­რო­დი­უ­სე­რი ანე-კატ­რინ ლი­ვე­რენ­სი და გერ­მა­ნე­ლი ხმის რე­ჟი­სო­რი და კომ­პო­ზი­ტო­რი მა­რი­ან მენ­ტრუ­პი.

რო­ბერტ ბო­შის კოპ­რო­დუქ­ცი­ის პრო­ექ­ტი ქარ­თუ­ლი გა­ნა­ცხა­დე­ბი­სათ­ვის 2011 წელს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შე­დე­გად გა­იხ­სნა. ტრე­ნინ­გი და უორ­ქშო­ფი თბი­ლის­ში ორ­ჯერ, 2011-2012 წლებ­ში ჩა­ტარ­და.

2011 წელს კოპ­რო­დუქ­ცი­ის პრიზ­ზე ნო­მი­ნი­რე­ბუ­ლი იყო დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მის პრო­ექ­ტი "მა­დო­ნა" ( ავ­ტო­რე­ბი: ნა­თია გუ­ლი­აშ­ვი­ლი, ნინო გო­გუა).

გი­ორ­გი ბე­რი­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

ვისბადენის კინოფესტივალზე ქართულმა ფილმმა მთავარი პრიზი მიიღო

ვისბადენის კინოფესტივალზე ქართულმა ფილმმა მთავარი პრიზი მიიღო

ვისბადენის კინოფესტივალ go East-ზე ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმმა "გრძელი ნათელი დღეები" მთავარი პრიზი (The ŠKODA Film Award) მიიღო.

როგორც "ამბები.გე"-ს საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერმა ნინია ახვლედიანმა განუცხადა, ვისბადენის კინოფესტივალი go East 10 აპრილს გაიხსნა და 16 აპრილს დაიხურა, სადაც მთავარი პრიზი ქართულმა კოპროდუქციამ "გრძელი ნათელი დღეები" მთავარი პრიზი The ŠKODA Film Award და ჯილდოდ 10 000 ევრო მიიღო.

ბერლინალეს და ჰონგკონგის ფესტივალების შემდეგ, ეს ფილმისთვის მორიგი გამარჯვებაა. ქართული ნამუშევარი, რომელიც თბილისში მძიმე 90-იანი წლების ფონზე თინეიჯერების ცხოვრებას ასახავს, საფესტივალო ცხოვრებას აგრძელებს.

ვისბადენის კინოფესტივალზე go East ასევე გამოვლინდა ორი გამარჯვებული ქართული კინოპროექტი, რომლებიც ნომინირებული იყო რობერტ ბოშის ფონდის 2013 წლის პროგრამაში კოპროდუქციის პრიზზე Coproduction Prize.

ეროვნული კინოცენტრის და ბოშის ფონდის ერთობლივი ტრენინგის შედეგად, ამ ნომინაციაში ახალგაზრდა რეჟისორის და ანიმატორის, დათო კიკნაველიძის და პროდიუსერის, ლელა აქიაშვილის ანიმაციური ფილმის პროექტი "ჯინო" და სალომე ჯაშის ფილმის პროექტი, პირობითი სათაურით - "სადგური" გამოვლინდა.

გერმანული მხრიდან პროექტის პროდიუსერია ურტე ფინკი. ქართული პროექტები ჟიურიმ საუკეთესოებად აღიარა და Robert Bosch Schtiftung  Prize-ით დაჯილდოვდა.

თითოეულმა პროექტის ავტორმა ფილმის გადასაღებად ბოშის ფონდისგან 70 000 ევრო მოიპოვეს.

2012 წელს ისინი მონაწილეობდნენ საქართველოს ეროვნული კინოცენტრისა და რობერტ ბოშის ფონდის მიერ ორგანიზებულ უორქშოფში "Project Marke თბილისი".

უორქშოფში მონაწილეობის შედეგად, დათო კიკნაველიძის შემოქმედებით გუნდს შეუერთდა ახალგაზრდა გერმანელი კოპროდიუსერი ანე-კატრინ ლივერენსი და გერმანელი ხმის რეჟისორი და კომპოზიტორი მარიან მენტრუპი.

რობერტ ბოშის კოპროდუქციის პროექტი ქართული განაცხადებისათვის 2011 წელს მოლაპარაკებების შედეგად გაიხსნა. ტრენინგი და უორქშოფი თბილისში ორჯერ, 2011-2012 წლებში ჩატარდა.

2011 წელს კოპროდუქციის პრიზზე ნომინირებული იყო დოკუმენტური ფილმის პროექტი "მადონა" ( ავტორები: ნათია გულიაშვილი, ნინო გოგუა).

გიორგი ბერიძე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება