კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:10-ზე, მთვარე ლომში იქნება 08:37-დან რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რით დაემუქრა დათა ახალაია ვანო მერაბიშვილს
რით დაემუქრა დათა ახალაია ვანო მერაბიშვილს

შსს-ს კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლის, სა­ქარ­თვე­ლო­დან გაქ­ცე­უ­ლი დათა ახა­ლა­ი­ას გან­ცხა­დე­ბამ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძრ­აო­ბის­კენ" ნას­რო­ლი დიდი ლო­დის ფუნ­ქცია შე­ას­რუ­ლა.

მოკ­ლედ შე­გახ­სე­ნებთ, რა ბრ­ალ­დე­ბე­ბი წა­უ­ყე­ნა დათა ახა­ლა­იამ ვანო მე­რა­ბიშ­ვილს. "აგერ უკვე მეშ­ვი­დე თვეა, სამ­შობ­ლო­დან გა­დახ­ვე­წი­ლი ვაკ­ვირ­დე­ბი ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მტკივ­ნე­ულ პრო­ცე­სებს. ვფიქ­რობ, ვა­ა­ნა­ლი­ზებ წარ­სულს და სულ უფრო მიმ­ყარ­დე­ბა რწმე­ნა იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი მრა­ვა­ლი უბე­დუ­რე­ბის სა­თა­ვე ერთი კა­ცია - კაცი, რო­მელ­მაც ჩვენ­თან - ჩემ­თან და ჩემს ძმას­თან ბრძო­ლას გა­და­ა­ყო­ლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და ქვე­ყა­ნა" - აცხა­დებს­ დათა ახა­ლა­ია. მისი თქმით, ლა­ფან­ყუ­რის ავან­ტი­უ­რა მისი ძმის, ბაჩო ახა­ლა­ი­ას წი­ნა­აღ­მდეგ და­გეგ­მა და გი­ორ­გი ლორ­თქი­ფა­ნი­ძის (შს მი­ნის­ტრის მა­შინ­დე­ლი მო­ად­გი­ლე) ხე­ლით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­მა (ცნო­ბის­თვის: ლორ­თქი­ფა­ნი­ძე დათა ახა­ლა­ი­ას გან­ცხა­დე­ბას არა­სე­რი­ო­ზულს უწ­ოდებს). გარ­და ამი­სა, ახა­ლა­ია აცხა­დებს, რომ სწო­რედ მე­რა­ბიშ­ვი­ლი გახ­ლდათ ახა­ლა­ი­ე­ბის ოჯა­ხის წი­ნა­აღ­მდეგ აგო­რე­ბუ­ლი კამ­პა­ნი­ის ინი­ცი­ა­ტო­რი. მისი აზ­რით, ნა­ცი­ო­ნალ­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სწო­რედ ძა­ლა­უფ­ლე­ბის­კენ მე­რა­ბიშ­ვი­ლის და­უ­ო­კე­ბელ­მა ლტოლ­ვამ, ან­გა­რე­ბამ და უბინ­ძუ­რე­სი ფორ­მე­ბით წარ­მო­ე­ბულ­მა ფა­რულ­მა ომებ­მა შე­ი­წი­რა. ახა­ლა­ია სწო­რედ მე­რა­ბიშ­ვილს ადა­ნა­შა­უ­ლებს სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში ნაც­მოძ­რა­ო­ბის და­მარ­ცხე­ბა­ში, მას­ვე მი­ა­წერს ცი­ხის კად­რე­ბის გა­და­ღე­ბას და სა­ზღვარ­გა­რეთ გა­ტა­ნის ორ­გა­ნი­ზე­ბას. "ერთი რამ დღე­სა­ვით ნა­თე­ლია - სა­კუ­თარ ყოვ­ლის­შემ­ძლე­ო­ბა­ში ბრიყ­ვუ­ლად დარ­წმუ­ნე­ბულ­მა მე­რა­ბიშ­ვილ­მა ივა­რა­უ­და, რომ მხო­ლოდ ახა­ლა­ი­ე­ბი და­ზა­რალ­დე­ბოდ­ნენ მისი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ავან­ტი­უ­რე­ბის წყა­ლო­ბით და თვი­თონ კვლავ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ოლიმპზე დარ­ჩე­ბო­და, რად­გა­ნაც არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბა გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი ეგო­ნა", - წერს დათა ახა­ლა­ია და აცხა­დებს, რომ მე­რა­ბიშ­ვი­ლის მი­სა­მარ­თით გა­მოთ­ქმულ ყვე­ლა ამ ბრალ­დე­ბა­ზე სა­თა­ნა­დო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა აქვს. სა­ინ­ტე­რე­სოა, რა­ტომ მი­ვი­და იმ ზღვრამ­დე დათა ახა­ლა­ია, რომ მსგავ­სი გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­ევ­რცე­ლე­ბი­ნა და რა შე­დე­გე­ბი შე­იძ­ლე­ბა ამან გა­მო­იწ­ვი­ოს. თუმ­ცა მა­ნამ­დე ალ­ბათ, უნდა ვთქვათ ის, რომ ბევ­რჯერ დას­მუ­ლა კი­თხვა - ვის­გან ჰქონ­და იმის გა­რან­ტია ბაჩო ახა­ლა­ი­ას, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ცი­ხე­ში არ მოხ­ვდე­ბო­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეს გა­რან­ტია ყო­ფილ შს მი­ნისტრს თა­ვად ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა მის­ცეს, რომ­ლე­ბიც დღემ­დე აკონ­ტრო­ლე­ბენ სა­სა­მარ­თლოს და ამი­ტო­მაც, ბევ­რი ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი, რომ­ლე­ბიც მძი­მე და­ნა­შა­ულ­ში არი­ან ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი, გა­რეთ გი­რა­ო­თი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი და­ი­ა­რე­ბი­ან. თუმ­ცა ბაჩო ახა­ლა­ი­ას შემ­თხვე­ვა­ში სა­სა­მარ­თლომ "არა­პარ­ტი­უ­ლი" გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მო­ი­ტა­ნა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახა­ლა­ი­ებ­მა ჯერ კი­დევ მა­შინ იგ­რძნეს თავი "გა­დაგ­დე­ბუ­ლე­ბად", თუმ­ცა რო­გორც ჩანს, მი­ი­ღეს გა­რან­ტი­ე­ბი, რომ ბა­ჩოს ცი­ხე­ში ყურ­ყუ­ტი "დრო­ე­ბი­თი მოვ­ლე­ნა" იყო. მაგ­რამ პრო­ცე­სე­ბი სხვაგ­ვა­რად გან­ვი­თარ­და. კერ­ძოდ, თა­ვად ახა­ლა­ი­ებ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რე­ბი ამ­ტკი­ცებ­დნენ, რომ ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­მა და­არ­წმუ­ნა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" სხვა ლი­დე­რე­ბი, რომ ბაჩო ახა­ლა­ი­ას ზედ­მე­ტი გა­მო­სარ­ჩლე­ბით პარ­ტია თავს კი­დევ უფრო უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ი­ყე­ნებ­და. პრინ­ციპ­ში, ეს ლო­გი­კუ­რი იყო, რად­გან ცნო­ბი­ლია, რომ მე­რა­ბიშ­ვილ-ახა­ლა­ი­ებს შო­რის დიდი ხნის და­პი­რის­პი­რე­ბა არ­სე­ბობ­და. მა­გა­ლი­თად, არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თა­ვის დრო­ზე მე­რა­ბიშ­ვი­ლი კა­ტე­გო­რი­უ­ლად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და ბაჩო ახა­ლა­ი­ას შს მი­ნის­ტრად და­ნიშ­ვნას, ახა­ლა­ი­ამ კი, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის სა­ვარ­ძლის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე, სამ­სა­ხუ­რი­დან თავ­ისი წი­ნა­მორ­ბე­დის კად­რე­ბის და­თხოვ­ნა და­ი­წყო. მოკ­ლედ, ბევ­რი რომ არ გა­ვაგ­რძე­ლოთ, რო­გორც ჩანს, ახა­ლა­ი­ებ­მა თავი მი­ტო­ვე­ბუ­ლად მი­იჩ­ნი­ეს. სარ­წმუ­ნო წყა­როს ცნო­ბით, მე­რა­ბიშ­ვილ­თან რამ­დენ­ჯერ­მე იმ­ყო­ფე­ბო­და დე­პუ­ტა­ტი რო­ლანდ ახა­ლა­ია, მათ შო­რის საკ­მა­ოდ უხერ­ხუ­ლი სა­უ­ბა­რი შედ­გა და ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ­მა ახა­ლა­ი­ე­ბის მამა კა­ბი­ნე­ტი­დან უხე­შად და­ი­თხო­ვა. ასე­ვე, ამა­ვე ვერ­სი­ის მი­ხედ­ვით, რამ­დენ­ჯერ­მე გა­ი­მარ­თა სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი დათა ახა­ლა­ი­ა­სა და ვანო მე­რა­ბიშ­ვილს შო­რის. რო­გორც ინ­ფორ­მი­რე­ბულ­მა წყა­რომ გვაც­ნო­ბა, გან­ცხა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბამ­დე დათა ახა­ლა­ია (მის ად­გილ­სამ­ყო­ფელ­ზე სხვა­დას­ხვა ვე­რსია ვრცელ­დე­ბა, მათ შო­რის ისიც, რომ ახა­ლა­ია ან­კა­რა­ში იმ­ყო­ფე­ბა) ტე­ლე­ფო­ნით კი­დევ ერთხელ და­უ­კავ­შირ­და მე­რა­ბიშ­ვილს და და­ე­მუქ­რა - გა­ჩუ­მე­ბას აღარ ვა­პი­რე­ბო. ახა­ლა­ი­ებ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რე­ბი პი­რად სა­უბ­რებ­ში იმა­საც აცხა­დე­ბენ - დათა ახა­ლა­ი­ამ მე­რა­ბიშ­ვილს გა­ნუ­ცხა­და, რომ გა­ა­ნად­გუ­რებ­და და მხო­ლოდ მისი ჩვე­ნე­ბე­ბი საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბო­და, რომ ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რი ცი­ხე­ში წა­სუ­ლი­ყო. რა ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლობს კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფი­ლი შეფი და სა­ა­კაშ­ვილ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი ერთ-ერთი ფი­გუ­რა, ამა­ზე ალ­ბათ, სა­უ­ბა­რი ზედ­მე­ტია. მას გა­მო­ძი­ე­ბის­თვის ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა შე­უძ­ლია - და­წყე­ბუ­ლი გირ­გვლი­ა­ნის საქ­მით და ელი­ტა­ლუ­რი კო­რუფ­ცი­ით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. თუ დათა ახა­ლა­ია ალა­პა­რაკ­და, არა მხო­ლოდ მე­რა­ბიშ­ვი­ლი, არა­მედ შე­საძ­ლოა, ნაც­მოძ­რა­ო­ბის მთე­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ცი­ხე­ში წა­ვი­დეს. ალ­ბათ, ისიც უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ სა­ვა­რა­უ­დოდ, ძმას არც ბაჩო "ჩა­მორ­ჩე­ბა" და ისიც და­ი­წყებს ჩვე­ნე­ბე­ბის მი­ცე­მას (რო­ლანდ ახა­ლა­ი­ა­ზე შეგ­ნე­ბუ­ლად აღა­რა­ფერს ვი­ტყვით). შე­სა­ბა­მი­სად, სა­ვა­რა­უ­დოდ, დათა ახა­ლა­ი­ას გან­ცხა­დე­ბა შან­ტა­ჟი და გაფრ­თხი­ლე­ბაა - ყუ­რა­დღე­ბა მოგ­ვაქ­ცი­ე­თო. ჯერ ალ­ბათ, არ უნდა მო­ვე­ლო­დეთ, რომ უფ­რო­სი ახა­ლა­ია სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­დე­ბა და თა­ვის ძმას გვერ­დით მი­უჯ­დე­ბა. სხვა­თა შო­რის, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ დათა ახა­ლა­ია ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან ფა­რულ გა­რი­გე­ბას ცდი­ლობს - შე­ას­რუ­ლებს "ოქ­როს მოწ­მე 2"-ის ფუნ­ქცი­ას (ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილ­მა "იმე­დე­ბი" აშ­კა­რად არ გა­ა­მარ­თლა), სა­მა­გი­ე­როდ, თა­ვის­თვის და ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვის თა­ვი­სუფ­ლე­ბას თუ არა, შე­და­რე­ბით მსუ­ბუქ სას­ჯელს მი­ი­ღებს. ვნა­ხოთ, ალ­ბათ, უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი გვაჩ­ვე­ნებს, არის თუ არა რე­ა­ლუ­რი ეს ვერ­სია. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, თბი­ლი­სის მერ გიგი უგუ­ლა­ვას (რო­მელ­საც ასე­ვე არ და­ად­გე­ბა კარ­გი დღე, თუ ახა­ლა­ი­ებ­მა ჩვე­ნე­ბე­ბის მი­ცე­მა და­ი­წყეს) ასე­თი ეჭ­ვე­ბი აწუ­ხებს. "ეს მე ძა­ლი­ან მა­გო­ნებს ოქ­რუ­აშ­ვი­ლის ბა­ლა­დას. ახა­ლი არა­ფე­რი არ ეწე­რა, რაც შვი­დი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ზე­თებ­ში თუ ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში არ ყო­ფი­ლა, ამი­ტომ ში­ნა­არსზე სა­უ­ბა­რი ზედ­მე­ტად მი­მაჩ­ნია, იმ­დე­ნად აბ­სურ­დუ­ლი რა­მეა. ჩემ­თვის უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გია ხუ­ხაშ­ვი­ლის გა­მო­სარ­ჩლე­ბა, რაც პირ­და­პირ მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ რა­ღაც ორ­კესტრი­რე­ბულ მოქ­მე­დე­ბას აქ­ვს ად­გი­ლი", - გა­ნა­ცხა­და უგუ­ლა­ვამ. სხვა­თა შო­რის, მე­რა­ბიშ­ვი­ლი ორ­დღი­ა­ნი ფიქ­რის შემ­დეგ კუდ-ის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლის გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა და რა თქმა უნდა, ეს 19 აპ­რი­ლის აქ­ცი­ას და­უ­კავ­ში­რა. "საქ­მე გვაქვს ისეთ აბ­სურ­დთან, რო­მელ­ზეც სე­რი­ო­ზუ­ლი კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბას არც ახლა და არც მო­მა­ვალ­ში არ ვა­პი­რებ. ეს ბრალ­დე­ბე­ბი წარ­მო­ად­გენს ყო­ველ­გვარ სა­ფუძ­ველს მოკ­ლე­ბულ ბოდ­ვას. ცხა­დია, ეს ყვე­ლა­ფე­რი მთავ­რო­ბას დას­ჭირ­და 19 აპ­რი­ლის წინ, რათა ყვე­ლა­ნა­ი­რად ხელი შე­უ­შა­ლოს და­გეგ­მილ აქ­ცი­ას", - გა­ნა­ცხა­და მე­რა­ბიშ­ვილ­მა. თუმ­ცა თუ ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის ყო­ფილ­მა მთა­ვარ­მა საყ­რდე­ნებ­მა ახა­ლა­ი­ებ­მა ჩვე­ნე­ბე­ბის მი­ცე­მა და­ი­წყეს, ალ­ბათ, მე­რა­ბიშ­ვილს და სხვებს ჩვე­ნე­ბე­ბის მი­ცე­მა სხვა უწყე­ბებ­ში მო­უ­წევთ და 19 აპ­რი­ლი მათ­თვის მხო­ლოდ კე­თილ მო­გო­ნე­ბად დარ­ჩე­ბა.

P.S. ისე, დათა ახა­ლა­ი­ას სიფრ­თხი­ლე მარ­თებს, რად­გან ზოგ-ზო­გი­ერ­თებს ჯერ კი­დევ გრძე­ლი ხე­ლე­ბი აქვთ.

ზაზა შა­ნი­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

რით დაემუქრა დათა ახალაია ვანო მერაბიშვილს

რით დაემუქრა დათა ახალაია ვანო მერაბიშვილს

შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის, საქართველოდან გაქცეული დათა ახალაიას განცხადებამ "ნაციონალური მოძრ­აობისკენ" ნასროლი დიდი ლოდის ფუნქცია შეასრულა.

მოკლედ შეგახსენებთ, რა ბრ­ალდებები წაუყენა დათა ახალა­იამ ვანო მერაბიშვილს. "აგერ უკვე მეშვიდე თვეა, სამშობლოდან გადახვეწილი ვაკვირდები ქვეყანაში მიმდინარე მტკივნეულ პროცესებს. ვფიქრობ, ვაანალიზებ წარსულს და სულ უფრო მიმყარდება რწმენა იმისა, რომ საქართველოში დატრიალებული მრავალი უბედურების სათავე ერთი კაცია - კაცი, რომელმაც ჩვენთან - ჩემთან და ჩემს ძმასთან ბრძოლას გადააყოლა ხელისუფლება და ქვეყანა" - აცხადებს­ დათა ახალაია. მისი თქმით, ლაფანყურის ავანტიურა მისი ძმის, ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ დაგეგმა და გიორგი ლორთქიფანიძის (შს მინისტრის მაშინდელი მოადგილე) ხელით განახორციელა ვანო მერაბიშვილმა (ცნობისთვის: ლორთქიფანიძე დათა ახალაიას განცხადებას არასერიოზულს უწ­ოდებს). გარდა ამისა, ახალაია აცხადებს, რომ სწორედ მერაბიშვილი გახლდათ ახალაიების ოჯახის წინააღმდეგ აგორებული კამპანიის ინიციატორი. მისი აზრით, ნაციონალთა ხელისუფლება სწორედ ძალაუფლებისკენ მერაბიშვილის დაუოკებელმა ლტოლვამ, ანგარებამ და უბინძურესი ფორმებით წარმოებულმა ფარულმა ომებმა შეიწირა. ახალაია სწორედ მერაბიშვილს ადანაშაულებს საპარლამენტო არჩევნებში ნაცმოძრაობის დამარცხებაში, მასვე მიაწერს ციხის კადრების გადაღებას და საზღვარგარეთ გატანის ორგანიზებას. "ერთი რამ დღესავით ნათელია - საკუთარ ყოვლისშემძლეობაში ბრიყვულად დარწმუნებულმა მერაბიშვილმა ივარაუდა, რომ მხოლოდ ახალაიები დაზარალდებოდნენ მისი დანაშაულებრივი ავანტიურების წყალობით და თვითონ კვლავ ხელისუფლების ოლიმპზე დარჩებოდა, რადგანაც არჩევნებში გამარჯვება გარანტირებული ეგონა", - წერს დათა ახალაია და აცხადებს, რომ მერაბიშვილის მისამართით გამოთქმულ ყველა ამ ბრალდებაზე სათანადო მტკიცებულება აქვს. საინტერესოა, რატომ მივიდა იმ ზღვრამდე დათა ახალაია, რომ მსგავსი განცხადებები გაევრცელებინა და რა შედეგები შეიძლება ამან გამოიწვიოს. თუმცა მანამდე ალბათ, უნდა ვთქვათ ის, რომ ბევრჯერ დასმულა კითხვა - ვისგან ჰქონდა იმის გარანტია ბაჩო ახალაიას, რომ საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში, ციხეში არ მოხვდებოდა. არსებული ინფორმაციით, ეს გარანტია ყოფილ შს მინისტრს თავად ნაციონალებმა მისცეს, რომლებიც დღემდე აკონტროლებენ სასამართლოს და ამიტომაც, ბევრი ყოფილი მაღალჩინოსანი, რომლებიც მძიმე დანაშაულში არიან ეჭვმიტანილი, გარეთ გირაოთი გათავისუფლებული დაიარებიან. თუმცა ბაჩო ახალაიას შემთხვევაში სასამართლომ "არაპარტიული" გადაწყვეტილება გამოიტანა. არსებული ინფორმაციით, ახალაიებმა ჯერ კიდევ მაშინ იგრძნეს თავი "გადაგდებულებად", თუმცა როგორც ჩანს, მიიღეს გარანტიები, რომ ბაჩოს ციხეში ყურყუტი "დროებითი მოვლენა" იყო. მაგრამ პროცესები სხვაგვარად განვითარდა. კერძოდ, თავად ახალაიებთან დაახლოებული პირები ამტკიცებდნენ, რომ ვანო მერაბიშვილმა დაარწმუნა მიხეილ სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობის" სხვა ლიდერები, რომ ბაჩო ახალაიას ზედმეტი გამოსარჩლებით პარტია თავს კიდევ უფრო უხერხულ მდგომარეობაში ჩაიყენებდა. პრინციპში, ეს ლოგიკური იყო, რადგან ცნობილია, რომ მერაბიშვილ-ახალაიებს შორის დიდი ხნის დაპირისპირება არსებობდა. მაგალითად, არსებული ინფორმაციით, თავის დროზე მერაბიშვილი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ბაჩო ახალაიას შს მინისტრად დანიშვნას, ახალაიამ კი, სამართალდამცავი უწყების ხელმძღვანელის სავარძლის მიღებისთანავე, სამსახურიდან თავ­ისი წინამორბედის კადრების დათხოვნა დაიწყო. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, როგორც ჩანს, ახალაიებმა თავი მიტოვებულად მიიჩნიეს. სარწმუნო წყაროს ცნობით, მერაბიშვილთან რამდენჯერმე იმყოფებოდა დეპუტატი როლანდ ახალაია, მათ შორის საკმაოდ უხერხული საუბარი შედგა და ყოფილმა პრემიერმა ახალაიების მამა კაბინეტიდან უხეშად დაითხოვა. ასევე, ამავე ვერსიის მიხედვით, რამდენჯერმე გაიმართა სატელეფონო საუბარი დათა ახალაიასა და ვანო მერაბიშვილს შორის. როგორც ინფორმირებულმა წყარომ გვაცნობა, განცხადების გავრცელებამდე დათა ახალაია (მის ადგილსამყოფელზე სხვადასხვა ვე­რსია ვრცელდება, მათ შორის ისიც, რომ ახალაია ანკარაში იმყოფება) ტელეფონით კიდევ ერთხელ დაუკავშირდა მერაბიშვილს და დაემუქრა - გაჩუმებას აღარ ვაპირებო. ახალაიებთან დაახლოებული პირები პირად საუბრებში იმასაც აცხადებენ - დათა ახალაიამ მერაბიშვილს განუცხადა, რომ გაანადგურებდა და მხოლოდ მისი ჩვენებები საკმარისი იქნებოდა, რომ ყოფილი პრემიერი ციხეში წასულიყო. რა ინფორმაციას ფლობს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი შეფი და სააკაშვილთან დაახლოებული ერთ-ერთი ფიგურა, ამაზე ალბათ, საუბარი ზედმეტია. მას გამოძიებისთვის ბევრი საინტერესო ინფორმაციის მიწოდება შეუძლია - დაწყებული გირგვლიანის საქმით და ელიტალური კორუფციით დამთავრებული. თუ დათა ახალაია ალაპარაკდა, არა მხოლოდ მერაბიშვილი, არამედ შესაძლოა, ნაცმოძრაობის მთელი ხელმძღვანელობა ციხეში წავიდეს. ალბათ, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ სავარაუდოდ, ძმას არც ბაჩო "ჩამორჩება" და ისიც დაიწყებს ჩვენებების მიცემას (როლანდ ახალაიაზე შეგნებულად აღარაფერს ვიტყვით). შესაბამისად, სავარაუდოდ, დათა ახალაიას განცხადება შანტაჟი და გაფრთხილებაა - ყურადღება მოგვაქციეთო. ჯერ ალბათ, არ უნდა მოველოდეთ, რომ უფროსი ახალაია საქართველოში დაბრუნდება და თავის ძმას გვერდით მიუჯდება. სხვათა შორის, არ არის გამორიცხული, რომ დათა ახალაია ახალ ხელისუფლებასთან ფარულ გარიგებას ცდილობს - შეასრულებს "ოქროს მოწმე 2"-ის ფუნქციას (ირაკლი ოქრუაშვილმა "იმედები" აშკარად არ გაამართლა), სამაგიეროდ, თავისთვის და ოჯახის წევრებისთვის თავისუფლებას თუ არა, შედარებით მსუბუქ სასჯელს მიიღებს. ვნახოთ, ალბათ, უახლოეს დღეებში განვითარებული მოვლენები გვაჩვენებს, არის თუ არა რეალური ეს ვერსია. ყოველ შემთხვევაში, თბილისის მერ გიგი უგულავას (რომელსაც ასევე არ დაადგება კარგი დღე, თუ ახალაიებმა ჩვენებების მიცემა დაიწყეს) ასეთი ეჭვები აწუხებს. "ეს მე ძალიან მაგონებს ოქრუაშვილის ბალადას. ახალი არაფერი არ ეწერა, რაც შვიდი თვის განმავლობაში გაზეთებში თუ ტელევიზიებში არ ყოფილა, ამიტომ შინაარსზე საუბარი ზედმეტად მიმაჩნია, იმდენად აბსურდული რამეა. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია გია ხუხაშვილის გამოსარჩლება, რაც პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ რაღაც ორკესტრირებულ მოქმედებას აქ­ვს ადგილი", - განაცხადა უგულავამ. სხვათა შორის, მერაბიშვილი ორდღიანი ფიქრის შემდეგ კუდ-ის ყოფილი ხელმძღვანელის განცხადებას გამოეხმაურა და რა თქმა უნდა, ეს 19 აპრილის აქციას დაუკავშირა. "საქმე გვაქვს ისეთ აბსურდთან, რომელზეც სერიოზული კომენტარის გაკეთებას არც ახლა და არც მომავალში არ ვაპირებ. ეს ბრალდებები წარმოადგენს ყოველგვარ საფუძველს მოკლებულ ბოდვას. ცხადია, ეს ყველაფერი მთავრობას დასჭირდა 19 აპრილის წინ, რათა ყველანაირად ხელი შეუშალოს დაგეგმილ აქციას", - განაცხადა მერაბიშვილმა. თუმცა თუ ნაციონალების ყოფილმა მთავარმა საყრდენებმა ახალაიებმა ჩვენებების მიცემა დაიწყეს, ალბათ, მერაბიშვილს და სხვებს ჩვენებების მიცემა სხვა უწყებებში მოუწევთ და 19 აპრილი მათთვის მხოლოდ კეთილ მოგონებად დარჩება.

P.S. ისე, დათა ახალაიას სიფრთხილე მართებს, რადგან ზოგ-ზოგიერთებს ჯერ კიდევ გრძელი ხელები აქვთ.

ზაზა შანიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა