გორის რაიონის სოფელ შინდისში კერძო მესაკუთრეს, ზაქრო მაზმიშვილს კუთვნილი მიწის ნაკვეთების გაყიდვას უკრძალავენ. სოფლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული მიხეილ მაზმიშვილი აცხადებს, რომ ზაქრო მაზმიშვილი კუთვნილ მიწის ნაკვეთებს არაბებზე და ინდოელებზე არ უნდა ჰყიდდეს. იგივეს ამბობენ მისი მხარდამჭერები და ზაქრო მაზმიშვილის მოწინააღმდეგეები. მათი თქმით, ზაქრო მაზმიშვილმა მიწის ნაკვეთები იმ დროს შეიძინა, როდესაც ის სოფლის მეურნეობის სამმართველოს უფროსი იყო. ზაქრო მაზმიშვილი კი ამტკიცებს, რომ მიწები კერძო პირებისგან შეიძინა, თუმცა სოფლის მოსახლეობას პირდება, რომ დარჩენილ 3 ჰა-ს უცხოელებს აღარ მიჰყიდის.
იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობა გააგრძელებს უცხოელებზე მიწების გაყიდვას, სოფელ შინდისის მოსახლეობა იმუქრება, რომ არაბებსა და ინდოელებს მუშაობის დაწყების საშუალებას არ მისცემენ.
სრული ვერსია