საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თუ ავტოდილერთან ნაყიდ მანქანაში გაზის აპარატურას დაამონტაჟებთ, გარანტიას გაგიუქმებენ
თუ ავტოდილერთან ნაყიდ მანქანაში გაზის აპარატურას დაამონტაჟებთ, გარანტიას გაგიუქმებენ

პო­პუ­ლა­რუ­ლი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მარ­კე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ქარ­თვე­ლი დი­ლე­რე­ბი მან­ქა­ნებ­ში გა­ზის აპა­რა­ტუ­რის ჩა­ყე­ნე­ბას კა­ტე­გო­რი­უ­ლად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბი­ან. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, მათი პო­ზი­ცია და­ახ­ლო­ე­ბით ასე­თია: "თუ ჩემ­თან ნა­ყიდ ავ­ტო­მო­ბილ­ში გაზი ჩა­ა­ყე­ნე, და­ი­ვი­წყე გა­რან­ტია, ხე­ლე­ბიც და­მი­ბა­ნი­აო".

იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ბენ­ზი­ნი­სა და დი­ზე­ლის ფა­სე­ბი, და­პი­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის პი­რო­ბებ­შიც არ შემ­ცირ­და, ავ­ტომფლო­ბე­ლებს სხვა გა­მო­სა­ვა­ლი თით­ქმის აღა­რა­ფე­რი რჩე­ბათ, რომ მან­ქა­ნა გა­ზის სის­ტე­მა­ზე გა­და­იყ­ვა­ნონ. მათ შო­რის, ამ ნა­ბიჯს დგამს ბევ­რი ისე­თი მძღო­ლიც, რო­მე­ლიც თუნ­დაც ლუქ­სის კლა­სის ავ­ტო­მო­ბი­ლის სა­ჭეს­თან ზის და ამა­ში გა­საკ­ვი­რი, პრინ­ციპ­ში, არც არა­ფე­რია - ზედ­მე­ტი ხარ­ჯი აბა, ვის რაში სჭირ­დე­ბა?!

ცნო­ბი­ლი ფაქ­ტია, რომ გა­ზის აპა­რა­ტუ­რას მან­ქა­ნებ­ში ლა­მის ყო­ველ ფე­ხის ნა­ბიჯ­ზე აყე­ნე­ბენ და რაღა თქმა უნდა, ნდო­ბის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი ბევ­რი ასე­თი სერ­ვის­ცენ­ტრის მი­მართ არ­ცთუ მა­ღა­ლია.

სა­კი­თხის აქ­ტუ­ა­ლუ­რო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, "ალია" და­ინ­ტე­რეს­და, რო­მელ ასეთ სერ­ვის­ცენ­ტრებს, ან უხე­შად რომ ვთქვათ, რო­მელ გა­ზის ჩამ­ყე­ნებ­ლებს ენ­დო­ბი­ან უფრო მე­ტად სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ბაზ­რის მსხვი­ლი მო­თა­მა­შე­ე­ბი და მათ სწო­რედ ამის გა­სარ­კვე­ვად და­ვუ­კავ­შირ­დით.

იმის ნაც­ვლად, რომ ჩვენ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო კი­თხვა­ზე მიგ­ვე­ღო პა­სუ­ხი, სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სუ­რა­თის მომსწრე­ნი გავ­ხდით - ფაქ­ტობ­რი­ვად, ყვე­ლა კომ­პა­ნია, ანუ პო­პუ­ლა­რუ­ლი მარ­კე­ბის ყვე­ლა ოფი­ცი­ა­ლუ­რი დი­ლე­რი მან­ქა­ნა­ში გა­ზის აპა­რა­ტუ­რის ჩა­ყე­ნე­ბის­გან თავს ძა­ლი­ან შორს იჭერს.

თავ­და­პირ­ვე­ლად "ალია" "ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თბი­ლი­სის" ოფისს და­უ­კავ­შირ­და, სა­დაც გა­ყიდ­ვე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ასე­თი პა­სუ­ხი გაგ­ვცეს:

- არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა გა­ზის აპა­რა­ტუ­რის მე­მონ­ტა­ჟე­ებ­თან არ გვაქვს და შე­სა­ბა­მი­სად, რე­კო­მენ­და­ცი­ა­საც ვე­რა­ვის გა­ვუ­წევთ. მი­ზე­ზი ის არის, რომ ვერ ვენ­დო­ბით ვე­რა­ვის, არ ვი­ცით, ვინ რო­გორ და რა აპა­რა­ტუ­რას აყე­ნებს და რა პრობ­ლე­მე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­უჩ­ნდეს მან­ქა­ნას.

- და თუ მა­ინც ჩა­ა­ყე­ნა თქვენ­თან ნა­ყიდ ავ­ტო­მო­ბილ­ში კლი­ენ­ტმა გა­ზის აპა­რა­ტუ­რა, ამის მერე რა ხდე­ბა?

- მას გა­რან­ტია ავ­ტო­მა­ტუ­რად ეხ­სნე­ბა. კლი­ენ­ტმა წი­ნას­წარ­ვე იცის, რომ, სა­ნამ გა­რან­ტი­ის ვადა არ ამო­ი­წუ­რე­ბა, მან­ქა­ნა სერ­ვის­ზე ჩვენ­თან უნდა მო­იყ­ვა­ნოს და თუ მან გაზი ჩა­ა­ყე­ნა, ყვე­ლა­ნა­ირ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვიხ­სნით.

- თუ ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, რომ გა­ზის აპა­რა­ტუ­რის ჩა­ყე­ნე­ბის გამო კლი­ენტს პრობ­ლე­მე­ბი შექ­მნია და დახ­მა­რე­ბა უთხო­ვია?

- არა, ასე­თი რამ არ ყო­ფი­ლა.

ამის შემ­დეგ იმა­ვე კი­თხვე­ბით "ალია" უკვე სა­ქარ­თვე­ლო­ში "მერ­სე­დეს-ბენ­ცის" ოფი­ცი­ა­ლურ წარ­მო­მად­გე­ნელს, კომ­პა­ნია "აკას" და­უ­კავ­შირ­და, სა­დაც ზუს­ტად ანა­ლო­გი­უ­რი პა­სუ­ხე­ბი გაგ­ვცეს:

- ჩვენ ამ სა­კი­თხებ­ში არ ვე­რე­ვით და ვე­რა­ფერს გე­ტყვით. ეს იმი­ტომ ხდე­ბა, რომ გა­ზის აპა­რა­ტუ­რის ჩა­ყე­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, რთულ­დე­ბა ავ­ტო­მო­ბი­ლის დი­აგ­ნოს­ტი­კა, შე­იძ­ლე­ბა ქარ­ხნულ­მა კომ­პი­უ­ტერ­მა აუ­რი­ოს და ასე შემ­დეგ. შე­სა­ბა­მი­სად, გა­რან­ტია კლი­ენტს ეხ­სნე­ბა.

სამ­წუ­ხა­როდ, ვე­რაფ­რით და­ვუ­კავ­შირ­დით "აუდი ცენ­ტრი თბი­ლისს", "ლაქ­შე­რი ქარსს" ("ნი­სა­ნი­სა" და "ინ­ფი­ნი­ტის" წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა), თუმ­ცა გაგ­ვი­მარ­თლა "ომე­გა მო­ტორ­სის" შემ­თხვე­ვა­ში, რო­მე­ლიც, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­ქარ­თვე­ლო­ში "ბე­ემ­ვეს" ოფი­ცი­ა­ლუ­რი დი­ლე­რია. ვე­სა­უბ­რეთ "ფოლკს­ვა­გე­ნი ცენ­ტრი თბი­ლი­სის" ოფისს, "ჯი-თი მო­ტორსს" ("ლენდ რო­ვე­რი­სა" და "ფორ­დის" წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა) და პა­სუ­ხე­ბი აქაც იდენ­ტუ­რი მი­ვი­ღეთ. კერ­ძოდ, გა­ზის არც ერთ ჩამ­ყე­ნე­ბელს რე­კო­მენ­და­ცია არა­ვინ გა­უ­წია და გა­რან­ტი­ის გა­უქ­მე­ბაც ყვე­ლას­თან ავ­ტო­მა­ტუ­რად ხდე­ბა.

აქვე იმა­საც და­ვა­მა­ტებთ, რომ, თუკი ყვე­ლა კომ­პა­ნი­ა­ში გვი­თხრეს, გა­ზის აპა­რა­ტუ­რით აღ­ჭურ­ვი­ლი პრობ­ლე­მუ­რი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბით ჩვენ­თან არა­ვინ მი­სუ­ლაო, "ჯი-თი მო­ტორსში" გვი­პა­სუ­ხეს, რომ ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი ჰქო­ნი­ათ "ლენდ რო­ვე­რის" მო­დე­ლებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. მა­გა­ლი­თად, მწყობ­რი­დან გა­მო­დის "ვოზ­დუ­ხა­მე­რი", იწყე­ბა "პე­რე­ბოი" და ასე შემ­დეგ.

მოკ­ლედ, ფაქ­ტი ის არის, რომ გა­ზის აპა­რა­ტუ­რის მონ­ტა­ჟის ბიზ­ნე­სი დუღს და გად­მო­დუღს, მაგ­რამ მსხვი­ლი ავ­ტო­დი­ლე­რე­ბი ბიზ­ნე­სის ამ სეგ­მენ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლებს არ ენ­დო­ბი­ან.

რა პა­სუ­ხი ექ­ნე­ბათ თა­ვად გა­ზის და­მონ­ტა­ჟე­ბა­ზე მო­მუ­შა­ვე კომ­პა­ნი­ებს ამ ყვე­ლა­ფერ­ზე, "ალი­ას" მომ­დევ­ნო ნო­მერ­ში მო­გიყ­ვე­ბით.

მი­ხე­ილ სახ­ვა­ძე

გა­ზე­თი "ალია"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

თუ ავტოდილერთან ნაყიდ მანქანაში გაზის აპარატურას დაამონტაჟებთ, გარანტიას გაგიუქმებენ

თუ ავტოდილერთან ნაყიდ მანქანაში გაზის აპარატურას დაამონტაჟებთ, გარანტიას გაგიუქმებენ

პოპულარული საავტომობილო მარკების ოფიციალური ქართველი დილერები მანქანებში გაზის აპარატურის ჩაყენებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. ყოველ შემთხვევაში, მათი პოზიცია დაახლოებით ასეთია: "თუ ჩემთან ნაყიდ ავტომობილში გაზი ჩააყენე, დაივიწყე გარანტია, ხელებიც დამიბანიაო".

იმის გათვალისწინებით, რომ ბენზინისა და დიზელის ფასები, დაპირების მიუხედავად, ხელისუფლების შეცვლის პირობებშიც არ შემცირდა, ავტომფლობელებს სხვა გამოსავალი თითქმის აღარაფერი რჩებათ, რომ მანქანა გაზის სისტემაზე გადაიყვანონ. მათ შორის, ამ ნაბიჯს დგამს ბევრი ისეთი მძღოლიც, რომელიც თუნდაც ლუქსის კლასის ავტომობილის საჭესთან ზის და ამაში გასაკვირი, პრინციპში, არც არაფერია - ზედმეტი ხარჯი აბა, ვის რაში სჭირდება?!

ცნობილი ფაქტია, რომ გაზის აპარატურას მანქანებში ლამის ყოველ ფეხის ნაბიჯზე აყენებენ და რაღა თქმა უნდა, ნდობის კოეფიციენტი ბევრი ასეთი სერვისცენტრის მიმართ არცთუ მაღალია.

საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, "ალია" დაინტერესდა, რომელ ასეთ სერვისცენტრებს, ან უხეშად რომ ვთქვათ, რომელ გაზის ჩამყენებლებს ენდობიან უფრო მეტად საავტომობილო ბაზრის მსხვილი მოთამაშეები და მათ სწორედ ამის გასარკვევად დავუკავშირდით.

იმის ნაცვლად, რომ ჩვენთვის საინტერესო კითხვაზე მიგვეღო პასუხი, სრულიად განსხვავებული სურათის მომსწრენი გავხდით - ფაქტობრივად, ყველა კომპანია, ანუ პოპულარული მარკების ყველა ოფიციალური დილერი მანქანაში გაზის აპარატურის ჩაყენებისგან თავს ძალიან შორს იჭერს.

თავდაპირველად "ალია" "ტოიოტა ცენტრი თბილისის" ოფისს დაუკავშირდა, სადაც გაყიდვების განყოფილებაში ასეთი პასუხი გაგვცეს:

- არანაირი შეხება გაზის აპარატურის მემონტაჟეებთან არ გვაქვს და შესაბამისად, რეკომენდაციასაც ვერავის გავუწევთ. მიზეზი ის არის, რომ ვერ ვენდობით ვერავის, არ ვიცით, ვინ როგორ და რა აპარატურას აყენებს და რა პრობლემები შეიძლება გაუჩნდეს მანქანას.

- და თუ მაინც ჩააყენა თქვენთან ნაყიდ ავტომობილში კლიენტმა გაზის აპარატურა, ამის მერე რა ხდება?

- მას გარანტია ავტომატურად ეხსნება. კლიენტმა წინასწარვე იცის, რომ, სანამ გარანტიის ვადა არ ამოიწურება, მანქანა სერვისზე ჩვენთან უნდა მოიყვანოს და თუ მან გაზი ჩააყენა, ყველანაირ პასუხისმგებლობას ვიხსნით.

- თუ ყოფილა შემთხვევა, რომ გაზის აპარატურის ჩაყენების გამო კლიენტს პრობლემები შექმნია და დახმარება უთხოვია?

- არა, ასეთი რამ არ ყოფილა.

ამის შემდეგ იმავე კითხვებით "ალია" უკვე საქართველოში "მერსედეს-ბენცის" ოფიციალურ წარმომადგენელს, კომპანია "აკას" დაუკავშირდა, სადაც ზუსტად ანალოგიური პასუხები გაგვცეს:

- ჩვენ ამ საკითხებში არ ვერევით და ვერაფერს გეტყვით. ეს იმიტომ ხდება, რომ გაზის აპარატურის ჩაყენების შემთხვევაში, რთულდება ავტომობილის დიაგნოსტიკა, შეიძლება ქარხნულმა კომპიუტერმა აურიოს და ასე შემდეგ. შესაბამისად, გარანტია კლიენტს ეხსნება.

სამწუხაროდ, ვერაფრით დავუკავშირდით "აუდი ცენტრი თბილისს", "ლაქშერი ქარსს" ("ნისანისა" და "ინფინიტის" წარმომადგენლობა), თუმცა გაგვიმართლა "ომეგა მოტორსის" შემთხვევაში, რომელიც, მოგეხსენებათ, საქართველოში "ბეემვეს" ოფიციალური დილერია. ვესაუბრეთ "ფოლკსვაგენი ცენტრი თბილისის" ოფისს, "ჯი-თი მოტორსს" ("ლენდ როვერისა" და "ფორდის" წარმომადგენლობა) და პასუხები აქაც იდენტური მივიღეთ. კერძოდ, გაზის არც ერთ ჩამყენებელს რეკომენდაცია არავინ გაუწია და გარანტიის გაუქმებაც ყველასთან ავტომატურად ხდება.

აქვე იმასაც დავამატებთ, რომ, თუკი ყველა კომპანიაში გვითხრეს, გაზის აპარატურით აღჭურვილი პრობლემური ავტომობილებით ჩვენთან არავინ მისულაო, "ჯი-თი მოტორსში" გვიპასუხეს, რომ ასეთი შემთხვევები ჰქონიათ "ლენდ როვერის" მოდელებთან მიმართებაში. მაგალითად, მწყობრიდან გამოდის "ვოზდუხამერი", იწყება "პერებოი" და ასე შემდეგ.

მოკლედ, ფაქტი ის არის, რომ გაზის აპარატურის მონტაჟის ბიზნესი დუღს და გადმოდუღს, მაგრამ მსხვილი ავტოდილერები ბიზნესის ამ სეგმენტის წარმომადგენლებს არ ენდობიან.

რა პასუხი ექნებათ თავად გაზის დამონტაჟებაზე მომუშავე კომპანიებს ამ ყველაფერზე, "ალიას" მომდევნო ნომერში მოგიყვებით.

მიხეილ სახვაძე

გაზეთი "ალია"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"