პამელა ანდერსონი ყოველთვის ასაკის შეუსაბამოდ იცვამდა. მაგრამ როგორც ჩანს, 45 წლის მსახიობმა ძველ ჩვევაზე უარი თქვა. პამელა ყოველწლიურ საერთაშორისო სილამაზის შოუზე ნამდვილი ლედივით ჩაცმული მივიდა. ვარსკვლავს შავი, მჭიდრო, დახურული კაბა ეცვა, რომელიც მუხლებსაც უფარავდა. ფეხზე პამელას შამპანურის ფერის, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვა, ხოლო თმა აწეული ჰქონდა.
საერთო ჯამში, პამელა საკმაოდ ელეგანტურად და დახვეწილად გამოიყურებოდა და სიამოვნებით პოზირებდა აღფრთოვანებული ფოტოგრაფების წინაშე.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.
ასევე იხილეთ:
პამელა ანდერსონი შოუდან "ცეკვები ყინულზე" ზედმეტად ღრმა დეკოლტეს გამო გააგდეს
პამელა ანდერსონის სექსუალური ჩა-ჩა-ჩა "ვარსკვლავურ ცეკვებში"