მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვის ჰბაძავენ ჩაცმულობაში ცნობილი ქართველები
ვის ჰბაძავენ ჩაცმულობაში ცნობილი ქართველები

მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი დი­ზა­ი­ნე­რე­ბი სულ უფრო გვა­ო­ცე­ბენ თა­ვი­ან­თი ფან­ტა­ზი­ით. ექ­სტრა­ვა­გან­ტუ­რი სა­მო­სის გარ­და, ისი­ნი თა­ნა­მედ­რო­ვე თავ­სა­ბუ­რა­ვებ­საც ქმნი­ან. ამ საქ­მით ძი­რი­თა­დად ქუ­დე­ბი­სა და აქ­სე­სუ­ა­რე­ბის დი­ზა­ი­ნე­რე­ბი არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი. ასე­ვე მო­დის ისე­თი კა­ნონ­მდებ­ლე­ბი, რო­გო­რე­ბიც არი­ან ბა­ლენ­სი­ა­გა, ალექ­სან­დრე მაკ­ქვი­ნი, ივ სენ ლო­რა­ნი და სხვე­ბი.

სხვა­დახ­ვა ხი­ლის იმი­ტა­ცი­ის თავ­ზე და­მაგ­რე­ბა აქ­ტუ­ა­ლუ­რი მას შემ­დეგ გახ­და, რაც მო­დის ცნო­ბი­ლი მიმ­დე­ვა­რი ანა დელო რუსო მო­დის კვი­რე­ულ­ზე სწო­რედ ასე­თი აქ­სე­სუ­ა­რით გა­მოჩ­ნდა.

ალუბ­ლის, ნეს­ვის, სა­ზამ­თროს, ანა­ნა­სის, სო­კოს, ბრო­წე­უ­ლის, ლი­მო­ნის მსგავ­სი, ასე­ვე მი­ნი­ა­ტუ­რუ­ლი ნა­ვის, ყვა­ვი­ლე­ბის და უსა­ზღვრო ფან­ტა­ზი­ით გა­კე­თე­ბუ­ლი სხვა აქ­სე­სუ­ა­რე­ბის თავ­ზე და­მაგ­რე­ბა ქარ­თველ­მა მო­დის მიმ­დევ­რებ­მაც მალე აი­ტა­ცეს. ანა დელო რუ­სოს ასეთ ორი­გი­ნა­ლურ ქუ­დებს იტა­ლი­ე­ლი დი­ზა­ი­ნე­რი ალან ჯორ­ნო უმ­ზა­დებს. სწო­რედ ის იგო­ნებს და ქმნის ხი­ლის ფორ­მის ქუ­დებს. მისი მა­ღა­ზია მი­ლან­ში მდე­ბა­რე­ობს, სა­დაც ჯორ­ნოს ნა­მუ­შევ­რებს მისი შე­მოქ­მე­დე­ბის სხვა თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბიც იძე­ნენ.

რო­გორც თა­ვად ანა დელო რუსო ამ­ბობს, მას მო­დის კულ­ტად აღიქ­ვა­მენ, თუმ­ცა თა­ვად მო­დის მსხვერ­პლად უფრო მი­იჩ­ნევს თავს. "მო­დის მცვე­ლი ვარ, ეს არის ჩემი მი­სია", - ხში­რად ამ­ბობს ანა. ხი­ლის ფორ­მის თავ­სა­ბუ­რა­ვე­ბი მას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უყ­ვარს. გა­სულ წელს დელო რუ­სომ აქ­სე­სუ­ა­რე­ბი "ეიჩ ენდ ემის­თვის" თვი­თონ­ვე შექ­მნა. სამ­კა­უ­ლე­ბის გარ­და, მან ჩი­ტის ფორ­მის თავ­სა­ბუ­რა­ვიც გა­მო­ი­გო­ნა. ფრინ­ვე­ლის ბუმ­ბუ­ლის მსგავ­სი მა­სა­ლის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი აქ­სე­სუ­ა­რი პირ­ვე­ლად თა­ვად მო­ირ­გო, რის შემ­დე­გაც მისი სტი­ლის მიმ­დევ­რებ­მაც აი­ტა­ცეს.

თუმ­ცა ასე­თი თავ­სა­ბუ­რა­ვე­ბი იმ­დე­ნად არა­ორ­დი­ნა­რუ­ლია, რომ მო­დის მიმ­დე­ვარ­თა მცი­რე ნა­წი­ლი თუ "გა­ბე­დავს" მსგავ­სი აქ­სე­სუ­ა­რე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბის თავ­შეყ­რის ად­გი­ლას გა­მო­ჩე­ნას.

სწო­რედ ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი ხიბ­ლავს, არა­ნა­ირ სი­ახ­ლეს და თა­მამ ნა­ბი­ჯებს არ ერი­დე­ბა მსოფ­ლიო მო­დის სივ­რცე­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი იტა­ლი­ე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი ანა დელო რუსო. ის "ვო­გის" ია­პო­ნუ­რი გა­მო­ცე­მის მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი და არტდი­რექ­ტო­რია. სწო­რედ მას ეკუთ­ვნის ათი წესი გარ­დე­რო­ბი­სა და ჩაც­მის შე­სა­ხებ, ასე­ვე აქ­სე­სუ­ა­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის, მო­დის კვი­რე­ულ­ზე მოქ­ცე­ვის, მო­და­სა და სტილ­ზე, ასე­ვე რჩე­ვე­ბი, რო­გორ უნდა ეც­ვათ მათ, ვინც მო­დის ჩვე­ნე­ბა­ზე წინა რიგ­ში ზის. წე­სე­ბი სა­შო­ბაო წვე­უ­ლე­ბის­თვის, დას­ვე­ნე­ბის­თვის და ბევ­რი სხვა. "ეიჩ ენდ ემის­თვის" ანა დელო რუ­სომ შექ­მნა სათ­ვა­ლე, რო­მელ­ზეც ბრჭყვი­ა­ლა თვლე­ბით ნი­ან­გე­ბია გა­მო­სა­ხუ­ლი. მას ეკუთ­ვნის ასე­ვე სუ­ნა­მო "მე ვარ ანა დელო რუსო" და ამ ინი­ცი­ა­ლე­ბის­გან თავ­სა­ბუ­რა­ვიც მო­ირ­გო. გა­მო­უშ­ვა მა­ი­სუ­რე­ბი, რომ­ლებ­საც მისი სა­ხე­ლი­სა და გვა­რის პირ­ვე­ლი ასო­ე­ბი ეწე­რა და რომ­ლე­ბიც ზუს­ტად ერთ დღე­ში გა­ი­ყი­და. მოკ­ლედ, მას­ზე გიჟ­დე­ბა ყვე­ლა, ვი­საც მოდა უყ­ვარს. ის ოც­ნე­ბობ­და, მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ბლო­გე­რი გამ­ხდა­რი­ყო, ახლა კი უნდა, ლედი გა­გა­ზე მეტი ფანი ჰყავ­დეს.

ანა დელო რუ­სოს მი­ლან­ში ორი ბინა ქვს, აქე­დან ერთი მთლი­ა­ნად გარ­დე­რო­ბია და იქ მხო­ლოდ ტან­საც­მელს ინა­ხავს. რო­გორც ამ­ბო­ბენ, მას და­ახ­ლო­ე­ბით 7 ათა­სი წყვი­ლი ფეხ­საც­მე­ლი აქვს. რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, ბო­იფ­რენ­დი ჰყავს, მაგ­რამ მას­თან არ ცხოვ­რობს, რად­გან ტან­საც­მლის სიმ­რავ­ლის გამო სახ­ლში ად­გი­ლი არ აქვს. მი­სი­ვე თქმით, ამა­ვე მი­ზე­ზით გა­შორ­და პირ­ველ მე­უღ­ლეს. ყო­ფი­ლი მე­უღ­ლი­სა და მისი ტან­საც­მლის­თვის ად­გი­ლი ანას ბი­ნა­სა და გარ­დე­რობ­ში ვერ მო­ი­ძებ­ნა. ის ტა­ნი­სა­მოსს, ფეხ­საც­მელს და აქ­სე­სუ­ა­რებს 20 წე­ლია აგ­რო­ვებს და მისი კო­ლექ­ცია მო­დის ის­ტო­რი­ის ნამ­დვი­ლი არ­ქი­ვია. რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, ყვე­ლა­ფე­რი მო­წეს­რი­გე­ბუ­ლად, ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში გან­ლა­გე­ბუ­ლი წიგ­ნე­ბის მსგავ­სად აქვს გან­თავ­სე­ბუ­ლი. მისი სა­მო­სი სა­ერ­თო ჯამ­ში ასო­ბით ათა­სი დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბი­საა.

"მე ვარ ჟურ­ნა­ლის­ტი და კარ­გი ფას­დაკ­ლე­ბე­ბი მაქვს", - ამ­ბობს ანა. ის არ იკე­თებს მა­კი­აჟს და ერთ სა­მოსს მე­ო­რედ არ იც­ვამს. რო­დე­საც დი­ზა­ი­ნე­რე­ბი მას ჩვე­ნე­ბა­ზე იწ­ვე­ვენ, მათი კო­ლექ­ცი­ი­დან სა­უ­კე­თე­სო და გა­მორ­ჩე­უ­ლი კოს­ტი­უ­მით მი­დის, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბამ პირ­ვე­ლად ჩვე­ნე­ბა­ზე უნდა ნა­ხოს. მას ყვე­ლა­ფე­რი პო­დი­უმ­ზე ჩვე­ნე­ბამ­დე აც­ვია, რაც ცნო­ბი­ლი დი­ზა­ი­ნე­რე­ბის პრეს­ტიჟს კი­დევ უფრო მაღ­ლა სწევს. ოცი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არ გა­მო­უ­ტო­ვე­ბია არც ერთი მო­დის კვი­რე­უ­ლი და ჩვე­ნე­ბა. ანას დამ­წყე­ბი და არ­ცთუ ისე ცნო­ბი­ლი დი­ზა­ი­ნე­რე­ბის მო­მა­ვა­ლი წარ­მა­ტე­ბის გა­და­წყვე­ტაც შე­უძ­ლია და თუ რო­მე­ლი­მე დი­ზა­ი­ნე­რის სა­მოს­ში გა­მო­ე­წყო­ბა ან წვე­უ­ლე­ბა­ზე წა­იყ­ვანს, მას შემ­დგო­მი პო­პუ­ლა­რო­ბა გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი აქვს. ანას "მო­დის მა­ნი­ა­კიც" შე­არ­ქვეს.

დელო რუ­სოს, მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი და ნაკ­ლე­ბად ცნო­ბი­ლი მო­დის მიმ­დევ­რე­ბის გარ­და, პო­პუ­ლა­რუ­ლი ქარ­თვე­ლი გო­გო­ნე­ბიც ჰბა­ძა­ვენ. რა თქმა უნდა, ისი­ნი, ვინც მო­დას მის­დევს, ფი­ნან­სუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს, სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში დაფ­რი­ნავს და ძვი­რად ღი­რე­ბულ სა­მოს­სა და თავ­სა­ბუ­რა­ვებს იძენს. მათ შო­რის არი­ან მომ­ღე­რა­ლი ქეთა თო­ფუ­რია, ყო­ფი­ლი მო­დე­ლი და ამ­ჟა­მად დი­ზა­ი­ნე­რი ანუ­კი არე­ში­ძე, ანუ­კის მე­გო­ბა­რი და ფეხ­ბურ­თელ ალექ­სან­დრე ამი­სუ­ლაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე ნინი ზარ­ქუა. დელო რუ­სოს მსგავ­სად, ხი­ლის მსგავ­სი თავ­სა­ბუ­რა­ვე­ბი მა­თაც მო­ირ­გეს, თა­ვი­ან­თი ფან­ტა­ზი­ით სხვა პრო­დუქ­ტის აქ­სე­სუ­ა­რე­ბიც და­ი­მა­ტეს, ანას მიერ გა­მო­გო­ნე­ბუ­ლი ჩი­ტის მსგავ­სი ქუ­დიც შე­ი­ძი­ნეს და და­ი­ფა­რეს.

ზაზა გი­გა­უ­რი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

ვის ჰბაძავენ ჩაცმულობაში ცნობილი ქართველები

ვის ჰბაძავენ ჩაცმულობაში ცნობილი ქართველები

მსოფლიოს წამყვანი დიზაინერები სულ უფრო გვაოცებენ თავიანთი ფანტაზიით. ექსტრავაგანტური სამოსის გარდა, ისინი თანამედროვე თავსაბურავებსაც ქმნიან. ამ საქმით ძირითადად ქუდებისა და აქსესუარების დიზაინერები არიან დაკავებული. ასევე მოდის ისეთი კანონმდებლები, როგორებიც არიან ბალენსიაგა, ალექსანდრე მაკქვინი, ივ სენ ლორანი და სხვები.

სხვადახვა ხილის იმიტაციის თავზე დამაგრება აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც მოდის ცნობილი მიმდევარი ანა დელო რუსო მოდის კვირეულზე სწორედ ასეთი აქსესუარით გამოჩნდა.

ალუბლის, ნესვის, საზამთროს, ანანასის, სოკოს, ბროწეულის, ლიმონის მსგავსი, ასევე მინიატურული ნავის, ყვავილების და უსაზღვრო ფანტაზიით გაკეთებული სხვა აქსესუარების თავზე დამაგრება ქართველმა მოდის მიმდევრებმაც მალე აიტაცეს. ანა დელო რუსოს ასეთ ორიგინალურ ქუდებს იტალიელი დიზაინერი ალან ჯორნო უმზადებს. სწორედ ის იგონებს და ქმნის ხილის ფორმის ქუდებს. მისი მაღაზია მილანში მდებარეობს, სადაც ჯორნოს ნამუშევრებს მისი შემოქმედების სხვა თაყვანისმცემლებიც იძენენ.

როგორც თავად ანა დელო რუსო ამბობს, მას მოდის კულტად აღიქვამენ, თუმცა თავად მოდის მსხვერპლად უფრო მი­იჩნევს თავს. "მოდის მცველი ვარ, ეს არის ჩემი მისია", - ხშირად ამბობს ანა. ხილის ფორმის თავსაბურავები მას განსაკუთრებულად უყვარს. გასულ წელს დელო რუსომ აქსესუარები "ეიჩ ენდ ემისთვის" თვითონვე შექმნა. სამკაულების გარდა, მან ჩიტის ფორმის თავსაბურავიც გამოიგონა. ფრინველის ბუმბულის მსგავსი მასალისგან დამზადებული აქსესუარი პირველად თავად მოირგო, რის შემდეგაც მისი სტილის მიმდევრებმაც აიტაცეს.

თუმცა ასეთი თავსაბურავები იმდენად არაორდინარულია, რომ მოდის მიმდევართა მცირე ნაწილი თუ "გაბედავს" მსგავსი აქსესუარებით საზოგადოების თავშეყრის ადგილას გამოჩენას.

სწორედ ასეთი გადაწყვეტილებები ხიბლავს, არანაირ სიახლეს და თამამ ნაბიჯებს არ ერიდება მსოფლიო მოდის სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი იტალიელი ქალბატონი ანა დელო რუსო. ის "ვოგის" იაპონური გამოცემის მთავარი რედაქტორი და არტდირექტორია. სწორედ მას ეკუთვნის ათი წესი გარდერობისა და ჩაცმის შესახებ, ასევე აქსესუარების გამოყენების, მოდის კვირეულზე მოქცევის, მოდასა და სტილზე, ასევე რჩევები, როგორ უნდა ეცვათ მათ, ვინც მოდის ჩვენებაზე წინა რიგში ზის. წესები საშობაო წვეულებისთვის, დასვენებისთვის და ბევრი სხვა. "ეიჩ ენდ ემისთვის" ანა დელო რუსომ შექმნა სათვალე, რომელზეც ბრჭყვიალა თვლებით ნიანგებია გამოსახული. მას ეკუთვნის ასევე სუნამო "მე ვარ ანა დელო რუსო" და ამ ინიციალებისგან თავსაბურავიც მოირგო. გამოუშვა მაისურები, რომლებსაც მისი სახელისა და გვარის პირველი ასოები ეწერა და რომლებიც ზუსტად ერთ დღეში გაიყიდა. მოკლედ, მასზე გიჟდება ყველა, ვისაც მოდა უყვარს. ის ოცნებობდა, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ბლოგერი გამხდარიყო, ახლა კი უნდა, ლედი გაგაზე მეტი ფანი ჰყავდეს.

ანა დელო რუსოს მილანში ორი ბინა ქვს, აქედან ერთი მთლიანად გარდერობია და იქ მხოლოდ ტანსაცმელს ინახავს. როგორც ამბობენ, მას დაახლოებით 7 ათასი წყვილი ფეხსაცმელი აქვს. როგორც თავად ამბობს, ბოიფრენდი ჰყავს, მაგრამ მასთან არ ცხოვრობს, რადგან ტანსაცმლის სიმრავლის გამო სახლში ადგილი არ აქვს. მისივე თქმით, ამავე მიზეზით გაშორდა პირველ მეუღლეს. ყოფილი მეუღლისა და მისი ტანსაცმლისთვის ადგილი ანას ბინასა და გარდერობში ვერ მოიძებნა. ის ტანისამოსს, ფეხსაცმელს და აქსესუარებს 20 წელია აგროვებს და მისი კოლექცია მოდის ისტორიის ნამდვილი არქივია. როგორც თავად ამბობს, ყველაფერი მოწესრიგებულად, ბიბლიოთეკაში განლაგებული წიგნების მსგავსად აქვს განთავსებული. მისი სამოსი საერთო ჯამში ასობით ათასი დოლარის ღირებულებისაა.

"მე ვარ ჟურნალისტი და კარგი ფასდაკლებები მაქვს", - ამბობს ანა. ის არ იკეთებს მაკიაჟს და ერთ სამოსს მეორედ არ იცვამს. როდესაც დიზაინერები მას ჩვენებაზე იწვევენ, მათი კოლექციიდან საუკეთესო და გამორჩეული კოსტიუმით მიდის, რომელიც საზოგადოებამ პირველად ჩვენებაზე უნდა ნახოს. მას ყველაფერი პოდიუმზე ჩვენებამდე აცვია, რაც ცნობილი დიზაინერების პრესტიჟს კიდევ უფრო მაღლა სწევს. ოცი წლის განმავლობაში არ გამოუტოვებია არც ერთი მოდის კვირეული და ჩვენება. ანას დამწყები და არცთუ ისე ცნობილი დიზაინერების მომავალი წარმატების გადაწყვეტაც შეუძლია და თუ რომელიმე დიზაინერის სამოსში გამოეწყობა ან წვეულებაზე წაიყვანს, მას შემდგომი პოპულარობა გარანტირებული აქვს. ანას "მოდის მანიაკიც" შეარქვეს.

დელო რუსოს, მსოფლიოში ცნობილი და ნაკლებად ცნობილი მოდის მიმდევრების გარდა, პოპულარული ქართველი გოგონებიც ჰბაძავენ. რა თქმა უნდა, ისინი, ვინც მოდას მისდევს, ფინანსური შესაძლებლობა აქვს, სხვადასხვა ქვეყანაში დაფრინავს და ძვირად ღირებულ სამოსსა და თავსაბურავებს იძენს. მათ შორის არიან მომღერალი ქეთა თოფურია, ყოფილი მოდელი და ამჟამად დიზაინერი ანუკი არეშიძე, ანუკის მეგობარი და ფეხბურთელ ალექსანდრე ამისულაშვილის მეუღლე ნინი ზარქუა. დელო რუსოს მსგავსად, ხილის მსგავსი თავსაბურავები მათაც მოირგეს, თავიანთი ფანტაზიით სხვა პროდუქტის აქსესუარებიც დაიმატეს, ანას მიერ გამოგონებული ჩიტის მსგავსი ქუდიც შეიძინეს და დაიფარეს.

ზაზა გიგაური

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება