სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიგი უგულავა - ისე ეშინია ხელისუფლებას 19 აპრილის აქციის, მე მგონი, ეპარებათ კიდეც
გიგი უგულავა - ისე ეშინია ხელისუფლებას 19 აპრილის აქციის, მე მგონი, ეპარებათ კიდეც

ამ ბრძო­ლა­ში, რო­მელ­შიც დღეს ჩვენ ვიმ­ყო­ფე­ბით, ბევ­რს ნერ­ვებ­მაც შე­იძ­ლე­ბა უმტყუ­ნოს და ბევ­რი გა­რი­გე­ბა­შიც შე­იძ­ლე­ბა შე­ვი­დეს, - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მერ­მა, გიგი უგუ­ლა­ვამ გა­ნა­ცხა­და.

დე­და­ქა­ლა­ქის მერი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მუშ­ვე­ო­ბით კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის, დათა ახა­ლა­ი­ას გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა. მისი თქმით, "ეს ძა­ლი­ან ჰგავს ოქ­რუ­აშ­ვი­ლის ეპო­პე­ას".

"და­დას­ტურ­დე­ბა თუ - არა, ეს მისი პი­რა­დი საქ­მეა. მან ან უნდა და­ა­დას­ტუ­როს ეს, ან უნდა ჩა­მო­ვი­დეს და რაც უნდა ის მო­უ­ყო­ლია, ეს მისი საქ­მეა. ეს მე ძა­ლი­ან მა­გო­ნებს ოქ­რუ­აშ­ვი­ლის ბა­ლა­დას. ახა­ლი არა­ფე­რი არ ეწე­რა, რაც შვი­დი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ზე­თებ­ში თუ ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში არ ყო­ფი­ლა, ამი­ტომ ში­ნა­არსზე სა­უ­ბა­რი ზედ­მე­ტად მი­მაჩ­ნია, იმ­დე­ნად აბ­სურ­დუ­ლი რა­მეა. ჩემ­თვის უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ხუ­ხაშ­ვი­ლის გუ­შინ­დე­ლი გა­მო­სარ­ჩლე­ბა რაც პირ­და­პირ მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ რა­ღაც ორ­კესტრი­რე­ბულ მოქ­მე­დე­ბას აქვს ად­გი­ლი, ეს მხო­ლოდ ერ­თა­დერ­თი რა­მით იხ­სნე­ბა, ისე ეში­ნია ხე­ლი­სუფ­ლე­ბას 19 აპ­რი­ლის აქ­ცი­ის, რომ ცოტა, მე მგო­ნი, ეპა­რე­ბათ კი­დეც", - გა­ნა­ცხა­და უგუ­ლა­ვამ.

მი­სი­ვე აზ­რით, ეს აიხ­სნე­ბა იმით, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას 19 აპ­რი­ლის აქ­ცი­ის ეში­ნია და 19 აპ­რი­ლამ­დე დარ­ჩე­ნილ 5 დღე­შიც ხუ­ხაშ­ვი­ლის თავ­ში მო­ხარ­შუ­ლი კი­დევ ბევ­რი ავად­მყო­ფო­ბა შე­იძ­ლე­ბა იხი­ლოს სა­ზო­გა­დო­ე­ბამ.

"ძა­ლი­ან გავს ეს ოქ­რუ­აშ­ვი­ლის ეპო­პე­ას. ახა­ლა­ი­ას თა­ნამ­შრომ­ლე­ბის 80%, თუ მეტი არა, ისევ იმ ად­გი­ლებ­ზე ზის და ახლა უკვე პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის დევ­ნით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი. ასე რომ ამ ბრძო­ლა­ში, რო­მელ­შიც დღეს ჩვენ ვიმ­ყო­ფე­ბით ბევ­რს ნერ­ვებ­მაც შე­იძ­ლე­ბა უმტყუ­ნოს, ბევ­რი გა­რი­გე­ბა­შიც შე­იძ­ლე­ბა შე­ვი­დეს, თუმ­ცა ძა­ლი­ან და­სა­ნა­ნია, თუ ასე იქ­ნე­ბა, მაგ­რამ სა­ბო­ლოო ჯამ­ში ცხა­დია, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი 19 აპ­რილს უკავ­შირ­დე­ბა", - აღ­ნიშ­ნა თბი­ლი­სის მერ­მა.

კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის, დათა ახა­ლა­ი­ას გან­ცხა­დე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მუშ­ვე­ო­ბით გუ­შინ გავ­რცელ­და. რო­გორც ახა­ლა­ია წერს, სა­ქარ­თვე­ლო­ში დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი მრა­ვა­ლი უბე­დუ­რე­ბის სა­თა­ვე ერთი კაცი - ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლია.

"აგერ უკვე მეშ­ვი­დე თვეა, სამ­შობ­ლო­დან გა­დახ­ვე­წი­ლი ვაკ­ვირ­დე­ბი ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მტკივ­ნე­ულ პრო­ცე­სებს. ვფიქ­რობ, ვა­ა­ნა­ლი­ზებ წარ­სულს და სულ უფრო მიმ­ყარ­დე­ბა რწმე­ნა იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი მრა­ვა­ლი უბე­დუ­რე­ბის სა­თა­ვე ერთი კა­ცია, - კაცი, რო­მელ­მაც ჩვენ­თან - ჩემ­თან და ჩემს ძმას­თან - ბრძო­ლას გა­და­ა­ყო­ლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და ქვე­ყა­ნა", - აცხა­დებს ახა­ლა­ია.

ამას­თან, ახა­ლა­ი­ას თქმით, ლა­ფან­ყუ­რის ავან­ტი­უ­რა მისი ძმის - ბაჩო ახა­ლა­ი­ას წი­ნა­აღ­მდეგ და­გეგ­მა და გი­ორ­გი ლორ­თქი­ფა­ნი­ძის ხე­ლით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ახა­ლა­ი­ას ად­ვო­კატ­მა, ირაკ­ლი ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა გუ­შინ­ვე და­უ­დას­ტუ­რა, რომ ეს გან­ცხა­დე­ბა ნამ­დვი­ლად მისი დაც­ვის ქვეშ მყოფს უკეთვნო­და.

თა­ვად ახა­ლა­ი­ას ოჯა­ხის წევ­რებ­სა და ახ­ლობ­ლებს კი, "ფე­ის­ბუ­ქით" გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის ნამ­დვი­ლო­ბა­ში ეჭვი ეპა­რე­ბათ.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

გიგი უგულავა - ისე ეშინია ხელისუფლებას 19 აპრილის აქციის, მე მგონი, ეპარებათ კიდეც

გიგი უგულავა - ისე ეშინია ხელისუფლებას 19 აპრილის აქციის, მე მგონი, ეპარებათ კიდეც

ამ ბრძოლაში, რომელშიც დღეს ჩვენ ვიმყოფებით, ბევრს ნერვებმაც შეიძლება უმტყუნოს და ბევრი გარიგებაშიც შეიძლება შევიდეს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

დედაქალაქის მერი სოციალური ქსელის მუშვეობით კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის, დათა ახალაიას გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, "ეს ძალიან ჰგავს ოქრუაშვილის ეპოპეას".

"დადასტურდება თუ - არა, ეს მისი პირადი საქმეა. მან ან უნდა დაადასტუროს ეს, ან უნდა ჩამოვიდეს და რაც უნდა ის მოუყოლია, ეს მისი საქმეა. ეს მე ძალიან მაგონებს ოქრუაშვილის ბალადას. ახალი არაფერი არ ეწერა, რაც შვიდი თვის განმავლობაში გაზეთებში თუ ტელევიზიებში არ ყოფილა, ამიტომ შინაარსზე საუბარი ზედმეტად მიმაჩნია, იმდენად აბსურდული რამეა. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია ხუხაშვილის გუშინდელი გამოსარჩლება რაც პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ რაღაც ორკესტრირებულ მოქმედებას აქვს ადგილი, ეს მხოლოდ ერთადერთი რამით იხსნება, ისე ეშინია ხელისუფლებას 19 აპრილის აქციის, რომ ცოტა, მე მგონი, ეპარებათ კიდეც", - განაცხადა უგულავამ.

მისივე აზრით, ეს აიხსნება იმით, რომ ხელისუფლებას 19 აპრილის აქციის ეშინია და 19 აპრილამდე დარჩენილ 5 დღეშიც ხუხაშვილის თავში მოხარშული კიდევ ბევრი ავადმყოფობა შეიძლება იხილოს საზოგადოებამ.

"ძალიან გავს ეს ოქრუაშვილის ეპოპეას. ახალაიას თანამშრომლების 80%, თუ მეტი არა, ისევ იმ ადგილებზე ზის და ახლა უკვე პოლიტიკური ოპონენტების დევნით არიან დაკავებულები. ასე რომ ამ ბრძოლაში, რომელშიც დღეს ჩვენ ვიმყოფებით ბევრს ნერვებმაც შეიძლება უმტყუნოს, ბევრი გარიგებაშიც შეიძლება შევიდეს, თუმცა ძალიან დასანანია, თუ ასე იქნება, მაგრამ საბოლოო ჯამში ცხადია, რომ ეს ყველაფერი 19 აპრილს უკავშირდება", - აღნიშნა თბილისის მერმა.

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის, დათა ახალაიას განცხადება სოციალური ქსელის მუშვეობით გუშინ გავრცელდა. როგორც ახალაია წერს, საქართველოში დატრიალებული მრავალი უბედურების სათავე ერთი კაცი - ვანო მერაბიშვილია.

"აგერ უკვე მეშვიდე თვეა, სამშობლოდან გადახვეწილი ვაკვირდები ქვეყანაში მიმდინარე მტკივნეულ პროცესებს. ვფიქრობ, ვაანალიზებ წარსულს და სულ უფრო მიმყარდება რწმენა იმისა, რომ საქართველოში დატრიალებული მრავალი უბედურების სათავე ერთი კაცია, - კაცი, რომელმაც ჩვენთან - ჩემთან და ჩემს ძმასთან - ბრძოლას გადააყოლა ხელისუფლება და ქვეყანა", - აცხადებს ახალაია.

ამასთან, ახალაიას თქმით, ლაფანყურის ავანტიურა მისი ძმის - ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ დაგეგმა და გიორგი ლორთქიფანიძის ხელით განახორციელა ვანო მერაბიშვილმა.

"ინტერპრესნიუსს" ახალაიას ადვოკატმა, ირაკლი ზაქარეიშვილმა გუშინვე დაუდასტურა, რომ ეს განცხადება ნამდვილად მისი დაცვის ქვეშ მყოფს უკეთვნოდა.

თავად ახალაიას ოჯახის წევრებსა და ახლობლებს კი, "ფეისბუქით" გავრცელებული განცხადების ნამდვილობაში ეჭვი ეპარებათ.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა