ოზი და შერონ ოსბორნები ეყრებიან

ოზი და შერონ ოსბორნები ეყრებიან

ოზი ოსბორნის 31 წლიან ქორწინებას საფრთხე ემუქრება. როგორც ცნობილი გახდა, წყვილი უკვე ერთი თვეა ცალ-ცალკე ცხოვრობს, საზოგადოებაში ბეჭდების გარეშე გამოდიან და ერთმანეთს გაურბიან. წყაროს ცნობით, განქორწინების მიზეზი ოჯახში არსებული ფინანსური პრობლემებია.

"ფინანსური სიძნელეები მათთვის დიდ პრობლემად იქცა და ორივეს ძაბავდა. საუბარია დიდ გადასახადებზე და ეს ორივესთვის საკმაოდ რთული გადასატანია," - აცხადებს წყარო.

როგორც ცნობილი ხდება, გასულ წელს ოსბორნების გადასახადებმა 1.1 მლნ ფუნტ სტერლინგს მიაღწია. შერონმა აღიარა, რომ ოჯახის ფინანსებზე კონტროლი დაკარგა.

სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა, ვინაიდან "ოსბორნების შოუს" კონტრაქტის მიხედვით, შერონმა და ოზიმ თითქმის მთელი დრო ერთად უნდა გაატარონ.

"ეს საკმაოდ არასასიამოვნოა. მათ ახლა ნამდვილად სჭირდებათ დროებით დაშორება, თუმცა ამას ვერ ახერხებენ", - აცხადებს წყარო.

წყვილმა ბევერლი-ჰილსზე არსებული სახლი გასაყიდად გამოიტანა. ახლა შერონი სასტუმროში ცხოვრობს, ხოლო ოზიმ სახლი იქირავა.

სულ მალე ოზი მსოფლიო ტურნეს იწყებს, რომელიც 2013 წლის ბოლომდე გაგრძელდება, ხოლო შერონს ტელევიზიაში გადაღებები აქვს. წყვილის გრაფიკი მკაცრადაა გაწერილი. მათი ქორწინება აქამდე ერთ-ერთი ყველაზე მყარი იყო.

მომზადებულია mirror.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება