მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შს მინისტრის ყოფილი მოადგილე "ფეისბუქით" გავრცელებულ დათა ახალაიას განცხადებებს ეხმაურება
შს მინისტრის ყოფილი მოადგილე "ფეისბუქით" გავრცელებულ დათა ახალაიას განცხადებებს ეხმაურება

შს მი­ნის­ტრო­ბის დროს ბაჩო ახა­ლა­ი­ას მო­ად­გი­ლე გია ლორ­თქი­ფა­ნი­ძე ლა­ფან­ყუ­რის მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით დათა ახა­ლა­ი­ას გან­ცხა­დე­ბას არა­სე­რი­ო­ზულს უწო­დებს.

რო­გორც ლორ­თქი­ფა­ნი­ძემ "ინ­ტეპ­რეს­ნი­უსს" სა­ტა­ლე­ფო­ნო სა­უბ­რი­სას უთხრა, მსგავ­სი გან­ცხა­დე­ბე­ბის წა­კი­თხვის სურ­ვი­ლიც აღარ აქვს და ჭეშ­მა­რი­ტე­ბას ლა­ფან­ყუ­რის მოვ­ლე­ნებ­თა და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა და­ად­გენს.

"რაც არ უნდა გა­ნა­ცხა­დონ ნა­ნუ­აშ­ვილ­მა, არე­ში­ძემ და ახლა კი დათა ახა­ლა­ი­ამ, ამას სე­რი­ო­ზუ­ლად არ მი­ვიჩ­ნევ. ლა­ფან­ყუ­რის მოვ­ლე­ნებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, რო­მელ­თა­ნაც ვთა­ნამ­შრომ­ლობ, მო­მა­ვალ­შიც ვი­თა­ნამ­შრომ­ლებ და იმე­დია, ჭეშ­მა­რი­ტე­ბას სწო­რედ გა­მო­ძი­ე­ბა და­ად­გენს. მსგავს გან­ცხა­დე­ბებს უკვე აღარც ვეც­ნო­ბი. დათა ახა­ლა­ი­ას გან­ცხა­დე­ბას კი, რა თქმა უნდა, არა­სე­რი­ო­ზუ­ლად მი­ვიჩ­ნევ", - გა­ნა­ცხა­და გია ლორ­თქი­ფა­ნი­ძემ, რო­მე­ლიც ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის შს მი­ნის­ტრო­ბის დროს მისი მო­ად­გი­ლეც იყო.

კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის, დათა ახა­ლა­ი­ას გან­ცხა­დე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მუშ­ვე­ო­ბით გუ­შინ გავ­რცელ­და. რო­გორც ახა­ლა­ია წერს, სა­ქარ­თვე­ლო­ში დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი მრა­ვა­ლი უბე­დუ­რე­ბის სა­თა­ვე ერთი კაცი - ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლია.

"აგერ უკვე მეშ­ვი­დე თვეა, სამ­შობ­ლო­დან გა­დახ­ვე­წი­ლი ვაკ­ვირ­დე­ბი ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მტკივ­ნე­ულ პრო­ცე­სებს. ვფიქ­რობ, ვა­ა­ნა­ლი­ზებ წარ­სულს და სულ უფრო მიმ­ყარ­დე­ბა რწმე­ნა იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი მრა­ვა­ლი უბე­დუ­რე­ბის სა­თა­ვე ერთი კა­ცია, - კაცი, რო­მელ­მაც ჩვენ­თან - ჩემ­თან და ჩემს ძმას­თან - ბრძო­ლას გა­და­ა­ყო­ლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და ქვე­ყა­ნა", - აცხა­დებს ახა­ლა­ია.

ამას­თან, ახა­ლა­ი­ას თქმით, ლა­ფან­ყუ­რის ავან­ტი­უ­რა მისი ძმის - ბაჩო ახა­ლა­ი­ას წი­ნა­აღ­მდეგ და­გეგ­მა და გი­ორ­გი ლორ­თქი­ფა­ნი­ძის ხე­ლით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ახა­ლა­ი­ას ად­ვო­კატ­მა, ირაკ­ლი ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა გუ­შინ­ვე და­უ­დას­ტუ­რა, რომ ეს გან­ცხა­დე­ბა ნამ­დვი­ლად მისი დაც­ვის ქვეშ მყოფს უკეთვნო­და.

თა­ვად ახა­ლა­ი­ას ოჯა­ხის წევ­რებ­სა და ახ­ლობ­ლებს კი, "ფე­ის­ბუ­ქით" გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის ნამ­დვი­ლო­ბა­ში ეჭვი ეპა­რე­ბათ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

შს მინისტრის ყოფილი მოადგილე "ფეისბუქით" გავრცელებულ დათა ახალაიას განცხადებებს ეხმაურება

შს მინისტრის ყოფილი მოადგილე "ფეისბუქით" გავრცელებულ დათა ახალაიას განცხადებებს ეხმაურება

შს მინისტრობის დროს ბაჩო ახალაიას მოადგილე გია ლორთქიფანიძე ლაფანყურის მოვლენებთან დაკავშირებით დათა ახალაიას განცხადებას არასერიოზულს უწოდებს.

როგორც ლორთქიფანიძემ "ინტეპრესნიუსს" სატალეფონო საუბრისას უთხრა, მსგავსი განცხადებების წაკითხვის სურვილიც აღარ აქვს და ჭეშმარიტებას ლაფანყურის მოვლენებთა დაკავშირებით გამოძიება დაადგენს.

"რაც არ უნდა განაცხადონ ნანუაშვილმა, არეშიძემ და ახლა კი დათა ახალაიამ, ამას სერიოზულად არ მივიჩნევ. ლაფანყურის მოვლენებზე გამოძიება მიმდინარეობს, რომელთანაც ვთანამშრომლობ, მომავალშიც ვითანამშრომლებ და იმედია, ჭეშმარიტებას სწორედ გამოძიება დაადგენს. მსგავს განცხადებებს უკვე აღარც ვეცნობი. დათა ახალაიას განცხადებას კი, რა თქმა უნდა, არასერიოზულად მივიჩნევ", - განაცხადა გია ლორთქიფანიძემ, რომელიც ვანო მერაბიშვილის შს მინისტრობის დროს მისი მოადგილეც იყო.

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის, დათა ახალაიას განცხადება სოციალური ქსელის მუშვეობით გუშინ გავრცელდა. როგორც ახალაია წერს, საქართველოში დატრიალებული მრავალი უბედურების სათავე ერთი კაცი - ვანო მერაბიშვილია.

"აგერ უკვე მეშვიდე თვეა, სამშობლოდან გადახვეწილი ვაკვირდები ქვეყანაში მიმდინარე მტკივნეულ პროცესებს. ვფიქრობ, ვაანალიზებ წარსულს და სულ უფრო მიმყარდება რწმენა იმისა, რომ საქართველოში დატრიალებული მრავალი უბედურების სათავე ერთი კაცია, - კაცი, რომელმაც ჩვენთან - ჩემთან და ჩემს ძმასთან - ბრძოლას გადააყოლა ხელისუფლება და ქვეყანა", - აცხადებს ახალაია.

ამასთან, ახალაიას თქმით, ლაფანყურის ავანტიურა მისი ძმის - ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ დაგეგმა და გიორგი ლორთქიფანიძის ხელით განახორციელა ვანო მერაბიშვილმა.

"ინტერპრესნიუსს" ახალაიას ადვოკატმა, ირაკლი ზაქარეიშვილმა გუშინვე დაუდასტურა, რომ ეს განცხადება ნამდვილად მისი დაცვის ქვეშ მყოფს უკეთვნოდა.

თავად ახალაიას ოჯახის წევრებსა და ახლობლებს კი, "ფეისბუქით" გავრცელებული განცხადების ნამდვილობაში ეჭვი ეპარებათ.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ