პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბიბისი" - ზოგიერთი ირანელისთვის საქართველო უსაფრთხო სამოთხეა
"ბიბისი" - ზოგიერთი ირანელისთვის საქართველო უსაფრთხო სამოთხეა

"სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­სუ­ლი ირა­ნე­ლე­ბი", - ამ სა­თა­უ­რით აქ­ვეყ­ნებს ბრი­ტა­ნუ­ლი "ბი­ბი­სი" დე­მი­ენ მა­კგი­ნე­სის სტა­ტი­ას. რო­გორც სტა­ტი­ის ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, სა­ქარ­თვე­ლო­ში და­სახ­ლე­ბუ­ლი ირა­ნე­ლე­ბის რი­ცხვი სულ უფრო იზ­რდე­ბა და ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი ამას ირა­ნის მძი­მე ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბით ხსნის, რო­მე­ლიც და­სავ­ლე­თის სან­ქცი­ე­ბის გამო და­ზა­რალ­და. ზო­გი­ერ­თე­ბი კი სამ­შობ­ლო­დან წას­ვლის მი­ზე­ზად თე­ი­რა­ნის ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი რე­ჟი­მის მხრი­დან დევ­ნას ასა­ხე­ლე­ბენ.

რო­გორც დე­მი­ენ მა­კგი­ნე­სი წერს, შე­საძ­ლოა, სა­ქარ­თვე­ლო­ში სპარ­სულ ენა­ზე ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი ჟურ­ნა­ლი Aryana გა­მო­ი­ცეს, რად­გან აქ გად­მო­სახ­ლე­ბულ ირა­ნელ­თა რი­ცხვი სულ უფრო იზ­რდე­ბა და შვი­დი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ო­თხმაგ­და კი­დეც.

ჟურ­ნა­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში და­სახ­ლე­ბულ ირა­ნა­ლებს ად­გი­ლობ­რი­ვი კულ­ტუ­რი­სა და ტრა­დი­ცი­ე­ბის გაც­ნო­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა, - აღ­ნიშ­ნავს დე­მი­ენ მა­კგი­ნე­სი და დას­ძენს, რომ რო­გორც ჟურ­ნა­ლის რე­დაქ­ტორ­მა სარა ღა­ზიმ გა­ნუ­ცხა­და, ირა­ნე­ლე­ბი ინფლა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ იბ­რძვი­ან. სა­ქარ­თვე­ლო მათ­თვის იდე­ა­ლუ­რი ვა­რი­ან­ტია, რად­გან ირან­თან ახ­ლო­საა და ირა­ნე­ლებს აქ შე­მო­სას­ვლე­ლად ვიზა არ სჭირ­დე­ბათ.

"მდი­დარ ირა­ნე­ლებს სა­ქარ­თვე­ლო­ში ინ­ვეს­ტი­რე­ბის სურ­ვი­ლი აქვთ, რად­გან ამ ეტაპ­ზე, ეს ქვე­ყა­ნა მათ­თვის ერ­თგვა­რი ბიზ­ნეს ცენ­ტრია და მისი ეკო­ნო­მი­კა სულ უფრო იზ­რდე­ბა", - ცი­ტი­რებს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი სარა ღა­ზის სი­ტყვებს.

რო­გორც დე­მი­ენ მა­კგი­ნე­სი წერს, გა­სულ წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში ირა­ნელ ვი­ზი­ტორ­თა რი­ცხვი 60%-ით გა­ი­ზარ­და, რაც წე­ლი­წად­ში და­ახ­ლო­ე­ბით 100 ათა­სია. 6 ათას­ზე მეტი ირა­ნე­ლი კი ოფი­ცი­ა­ლუ­რად არის და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­ზი­დენ­ტად, რაც ერ­თობ დიდი რი­ცხვია ქვეყ­ნის­თვის, რო­მე­ლიც მი­უჩ­ვე­ვე­ლია იმიგ­რა­ცი­ას.

ირა­ნე­ლი მე­წარ­მე ბა­ბაქ ამი­ნის­თვის, - წერს "ბი­ბი­სის" კო­რეს­პონ­დენ­ტი, - ირა­ნის და­ტო­ვე­ბა ეკო­ნო­მი­კუ­რი მიზ­ნე­ბით იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი.

"ბა­ბაქ ამი­ნის თბი­ლის­ში მდე­ბა­რე ახალ სა­კონ­სულ­ტა­ციო ცენ­ტრში შევ­ხვდი, რო­მელ­საც ქარ­თულ-ირა­ნუ­ლი ბიზ­ნეს ცენ­ტრი ჰქვია და რო­მე­ლიც ირა­ნე­ლებს კონ­სულ­ტა­ცი­ას უწევს რო­გორ წა­მო­ი­წყონ ბიზ­ნე­სი აქ. კონ­სულ­ტან­ტე­ბი დღე­ში 15 ირა­ნელს ხვდე­ბი­ან, რო­მელ­თაც სა­ქარ­თვე­ლო­ში კომ­პა­ნი­ის გახ­სნა ან კერ­ძო სა­კუთ­რე­ბის შე­ძე­ნის სურ­ვი­ლი აქვთ", - წერს დე­მი­ენ მა­კგი­ნე­სი.

რო­გორც სტა­ტი­ის ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, მის­ტერ ამი­ნის თქმით, ირან­ში ვა­ლუ­ტის კურ­სის გა­უ­ფა­სუ­რე­ბის გამო, რაც სან­ქცი­ე­ბი­თაა გა­მოწ­ვე­უ­ლი, სა­ქონ­ლით ვაჭ­რო­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­და.

სა­ქარ­თვე­ლოს უპი­რა­ტე­სო­ბა კი იმა­შია, - აღ­ნიშ­ნავს დე­მი­ენ მა­კგი­ნე­სი, - რომ ის რე­გი­ონ­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად პრო­და­სავ­ლუ­რი და ბიზ­ნე­სის კუ­თხით კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი ქვე­ყა­ნაა. თუმ­ცა, სა­ქარ­თვე­ლო­სა და ირანს შო­რის ასე­ვე მჭიდ­რო კულ­ტუ­რუ­ლი და ის­ტო­რი­უ­ლი კავ­ში­რე­ბია. ძველ თბი­ლის­ში მდე­ბა­რე აბა­ნო­ე­ბი მე­ჩე­თე­ბის სტილ­შია აშე­ნე­ბუ­ლი, ძვე­ლი სახ­ლე­ბის აივ­ნე­ბი კი ირა­ნუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რის ტი­პუ­რი მა­გა­ლი­თია.

რო­გორც დე­მი­ენ მა­კგი­ნე­სი წერს, მას­თან პი­რად სა­უ­ბარ­ში ბევ­რი ირა­ნე­ლი აღ­ნიშ­ნავს, რომ ქარ­თვე­ლე­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი თვი­სე­ბე­ბი, რო­გო­რე­ბიც ოჯა­ხუ­რი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი და სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბაა, მათ ირანს აგო­ნებს, რის გა­მოც ისი­ნი აქ თავს ისე გრძნო­ბენ, რო­გორც სამ­შობ­ლო­ში.

სა­ქარ­თვე­ლო იმე­დოვ­ნებს, რომ ირა­ნე­ლე­ბის შე­მო­დი­ნე­ბა ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის ზრდას შე­უ­წყობს ხელს, - წერს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი, - თუმ­ცა, პრობ­ლე­მაა, რო­გორ შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ახ­ლომ­დე­ბა­რე ირან­თან ისე, რომ თა­ვი­დან აი­ცი­ლოს ინ­ტე­რეს­თა კონ­ფლიქ­ტი მნიშ­ვნე­ლო­ვან მო­კავ­ში­რე აშშ-ის­თან და ევ­რო­კავ­შირ­თან, რო­მელ­შიც გა­წევ­რი­ა­ნე­ბის სურ­ვი­ლი აქვს.

"სა­ქარ­თვე­ლოს სურს ევ­რო­პი­სა და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სტრუქ­ტუ­რებს ეკუთ­ვნო­დეს, თუმ­ცა ამავდრო­უ­ლად, უნდა კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ჰქონ­დეს ყვე­ლა მე­ზო­ბელ­თან", - ცი­ტი­რებს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი ალექ­სან­დრე რონ­დე­ლის კო­მენ­ტარს, რო­მელ­მაც ასე­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლომ უნდა შეძ­ლოს ბა­ლან­სის დამ­ყა­რე­ბა მთა­ვარ მო­კავ­ში­რე­ებ­სა და ახ­ლომ­დე­ბა­რე სა­ხელ­მწი­ფო­ებს შო­რის, რო­მელ­თაც, შე­საძ­ლოა, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი იდე­ო­ლო­გია აქვთ.

"რე­გი­ონ­ში სამი ზე­სა­ხელ­მწი­ფო გვყავს - რუ­სე­თი, თურ­ქე­თი და ირა­ნი. ჩვენ არ შეგ­ვიძ­ლია სი­ტუ­ა­ცი­ის იგ­ნო­რი­რე­ბა, რად­გან სა­მი­ვე მათ­გან­თან უნდა ვი­თა­ნამ­შრომ­ლოთ. ისი­ნი და­კავ­ში­რე­ბუ­ლი არი­ან ჩვენს სტა­ბი­ლუ­რო­ბა­სა და უსაფრ­თხო­ე­ბას­თან. ასე რომ, ვფიქ­რობ, ირან­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით ბიზ­ნეს­ში, საფრ­თხეს არ წარ­მო­ად­გენს არც სა­ქარ­თვე­ლოს­თვის და არც სა­ერ­თა­შო­რი­სო უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის", - ცი­ტი­რებს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი ალექ­სან­დრე რონ­დე­ლის სი­ტყვებს.

თუმ­ცა, ზო­გი­ერ­თი ირა­ნე­ლის­თვის, - წერს დე­მი­ენ მა­კგი­ნე­სი, - სა­ქარ­თვე­ლო უსაფრ­თხო სა­მო­თხეა, სა­დაც არ გდევ­ნი­ან.

რო­გორც სტა­ტი­ის ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, სა­ქარ­თვე­ლო­ში ცოტა ხნის წინ გად­მო­სახ­ლე­ბულ ირა­ნელ ევან­გე­ლისტ ქრის­ტი­ა­ნებს შეხ­ვდა, რომ­ლე­ბიც ქუ­ჩა­ში თა­ვი­ანთ სა­გა­ლობ­ლებს მღე­როდ­ნენ. თბი­ლი­სის შუ­ა­გულ­ში მათ პა­ტა­რა ფარ­დუ­ლი დად­გეს და გამ­ვლელ ირა­ნე­ლებს სპარ­სულ ენა­ზე და­წე­რილ ბიბ­ლი­ას სთა­ვა­ზო­ბენ. მცლოც­ველ­თა ამ ჯგუფს ბა­ბე­კი ჰქვია, - წერს დე­მი­ენ მა­კგი­ნე­სი და აღ­ნიშ­ნავს, რომ ერთ-ერთი მათ­გა­ნის გან­ცხა­დე­ბით, ირან­ში, ქუ­ჩა­ში ლოც­ვის­თვის, მას სას­ტი­კად სცე­მეს და 40 დღით პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს.

რო­გორც სტა­ტი­ის ავ­ტო­რი წერს, ბევ­რი ირა­ნე­ლი აცხა­დებს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბა მათ­თვის თა­ვი­სუფ­ლე­ბას ნიშ­ნავს, ქალ­ბა­ტო­ნე­ბის თქმით, ყვე­ლა­ზე მე­ტად სი­ა­მოვ­ნებთ, რომ აქ ტრა­დი­ცი­უ­ლი ირა­ნუ­ლი თავ­სა­ბუ­რა­ვის გა­რე­შე უწევთ სი­ა­რუ­ლი.

ჟურ­ნა­ლი Aryana-ის რე­დაქ­ტორს კი სა­ქარ­თვე­ლო 10 წლის წი­ნან­დელ დუ­ბა­ის აგო­ნებს და აცხა­დებს, რომ აქ ად­ვი­ლია ინ­ვეს­ტი­რე­ბა და ბიზ­ნე­სის ზრდა.

თუმ­ცა, - აღ­ნიშ­ნავს დე­მი­ენ მა­კგი­ნე­სი, - სა­ქარ­თვე­ლო­ში უმუ­შევ­რო­ბა საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია. ასე რომ ირა­ნე­ლე­ბის­თვის, რო­მელ­თაც ბიზ­ნე­სის­თვის სა­წყი­სი კა­პი­ტა­ლი არ გა­აჩ­ნი­ათ, სამ­სა­ხუ­რის შოვ­ნა საკ­მა­ოდ რთუ­ლია. მაგ­რამ ბევ­რი მათ­გა­ნი ამ­ბობს, რომ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მათ აღ­მო­ა­ჩი­ნეს ქვე­ყა­ნა, სა­დაც თა­ვი­სუფ­ლე­ბა აქვთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

"ბიბისი" - ზოგიერთი ირანელისთვის საქართველო უსაფრთხო სამოთხეა

"ბიბისი" - ზოგიერთი ირანელისთვის საქართველო უსაფრთხო სამოთხეა

"საქართველოში ჩამოსული ირანელები", - ამ სათაურით აქვეყნებს ბრიტანული "ბიბისი" დემიენ მაკგინესის სტატიას. როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, საქართველოში დასახლებული ირანელების რიცხვი სულ უფრო იზრდება და ზოგიერთი მათგანი ამას ირანის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობით ხსნის, რომელიც დასავლეთის სანქციების გამო დაზარალდა. ზოგიერთები კი სამშობლოდან წასვლის მიზეზად თეირანის ავტორიტარული რეჟიმის მხრიდან დევნას ასახელებენ.

როგორც დემიენ მაკგინესი წერს, შესაძლოა, საქართველოში სპარსულ ენაზე ყოველკვირეული ჟურნალი Aryana გამოიცეს, რადგან აქ გადმოსახლებულ ირანელთა რიცხვი სულ უფრო იზრდება და შვიდი თვის განმავლობაში გაოთხმაგდა კიდეც.

ჟურნალი საქართველოში დასახლებულ ირანალებს ადგილობრივი კულტურისა და ტრადიციების გაცნობაში დაეხმარება, - აღნიშნავს დემიენ მაკგინესი და დასძენს, რომ როგორც ჟურნალის რედაქტორმა სარა ღაზიმ განუცხადა, ირანელები ინფლაციის წინააღმდეგ იბრძვიან. საქართველო მათთვის იდეალური ვარიანტია, რადგან ირანთან ახლოსაა და ირანელებს აქ შემოსასვლელად ვიზა არ სჭირდებათ.

"მდიდარ ირანელებს საქართველოში ინვესტირების სურვილი აქვთ, რადგან ამ ეტაპზე, ეს ქვეყანა მათთვის ერთგვარი ბიზნეს ცენტრია და მისი ეკონომიკა სულ უფრო იზრდება", - ციტირებს სტატიის ავტორი სარა ღაზის სიტყვებს.

როგორც დემიენ მაკგინესი წერს, გასულ წელს საქართველოში ირანელ ვიზიტორთა რიცხვი 60%-ით გაიზარდა, რაც წელიწადში დაახლოებით 100 ათასია. 6 ათასზე მეტი ირანელი კი ოფიციალურად არის დარეგისტრირებული საქართველოში რეზიდენტად, რაც ერთობ დიდი რიცხვია ქვეყნისთვის, რომელიც მიუჩვეველია იმიგრაციას.

ირანელი მეწარმე ბაბაქ ამინისთვის, - წერს "ბიბისის" კორესპონდენტი, - ირანის დატოვება ეკონომიკური მიზნებით იყო გამოწვეული.

"ბაბაქ ამინის თბილისში მდებარე ახალ საკონსულტაციო ცენტრში შევხვდი, რომელსაც ქართულ-ირანული ბიზნეს ცენტრი ჰქვია და რომელიც ირანელებს კონსულტაციას უწევს როგორ წამოიწყონ ბიზნესი აქ. კონსულტანტები დღეში 15 ირანელს ხვდებიან, რომელთაც საქართველოში კომპანიის გახსნა ან კერძო საკუთრების შეძენის სურვილი აქვთ", - წერს დემიენ მაკგინესი.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, მისტერ ამინის თქმით, ირანში ვალუტის კურსის გაუფასურების გამო, რაც სანქციებითაა გამოწვეული, საქონლით ვაჭრობა შეუძლებელი გახდა.

საქართველოს უპირატესობა კი იმაშია, - აღნიშნავს დემიენ მაკგინესი, - რომ ის რეგიონში ყველაზე მეტად პროდასავლური და ბიზნესის კუთხით კეთილგანწყობილი ქვეყანაა. თუმცა, საქართველოსა და ირანს შორის ასევე მჭიდრო კულტურული და ისტორიული კავშირებია. ძველ თბილისში მდებარე აბანოები მეჩეთების სტილშია აშენებული, ძველი სახლების აივნები კი ირანული ტრადიციული არქიტექტურის ტიპური მაგალითია.

როგორც დემიენ მაკგინესი წერს, მასთან პირად საუბარში ბევრი ირანელი აღნიშნავს, რომ ქართველებისთვის დამახასიათებელი თვისებები, როგორებიც ოჯახური ფასეულობები და სტუმართმოყვარეობაა, მათ ირანს აგონებს, რის გამოც ისინი აქ თავს ისე გრძნობენ, როგორც სამშობლოში.

საქართველო იმედოვნებს, რომ ირანელების შემოდინება ქვეყნის ეკონომიკის ზრდას შეუწყობს ხელს, - წერს სტატიის ავტორი, - თუმცა, პრობლემაა, როგორ შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა ახლომდებარე ირანთან ისე, რომ თავიდან აიცილოს ინტერესთა კონფლიქტი მნიშვნელოვან მოკავშირე აშშ-ისთან და ევროკავშირთან, რომელშიც გაწევრიანების სურვილი აქვს.

"საქართველოს სურს ევროპისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებს ეკუთვნოდეს, თუმცა ამავდროულად, უნდა კარგი ურთიერთობები ჰქონდეს ყველა მეზობელთან", - ციტირებს სტატიის ავტორი ალექსანდრე რონდელის კომენტარს, რომელმაც ასევე განაცხადა, რომ საქართველომ უნდა შეძლოს ბალანსის დამყარება მთავარ მოკავშირეებსა და ახლომდებარე სახელმწიფოებს შორის, რომელთაც, შესაძლოა, განსხვავებული პოლიტიკური იდეოლოგია აქვთ.

"რეგიონში სამი ზესახელმწიფო გვყავს - რუსეთი, თურქეთი და ირანი. ჩვენ არ შეგვიძლია სიტუაციის იგნორირება, რადგან სამივე მათგანთან უნდა ვითანამშრომლოთ. ისინი დაკავშირებული არიან ჩვენს სტაბილურობასა და უსაფრთხოებასთან. ასე რომ, ვფიქრობ, ირანთან კარგი ურთიერთობა, განსაკუთრებით ბიზნესში, საფრთხეს არ წარმოადგენს არც საქართველოსთვის და არც საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის", - ციტირებს სტატიის ავტორი ალექსანდრე რონდელის სიტყვებს.

თუმცა, ზოგიერთი ირანელისთვის, - წერს დემიენ მაკგინესი, - საქართველო უსაფრთხო სამოთხეა, სადაც არ გდევნიან.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, საქართველოში ცოტა ხნის წინ გადმოსახლებულ ირანელ ევანგელისტ ქრისტიანებს შეხვდა, რომლებიც ქუჩაში თავიანთ საგალობლებს მღეროდნენ. თბილისის შუაგულში მათ პატარა ფარდული დადგეს და გამვლელ ირანელებს სპარსულ ენაზე დაწერილ ბიბლიას სთავაზობენ. მცლოცველთა ამ ჯგუფს ბაბეკი ჰქვია, - წერს დემიენ მაკგინესი და აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მათგანის განცხადებით, ირანში, ქუჩაში ლოცვისთვის, მას სასტიკად სცემეს და 40 დღით პატიმრობა მიუსაჯეს.

როგორც სტატიის ავტორი წერს, ბევრი ირანელი აცხადებს, რომ საქართველოში ცხოვრება მათთვის თავისუფლებას ნიშნავს, ქალბატონების თქმით, ყველაზე მეტად სიამოვნებთ, რომ აქ ტრადიციული ირანული თავსაბურავის გარეშე უწევთ სიარული.

ჟურნალი Aryana-ის რედაქტორს კი საქართველო 10 წლის წინანდელ დუბაის აგონებს და აცხადებს, რომ აქ ადვილია ინვესტირება და ბიზნესის ზრდა.

თუმცა, - აღნიშნავს დემიენ მაკგინესი, - საქართველოში უმუშევრობა საკმაოდ მაღალია. ასე რომ ირანელებისთვის, რომელთაც ბიზნესისთვის საწყისი კაპიტალი არ გააჩნიათ, სამსახურის შოვნა საკმაოდ რთულია. მაგრამ ბევრი მათგანი ამბობს, რომ მიუხედავად ამისა, მათ აღმოაჩინეს ქვეყანა, სადაც თავისუფლება აქვთ.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა