მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პლეხანოველი ნარკომანის აღსარება - ჰეროინიდან "კრაკადილამდე"
პლეხანოველი ნარკომანის აღსარება - ჰეროინიდან "კრაკადილამდე"

გი­ორ­გი, 29 წლის:

"თბი­ლი­სე­ლი ბიჭი ვარ, სვა­ნე­თის უბ­ნე­ლი, პირ­ვე­ლად მა­რი­ხუ­ა­ნა რომ გავ­სინ­ჯე, 8 წლის ვი­ყა­ვი, ჩემს მე­ზო­ბელს ჰქონ­და ეზო­ში და­თე­სი­ლი და ხში­რად ვხე­დავ­დი "მო­სავ­ლის" მო­ლო­დინ­ში ბაღ­ში მოტ­რი­ა­ლე უფ­რო­სებს ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბა მკლავ­და... ამი­ტომ ერთ სა­ღა­მოს ეზო­ში შე­ვი­პა­რე.. საშ­რობ­ზე დაყ­რი­ლი "პლა­ნის" ფოთ­ლე­ბი სა­გუ­ლა­და­გუ­ლოდ ჯი­ბე­ში შე­ნა­ხულ გა­ზე­თის ნაგ­ლე­ჯში გა­და­ვახ­ვიე და მო­ვუ­კი­დე" მახ­სოვს ხარ­ბად და ში­შის ფე­თე­ბით ვე­წე­ო­დი"რომ არა­ვის და­ვე­ნა­ხე, იმ იმ სა­ღა­მოს უკვე დიდ ბი­ჭად ვიგ­რძე­ნი თავი, სკო­ლის ეზო­ში კლა­სე­ლი ბი­ჭე­ბი ჩუმ­ჩუ­მად სი­გა­რეტს რომ ეწე­ოდ­ნენ ეწე­ოდ­ნენ, მე "პლანს" ვე­ტა­ნე­ბო­დი.

1997 წელს ჩემი ოჯა­ხი გერ­მა­ნი­ა­ში წა­ვი­და, ლტოლ­ვი­ლის სტა­ტუ­სი მი­ვი­ღეთ და ნი­უმ­ბერგთან ახ­ლოს პა­ტა­რა და­ბა­ში ვცხოვ­რობ­დით... იქ მყო­ფი ქარ­თვე­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა "წა­მალ­ზე" იჯდა, მე ისევ მა­რი­ხუ­ა­ნას ვე­წე­ო­დი, თუმ­ცა ერთხელ რო­დე­საც მა­რი­ხუ­ა­ნა ვერ ვი­შო­ვე, ბი­ჭებ­მა მი­თხრეს, მა­გარ რა­მეს გას­წავ­ლი­თო, და ყა­ყა­ჩოს ხარ­შვა მას­წავ­ლეს, თა­ვად ვე­ნა­ში იკე­თებ­დნენ, მე ვსვამ­დი. მალე და­ბა­ში ჰე­რო­ი­ნის ყვე­ლა ბა­რი­გას ვიც­ნობ­დი, წამ­ლის მო­სა­ტა­ნად მე მგზავ­ნიდ­ნენ ხოლ­მე, ალ­ბათ იმი­ტომ რომ გერ­მა­ნუ­ლი ვი­ცო­დი და თან 13 წლის ბავ­შვზე ეჭვს ვინ მი­ი­ტან­და, ერთ სა­ღა­მოს ჰე­რო­ი­ნის მო­სა­ტა­ნად წა­ვე­დით მე და ჩემი მე­გო­ბა­რი მახო, შავ­კა­ნი­ან "ბა­რი­გას­თან" სახ­ლში რომ ავე­დით, აბა­ზა­ნა­ში იყო, ბა­ნა­ობ­და, მახო ტე­ლე­ვი­ზორს მი­უჯ­და მე სა­პირ­ფა­რე­შო­ში შე­ვე­დი, სან­თე­ბე­ლა და­მი­ვარ­და, ასა­ღე­ბად რომ და­ვი­ხა­რე შე­ვამ­ჩნიე, რომ უნი­ტაზ­ზე ქვე­მოთ, ორი პარკში შეხ­ვე­უ­ლი რა­ღაც იყო "სკო­ჩით" შე­მოკ­რუ­ლი, ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბამ მძლია და მოვხსე­ნი, ოთახ­ში გა­მოს­ვლი­სას ერთი გავ­ხსე­ნი თეთ­რი ფხვნი­ლი გად­მო­ი­ყა­რა" მა­ხოს და­ვუყ­ვი­რე, მოდი, ნახე ეს რა არის მეთ­ქი, მა­ხომ რომ შე­ხე­და, გა­მო­მარ­თვა და მი­თხრა, ჰე­რო­ი­ნია, და­ვი­თე­სო­თო, იქ­ნე­ბო­და 100 გრა­მამ­დე. მე ვუ­თხა­რი მე­ო­რეც მაქვს მეთ­ქი" ძირს რომ ჩა­მო­ვე­დით ბა­რი­გამ რა­ღაც გად­მო­ი­ძა­ხა და უცებ მთე­ლი სა­ერ­თო სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ჩვენ დაგ­ვე­დევ­ნა, მან­ქა­ნამ­დე ძლივს მი­ვაღ­წი­ეთ. მერე ერთი კვი­რა ში­შით სახ­ლი­დან გა­რეთ ვერ გა­მოვ­დი­ო­დი. "ბა­რი­გის" გა­დაგ­დე­ბას იქ არა­ვის პა­ტი­ო­ბენ, იმ­დე­ნად დიდ ბი­ჭად მომ­ქონ­და თავი, რომ მა­რი­ხუ­ა­ნის შე­სა­ძე­ნად საფ­რან­გეთ­ში სტრას­ბურ­გში ჩა­ვე­დი, იქ ჩვე­ნე­ბუ­რი ბი­ჭე­ბი დამ­ხვდნენ და ქა­ლა­ქის ცენ­ტრში მო­ე­დან­ზე გა­ვე­დით, უამ­რა­ვი ბა­რი­გა ირე­ო­და, ძი­რი­თა­დად არა­ბე­ბი და შავ­კა­ნი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ, ერთ-ერ­თთან მი­ვე­დი და გა­ტე­ხი­ლი ფრან­გუ­ლით ვუხ­სნი­დი რა მინ­დო­და, მო­უ­ლოდ­ნე­ლად შე­მო­მეხ­ვივ­ნენ და­ნარ­ჩე­ნე­ბიც და ერ­თმა­ნეთს სა­უ­ბარს არ აც­ლიდ­ნენ, მა­ნიშ­ნებ­დნენ, ჩემი სა­ქო­ნე­ლი უკე­თე­სი­აო და ა შ, ერთი ე.წ. ჩხი­რი 10 მარ­კა ღირ­და, 700 მარ­კის პლა­ნი ვი­ყი­დე, ფული ბევ­რი არ მქონ­და ამი­ტომ ბა­რი­გას ბრი­ლი­ან­ტის თვლი­ა­ნი ოქ­როს ბე­ჭე­დი და ნა­ჩუ­ქა­რი ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ოქ­როს სა­მა­ჯუ­რი და­ვუ­ტო­ვე, გერ­მა­ნი­ი­დან სტრას­ბურ­გში 8 სა­ათ­ში, ჩა­ვე­დი, იქი­დან კი ისე­თი და­ბო­ლი­ლი მოვ­დი­ო­დი სახ­ლამ­დე მის­ვლას სამი დღე მო­ვუნ­დი, სახ­ლში მის­ვლი­სას ჩა­მე­ძი­ნა, დე­და­ჩემ­მა შემ­თხვე­ვით ქურ­თუ­კის ჯი­ბე­ში ნა­ყი­დი მი­პო­ვა და რომ გა­ვიღ­ვი­ძე ერთი ამ­ბა­ვი და­მაღ­წია, რა­ტომ გაქ­ვსო, ძა­ლი­ან ნერ­ვი­უ­ლობ­და, რომ ვერ და­ვამ­შვი­დე, ბო­ლოს ვუ­თხა­რი, ბი­ჭე­ბის­თვის გა­მო­მა­ტა­ნეს საფ­რან­გე­თი­დან მეთ­ქი, ჩვენს მე­ზობ­ლად ერთი შავ­კა­ნი­ა­ნი ქალი ცხოვ­რობ­და, მუდ­მი­ვად კა­იფ­ში და­დი­ო­და და სულ მიკ­ვირ­და, რას შო­უ­ლობ­და ასეთს, ერთ დი­ლას თვა­ლი ჩა­მიკ­რა, სა­ღა­მო­თი შე­მო­მი­ა­რეო, როცა ვეს­ტუმ­რე გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი დავ­რჩი, ლტოლ­ვი­ლის კვა­ლო­ბა­ზე კომ­ფორ­ტუ­ლად ცხოვ­რობ­და, მცი­რე ხნი­ა­ნი სა­უბ­რის შემ­დეგ ბავ­შვს რა­ღაც და­უ­ძა­ხა აფ­რი­კულ დი­ა­ლექ­ტზე, ისიც გა­მო­ვი­და და ცე­ლოფ­ნის პარ­კით რა­ღაც გა­მო­ი­ტა­ნა, და­ვი­ნა­ხე აფ­რი­კუ­ლი მა­რი­ხუ­ა­ნა იყო ბა­ლა­ხი, ერთი იქვე მო­მა­წე­ვი­ნა, მე­ო­რე დოზა მა­ჩუ­ქა და, მი­თხრა ბი­ჭებს თუ მო­უნ­დე­ბათ, ჩემ­თან მოდი და პა­კეტს 30 მარ­კად მოგ­ცე­მო. სხვას არ ვენ­დო­ბი, მხო­ლოდ შენ იარე ხოლ­მეო" ასე ვი­ქე­ცით, რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ქარ­თვე­ლი ამ ქა­ლის კლი­ენ­ტე­ბად, ხან­და­ხან ნა­ქურ­და­ლი ნივ­თე­ბიც მიგვქონ­და და თუ რამე მო­ე­წო­ნე­ბო­და "პლან­ში" ვუც­ვლი­დით, 2001 წელს დე­დის ავად­მყო­ფო­ბის გამო იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი გავ­ხდით სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­ბრუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვით, მთე­ლი გზა ვცდი­ლობ­დი წარ­მო­მედ­გი­ნა რას მე­ტყოდ­ნენ ჩემი ბავ­შვო­ბის ძმა­კა­ცე­ბი, ჩემს ნარ­კო­თავ­გა­და­სავ­ლებს რომ მო­ის­მენ­დნენ,ალ­ბათ შერ­ცხვე­ბო­დათ რომ ერთ დროს ბირ­ჟა­ზე მყოფ­ნი ჩემ­თან ერ­თად დიდ მო­მა­ვალ­ზე ოც­ნე­ბოდ­ნენ, გა­დავ­წყვი­ტე, რო­გორც კი თბი­ლის­ში ფეხს და­ვად­გამ­დი, წამ­ლის­კენ აღარ გა­მე­ხე­და, ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შემ­დეგ ისე­თი სა­ო­ცა­რი სიმ­შვი­დე ვიგ­რძე­ნი" გვერ­დით მჯდომ დე­და­საც ღი­მი­ლით გა­დავ­ხე­დე, იმის ნიშ­ნად რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბო­და,დი­ლით უთე­ნია გა­ვე­დი "ბირ­ჟა­ზე" ერთი სული მქონ­და, ჩე­მი­ა­ნე­ბი მე­ნა­ხა, ჩემი ძმა­კა­ცე­ბიც ნელ-ნელა შე­იკ­რიბ­ნენ, რო­გორც კი და­ვი­ნა­ხე, მა­შინ­ვე მივ­ხვდი, რომ იმ უდარ­დე­ლი ბავ­შვო­ბი­დან არა­ფე­რი შე­მოგ­ვრჩე­ნია, მე­ოც­ნე­ბე ბი­ჭე­ბის ნაც­ვლად წამ­ლის მკე­თებ­ლე­ბი შემ­რჩა ხელ­ში, ჩვენ­თან უკვე ჰე­რო­ი­ნის მო­წე­ვა და­ვი­წყე, რად­გან ნემ­სის გა­კე­თე­ბის მე­ში­ნო­და.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

ასე­ვე იხი­ლეთ:

ნარ­კო­მომ­ხმა­რე­ბელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა რამ­დე­ნი­მე ათა­სით გა­ი­ზარ­და (+18)

რა გზე­ბი არ­სე­ბობს სა­ქარ­თვე­ლო­ში ნარ­კო­მა­ნი­ის პრობ­ლე­მის და­საძ­ლე­ვად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

პლეხანოველი ნარკომანის აღსარება - ჰეროინიდან "კრაკადილამდე"

პლეხანოველი ნარკომანის აღსარება - ჰეროინიდან "კრაკადილამდე"

გიორგი, 29 წლის:

"თბილისელი ბიჭი ვარ, სვანეთის უბნელი, პირველად მარიხუანა რომ გავსინჯე, 8 წლის ვიყავი, ჩემს მეზობელს ჰქონდა ეზოში დათესილი და ხშირად ვხედავდი "მოსავლის" მოლოდინში ბაღში მოტრიალე უფროსებს ცნობისმოყვარეობა მკლავდა... ამიტომ ერთ საღამოს ეზოში შევიპარე.. საშრობზე დაყრილი "პლანის" ფოთლები საგულადაგულოდ ჯიბეში შენახულ გაზეთის ნაგლეჯში გადავახვიე და მოვუკიდე" მახსოვს ხარბად და შიშის ფეთებით ვეწეოდი"რომ არავის დავენახე, იმ იმ საღამოს უკვე დიდ ბიჭად ვიგრძენი თავი, სკოლის ეზოში კლასელი ბიჭები ჩუმჩუმად სიგარეტს რომ ეწეოდნენ ეწეოდნენ, მე "პლანს" ვეტანებოდი.

1997 წელს ჩემი ოჯახი გერმანიაში წავიდა, ლტოლვილის სტატუსი მივიღეთ და ნიუმბერგთან ახლოს პატარა დაბაში ვცხოვრობდით... იქ მყოფი ქართველების უმრავლესობა "წამალზე" იჯდა, მე ისევ მარიხუანას ვეწეოდი, თუმცა ერთხელ როდესაც მარიხუანა ვერ ვიშოვე, ბიჭებმა მითხრეს, მაგარ რამეს გასწავლითო, და ყაყაჩოს ხარშვა მასწავლეს, თავად ვენაში იკეთებდნენ, მე ვსვამდი. მალე დაბაში ჰეროინის ყველა ბარიგას ვიცნობდი, წამლის მოსატანად მე მგზავნიდნენ ხოლმე, ალბათ იმიტომ რომ გერმანული ვიცოდი და თან 13 წლის ბავშვზე ეჭვს ვინ მიიტანდა, ერთ საღამოს ჰეროინის მოსატანად წავედით მე და ჩემი მეგობარი მახო, შავკანიან "ბარიგასთან" სახლში რომ ავედით, აბაზანაში იყო, ბანაობდა, მახო ტელევიზორს მიუჯდა მე საპირფარეშოში შევედი, სანთებელა დამივარდა, ასაღებად რომ დავიხარე შევამჩნიე, რომ უნიტაზზე ქვემოთ, ორი პარკში შეხვეული რაღაც იყო "სკოჩით" შემოკრული, ცნობისმოყვარეობამ მძლია და მოვხსენი, ოთახში გამოსვლისას ერთი გავხსენი თეთრი ფხვნილი გადმოიყარა" მახოს დავუყვირე, მოდი, ნახე ეს რა არის მეთქი, მახომ რომ შეხედა, გამომართვა და მითხრა, ჰეროინია, დავითესოთო, იქნებოდა 100 გრამამდე. მე ვუთხარი მეორეც მაქვს მეთქი" ძირს რომ ჩამოვედით ბარიგამ რაღაც გადმოიძახა და უცებ მთელი საერთო საცხოვრებელი ჩვენ დაგვედევნა, მანქანამდე ძლივს მივაღწიეთ. მერე ერთი კვირა შიშით სახლიდან გარეთ ვერ გამოვდიოდი. "ბარიგის" გადაგდებას იქ არავის პატიობენ, იმდენად დიდ ბიჭად მომქონდა თავი, რომ მარიხუანის შესაძენად საფრანგეთში სტრასბურგში ჩავედი, იქ ჩვენებური ბიჭები დამხვდნენ და ქალაქის ცენტრში მოედანზე გავედით, უამრავი ბარიგა ირეოდა, ძირითადად არაბები და შავკანიანები იყვნენ, ერთ-ერთთან მივედი და გატეხილი ფრანგულით ვუხსნიდი რა მინდოდა, მოულოდნელად შემომეხვივნენ დანარჩენებიც და ერთმანეთს საუბარს არ აცლიდნენ, მანიშნებდნენ, ჩემი საქონელი უკეთესიაო და ა შ, ერთი ე.წ. ჩხირი 10 მარკა ღირდა, 700 მარკის პლანი ვიყიდე, ფული ბევრი არ მქონდა ამიტომ ბარიგას ბრილიანტის თვლიანი ოქროს ბეჭედი და ნაჩუქარი ძვირადღირებული ოქროს სამაჯური დავუტოვე, გერმანიიდან სტრასბურგში 8 საათში, ჩავედი, იქიდან კი ისეთი დაბოლილი მოვდიოდი სახლამდე მისვლას სამი დღე მოვუნდი, სახლში მისვლისას ჩამეძინა, დედაჩემმა შემთხვევით ქურთუკის ჯიბეში ნაყიდი მიპოვა და რომ გავიღვიძე ერთი ამბავი დამაღწია, რატომ გაქვსო, ძალიან ნერვიულობდა, რომ ვერ დავამშვიდე, ბოლოს ვუთხარი, ბიჭებისთვის გამომატანეს საფრანგეთიდან მეთქი, ჩვენს მეზობლად ერთი შავკანიანი ქალი ცხოვრობდა, მუდმივად კაიფში დადიოდა და სულ მიკვირდა, რას შოულობდა ასეთს, ერთ დილას თვალი ჩამიკრა, საღამოთი შემომიარეო, როცა ვესტუმრე გაკვირვებული დავრჩი, ლტოლვილის კვალობაზე კომფორტულად ცხოვრობდა, მცირე ხნიანი საუბრის შემდეგ ბავშვს რაღაც დაუძახა აფრიკულ დიალექტზე, ისიც გამოვიდა და ცელოფნის პარკით რაღაც გამოიტანა, დავინახე აფრიკული მარიხუანა იყო ბალახი, ერთი იქვე მომაწევინა, მეორე დოზა მაჩუქა და, მითხრა ბიჭებს თუ მოუნდებათ, ჩემთან მოდი და პაკეტს 30 მარკად მოგცემო. სხვას არ ვენდობი, მხოლოდ შენ იარე ხოლმეო" ასე ვიქეცით, რამდენიმე ათეული ქართველი ამ ქალის კლიენტებად, ხანდახან ნაქურდალი ნივთებიც მიგვქონდა და თუ რამე მოეწონებოდა "პლანში" ვუცვლიდით, 2001 წელს დედის ავადმყოფობის გამო იძულებულები გავხდით საქართველოში დავბრუნებულიყავით, მთელი გზა ვცდილობდი წარმომედგინა რას მეტყოდნენ ჩემი ბავშვობის ძმაკაცები, ჩემს ნარკოთავგადასავლებს რომ მოისმენდნენ,ალბათ შერცხვებოდათ რომ ერთ დროს ბირჟაზე მყოფნი ჩემთან ერთად დიდ მომავალზე ოცნებოდნენ, გადავწყვიტე, როგორც კი თბილისში ფეხს დავადგამდი, წამლისკენ აღარ გამეხედა, ამ გადაწყვეტილების შემდეგ ისეთი საოცარი სიმშვიდე ვიგრძენი" გვერდით მჯდომ დედასაც ღიმილით გადავხედე, იმის ნიშნად რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა,დილით უთენია გავედი "ბირჟაზე" ერთი სული მქონდა, ჩემიანები მენახა, ჩემი ძმაკაცებიც ნელ-ნელა შეიკრიბნენ, როგორც კი დავინახე, მაშინვე მივხვდი, რომ იმ უდარდელი ბავშვობიდან არაფერი შემოგვრჩენია, მეოცნებე ბიჭების ნაცვლად წამლის მკეთებლები შემრჩა ხელში, ჩვენთან უკვე ჰეროინის მოწევა დავიწყე, რადგან ნემსის გაკეთების მეშინოდა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ასევე იხილეთ:

ნარკომომხმარებელთა რაოდენობა რამდენიმე ათასით გაიზარდა (+18)

რა გზები არსებობს საქართველოში ნარკომანიის პრობლემის დასაძლევად

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ