საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პატიმრები სიკვდილით დასჯის შემოღებას ითხოვენ
პატიმრები სიკვდილით დასჯის შემოღებას ითხოვენ

გი­ორ­გი გე­ლა­ძე უვა­დო პა­ტი­მა­რია. გლ­და­ნის ცი­ხე­ში იხ­დის სას­ჯელს, და­ნა­შა­უ­ლი კი ისე­თი აქვს: თავ­დაც­ვის მიზ­ნით მოკ­ლუ­ლი ჰყავს 4 ადა­მი­ა­ნი, ორი - აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და ორიც სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. მის­ჯი­ლი აქვს უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა და მოხ­დი­ლი აქვს 17 წელი. სა­ქარ­თვე­ლო­ში მყო­ფი 92 უვა­დო პა­ტიმ­რი­დან ყვე­ლა­ზე მეტი მას აქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი ცი­ხე­ში. 15 აპ­რილს ღა­მის 11 სა­ათ­ზე "ალი­ას" სწო­რედ გი­ორ­გი გე­ლა­ძე და­უ­კავ­შირ­და გლ­და­ნის ცი­ხი­დან შემ­დე­გი ინ­ფორ­მა­ცი­ით.

- დღეს, 15 აპ­რილს, 75-მა უვა­დო პა­ტი­მარ­მა გა­მო­ვა­ცხა­დეთ უვა­დო შიმ­ში­ლი და უარი გან­ვა­ცხა­დეთ საკ­ვე­ბის მი­ღე­ბა­ზე გლ­და­ნის მე-8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში.

- რას მო­ი­თხოვთ?

- მო­ვი­თხოვთ იმას, რომ უვა­დო სას­ჯე­ლი შე­იც­ვა­ლოს დახ­ვრე­ტით, რად­გან უვა­დო პა­ტიმ­რო­ბის სას­ჯე­ლი არა­რე­ა­ლუ­რი გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბით, რო­გორც დღეს არის სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 72-ე მუხ­ლის მე-7 პუნ­ქტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ მხო­ლოდ 25 წლის მერე შე­იძ­ლე­ბა უვა­დო მსჯავ­რდა­დე­ბუ­ლი პი­რო­ბით ვა­და­ზე ადრე იყოს გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი, ეს არის არა­რე­ა­ლუ­რი და შე­ნე­ლე­ბუ­ლი სიკ­ვდი­ლის ფორ­მა! რაც თა­ვის დრო­ზე თო­მას ჰა­მერ­ბერ­გმა თა­ვი­სი 2008 წლის 20 თე­ბერ­ვლის მოხ­სე­ნე­ბა­ში ნათ­ლად ასა­ხა და იგი­ვე არის გა­ე­როს მოხ­სე­ნე­ბა­ში ნათ­ქვა­მი. თო­მას ჰა­მერ­ბერგს, ვინც ხში­რად სტუმ­რობს სა­ქარ­თვე­ლოს, აქვს რე­ზო­ლუ­ცია გა­მო­ცე­მუ­ლი და ეს რე­ზო­ლუ­ცია მე მაქვს ხელ­ში, რო­მე­ლიც მან მი­ი­ღო მას შემ­დეგ, რაც აზერ­ბა­ი­ჯან­ში ჩემი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით უვა­დო პა­ტიმ­რებ­მა მო­ვა­წყვეთ შიმ­ში­ლო­ბა და 80 კაცი ვშიმ­ში­ლობ­დით თით­ქმის 30 დღე, ეს იყო 2008 წელს და ჰა­მერ­ბერ­გმა თა­ვის რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში აღ­ნიშ­ნა, რომ თუ უვა­დო მსჯავ­რდა­დე­ბუ­ლებს ყო­ველ­გვა­რი იმე­დის გა­რე­შე პა­ტიმ­რო­ბა­ში ამ­ყო­ფე­ბენ, და თუ მათ გარ­კვე­უ­ლი ვა­დის მოხ­დის შემ­დეგ არ ექ­ნე­ბათ ვა­დამ­დე გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ეს ტოლ­ფა­სია შე­ნე­ლე­ბუ­ლი სიკ­ვდი­ლი­სა და ეს და­უშ­ვე­ბე­ლი­აო. თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ ადა­მი­ა­ნის სა­შუ­ა­ლო სი­ცო­ცხლის ხან­გრძლი­ვო­ბა არის 65 წელი, 25 წელი არ არის ნამ­დვი­ლად ცოტა.

არ­სე­ბობს გა­ე­როს 95 წლის რე­ზო­ლუ­ცი­აც, სა­დაც ნათ­ქვა­მია, რომ უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა­ში პი­როვ­ნე­ბის აყ­ვა­ნის დროს, ასე­თი მსჯავ­რი არ აღ­წევს მი­ზანს, რად­გა­ნაც ეს მძი­მე ტვირ­თად აწ­ვე­ბა "ნა­ლო­გე­ბის" გა­დამ­ხდე­ლებ­საც. ამი­ტომ ევ­რო­პის საბ­ჭო­ში იყო მი­ღე­ბუ­ლი რე­ზო­ლუ­ცია, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც მე-11 პუნ­ქტში მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ უვა­დო მსჯავ­რდა­დე­ბულ­თა გა­ნა­ჩე­ნე­ბი უნდა გა­და­ი­ხე­დოს პი­რო­ბით ვა­დამ­დე გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად 8-დან 14 წლამ­დე სას­ჯე­ლის მოხ­დის პე­რი­ოდ­ში. შვე­ი­ცა­რი­ა­ში ასეთ შემ­თხვე­ვა­ში აღე­ბუ­ლია 9 წელი, სა­შუ­ა­ლოდ, ინ­გლის­ში 14 წე­ლია და სა­ქარ­თვე­ლო­ში 25 წე­ლია მაქ­სი­მა­ლუ­რი. მე­ო­რე მხრივ, 2012 წელს დე­კემ­ბრის ამ­ნის­ტია რომ იქნა მი­ღე­ბუ­ლი, ამით შე­იძ­ლე­ბო­და ამ ყვე­ლაფ­რის და­რე­გუ­ლი­რე­ბა, მაგ­რამ ამ­ნის­ტი­ის აღ­სრუ­ლე­ბამ გა­მო­იწ­ვია თა­ვი­სე­ბუ­რი იუ­რი­დი­უ­ლი კა­ზუ­სი, როცა სა­სა­მარ­თლო­ე­ბი და­იბ­ნენ: მათ არ იცოდ­ნენ, რო­გორ გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ ეს ამ­ნის­ტია უვა­დო მსჯავ­რდა­დე­ბუ­ლე­ბის­თვის.

- უვა­დო მსჯავ­რდა­დე­ბუ­ლე­ბი სა­ერ­თოდ არ იყო ნახ­სე­ნე­ბი ამ­ნის­ტი­ა­ში?

- ნა­ხეთ, რო­გორ არის: ამ­ნის­ტი­ა­ში არ წე­რია სი­ტყვა, რომ შე­ღა­ვა­თი უვა­დო მსჯავ­რდა­დე­ბუ­ლებ­ზე არ ვრცელ­დე­ბა. არა­და, არის ასე­თი პრინ­ცი­პი, რომ, თუ არ არ­სე­ბობს კა­ნო­ნი, მა­შინ არ არ­სე­ბობს და­ნა­შა­უ­ლი.

- ე.ი. თუ კა­ნონ­მა არ აკ­რძა­ლა რამე, მა­შინ ის დაშ­ვე­ბუ­ლია?

- დიახ და რად­გა­ნაც ამ­ნის­ტი­ა­ში არ ახ­სე­ნე­ბენ უვა­დო მსჯავ­რდა­დე­ბუ­ლებს, ის უნდა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი­ყო უვა­დო­ებ­ზე, მაგ­რამ არ გავ­რცელ­და. ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, ჩვენ და­ვი­წყეთ შიმ­ში­ლო­ბა.

- მე ვიცი, რომ 92 უვა­დო პა­ტი­მა­რი ხართ და ყვე­ლა არ შიმ­ში­ლობს?

- მხო­ლოდ 75-მა კაც­მა და­ვი­წყეთ! ვინც აქ ვართ, გლ­და­ნის ცი­ხე­ში, ვინც ავად­მყო­ფი არ არის და ვინც "რეზ­ბალ­ნი­ცა­ზეა" გა­დაყ­ვა­ნი­ლი, ისი­ნი არ შიმ­ში­ლო­ბენ მხო­ლოდ. ყვე­ლა­ნი ვართ მა­მა­კა­ცე­ბი, თუმ­ცა 4 ქა­ლი­ცაა მის­ჯი­ლი.

- რა მო­თხოვ­ნე­ბი გაქვთ?

- მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნა ის და­ვა­ყე­ნეთ, რომ, თუკი ჩვე­ნი მდგო­მა­რე­ო­ბა ასე­თი დარ­ჩე­ბა, მა­შინ გვირ­ჩევ­ნია, დახ­ვრე­ტით შეგ­ვიც­ვა­ლონ ეს პა­ტიმ­რო­ბა და რა­ტომ მი­ვე­დით ამ დო­ნემ­დე, ახ­ლა­ვე აგიხ­სნით: სა­კა­ნონ­მდებ­ლო დო­ნე­ზეც და სა­სა­მარ­თლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დო­ნე­ზეც ვი­ყა­ვით სრუ­ლი­ად იგ­ნო­რი­რე­ბუ­ლე­ბი, ჩვენ ამ ამ­ნის­ტი­ის მი­ხედ­ვით ვა­დის ერთი მე­ო­თხე­დით გვე­კუთ­ვნო­და სას­ჯე­ლის მოკ­ლე­ბა, მაგ­რამ უარი გვი­თხრეს და არ მოგ­ვაკ­ლეს და გვი­თხრეს, რომ, როცა შე­გეც­ვლე­ბათ სას­ჯე­ლე­ბი და ვა­დი­ან­ზე გა­დახ­ვალთ, მა­შინ მო­გაკ­ლებ­თო. პარ­ლა­მენ­ტი კი ამას არ აკე­თებს. ამას­თა­ნა­ვე, გვე­გო­ნა, რომ პარ­ლა­მენ­ტი მოგ­ვაქ­ცევ­და ყუ­რა­დღე­ბას და გა­ი­ტან­და სა­სა­მარ­თლოს ხარ­ვე­ზე­ბის აღ­მომ­ფხვრე­ლი კო­მი­სი­ის შე­სა­ხებ კა­ნონპ­რო­ექტს და ეს კო­მი­სია რომ ამუ­შავ­დე­ბო­და, ვინც ჩვენს შო­რის უდა­ნა­შა­უ­ლოა, და არის ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც არას­წო­რი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ით აქვს მი­ნი­ჭე­ბუ­ლი უვა­დო სას­ჯე­ლი, მივ­მარ­თავ­დით ამ კო­მი­სი­ას და იმე­დი გვქონ­და, რომ ჩვე­ნი გა­ნა­ჩე­ნე­ბი გა­და­ი­ხე­დე­ბო­და, მაგ­რამ ამა­ზეც უარი თქვეს, გა­ნა­ცხა­დეს, რომ წლის ბო­ლოს შე­იქ­მნე­ბა ეს კო­მი­სია.

- და რა­ტომ წლის ბო­ლოს?

- გვი­თხრეს, ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ას­თან გვინ­და შე­თან­ხმე­ბაო, რად­გა­ნაც ვი­ღა­ცა წი­ნა­აღ­მდე­გია ამ კო­მი­სი­ის შექ­მნის, ვი­ღაც თა­ნახ­მაა. მოკ­ლედ, ამ­ნის­ტია არ შეგ­ვა­ხეს და კა­ნო­ნი­ე­რი მო­თხოვ­ნე­ბის მი­უ­ხე­და­ვად არც კო­მი­სია არ შექ­მნეს ამ ძა­ლა­ში შე­სუ­ლი გა­ნა­ჩე­ნე­ბის გა­და­სა­ხე­დად, არც შეკ­რე­ბი­თო­ბის პრინ­ციპ­ზე გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლებს არ შე­ა­ხეს, ხომ? გა­მო­დის, რომ უვა­დო პა­ტიმ­რებს დის­კრი­მი­ნა­ცია მოგ­ვი­წყვეს, ყვე­ლამ ფეხ­ზე დაგ­ვი­კი­და, პარ­ლა­მენ­ტმაც და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­მაც. გვი­თხა­რით, რა დაგ­ვრჩე­ნია? რა აზრი აქვს რა­მეს?

- ვინ­მემ მო­გი­ნა­ხუ­ლათ?

- არა­ვინ! არა­ვინ! ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ შე­ად­გი­ნა ოქმი, მო­ვა­წე­რეთ ხელი ყვე­ლამ და გან­ცხა­დე­ბე­ბი დავ­გზავ­ნეთ ეკა ბე­სე­ლი­ას­თა­ნაც, წუ­ლუ­კი­ან­თა­ნაც, პრე­მი­ერ­თა­ნაც, არ დაგ­ვი­ტო­ვე­ბია ინ­სტან­ცია.

- სუ­ბა­რი იყო მო­სუ­ლი?

- არა, მაგ­რამ იუ­რის­ტე­ბის­გან ვი­ცით, რომ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლია ჩვე­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ.

- რას აპი­რებთ?

- არც არა­ფერს, გა­ვაგ­რძე­ლებთ მშვი­დად შიმ­შილს. მო­ვი­თხოვთ, რომ მო­ვი­დეს ბე­სე­ლია და ვახ­ტანგ ხმა­ლა­ძე და პი­რა­დად მე ვარ ბი­ჭე­ბის სა­ხე­ლით მო­ლა­პა­რა­კე და სხვე­ბიც არი­ან და ვი­საც შე­უძ­ლია თა­ვი­სი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა. ვი­თხოვთ, ერთი სა­ბუ­თი მა­ინც დაგ­ვი­დონ, არ არის კა­ნო­ნი­ე­რი ჩვე­ნი მო­თხოვ­ნა, რა­საც, წე­სით და კა­ნო­ნით, ვი­თხოვ­დით. თუ არა­და, ბო­ლომ­დე შე­ვაკ­ლავთ თავს. არაფ­რით არ და­ვი­ხევთ უკან! ბო­ლომ­დე ვიდ­გე­ბით და თუ შე­ვამ­ჩნი­ეთ, რომ ძა­ლი­ან ცუ­დად გახ­დე­ბი­ან ბი­ჭე­ბი, გა­ვა­კე­თებთ კა­რუ­სელს, 20-20 კაცი ერ­თმა­ნეთს შე­ვეც­ვლე­ბით. ეს ვი­ცით კარ­გად. თუ ევ­როს­ტან­დარ­ტებს არ მი­ი­ღე­ბენ, არ გავ­ჩერ­დე­ბით, რად­გა­ნაც ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვის არც მკვდრებ­ში ვართ და არც ცო­ცხლებ­ში. და­სა­კარ­გი კი ჩვენ ნამ­დვი­ლად არა­ფე­რი არ გვაქვს. ჩვე­ნი სი­ტყვის პატ­რო­ნე­ბი ვართ და ნა­ხავთ ამას.

თა­მარ ოქ­რუ­აშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "ალია"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

პატიმრები სიკვდილით დასჯის შემოღებას ითხოვენ

პატიმრები სიკვდილით დასჯის შემოღებას ითხოვენ

გიორგი გელაძე უვადო პატიმარია. გლდანის ციხეში იხდის სასჯელს, დანაშაული კი ისეთი აქვს: თავდაცვის მიზნით მოკლული ჰყავს 4 ადამიანი, ორი - აზერბაიჯანის ტერიტორიაზე და ორიც საქართველოს ტერიტორიაზე. მისჯილი აქვს უვადო პატიმრობა და მოხდილი აქვს 17 წელი. საქართველოში მყოფი 92 უვადო პატიმრიდან ყველაზე მეტი მას აქვს გატარებული ციხეში. 15 აპრილს ღამის 11 საათზე "ალიას" სწორედ გიორგი გელაძე დაუკავშირდა გლდანის ციხიდან შემდეგი ინფორმაციით.

- დღეს, 15 აპრილს, 75-მა უვადო პატიმარმა გამოვაცხადეთ უვადო შიმშილი და უარი განვაცხადეთ საკვების მიღებაზე გლდანის მე-8 დაწესებულებაში.

- რას მოითხოვთ?

- მოვითხოვთ იმას, რომ უვადო სასჯელი შეიცვალოს დახვრეტით, რადგან უვადო პატიმრობის სასჯელი არარეალური განთავისუფლების შესაძლებლობით, როგორც დღეს არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 72-ე მუხლის მე-7 პუნქტის გათვალისწინებით, რომ მხოლოდ 25 წლის მერე შეიძლება უვადო მსჯავრდადებული პირობით ვადაზე ადრე იყოს განთავისუფლებული, ეს არის არარეალური და შენელებული სიკვდილის ფორმა! რაც თავის დროზე თომას ჰამერბერგმა თავისი 2008 წლის 20 თებერვლის მოხსენებაში ნათლად ასახა და იგივე არის გაეროს მოხსენებაში ნათქვამი. თომას ჰამერბერგს, ვინც ხშირად სტუმრობს საქართველოს, აქვს რეზოლუცია გამოცემული და ეს რეზოლუცია მე მაქვს ხელში, რომელიც მან მიიღო მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანში ჩემი ხელმძღვანელობით უვადო პატიმრებმა მოვაწყვეთ შიმშილობა და 80 კაცი ვშიმშილობდით თითქმის 30 დღე, ეს იყო 2008 წელს და ჰამერბერგმა თავის რეზოლუციაში აღნიშნა, რომ თუ უვადო მსჯავრდადებულებს ყოველგვარი იმედის გარეშე პატიმრობაში ამყოფებენ, და თუ მათ გარკვეული ვადის მოხდის შემდეგ არ ექნებათ ვადამდე განთავისუფლების შესაძლებლობა, ეს ტოლფასია შენელებული სიკვდილისა და ეს დაუშვებელიაო. თუ გავითვალისწინებთ, რომ ადამიანის საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა არის 65 წელი, 25 წელი არ არის ნამდვილად ცოტა.

არსებობს გაეროს 95 წლის რეზოლუციაც, სადაც ნათქვამია, რომ უვადო პატიმრობაში პიროვნების აყვანის დროს, ასეთი მსჯავრი არ აღწევს მიზანს, რადგანაც ეს მძიმე ტვირთად აწვება "ნალოგების" გადამხდელებსაც. ამიტომ ევროპის საბჭოში იყო მიღებული რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც მე-11 პუნქტში მითითებულია, რომ უვადო მსჯავრდადებულთა განაჩენები უნდა გადაიხედოს პირობით ვადამდე გასათავისუფლებლად 8-დან 14 წლამდე სასჯელის მოხდის პერიოდში. შვეიცარიაში ასეთ შემთხვევაში აღებულია 9 წელი, საშუალოდ, ინგლისში 14 წელია და საქართველოში 25 წელია მაქსიმალური. მეორე მხრივ, 2012 წელს დეკემბრის ამნისტია რომ იქნა მიღებული, ამით შეიძლებოდა ამ ყველაფრის დარეგულირება, მაგრამ ამნისტიის აღსრულებამ გამოიწვია თავისებური იურიდიული კაზუსი, როცა სასამართლოები დაიბნენ: მათ არ იცოდნენ, როგორ გამოეყენებინათ ეს ამნისტია უვადო მსჯავრდადებულებისთვის.

- უვადო მსჯავრდადებულები საერთოდ არ იყო ნახსენები ამნისტიაში?

- ნახეთ, როგორ არის: ამნისტიაში არ წერია სიტყვა, რომ შეღავათი უვადო მსჯავრდადებულებზე არ ვრცელდება. არადა, არის ასეთი პრინციპი, რომ, თუ არ არსებობს კანონი, მაშინ არ არსებობს დანაშაული.

- ე.ი. თუ კანონმა არ აკრძალა რამე, მაშინ ის დაშვებულია?

- დიახ და რადგანაც ამნისტიაში არ ახსენებენ უვადო მსჯავრდადებულებს, ის უნდა გავრცელებულიყო უვადოებზე, მაგრამ არ გავრცელდა. ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, ჩვენ დავიწყეთ შიმშილობა.

- მე ვიცი, რომ 92 უვადო პატიმარი ხართ და ყველა არ შიმშილობს?

- მხოლოდ 75-მა კაცმა დავიწყეთ! ვინც აქ ვართ, გლდანის ციხეში, ვინც ავადმყოფი არ არის და ვინც "რეზბალნიცაზეა" გადაყვანილი, ისინი არ შიმშილობენ მხოლოდ. ყველანი ვართ მამაკაცები, თუმცა 4 ქალიცაა მისჯილი.

- რა მოთხოვნები გაქვთ?

- მთავარი მოთხოვნა ის დავაყენეთ, რომ, თუკი ჩვენი მდგომარეობა ასეთი დარჩება, მაშინ გვირჩევნია, დახვრეტით შეგვიცვალონ ეს პატიმრობა და რატომ მივედით ამ დონემდე, ახლავე აგიხსნით: საკანონმდებლო დონეზეც და სასამართლო ხელისუფლების დონეზეც ვიყავით სრულიად იგნორირებულები, ჩვენ ამ ამნისტიის მიხედვით ვადის ერთი მეოთხედით გვეკუთვნოდა სასჯელის მოკლება, მაგრამ უარი გვითხრეს და არ მოგვაკლეს და გვითხრეს, რომ, როცა შეგეცვლებათ სასჯელები და ვადიანზე გადახვალთ, მაშინ მოგაკლებთო. პარლამენტი კი ამას არ აკეთებს. ამასთანავე, გვეგონა, რომ პარლამენტი მოგვაქცევდა ყურადღებას და გაიტანდა სასამართლოს ხარვეზების აღმომფხვრელი კომისიის შესახებ კანონპროექტს და ეს კომისია რომ ამუშავდებოდა, ვინც ჩვენს შორის უდანაშაულოა, და არის ასეთი ადამიანები, ვისაც არასწორი კვალიფიკაციით აქვს მინიჭებული უვადო სასჯელი, მივმართავდით ამ კომისიას და იმედი გვქონდა, რომ ჩვენი განაჩენები გადაიხედებოდა, მაგრამ ამაზეც უარი თქვეს, განაცხადეს, რომ წლის ბოლოს შეიქმნება ეს კომისია.

- და რატომ წლის ბოლოს?

- გვითხრეს, ვენეციის კომისიასთან გვინდა შეთანხმებაო, რადგანაც ვიღაცა წინააღმდეგია ამ კომისიის შექმნის, ვიღაც თანახმაა. მოკლედ, ამნისტია არ შეგვახეს და კანონიერი მოთხოვნების მიუხედავად არც კომისია არ შექმნეს ამ ძალაში შესული განაჩენების გადასახედად, არც შეკრებითობის პრინციპზე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებს არ შეახეს, ხომ? გამოდის, რომ უვადო პატიმრებს დისკრიმინაცია მოგვიწყვეს, ყველამ ფეხზე დაგვიკიდა, პარლამენტმაც და ხელისუფლებამაც. გვითხარით, რა დაგვრჩენია? რა აზრი აქვს რამეს?

- ვინმემ მოგინახულათ?

- არავინ! არავინ! ადმინისტრაციამ შეადგინა ოქმი, მოვაწერეთ ხელი ყველამ და განცხადებები დავგზავნეთ ეკა ბესელიასთანაც, წულუკიანთანაც, პრემიერთანაც, არ დაგვიტოვებია ინსტანცია.

- სუბარი იყო მოსული?

- არა, მაგრამ იურისტებისგან ვიცით, რომ ინფორმირებულია ჩვენი გადაწყვეტილების შესახებ.

- რას აპირებთ?

- არც არაფერს, გავაგრძელებთ მშვიდად შიმშილს. მოვითხოვთ, რომ მოვიდეს ბესელია და ვახტანგ ხმალაძე და პირადად მე ვარ ბიჭების სახელით მოლაპარაკე და სხვებიც არიან და ვისაც შეუძლია თავისი უფლებების დაცვა. ვითხოვთ, ერთი საბუთი მაინც დაგვიდონ, არ არის კანონიერი ჩვენი მოთხოვნა, რასაც, წესით და კანონით, ვითხოვდით. თუ არადა, ბოლომდე შევაკლავთ თავს. არაფრით არ დავიხევთ უკან! ბოლომდე ვიდგებით და თუ შევამჩნიეთ, რომ ძალიან ცუდად გახდებიან ბიჭები, გავაკეთებთ კარუსელს, 20-20 კაცი ერთმანეთს შევეცვლებით. ეს ვიცით კარგად. თუ ევროსტანდარტებს არ მიიღებენ, არ გავჩერდებით, რადგანაც ოჯახის წევრებისთვის არც მკვდრებში ვართ და არც ცოცხლებში. დასაკარგი კი ჩვენ ნამდვილად არაფერი არ გვაქვს. ჩვენი სიტყვის პატრონები ვართ და ნახავთ ამას.

თამარ ოქრუაშვილი

გაზეთი "ალია"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ