მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თამარ ჩერგოლეიშვილმა დათა ახალაიას ”მანიაკი” უწოდა
თამარ ჩერგოლეიშვილმა დათა ახალაიას ”მანიაკი” უწოდა

გიგა ბო­კე­რი­ას მე­უღ­ლე თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი დათა ახა­ლა­ი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბას "ფე­ის­ბუქ­ში" სა­კუ­თარ გვერ­დზე ეხ­მა­უ­რე­ბა.

"სის­ტე­მა უნდა და­ინ­გრე­სო ამ მა­ნი­აკ­მა :)

1) მა­ნი­ა­კე­ბად არ იბა­დე­ბი­ან, მა­ნი­ა­კე­ბად ყა­ლიბ­დე­ბი­ან.

2) ეს ძმა მა­ნი­ა­კი რომ იყო, გა­სულ წელს, არ­ჩევ­ნე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე თვით ადრე და­ვად­გი­ნე მას შემ­დეგ რაც სა­კუ­თა­რი თვა­ლით ვი­ხი­ლე მისი "მსხვერ­პლი".

3) მე­ო­რე ძმა რომ არა­ჯან­სა­ღია, იმ დღეს დავ­რწმუნ­დი, როცა მოხ­სნეს.

დას­კვნებს იმის სა­ფუძ­ველ­ზე ვა­კე­თებ, რაც ზუს­ტად ვიცი - შე­სა­ბა­მი­სად, ჩემ­თვის მა­ნი­ა­კი გახ­და მა­შინ, როცა ზუს­ტად და­ვად­გი­ნე.

მე არ ვუ­კარ­გავ არც ერთ ძმას იმ დამ­სა­ხუ­რე­ბებს, რაც აქვთ და რის გა­მოც ჩემს პა­ტი­ვის­ცე­მას იმ­სა­ხუ­რებ­დნენ - უპირ­ვე­ლე­სად კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის ალაგმვას ვგუ­ლის­ხმობ. მაგ­რამ ეს ინ­დულ­გენ­ცია ვერ იქ­ნე­ბა.

მე მგო­ნი გა­სა­გე­ბია. არა?

ახლა დავ­ჯდე­ბი და და­ვაკ­ვირ­დე­ბი, რო­გორ გახ­დე­ბა ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა ახა­ლა­ი­ე­ბის ქო­მა­გი", - წერს ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი.

კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის, დათა ახა­ლა­ი­ას გან­ცხა­დე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მუშ­ვე­ო­ბით გუ­შინ გავ­რცელ­და. რო­გორც ახა­ლა­ია აცხა­დებს, სა­ქარ­თვე­ლო­ში დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი მრა­ვა­ლი უბე­დუ­რე­ბის სა­თა­ვე ერთი კაცი - ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლია.

"აგერ უკვე მეშ­ვი­დე თვეა სამ­შობ­ლო­დან გა­დახ­ვე­წი­ლი ვაკ­ვირ­დე­ბი ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მტკივ­ნე­ულ პრო­ცე­სებს. ვფიქ­რობ, ვა­ა­ნა­ლი­ზებ წარ­სულს და სულ უფრო მიმ­ყარ­დე­ბა რწმე­ნა იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი მრა­ვა­ლი უბე­დუ­რე­ბის სა­თა­ვე ერთი კა­ცია, - კაცი, რო­მელ­მაც ჩვენ­თან - ჩემ­თან და ჩემს ძმას­თან - ბრძო­ლას გა­და­ა­ყო­ლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და ქვე­ყა­ნა", - აცხა­დებს ახა­ლა­ია.

ამას­თან, ახა­ლა­ი­ას თქმით, ლა­ფან­ყუ­რის ავან­ტი­უ­რა მისი ძმის - ბაჩო ახა­ლა­ი­ას წი­ნა­აღ­მდეგ და­გეგ­მა და გი­ორ­გი ლორ­თქი­ფა­ნი­ძის ხე­ლით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­მა.

ახა­ლა­ი­ას ად­ვო­კატ­მა, ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა გუ­შინ­ვე და­ა­დას­ტუ­რა, რომ ეს გან­ცხა­დე­ბა ნამ­დვი­ლად მისი დაც­ვის ქვეშ მყოფს უკეთვნო­და.

თა­ვად ახა­ლა­ი­ას ოჯა­ხის წევ­რებ­სა და ახ­ლობ­ლებს "ფე­ის­ბუ­ქით" გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის ნამ­დვი­ლო­ბა­ში ეჭვი ეპა­რე­ბათ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

თამარ ჩერგოლეიშვილმა დათა ახალაიას ”მანიაკი” უწოდა

თამარ ჩერგოლეიშვილმა დათა ახალაიას ”მანიაკი” უწოდა

გიგა ბოკერიას მეუღლე თამარ ჩერგოლეიშვილი დათა ახალაიას სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

"სისტემა უნდა დაინგრესო ამ მანიაკმა :)

1) მანიაკებად არ იბადებიან, მანიაკებად ყალიბდებიან.

2) ეს ძმა მანიაკი რომ იყო, გასულ წელს, არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე დავადგინე მას შემდეგ რაც საკუთარი თვალით ვიხილე მისი "მსხვერპლი".

3) მეორე ძმა რომ არაჯანსაღია, იმ დღეს დავრწმუნდი, როცა მოხსნეს.

დასკვნებს იმის საფუძველზე ვაკეთებ, რაც ზუსტად ვიცი - შესაბამისად, ჩემთვის მანიაკი გახდა მაშინ, როცა ზუსტად დავადგინე.

მე არ ვუკარგავ არც ერთ ძმას იმ დამსახურებებს, რაც აქვთ და რის გამოც ჩემს პატივისცემას იმსახურებდნენ - უპირველესად კანონიერი ქურდების ალაგმვას ვგულისხმობ. მაგრამ ეს ინდულგენცია ვერ იქნება.

მე მგონი გასაგებია. არა?

ახლა დავჯდები და დავაკვირდები, როგორ გახდება ქართული ოცნება ახალაიების ქომაგი", - წერს ჩერგოლეიშვილი.

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის, დათა ახალაიას განცხადება სოციალური ქსელის მუშვეობით გუშინ გავრცელდა. როგორც ახალაია აცხადებს, საქართველოში დატრიალებული მრავალი უბედურების სათავე ერთი კაცი - ვანო მერაბიშვილია.

"აგერ უკვე მეშვიდე თვეა სამშობლოდან გადახვეწილი ვაკვირდები ქვეყანაში მიმდინარე მტკივნეულ პროცესებს. ვფიქრობ, ვაანალიზებ წარსულს და სულ უფრო მიმყარდება რწმენა იმისა, რომ საქართველოში დატრიალებული მრავალი უბედურების სათავე ერთი კაცია, - კაცი, რომელმაც ჩვენთან - ჩემთან და ჩემს ძმასთან - ბრძოლას გადააყოლა ხელისუფლება და ქვეყანა", - აცხადებს ახალაია.

ამასთან, ახალაიას თქმით, ლაფანყურის ავანტიურა მისი ძმის - ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ დაგეგმა და გიორგი ლორთქიფანიძის ხელით განახორციელა ვანო მერაბიშვილმა.

ახალაიას ადვოკატმა, ზაქარეიშვილმა გუშინვე დაადასტურა, რომ ეს განცხადება ნამდვილად მისი დაცვის ქვეშ მყოფს უკეთვნოდა.

თავად ახალაიას ოჯახის წევრებსა და ახლობლებს "ფეისბუქით" გავრცელებული განცხადების ნამდვილობაში ეჭვი ეპარებათ.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს