ქუთაისში, "უპატრონო" ძაღლების სიცოცხლის უფლებას 16 000 ლარიანი ჯარიმით დაიცავენ. ქუთაისის მერიამ, უმეთვალყურეოდ დარჩენილ ცხოველებზე პასუხისმგებლობა ინდმეწარმე "სერგო ვერულაშვილს" გადასცა. სატენდერო პირობების მიხედვით, კომპანიას ქუჩაში დაჭერილი ძაღლების მოკვლა და განადგურება ეკრძალება. მისი ვალდებულებაა, ქუჩაში დარჩენილი ცხოველების სპეციალურ სადგომზე გადაყვანა, მათი კვება და მოვლა-პატრონობა უზრუნველყოს.
გამარჯვებულ კომპანიაში 6 ადამიანია დასაქმებული, სპეციალური ძაღლსაჭერი მანქანაც ჰყავთ, მაგრამ ძაღლების დაჭერა ისევ მაშებით უწევთ.
"ახალი გაზეთი"