სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

27

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა გარიგებაშია ხელისუფლება ძებნილ დათა ახალაიასა და მეგის ქარდავასთან?
რა გარიგებაშია ხელისუფლება ძებნილ დათა ახალაიასა და მეგის ქარდავასთან?

"ამ­ბე­ბი.გე"-მ რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ შე­საძ­ლოა, პა­ტი­მა­რი ბაჩო ახა­ლა­ია მა­ის­ში გა­ა­თა­ვი­სუფ­ლონ. ამის მი­ზე­ზი, წყა­როს ცნო­ბით, მე­გის ქარ­და­ვას ხელთ არ­სე­ბუ­ლი კომ­პრო­მა­ტი ვი­დე­ო­ე­ბი გახ­დე­ბა, რო­მელ­ზეც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის სკან­და­ლუ­რი ჩა­ნა­წე­რე­ბია.

გუ­შინ გავ­რცელ­და დათა ახა­ლა­ი­ას სკან­და­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ. ეს გან­ცხა­დე­ბა წყალს ნამ­დვი­ლად მოქ­მე­დი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წის­ქვილ­ზე ას­ხამს, თუმ­ცა ახა­ლა­ი­ე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ა­საც ახ­დენს, რად­გან ყვე­ლა იმ მოვ­ლე­ნა­ში, რა­შიც ბაჩო ახა­ლა­ი­აა და­და­ნა­შა­უ­ლე­ბუ­ლი, მისი ძმა ბრალს ვანო მე­რა­ბიშ­ვილს სდებს.

და­ვუბ­რუნ­დეთ მე­გის ქარ­და­ვას ხელთ არ­სე­ბულ სკან­და­ლურ კად­რებ­ზე გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას - ეს ინ­ფორ­მა­ცია ქარ­და­ვამ ად­ვო­კა­ტის პი­რით მხო­ლოდ დღეს, დათა ახა­ლა­ი­ას გან­ცხა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ უარ­ყო.

ქარ­და­ვას ად­ვო­კატ­მა მალ­ხაზ ვე­ლი­ჯა­ნაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მისი დაც­ვის ქვეშ მყოფს არა­ნა­ი­რი კად­რე­ბი არ აქვს და არც არა­ვის ემუქ­რე­ბა. "ამ­ბე­ბი.გე"-მ მას ჰკი­თხა, დათა ახა­ლა­ი­ას გან­ცხა­დე­ბა­ზე რა პო­ზი­ცია აქვს მე­გის ქარ­და­ვას, თუმ­ცა ვე­ლი­ჯა­ნაშ­ვილ­მა გვი­პა­სუ­ხა, რომ არ იცის.

რა შე­იძ­ლე­ბა ხდე­ბო­დეს რე­ა­ლუ­რად? - წყა­როს ცნო­ბით, სკან­და­ლუ­რი კად­რე­ბი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის რამ­დე­ნი­მე წარ­მო­მად­გე­ნელს ქარ­და­ვამ უკვე გა­უგ­ზავ­ნა და მოს­თხო­ვა, რომ ახა­ლა­ია გა­ა­თა­ვი­სუფ­ლონ! წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, იგი ამ კად­რე­ბის "იუ­თუბ­ზე" ატ­ვირ­თვით და­ი­მუქ­რა.

ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ დრო ითხო­ვა და კად­რე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბას­თან ერ­თად, ქარ­და­ვას და ახა­ლა­ი­ას - "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის", კერ­ძოდ ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის "გა­სა­ფუ­ჭებ­ლად" რა­ი­მეს მო­ფიქ­რე­ბა მოს­თხო­ვა. სა­ნაც­ვლოდ კი ძმებ ახა­ლა­ი­ებს სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მოხ­სნას დაჰ­პირ­და.

დიდი ხა­ნია და­დის ხმე­ბი, რომ ახა­ლა­ი­ე­ბი და მე­რა­ბიშ­ვი­ლი და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან. მარ­თლაც, რაც ბაჩო და­ა­კა­ვეს, მე­რა­ბიშ­ვილს მის მი­მართ არ­ცერ­თი სა­ნუ­გე­შო სი­ტყვა არ უთ­ქვამს. დათა ახა­ლა­ი­ამ ამ და­პი­რის­პი­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს ფარ­და ახა­და, მოქ­მედ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას თხოვ­ნა შე­უს­რუ­ლა და სა­კუ­თა­რი თა­ვი­სა და ძმის გა­და­სარ­ჩე­ნად სკან­და­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, რომ­ლის თქმაც, შე­საძ­ლოა, ყო­ველ­თვის სურ­და, თუმ­ცა "ნა­ცი­ო­ნა­ლი" მე­გობ­რე­ბის ხათ­რით ხმას არ იღებ­და.

სიმ­ბო­ლუ­რად, ახა­ლა­ი­ას სკან­და­ლი მე­რა­ბიშ­ვი­ლის და­ბა­დე­ბის დღეს და­ემ­თხვა და "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" მიერ 19 აპ­რილს და­გეგ­მილ აქ­ცი­ას და­ას­წრო.

"ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" პრე­ზი­დენ­ტო­ბის სა­ვა­რა­უ­დო კან­დი­და­ტის, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის იმიჯ­ზე რამ­დე­ნად იმოქ­მე­დებს ახა­ლა­ი­ას "ეს დარ­ტყმა" უც­ნო­ბია, თუმ­ცა უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რე­ბი არ იჯე­რე­ბენ, რომ დათა ამას იზამ­და. გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბას კი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის ნა­მოქ­მედ­რად აფა­სე­ბენ.

მოვ­ლე­ნე­ბი ერ­თმა­ნეთს ემ­თხვე­ვა და თუ კი ყვე­ლა­ფე­რი იმ გა­რი­გე­ბი­სა­მებრ მოხ­და, რა­ზეც ზე­მოთ ვსა­უბ­რობ­დით, სა­ინ­ტე­რე­სოა, "ბოლო სე­რი­ა­ში" ახა­ლა­ია და ივა­ნიშ­ვი­ლი ერ­თად დარ­ჩე­ბი­ან, თუ არა.

ხა­თუ­ნა გაგ­ნი­ძე

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

რა გარიგებაშია ხელისუფლება ძებნილ დათა ახალაიასა და მეგის ქარდავასთან?

რა გარიგებაშია ხელისუფლება ძებნილ დათა ახალაიასა და მეგის ქარდავასთან?

"ამბები.გე"-მ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, პატიმარი ბაჩო ახალაია მაისში გაათავისუფლონ. ამის მიზეზი, წყაროს ცნობით, მეგის ქარდავას ხელთ არსებული კომპრომატი ვიდეოები გახდება, რომელზეც ხელისუფლების წარმომადგენლების სკანდალური ჩანაწერებია. 

გუშინ გავრცელდა დათა ახალაიას სკანდალური განცხადება ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ. ეს განცხადება წყალს ნამდვილად მოქმედი ხელისუფლების წისქვილზე ასხამს, თუმცა ახალაიების რეაბილიტაციასაც ახდენს, რადგან ყველა იმ მოვლენაში, რაშიც ბაჩო ახალაიაა დადანაშაულებული, მისი ძმა ბრალს ვანო მერაბიშვილს სდებს.

დავუბრუნდეთ მეგის ქარდავას ხელთ არსებულ სკანდალურ კადრებზე გავრცელებულ ინფორმაციას - ეს ინფორმაცია ქარდავამ ადვოკატის პირით მხოლოდ დღეს, დათა ახალაიას განცხადების გავრცელების შემდეგ უარყო.

ქარდავას ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს არანაირი კადრები არ აქვს და არც არავის ემუქრება. "ამბები.გე"-მ მას ჰკითხა, დათა ახალაიას განცხადებაზე რა პოზიცია აქვს მეგის ქარდავას, თუმცა ველიჯანაშვილმა გვიპასუხა, რომ არ იცის.

რა შეიძლება ხდებოდეს რეალურად? - წყაროს ცნობით, სკანდალური კადრები ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელს ქარდავამ უკვე გაუგზავნა და მოსთხოვა, რომ ახალაია გაათავისუფლონ! წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი ამ კადრების "იუთუბზე" ატვირთვით დაიმუქრა.

ჩვენი ინფორმაციით, ხელისუფლებამ დრო ითხოვა და კადრების განადგურებასთან ერთად, ქარდავას და ახალაიას - "ნაციონალების", კერძოდ ვანო მერაბიშვილის "გასაფუჭებლად" რაიმეს მოფიქრება მოსთხოვა. სანაცვლოდ კი ძმებ ახალაიებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის მოხსნას დაჰპირდა.

დიდი ხანია დადის ხმები, რომ ახალაიები და მერაბიშვილი დაპირისპირებულები არიან. მართლაც, რაც ბაჩო დააკავეს, მერაბიშვილს მის მიმართ არცერთი სანუგეშო სიტყვა არ უთქვამს. დათა ახალაიამ ამ დაპირისპირების საიდუმლოს ფარდა ახადა, მოქმედ ხელისუფლებას თხოვნა შეუსრულა და საკუთარი თავისა და ძმის გადასარჩენად სკანდალური განცხადება გაავრცელა, რომლის თქმაც, შესაძლოა, ყოველთვის სურდა, თუმცა "ნაციონალი" მეგობრების ხათრით ხმას არ იღებდა.

სიმბოლურად, ახალაიას სკანდალი მერაბიშვილის დაბადების დღეს დაემთხვა და "ნაციონალების" მიერ 19 აპრილს დაგეგმილ აქციას დაასწრო.

"ნაციონალების" პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატის, ვანო მერაბიშვილის იმიჯზე რამდენად იმოქმედებს ახალაიას "ეს დარტყმა" უცნობია, თუმცა უმცირესობის წევრები არ იჯერებენ, რომ დათა ამას იზამდა. გავრცელებულ განცხადებას კი სპეცსამსახურების ნამოქმედრად აფასებენ.

მოვლენები ერთმანეთს ემთხვევა და თუ კი ყველაფერი იმ გარიგებისამებრ მოხდა, რაზეც ზემოთ ვსაუბრობდით, საინტერესოა, "ბოლო სერიაში" ახალაია და ივანიშვილი ერთად დარჩებიან, თუ არა.

ხათუნა გაგნიძე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა