პოლიტიკა
სამართალი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სააკაშვილის ყოფილი ამერიკელი მრჩეველი - "FBI-ს აგენტმა მითხრა, ვინ გაანადგურა ჟვანიას მკვლელობის საქმეში მოპოვებული მტკიცებულებები"
სააკაშვილის ყოფილი ამერიკელი მრჩეველი - "FBI-ს აგენტმა მითხრა, ვინ გაანადგურა ჟვანიას მკვლელობის საქმეში მოპოვებული მტკიცებულებები"

ამე­რი­კე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი და პო­ლი­ტო­ლო­გი ჯეფ­რი სილ­ვერ­მა­ნი პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში 1991 წელს ჩა­მო­ვი­და. მას შემ­დეგ ხში­რად სტუმ­რობს ჩვენს ქვე­ყა­ნას და აქ საკ­მა­ოდ დიდი ხნი­თაც რჩე­ბა ხოლ­მე. მისი თქმით, ახ­ლოს იც­ნობს მე­თიუ ბრა­ი­ზას და თა­ვად მას კარ­გად იც­ნო­ბენ ამე­რი­კის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტში. ამას­თან, სილ­ვერ­მა­ნი 2001-2003 წლებ­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მრჩე­ვე­ლი იყო:

- თავ­და­პირ­ვე­ლად, გი­უ­ლი ალა­სა­ნია და­ინ­ტე­რეს­და ჩემი სტა­ტი­ე­ბით და ისე მოხ­და, რომ დავ­მე­გობ­რდით კი­დეც. შემ­დეგ კი, სა­ა­კაშ­ვი­ლის მრჩე­ვე­ლი გავ­ხდი (იმ­ხა­ნად ის "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დე­რი გახ­ლდათ). ჩემი დახ­მა­რე­ბით ჩა­წე­რა მი­შამ 2001 წელს BBC-ის­თან პირ­ვე­ლი ინ­ტერ­ვიუ... მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ჩვე­ნი "თა­ნამ­შრომ­ლო­ბა" შე­წყდა. აქვე უნდა ვთქვა, რომ პა­რა­ლე­ლუ­რად ვა­წარ­მო­ებ­დი ჟურ­ნა­ლის­ტურ გა­მო­ძი­ე­ბას და გა­ვარ­კვიე, რა ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და სა­ა­კაშ­ვილს კრი­მი­ნა­ლურ ავ­ტო­რი­ტეტ ტა­რი­ელ ონი­ან­თან... ასე­ვე, ვთა­ნამ­შრომ­ლობ­დი სა­ერ­თა­შო­რი­სო კრი­ზი­სე­ბის მარ­თვის ჯგუფ­თან. რო­გორც პო­ლი­ტო­ლო­გი, ვიკ­ვლევ­დი რუ­სე­თის გავ­ლე­ნას სა­ქარ­თვე­ლო­ში... პირ­ველ რიგ­ში, ორი­ო­დე სი­ტყვა მინ­და გი­თხრათ აჭა­რის კრი­ზის­ზე (2004 წელი). სხვა­თა შო­რის, ამე­რი­კის მხა­რეს აინ­ტე­რე­სებ­და, რო­გორ აწარ­მო­ებ­დნენ მიშა და რუ­სუ­ლი მხა­რე ას­ლან აბა­ში­ძეს­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბას. იყო ასე­თი პი­როვ­ნე­ბა ლე­ვან ჟღენ­ტი, რო­მე­ლიც ას­ლან აბა­ში­ძის "შავი მო­ლა­რე" იყო. ის ასე­ვე კუ­რი­რებ­და ია­რა­ღი­სა და ნარ­კო­ტი­კე­ბის ბიზ­ნესს. მას შემ­დეგ, რაც აღ­მო­ვა­ჩი­ნე კავ­ში­რე­ბი ლე­ვან ჟღენ­ტსა და ვანო მე­რა­ბიშ­ვილს შო­რის, და­ი­წყო ჩემი პრობ­ლე­მე­ბი სა­ა­კაშ­ვილ­თან, თუმ­ცა მა­ნამ­დე მისი მე­გო­ბა­რი და მრჩე­ვე­ლი ვი­ყა­ვი. იმ­ხა­ნად გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ას­თან ერ­თად "შავი ზღვის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში" ვმუ­შა­ობ­დი. რო­დე­საც მი­შას მე­რა­ბიშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩემი კვლე­ვის მა­სა­ლე­ბი მი­ვუ­ტა­ნე, მი­თხრა, არ მა­ინ­ტე­რე­სებს და არც მინ­და გა­ვი­გო ეს ამ­ბე­ბიო. ამის შემ­დეგ მა­სა­ლე­ბი გა­და­ვე­ცი მე­თიუ ბრა­ი­ზას (აშშ-ს სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის იმ­დრო­ინ­დე­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი) და სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტსაც... სხვა­თა შო­რის, 2010 წელს ჩემ­ზე თავ­დას­ხმაც მოხ­და, რო­მელ­საც ბი­ო­ლო­გი­უ­რი ია­რა­ღის კომ­პო­ნენ­ტე­ბის კვლე­ვის ცენ­ტრს ვუ­კავ­ში­რებ. ლა­პა­რა­კია, 150-მი­ლი­ო­ნი­ან პროგ­რა­მა­ზე, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ბი­ო­ლო­გი­უ­რი ია­რა­ღის კომ­პო­ნენ­ტე­ბის კვლე­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს და შე­სა­ბა­მი­სი ლა­ბო­რა­ტო­რი­აც არ­სე­ბობს, რო­მელ­საც პენ­ტა­გო­ნი კუ­რი­რებს.

- რო­მელ ლა­ბო­რა­ტო­რი­ას გუ­ლის­ხმობთ?

- ლა­ბო­რა­ტო­რია თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტის გვერ­დი­თაა. ის სა­ა­კაშ­ვილ­მა 2007 წელს შექ­მნა ამე­რი­კე­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით და მის ხელ­მძღვა­ნე­ლად სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო დაზ­ვერ­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის ყო­ფი­ლი შეფი ანა ჟვა­ნია და­ნიშ­ნა (სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი­ ჯან­დაც­ვის ცენ­ტრა­ლუ­რი რე­ფე­რა­ლუ­რი ლა­ბო­რა­ტო­რია - CPHRL თბი­ლის­ში რამ­დე­ნი­მე წლის წინ გა­იხ­სნა). იქ ხდე­ბა ბი­ო­ლო­გი­უ­რი ია­რა­ღე­ბის კომ­პო­ნენ­ტე­ბის კვლე­ვა, რაც ამე­რი­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აკ­რძა­ლუ­ლია. რა­ი­მე გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი შემ­თხვე­ვა თუ მოხ­და, სა­ქარ­თვე­ლო სა­ერ­თოდ წა­ი­ლე­კე­ბა. თბი­ლის­ში მდე­ბა­რე ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში ჯილე­ხის, ციმ­ბი­რის წყლუ­ლის, წი­თე­ლას, შავი ჭი­რი­სა და H1N1-ის ბაქ­ტე­რი­ებს ამ­ზა­დე­ბენ. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ ამ ვირუ­სე­ბის ხე­ლოვ­ნუ­რი გავ­რცე­ლე­ბაც ხდე­ბო­დეს, მა­გა­ლი­თად, წი­თე­ლა­სი, რო­მე­ლიც დღეს ქვე­ყა­ნა­ში სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მად იქცა. ასე­თი­ვე ლა­ბო­რა­ტო­რია ქო­ბუ­ლეთ­ში ბრი­ტა­ნე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ეგი­დით გა­იხ­სნა. მცი­რე ბი­ო­ლო­გი­უ­რი ლა­ბო­რა­ტო­რი­აა ქუ­თა­ის­შიც.

- ინ­ტერ­ვი­უს და­წყე­ბამ­დე მი­თხა­რით, რომ 2008 წლის სა­ქარ­თვე­ლო-რუ­სე­თის ომ­ზეც გაქვთ სა­ინ­ტე­რე­სო მა­სა­ლე­ბი...

- დიახ, აგ­ვის­ტოს ომის დროს ცხინ­ვალ­ში ვი­ყა­ვი, ვაკ­ვირ­დე­ბო­დი მოვ­ლე­ნებს და დავ­წე­რე მოხ­სე­ნე­ბა, რო­მე­ლიც მე­თიუ ბრა­ი­ზას გა­და­ვუგ­ზავ­ნე. ეს იყო არა სა­ი­დუმ­ლო მა­სა­ლე­ბი, არა­მედ ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი კვლე­ვე­ბი. რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომის სა­ვა­რა­უ­დო სცე­ნა­რი ბრა­ი­ზას ჯერ კი­დევ 2005 წელს ჰქონ­და. მე კი ორი თვით ადრე ამე­რი­კუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის­გან "კუ­ბი­კი­სა" და "არ­ჩენ­ჯე­ლის­გან" (ყო­ფი­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის მიერ და­ფუძ­ნე­ბუ­ლი კერ­ძო კომ­პა­ნი­ე­ბი) ვი­ცო­დი, ომი რომ და­ი­წყე­ბო­და. და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრო­ბი­სას ეს კომ­პა­ნი­ე­ბი სამ­ხედ­რო და­გეგ­მა­რე­ბა­სა და წვრთნა­ში და­სახ­მა­რებ­ლად და­ი­ქი­რა­ვეს. ისი­ნი ვა­ზი­ა­ნის ბა­ზა­ზე იყ­ვნენ გან­თავ­სე­ბუ­ლი. "არ­ჩენ­ჯე­ლის" გაწ­ვრთნი­ლი სნა­ი­პე­რე­ბის ჯგუ­ფი ცხინ­ვალ­შიც იბ­რძო­და. სი­მარ­თლე გი­თხრათ, ეს იყო დიდი თა­მა­ში და არა ომი. კერ­ძოდ, სარ­დლო­ბა და სამ­ხედ­რო მმარ­თვე­ლო­ბა იყო გა­თი­შუ­ლი, და­უ­ლა­გე­ბე­ლი. სა­ქარ­თვე­ლოს შე­ეძ­ლო ამ ომის მო­გე­ბა, მაგ­რამ ეს მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად არ გა­კეთ­და.

- რა­ტომ?

- ომმა ჩა­მო­წე­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში შემ­ო­სული უკა­ნო­ნო ია­რა­ღი. ასე­ვე, ომის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­ვი­და დიდი ფული, რო­მე­ლიც ასე­ვე გაქ­რა გა­ურ­კვე­ვე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით. და სა­ერ­თოდ - ომი ძალ­ზე ბინ­ძუ­რი ბიზ­ნე­სია. სა­ო­მა­რი ოპე­რა­ცი­ე­ბი შეგ­ნე­ბუ­ლად არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად იყო წარ­მარ­თუ­ლი. მეც სამ­ხედ­რო ვარ, 6 წელი ვმსა­ხუ­რობ­დი ამე­რი­კის ჯარ­ში და რა­ღაც გა­მე­გე­ბა. 2008 წელს ვი­ყა­ვი რო­გორც ქარ­თულ, ისე ოსურ-რუ­სულ პო­ზი­ცი­ებ­ზე. მე უფრო უკეთ შე­მეძ­ლო ყვე­ლაფ­რის და­გეგ­მვა. სა­ერ­თოდ არ არ­სე­ბობ­და სამ­ხედ­რო და­გეგ­მა­რე­ბის ცენ­ტრი.

- თქვენ ზე­მოთ თავ­დას­ხმა­ზე სა­უბ­რობ­დით...

- 2010 წლის სექ­ტემ­ბერ­ში გა­მი­ტა­ცეს­ კონ­ტრ­დაზ­ვერ­ვის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა. ეს შეგი­ძლი­ათ გა­და­ა­მოწ­მოთ უჩა ნა­ნუ­აშ­ვილ­თან, რო­მელ­მაც ნახა ჩემი დამ­წვა­რი და ბორ­კი­ლე­ბის­გან და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ხე­ლე­ბი. და­ახ­ლო­ე­ბით, ათმა ნიღ­ბი­ან­მა გა­მი­ტა­ცა, სას­ტი­კად მა­წა­მეს და ორ­თა­ჭა­ლა­ში, მტკვრის პი­რას და­მაგ­დეს. მათ ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი ჰქონ­დათ ჩემი მოკ­ვლა, რაც ჯერ კი­დევ 2009 წელს და­გეგ­მა ოთარ ორ­ჯო­ნი­კი­ძემ - კონ­ტრდაზ­ვერ­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლემ, რო­მე­ლიც, მი­სი­ვე სი­ტყვე­ბით რომ ვთქვა, ჩემს "ცო­ცხლად და­მარ­ხვას აპი­რებ­და"... ჩავ­ხტი მტკვარ­ში და გავ­ცუ­რე - ყო­ფი­ლი სამ­ხედ­რო ვარ და საკ­მა­ოდ კარ­გად გაწ­ვრთნი­ლი. პირ­ვე­ლად 2004 წელს გა­მი­ტა­ცეს იმა­ვე კონ­ტრდაზ­ვერ­ვის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, რო­დე­საც ჟვა­ნია-ონი­ა­ნის და­პი­რის­პი­რე­ბას ვიკ­ვლევ­დი. სხვა­თა შო­რის, ვიდ­რე სა­ა­კაშ­ვი­ლი ინ­ტერ­პო­ლის­გან ონი­ა­ნის და­პა­ტიმ­რე­ბას მო­ი­თხოვ­და, მა­ნამ­დე კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი პრე­ზი­დენ­ტის მიერ გა­მო­ყო­ფი­ლი თვითმფრი­ნა­ვით სარ­გებ­ლობ­და. ჟვა­ნია აპ­რო­ტეს­ტებ­და მათ კავ­შირს. ახლა ვამ­ზა­დებ სა­ჩი­ვარს მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის სა­ხელ­ზე კონ­ტრდაზ­ვერ­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის წი­ნა­აღ­მდეგ.

- სა­უბ­რის და­წყე­ბამ­დე ისიც მი­თხა­რით, რომ სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლობთ­ ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რის ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე...

- მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ აშშ-ის გა­მო­ძი­ე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი ბი­უ­როს (FBI) თა­ნამ­შრომ­ლე­ბი იყ­ვნენ ჩა­მო­სუ­ლე­ბი. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ, ამე­რი­კა­ში ვე­სა­უბ­რე FBI-ს ერთ-ერთ თა­ნამ­შრო­მელს, რო­მელ­მაც მი­თხრა, ვინ გა­ა­ნად­გუ­რა ჟვა­ნი­ას მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ში მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, კერ­ძოდ, აგენ­ტმა ბრა­ი­ან პარ­მენ­მა აშშ-ის იმ­ჟა­მინ­დე­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის მი­თი­თე­ბით გა­ა­ნად­გუ­რა მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ჟვა­ნი­ას მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე, რად­გან მკვლე­ლო­ბის რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი თუ გა­მო­იკ­ვე­თე­ბო­და, მა­შინ სა­ა­კაშ­ვი­ლის იმი­ჯი შე­ი­ლა­ხე­ბო­და, რაც ამე­რი­კის პო­ლი­ტი­კას დარ­ტყმას მი­ა­ყე­ნებ­და. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, იმ დროს სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, მკვდა­რი ვიქ­ნე­ბო­დი.

ნანა ფი­ცხე­ლა­უ­რი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

სააკაშვილის ყოფილი ამერიკელი მრჩეველი - "FBI-ს აგენტმა მითხრა, ვინ გაანადგურა ჟვანიას მკვლელობის საქმეში მოპოვებული მტკიცებულებები"

სააკაშვილის ყოფილი ამერიკელი მრჩეველი - "FBI-ს აგენტმა მითხრა, ვინ გაანადგურა ჟვანიას მკვლელობის საქმეში მოპოვებული მტკიცებულებები"

ამერიკელი ჟურნალისტი და პოლიტოლოგი ჯეფრი სილვერმანი პირველად საქართველოში 1991 წელს ჩამოვიდა. მას შემდეგ ხშირად სტუმრობს ჩვენს ქვეყანას და აქ საკმაოდ დიდი ხნითაც რჩება ხოლმე. მისი თქმით, ახლოს იცნობს მეთიუ ბრაიზას და თავად მას კარგად იცნობენ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში. ამასთან, სილვერმანი 2001-2003 წლებში მიხეილ სააკაშვილის მრჩეველი იყო:

- თავდაპირველად, გიული ალასანია დაინტერესდა ჩემი სტატიებით და ისე მოხდა, რომ დავმეგობრდით კიდეც. შემდეგ კი, სააკაშვილის მრჩეველი გავხდი (იმხანად ის "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი გახლდათ). ჩემი დახმარებით ჩაწერა მიშამ 2001 წელს BBC-ისთან პირველი ინტერვიუ... მოგვიანებით, ჩვენი "თანამშრომლობა" შეწყდა. აქვე უნდა ვთქვა, რომ პარალელურად ვაწარმოებდი ჟურნალისტურ გამოძიებას და გავარკვიე, რა ურთიერთობა ჰქონდა სააკაშვილს კრიმინალურ ავტორიტეტ ტარიელ ონიანთან... ასევე, ვთანამშრომლობდი საერთაშორისო კრიზისების მართვის ჯგუფთან. როგორც პოლიტოლოგი, ვიკვლევდი რუსეთის გავლენას საქართველოში... პირველ რიგში, ორიოდე სიტყვა მინდა გითხრათ აჭარის კრიზისზე (2004 წელი). სხვათა შორის, ამერიკის მხარეს აინტერესებდა, როგორ აწარმოებდნენ მიშა და რუსული მხარე ასლან აბაშიძესთან მოლაპარაკებას. იყო ასეთი პიროვნება ლევან ჟღენტი, რომელიც ასლან აბაშიძის "შავი მოლარე" იყო. ის ასევე კურირებდა იარაღისა და ნარკოტიკების ბიზნესს. მას შემდეგ, რაც აღმოვაჩინე კავშირები ლევან ჟღენტსა და ვანო მერაბიშვილს შორის, დაიწყო ჩემი პრობლემები სააკაშვილთან, თუმცა მანამდე მისი მეგობარი და მრჩეველი ვიყავი. იმხანად გიული ალასანიასთან ერთად "შავი ზღვის უნივერსიტეტში" ვმუშაობდი. როდესაც მიშას მერაბიშვილთან დაკავშირებით ჩემი კვლევის მასალები მივუტანე, მითხრა, არ მაინტერესებს და არც მინდა გავიგო ეს ამბებიო. ამის შემდეგ მასალები გადავეცი მეთიუ ბრაიზას (აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის იმდროინდელი მაღალჩინოსანი) და სახელმწიფო დეპარტამენტსაც... სხვათა შორის, 2010 წელს ჩემზე თავდასხმაც მოხდა, რომელსაც ბიოლოგიური იარაღის კომპონენტების კვლევის ცენტრს ვუკავშირებ. ლაპარაკია, 150-მილიონიან პროგრამაზე, რომლის ფარგლებშიც საქართველოში ბიოლოგიური იარაღის კომპონენტების კვლევა მიმდინარეობს და შესაბამისი ლაბორატორიაც არსებობს, რომელსაც პენტაგონი კურირებს.

- რომელ ლაბორატორიას გულისხმობთ?

- ლაბორატორია თბილისის აეროპორტის გვერდითაა. ის სააკაშვილმა 2007 წელს შექმნა ამერიკელების დახმარებით და მის ხელმძღვანელად საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის ყოფილი შეფი ანა ჟვანია დანიშნა (საზოგადოებრივი­ ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორია - CPHRL თბილისში რამდენიმე წლის წინ გაიხსნა). იქ ხდება ბიოლოგიური იარაღების კომპონენტების კვლევა, რაც ამერიკის ტერიტორიაზე აკრძალულია. რაიმე გაუთვალისწინებელი შემთხვევა თუ მოხდა, საქართველო საერთოდ წაილეკება. თბილისში მდებარე ლაბორატორიაში ჯილეხის, ციმბირის წყლულის, წითელას, შავი ჭირისა და H1N1-ის ბაქტერიებს ამზადებენ. არ არის გამორიცხული, რომ ამ ვირუსების ხელოვნური გავრცელებაც ხდებოდეს, მაგალითად, წითელასი, რომელიც დღეს ქვეყანაში სერიოზულ პრობლემად იქცა. ასეთივე ლაბორატორია ქობულეთში ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ეგიდით გაიხსნა. მცირე ბიოლოგიური ლაბორატორიაა ქუთაისშიც.

- ინტერვიუს დაწყებამდე მითხარით, რომ 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომზეც გაქვთ საინტერესო მასალები...

- დიახ, აგვისტოს ომის დროს ცხინვალში ვიყავი, ვაკვირდებოდი მოვლენებს და დავწერე მოხსენება, რომელიც მეთიუ ბრაიზას გადავუგზავნე. ეს იყო არა საიდუმლო მასალები, არამედ ჟურნალისტური კვლევები. რუსეთ-საქართველოს ომის სავარაუდო სცენარი ბრაიზას ჯერ კიდევ 2005 წელს ჰქონდა. მე კი ორი თვით ადრე ამერიკული ორგანიზაციებისგან "კუბიკისა" და "არჩენჯელისგან" (ყოფილი სამხედროების მიერ დაფუძნებული კერძო კომპანიები) ვიცოდი, ომი რომ დაიწყებოდა. დავით კეზერაშვილის თავდაცვის მინისტრობისას ეს კომპანიები სამხედრო დაგეგმარებასა და წვრთნაში დასახმარებლად დაიქირავეს. ისინი ვაზიანის ბაზაზე იყვნენ განთავსებული. "არჩენჯელის" გაწვრთნილი სნაიპერების ჯგუფი ცხინვალშიც იბრძოდა. სიმართლე გითხრათ, ეს იყო დიდი თამაში და არა ომი. კერძოდ, სარდლობა და სამხედრო მმართველობა იყო გათიშული, დაულაგებელი. საქართველოს შეეძლო ამ ომის მოგება, მაგრამ ეს მიზანმიმართულად არ გაკეთდა.

- რატომ?

- ომმა ჩამოწერა საქართველოში შემ­ო­სული უკანონო იარაღი. ასევე, ომის შემდეგ საქართველოში შემოვიდა დიდი ფული, რომელიც ასევე გაქრა გაურკვეველი მიმართულებით. და საერთოდ - ომი ძალზე ბინძური ბიზნესია. საომარი ოპერაციები შეგნებულად არაპროფესიონალურად იყო წარმართული. მეც სამხედრო ვარ, 6 წელი ვმსახურობდი ამერიკის ჯარში და რაღაც გამეგება. 2008 წელს ვიყავი როგორც ქართულ, ისე ოსურ-რუსულ პოზიციებზე. მე უფრო უკეთ შემეძლო ყველაფრის დაგეგმვა. საერთოდ არ არსებობდა სამხედრო დაგეგმარების ცენტრი.

- თქვენ ზემოთ თავდასხმაზე საუბრობდით...

- 2010 წლის სექტემბერში გამიტაცეს­ კონტრ­დაზვერვის თანამშრომლებმა. ეს შეგი­ძლიათ გადაამოწმოთ უჩა ნანუაშვილთან, რომელმაც ნახა ჩემი დამწვარი და ბორკილებისგან დაზიანებული ხელები. დაახლოებით, ათმა ნიღბიანმა გამიტაცა, სასტიკად მაწამეს და ორთაჭალაში, მტკვრის პირას დამაგდეს. მათ ჩაფიქრებული ჰქონდათ ჩემი მოკვლა, რაც ჯერ კიდევ 2009 წელს დაგეგმა ოთარ ორჯონიკიძემ - კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, რომელიც, მისივე სიტყვებით რომ ვთქვა, ჩემს "ცოცხლად დამარხვას აპირებდა"... ჩავხტი მტკვარში და გავცურე - ყოფილი სამხედრო ვარ და საკმაოდ კარგად გაწვრთნილი. პირველად 2004 წელს გამიტაცეს იმავე კონტრდაზვერვის თანამშრომლებმა, როდესაც ჟვანია-ონიანის დაპირისპირებას ვიკვლევდი. სხვათა შორის, ვიდრე სააკაშვილი ინტერპოლისგან ონიანის დაპატიმრებას მოითხოვდა, მანამდე კრიმინალური ავტორიტეტი პრეზიდენტის მიერ გამოყოფილი თვითმფრინავით სარგებლობდა. ჟვანია აპროტესტებდა მათ კავშირს. ახლა ვამზადებ საჩივარს მთავარი პროკურორის სახელზე კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წინააღმდეგ.

- საუბრის დაწყებამდე ისიც მითხარით, რომ საინტერესო ინფორმაციას ფლობთ­ ყოფილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე...

- მოგეხსენებათ, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) თანამშრომლები იყვნენ ჩამოსულები. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ამერიკაში ვესაუბრე FBI-ს ერთ-ერთ თანამშრომელს, რომელმაც მითხრა, ვინ გაანადგურა ჟვანიას მკვლელობის საქმეში მტკი­ცებულებები, კერძოდ, აგენტმა ბრაიან პარმენმა აშშ-ის იმჟამინდელი ხელმძღვანელობის მითითებით გაანადგურა მოპოვებული მტკიცებულებები ჟვანიას მკვლელობის საქმეზე, რადგან მკვლელობის რეალური მიზეზი თუ გამოიკვეთებოდა, მაშინ სააკაშვილის იმიჯი შეილახებოდა, რაც ამერიკის პოლიტიკას დარტყმას მიაყენებდა. დარწმუნებული ვარ, იმ დროს საქართველოში რომ ვყოფილიყავი, მკვდარი ვიქნებოდი.

ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა