პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბედის ბორბალი, ანუ ეკატერინე ჭავჭავაძისა და ნიკოლოზ ბარათაშვილის საქანელა-საკოცნელა
ბედის ბორბალი, ანუ ეკატერინე ჭავჭავაძისა და ნიკოლოზ ბარათაშვილის საქანელა-საკოცნელა

იცით, რო­გორ აკო­ცა ნი­კო­ლოზ ბა­რა­თაშ­ვილ­მა ეკა­ტე­რი­ნე ჭავ­ჭა­ვა­ძეს? ან რა­ტომ უწყობ­დნენ სუფ­რას მე­წა­მუ­ლი ფე­რის ჭურ­ჭლით სა­მეგ­რე­ლოს მთავ­რის ვაჟს, ნიკო და­დი­ანს? შე­საძ­ლოა, არც ის იცით, მთავ­რის ასუ­ლი, სა­ლო­მე, უმოკ­ლეს დრო­ში რო­გორ იგებ­და, რო­მელ ქვე­ყა­ნა­ში რო­მე­ლი სა­ა­თი იყო...

ამ და კი­დევ უამ­რავ სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბავ­ზე თბი­ლის­ში, ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლე­ში 15 აპ­რი­ლი­დან გა­მო­ფე­ნი­ლი ნივ­თე­ბი გვი­ამ­ბო­ბენ.

"კვი­რის პა­ლიტ­რას" ზუგ­დი­დის და­დი­ა­ნე­ბის სა­სახ­ლის დი­რექ­ტო­რი ლილი ბე­რა­ია და ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე ირაკ­ლი ზამ­ბა­ხი­ძე ესა­უბრნენ.

ირაკ­ლი ზამ­ბა­ხი­ძე: - და­დი­ა­ნე­ბის ნივ­თე­ბის გა­მო­ფე­ნა ორ, ზამ­ბა­ხე­ბი­სა და ოქ­როს­ფერ დარ­ბაზ­ში გა­ი­მარ­თე­ბა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლე გან­თავ­სე­ბუ­ლია პრინც ოლ­დენ­ბურ­გი­სა და მისი მე­უღ­ლის, აგ­რა­ფი­ნა ჯა­ფა­რი­ძის ყო­ფილ, სიყ­ვა­რუ­ლის სა­სახ­ლე­ში, რომ­ლის ამ­ბე­ბიც ლე­გენ­დებ­სა და უც­ნა­უ­რო­ბებს უკავ­შირ­დე­ბა. ამი­ტო­მაც ზამ­ბა­ხე­ბის დარ­ბა­ზის შე­სა­ხე­ბაც გი­ამ­ბობთ. ოთა­ხი ზამ­ბა­ხე­ბის ორ­ნა­მენ­ტე­ბით ყო­ფი­ლა მო­ხა­ტუ­ლი და ზამ­თარ-ზა­ფხულ ლარ­ნაკ­ში ოქ­როს­ფე­რი ზამ­ბა­ხე­ბი ყელ­ყე­ლა­ობ­დნენ, რო­მელ­საც, თუ სა­ქარ­თვე­ლო­ში სე­ზო­ნი არ იყო, გრა­ფი ბა­ქო­დან აგ­ზავ­ნი­ნებ­და.

რეს­ტავ­რა­ცი­ამ­დე ზამ­ბა­ხე­ბის ორ­ნა­მენ­ტე­ბის კვა­ლი წაშ­ლი­ლი იყო. გრა­ფის და გრა­ფი­ნი­ას აქე­დან წას­ვლის შემ­დეგ ახალ მფლო­ბე­ლებს რე­მონ­ტი ჩა­უ­ტა­რე­ბი­ათ და ძვე­ლი ფენა, ლე­გენ­დად ქცე­ულ ოქ­როს­ფერ ზამ­ბა­ხებ­თან ერ­თად, წარ­სულს ჩაჰ­ბა­რე­ბია. შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად გა­ვა­ცო­ცხლეთ კედ­ლის ფრაგ­მენ­ტი. ოქ­როს­ფერ დარ­ბაზ­ში გა­სას­ვლე­ლი კა­რის მი­ნა­ზე გა­მო­სა­ხუ­ლია მო­ნო­ცე­რო­ზი, რქი­ა­ნი, მი­თუ­რი ცხე­ნი, რო­მე­ლიც ჯვა­როს­ნე­ბის­თვის წმინ­და მა­რი­ამ ღვთის­მშობ­ლის, ქა­ლის სიწ­მინ­დის და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ღირ­სე­ბის სიმ­ბო­ლო იყო. პრინცს ისე უყ­ვარ­და ცოლი, რომ თურ­მე ამ მი­თურ არ­სე­ბას ადა­რებ­და. ამი­ტო­მაც მო­ნო­ცე­რო­ზი შე­ნო­ბის გარე კე­დელ­ზეც არის გა­მო­სა­ხუ­ლი.

ლილი ბე­რა­ია: - ამ, ოდეს­ღაც დიდი სიყ­ვა­რუ­ლით გაჟ­ღენ­თილ დარ­ბა­ზებ­ში, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­მოგ­ვე­ფი­ნა ეკა­ტე­რი­ნე ჭავ­ჭა­ვა­ძე-და­დი­ა­ნის ნა­ქო­ნი ნივ­თი, რო­მე­ლიც ასე­ვე სიყ­ვა­რულ­თან იქ­ნე­ბო­და და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ვფიქ­რობთ, ასე­თია სა­ქა­ნე­ლა-სა­კოც­ნე­ლა - ბორ­ბლის ფორ­მის ჭი­ქე­ბი­ა­ნი "კა­რუ­სე­ლი".

ეს იყო XIX სა­უ­კუ­ნე­ში ქარ­თვე­ლი დიდ­გვა­როვ­ნე­ბის საყ­ვა­რე­ლი გა­სარ­თო­ბი. "კა­რუ­სელ­ზე" და­კი­დე­ბუ­ლია წყვილ-წყვი­ლი სხვა­დას­ხვა ფე­რის ჭიქა, რო­მელ­შიც ღვი­ნოს ას­ხამ­დნენ. შემ­დეგ მოტ­რი­ა­ლე ბორ­ბალ­ზე ახალ­გაზ­რდე­ბი ჭი­ქებს თვალ­და­ხუ­ჭუ­ლი ირ­ჩევ­დნენ. ვი­საც ერთი ფე­რის ჭი­ქე­ბი შეხ­ვდე­ბო­და, ერ­თმა­ნეთს კოც­ნიდ­ნენ.

ერთ დღე­საც ჭავ­ჭა­ვა­ძე­ე­ბის ოჯახ­ში სტუმ­რად მი­სუ­ლი ახალ­გაზ­რდა პო­ე­ტი, ნი­კო­ლოზ ბა­რა­თაშ­ვი­ლიც ჩა­ერ­თო თა­მაშ­ში. ალ­ბათ ოც­ნე­ბობ­და, იმ დღეს იღ­ბა­ლი მის მხა­რეს ყო­ფი­ლი­ყო და ეკა­ტე­რი­ნეს ჭი­ქის წყვი­ლი ჭიქა რგე­ბო­და. დატ­რი­ალ­და ბორ­ბა­ლი და ბედ­მა გა­უ­ღი­მა პო­ეტს - ქალ-ვაჟს ხელ­ში ერ­თნა­ი­რი ჭი­ქე­ბი ეჭი­რათ... ბედ­ნი­ე­რე­ბის­გან აღელ­ვე­ბუ­ლი ნი­კო­ლო­ზი თურ­მე ათრთო­ლე­ბუ­ლი ქა­ლის სა­ყუ­რეს­ღა ხე­დავ­და... ლე­გენ­დის თა­ნახ­მად, თუ სხვა ახალ­გაზ­რდე­ბის კოც­ნა უბ­რა­ლოდ თა­მა­ში იყო და მას სი­ცილ-კის­კი­სი ახ­ლდა, ამ დროს ყვე­ლა გა­ჩუმ­და, ნი­კო­ლო­ზი კი ეკა­ტე­რი­ნეს­კენ და­ი­ხა­რაო... ამ­ბო­ბენ, ეს უნდა ყო­ფი­ლი­ყო პო­ე­ტის პირ­ვე­ლი და უკა­ნას­კნე­ლი კოც­ნა სატ­რფოს­თვის. ეკა­ტე­რი­ნეს­თვის იმ დღი­დან სა­ქა­ნე­ლა-სა­კოც­ნე­ლა მა­რა­დი­ულ ნივ­თად იქცა. ამ­ბო­ბენ, ეს სა­თა­მა­შო, სა­დაც უნდა წა­სუ­ლი­ყო, ყველ­გან თან დაჰ­ქონ­დაო. რო­დე­საც ეკა­ტე­რი­ნე გარ­და­იც­ვა­ლა, სა­ქა­ნე­ლა, რო­მე­ლიც ბე­დის ბორ­ბალ­საც შე­გახ­სე­ნებთ, თურ­მე სას­თუ­მალ­თან ედგა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ოჯა­ხის და ქმრის ერ­თგუ­ლი იყო, რო­გორც ჩანს, ბა­რა­თაშ­ვი­ლი არა­სო­დეს და­ვი­წყე­ბია.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ბედის ბორბალი, ანუ ეკატერინე ჭავჭავაძისა და ნიკოლოზ ბარათაშვილის საქანელა-საკოცნელა

ბედის ბორბალი, ანუ ეკატერინე ჭავჭავაძისა და ნიკოლოზ ბარათაშვილის საქანელა-საკოცნელა

იცით, როგორ აკოცა ნიკოლოზ ბარათაშვილმა ეკატერინე ჭავჭავაძეს? ან რატომ უწყობდნენ სუფრას მეწამული ფერის ჭურჭლით სამეგრელოს მთავრის ვაჟს, ნიკო დადიანს? შესაძლოა, არც ის იცით, მთავრის ასული, სალომე, უმოკლეს დროში როგორ იგებდა, რომელ ქვეყანაში რომელი საათი იყო...

ამ და კიდევ უამრავ საინტერესო ამბავზე თბილისში, ხელოვნების სასახლეში 15 აპრილიდან გამოფენილი ნივთები გვიამბობენ.

"კვირის პალიტრას" ზუგდიდის დადიანების სასახლის დირექტორი ლილი ბერაია და ხელოვნების სასახლის დირექტორის მოადგილე ირაკლი ზამბახიძე ესაუბრნენ.

ირაკლი ზამბახიძე: - დადიანების ნივთების გამოფენა ორ, ზამბახებისა და ოქროსფერ დარბაზში გაიმართება. მოგეხსენებათ, ხელოვნების სასახლე განთავსებულია პრინც ოლდენბურგისა და მისი მეუღლის, აგრაფინა ჯაფარიძის ყოფილ, სიყვარულის სასახლეში, რომლის ამბებიც ლეგენდებსა და უცნაურობებს უკავშირდება. ამიტომაც ზამბახების დარბაზის შესახებაც გიამბობთ. ოთახი ზამბახების ორნამენტებით ყოფილა მოხატული და ზამთარ-ზაფხულ ლარნაკში ოქროსფერი ზამბახები ყელყელაობდნენ, რომელსაც, თუ საქართველოში სეზონი არ იყო, გრაფი ბაქოდან აგზავნინებდა.

რესტავრაციამდე ზამბახების ორნამენტების კვალი წაშლილი იყო. გრაფის და გრაფინიას აქედან წასვლის შემდეგ ახალ მფლობელებს რემონტი ჩაუტარებიათ და ძველი ფენა, ლეგენდად ქცეულ ოქროსფერ ზამბახებთან ერთად, წარსულს ჩაჰბარებია. შეძლებისდაგვარად გავაცოცხლეთ კედლის ფრაგმენტი. ოქროსფერ დარბაზში გასასვლელი კარის მინაზე გამოსახულია მონოცეროზი, რქიანი, მითური ცხენი, რომელიც ჯვაროსნებისთვის წმინდა მარიამ ღვთისმშობლის, ქალის სიწმინდის და განსაკუთრებული ღირსების სიმბოლო იყო. პრინცს ისე უყვარდა ცოლი, რომ თურმე ამ მითურ არსებას ადარებდა. ამიტომაც მონოცეროზი შენობის გარე კედელზეც არის გამოსახული.

ლილი ბერაია: - ამ, ოდესღაც დიდი სიყვარულით გაჟღენთილ დარბაზებში, აუცილებლად უნდა გამოგვეფინა ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანის ნაქონი ნივთი, რომელიც ასევე სიყვარულთან იქნებოდა დაკავშირებული. ვფიქრობთ, ასეთია საქანელა-საკოცნელა - ბორბლის ფორმის ჭიქებიანი "კარუსელი".

ეს იყო XIX საუკუნეში ქართველი დიდგვაროვნების საყვარელი გასართობი. "კარუსელზე" დაკიდებულია წყვილ-წყვილი სხვადასხვა ფერის ჭიქა, რომელშიც ღვინოს ასხამდნენ. შემდეგ მოტრიალე ბორბალზე ახალგაზრდები ჭიქებს თვალდახუჭული ირჩევდნენ. ვისაც ერთი ფერის ჭიქები შეხვდებოდა, ერთმანეთს კოცნიდნენ.

ერთ დღესაც ჭავჭავაძეების ოჯახში სტუმრად მისული ახალგაზრდა პოეტი, ნიკოლოზ ბარათაშვილიც ჩაერთო თამაშში. ალბათ ოცნებობდა, იმ დღეს იღბალი მის მხარეს ყოფილიყო და ეკატერინეს ჭიქის წყვილი ჭიქა რგებოდა. დატრიალდა ბორბალი და ბედმა გაუღიმა პოეტს - ქალ-ვაჟს ხელში ერთნაირი ჭიქები ეჭირათ... ბედნიერებისგან აღელვებული ნიკოლოზი თურმე ათრთოლებული ქალის საყურესღა ხედავდა... ლეგენდის თანახმად, თუ სხვა ახალგაზრდების კოცნა უბრალოდ თამაში იყო და მას სიცილ-კისკისი ახლდა, ამ დროს ყველა გაჩუმდა, ნიკოლოზი კი ეკატერინესკენ დაიხარაო... ამბობენ, ეს უნდა ყოფილიყო პოეტის პირველი და უკანასკნელი კოცნა სატრფოსთვის. ეკატერინესთვის იმ დღიდან საქანელა-საკოცნელა მარადიულ ნივთად იქცა. ამბობენ, ეს სათამაშო, სადაც უნდა წასულიყო, ყველგან თან დაჰქონდაო. როდესაც ეკატერინე გარდაიცვალა, საქანელა, რომელიც ბედის ბორბალსაც შეგახსენებთ, თურმე სასთუმალთან ედგა. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის და ქმრის ერთგული იყო, როგორც ჩანს, ბარათაშვილი არასოდეს დავიწყებია.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს