პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვანო მერაბიშვილი დათა ახალაიას განცხადებას ამ დრომდე არ გამოხმაურებია
 ვანო მერაბიშვილი დათა ახალაიას განცხადებას ამ დრომდე არ გამოხმაურებია

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ დათა ახა­ლა­ი­ას გან­ცხა­დე­ბას ამ დრომ­დე არ გა­მოხ­მა­უ­რე­ბია.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" პარ­ტი­ის პრეს­სამ­სა­ხურ­ში გა­ნუ­მარ­ტეს, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის სა­ხე­ლით გუ­შინ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სა­პა­სუ­ხო გან­ცხა­დე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვანს არ ეკუთ­ვნო­და.

გა­მო­ეხ­მა­უ­რე­ბა თუ არა ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი ბრალ­დე­ბებს, რომ­ლებ­ზეც სა­უ­ბა­რია დათა ახა­ლა­ი­ას გან­ცხა­დე­ბა­ში, ამ ეტაპ­ზე უც­ნო­ბია.

კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის, დათა ახა­ლა­ი­ას გან­ცხა­დე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მუშ­ვე­ო­ბით გუ­შინ გავ­რცელ­და. რო­გორც ახა­ლა­ია აცხა­დებს, სა­ქარ­თვე­ლო­ში დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი მრა­ვა­ლი უბე­დუ­რე­ბის სა­თა­ვე ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლია.

"აგერ უკვე მეშ­ვი­დე თვეა სამ­შობ­ლო­დან გა­დახ­ვე­წი­ლი ვაკ­ვირ­დე­ბი ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მტკივ­ნე­ულ პრო­ცე­სებს. ვფიქ­რობ, ვა­ა­ნა­ლი­ზებ წარ­სულს და სულ უფრო მიმ­ყარ­დე­ბა რწმე­ნა იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი მრა­ვა­ლი უბე­დუ­რე­ბის სა­თა­ვე ერთი კა­ცია, - კაცი, რო­მელ­მაც ჩვენ­თან - ჩემ­თან და ჩემს ძმას­თან - ბრძო­ლას გა­და­ა­ყო­ლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და ქვე­ყა­ნა", - აცხა­დებს დათა ახა­ლა­ია.

ამას­თან, ახა­ლა­ი­ას თქმით, ლა­ფან­ყუ­რის ავან­ტი­უ­რა მისი ძმის - ბაჩო ახა­ლა­ი­ას წი­ნა­აღ­მდეგ და­გეგ­მა და გი­ორ­გი ლორ­თქი­ფა­ნი­ძის ხე­ლით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ახა­ლა­ი­ას ად­ვო­კატ­მა ირაკ­ლი ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა გუ­შინ­ვე და­უ­დას­ტუ­რა, რომ ეს გან­ცხა­დე­ბა ნამ­დვი­ლად მისი დაც­ვის ქვეშ მყოფს უკეთვნო­და.

თა­ვად ახა­ლა­ი­ას ოჯა­ხის წევ­რებ­სა და ახ­ლობ­ლებს "ფე­ის­ბუ­ქით" გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის ნამ­დვი­ლო­ბა­ში ეჭვი ეპა­რე­ბათ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

ვანო მერაბიშვილი დათა ახალაიას განცხადებას ამ დრომდე არ გამოხმაურებია

 ვანო მერაბიშვილი დათა ახალაიას განცხადებას ამ დრომდე არ გამოხმაურებია

"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი სოციალურ ქსელში გავრცელებულ დათა ახალაიას განცხადებას ამ დრომდე არ გამოხმაურებია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პარტიის პრესსამსახურში განუმარტეს, სოციალურ ქსელში ვანო მერაბიშვილის სახელით გუშინ გავრცელებული საპასუხო განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანს არ ეკუთვნოდა.

გამოეხმაურება თუ არა ვანო მერაბიშვილი ბრალდებებს, რომლებზეც საუბარია დათა ახალაიას განცხადებაში, ამ ეტაპზე უცნობია.

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის, დათა ახალაიას განცხადება სოციალური ქსელის მუშვეობით გუშინ გავრცელდა. როგორც ახალაია აცხადებს, საქართველოში დატრიალებული მრავალი უბედურების სათავე ვანო მერაბიშვილია.

"აგერ უკვე მეშვიდე თვეა სამშობლოდან გადახვეწილი ვაკვირდები ქვეყანაში მიმდინარე მტკივნეულ პროცესებს. ვფიქრობ, ვაანალიზებ წარსულს და სულ უფრო მიმყარდება რწმენა იმისა, რომ საქართველოში დატრიალებული მრავალი უბედურების სათავე ერთი კაცია, - კაცი, რომელმაც ჩვენთან - ჩემთან და ჩემს ძმასთან - ბრძოლას გადააყოლა ხელისუფლება და ქვეყანა", - აცხადებს დათა ახალაია.

ამასთან, ახალაიას თქმით, ლაფანყურის ავანტიურა მისი ძმის - ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ დაგეგმა და გიორგი ლორთქიფანიძის ხელით განახორციელა ვანო მერაბიშვილმა.

"ინტერპრესნიუსს" ახალაიას ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა გუშინვე დაუდასტურა, რომ ეს განცხადება ნამდვილად მისი დაცვის ქვეშ მყოფს უკეთვნოდა.

თავად ახალაიას ოჯახის წევრებსა და ახლობლებს "ფეისბუქით" გავრცელებული განცხადების ნამდვილობაში ეჭვი ეპარებათ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"