სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ღარიბაშვილი 19 აპრილისთვის დაგეგმილი პროვოკაციის დეტალებს ამხელს
ირაკლი ღარიბაშვილი 19 აპრილისთვის დაგეგმილი პროვოკაციის დეტალებს ამხელს

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი 19 აპ­რი­ლის­თვის და­გეგ­მი­ლი პრო­ვო­კა­ცი­ის დე­ტა­ლებს ამ­ხელს.

"შე­იძ­ლე­ბა, მე­რა­ბიშ­ვილს ჰგო­ნია, რომ მაგ­რად მუ­შა­ობს და ღრმა კონ­სპი­რა­ცი­ას იცავს, მაგ­რამ იშიფ­რე­ბი­ან მისი აგენ­ტე­ბი. მა­გა­ლი­თად, ერთ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცი­ას გე­ტყვით, - რო­გორც მი­თხრეს, 19 აპ­რილს აპი­რე­ბენ, რომ რამ­დე­ნი­მე მოქ­მე­დი პო­ლი­ცი­ე­ლი მი­იყ­ვა­ნონ მე­რა­ბიშ­ვი­ლის მას­კა­რად­ზე, მე მათი სა­ხე­ლე­ბი და გვა­რე­ბი ვიცი. მათი გეგ­მის მი­ხედ­ვით, რამ­დე­ნი­მე მხარ­დამ­ჭე­რი პო­ლი­ცი­ე­ლი (რომ­ლე­ბიც ან მათი ნა­თე­სა­ვე­ბი არი­ან, ან მე­გობ­რე­ბი, თქვენ იცით, რომ ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის ნა­თე­სა­ვე­ბი დღემ­დე მუ­შა­ო­ბენ სა­მი­ნის­ტრო­ში) მივა 19 აპ­რილს აქ­ცი­ა­ზე. ისი­ნი დე­მონ­სტრა­ცი­უ­ლად გა­იხ­დი­ან პო­ლი­ცი­ე­ლის ფორ­მას, ამო­ი­ღე­ბენ პო­ლი­ცი­ე­ლის სა­ბუთს და და­ხე­ვენ", - ამის შე­სა­ხებ ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი გა­ზეთ "ქრო­ნი­კას­თან" სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს.

მი­ნის­ტრი პო­ლი­ცი­ე­ლებს შე­ახ­სე­ნებს, რომ კა­ნო­ნი მათ პო­ლი­ტი­კურ მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას უკ­რძა­ლავს, თუმ­ცა, თუ ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა აქვთ მი­ღე­ბუ­ლი, მო­უ­წო­დებს ხვალ­ვე წა­ვიდ­ნენ სა­მი­ნის­ტრო­დან.

"მო­ვუ­წო­დებ ამ ადა­მი­ა­ნებს, ნუ შე­წუხ­დე­ბი­ან, თუ მის­ვლა უნ­დათ, მი­ვიდ­ნენ, ოღონდ მათ ვურ­ჩევ,მუნ­დი­რი არ შე­არ­ცხვი­ნონ, ღირ­სე­ბა არ და­კარ­გონ, ასეთ უღირს სპექ­ტაკლში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ნუ მი­ი­ღე­ბენ, მი­უ­ხე­და­ვად მათი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის მი­მართ. ეს არის, პირ­ველ რიგ­ში, შე­უ­რა­ცხყო­ფა სა­კუ­თა­რი თა­ვის, მუნ­დი­რის, პო­ლი­ცი­ე­ლის ღირ­სე­ბის, თუ მათ მსგავს სა­სა­ცი­ლო სპექ­ტაკლში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სა­ბო­ლო­ოდ აქვთ გა­და­წყვე­ტი­ლი, მო­ვუ­წო­დებ, ხვალ­ვე და­წე­რონ პა­ტა­კი და წა­ვიდ­ნენ სა­მი­ნის­ტრო­დან, რად­გან პო­ლი­ცია არის თა­ვი­სუ­ფა­ლი პო­ლი­ტი­კის­გან. გარ­და ამი­სა, კა­ნო­ნით არის გან­სა­ზღვრუ­ლი, რომ პო­ლი­ცი­ე­ლის­თვის და­უშ­ვე­ბე­ლია, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოს ამა თუ იმ პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ა­ში. ის პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი, ვინც ამ სპექ­ტაკლში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბას აპი­რე­ბენ, და­ფიქ­რდნენ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბამ­დე!", - აცხა­დებს ღა­რი­ბაშ­ვი­ლი.

მი­ნის­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­კვე­უ­ლი ძა­ლე­ბი 19 აპ­რილს პრო­ვო­კა­ცი­ის მო­წყო­ბას აპი­რე­ბენ, რათა პო­ლი­ცი­ამ ძალა გა­მო­ი­ყე­ნოს. თუმ­ცა, ღა­რი­ბაშ­ვი­ლის თქმით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას კარ­გი პრე­ვენ­ცი­უ­ლი გეგ­მა აქვს შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი და ყვე­ლა რის­კი მი­ნი­მუ­მა­დე აქვს დაყ­ვა­ნი­ლი.

"მებ­რძვი­ან, მაგ­რამ მათ მთა­ვა­რი არ იცი­ან. გინ­დათ, გი­თხრათ, რა არის მთა­ვა­რი? მე ბრძო­ლა უფრო მაძ­ლი­ე­რებს. ჩვენ გვაქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ გარ­კვე­ულ ჯგუ­ფებს სურთ პრო­ვო­კა­ცი­ის მო­წყო­ბა, არე­უ­ლო­ბა, მათი სურ­ვი­ლია, პო­ლი­ცი­ამ ძალა გა­მო­ი­ყე­ნოს. თქვან, რომ პო­ლი­ცი­ამ სა­თა­ნა­დოდ ვერ და­იც­ვა მო­სახ­ლე­ო­ბა. თუმ­ცა მინ­და გი­თხრათ, რომ 19 აპ­რი­ლის მო­ლო­დი­ნი ხე­ლოვ­ნუ­რად არის გაზ­რდი­ლი, ამ დღეს არა­ფე­რი მოხ­დე­ბა. აქ მთა­ვა­რია სხვა რამ, - იმ­დე­ნად დესტრუქ­ცი­უ­ლი მე­სი­ჯე­ბი უდევთ ამ კამ­პა­ნი­ა­ში, მე მინ­და შე­ვახ­სე­ნო ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას, სა­დაც ამ­ბობს, - ამ მთავ­რო­ბას ოთხი წელი ვერ ავი­ტანთ, ვერ ვაც­დით და რა­ღა­ცა უნდა მო­ვი­ფიქ­როთ... ეს უკვე ში­ნა­არ­სით არის დესტრუქ­ცი­უ­ლი, ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ მი­მარ­თუ­ლი გან­ცხა­დე­ბა. ასე­ვე, გან­ცხა­დე­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ 19 აპ­რი­ლის შემ­დეგ ქვე­ყა­ნა­ში სი­ტუ­ა­ცია შე­იც­ვლე­ბა, ეს არის დესტრუქ­ცი­ის შემ­ცვე­ლი, პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი ში­ნა­არ­სის გან­ცხა­დე­ბე­ბი. მაგ­რამ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ჩვე­უ­ლი მოთ­მი­ნე­ბით ვუს­მენთ, ძა­ლი­ან კარ­გად ვაკ­ვირ­დე­ბით მათ ქმე­დე­ბას და ვა­ცხა­დებ, რომ არ და­ვუშ­ვებ რა­ი­მე სა­ხის პრო­ვო­კა­ცი­ას. აქვე მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ჩვენ ძა­ლი­ან კარ­გი პრე­ვენ­ცი­უ­ლი გეგ­მა გვაქვს შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი და რის­კე­ბი - მი­ნი­მუ­მა­დე დაყ­ვა­ნი­ლი, რომ იქ სა­სა­ცი­ლო პრო­ვო­კა­ცი­ე­ბი არ მო­ა­წყონ, 8 თე­ბერ­ვლის მსგავ­სი, რაც ჩვენ "ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კას­თან" ვი­ხი­ლეთ", - აღ­ნიშ­ნა ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

ირაკლი ღარიბაშვილი 19 აპრილისთვის დაგეგმილი პროვოკაციის დეტალებს ამხელს

ირაკლი ღარიბაშვილი 19 აპრილისთვის დაგეგმილი პროვოკაციის დეტალებს ამხელს

ირაკლი ღარიბაშვილი 19 აპრილისთვის დაგეგმილი პროვოკაციის დეტალებს ამხელს.

"შეიძლება, მერაბიშვილს ჰგონია, რომ მაგრად მუშაობს და ღრმა კონსპირაციას იცავს, მაგრამ იშიფრებიან მისი აგენტები. მაგალითად, ერთ ძალიან საინტერესო ინფორმაციას გეტყვით, - როგორც მითხრეს, 19 აპრილს აპირებენ, რომ რამდენიმე მოქმედი პოლიციელი მიიყვანონ მერაბიშვილის მასკარადზე, მე მათი სახელები და გვარები ვიცი. მათი გეგმის მიხედვით, რამდენიმე მხარდამჭერი პოლიციელი (რომლებიც ან მათი ნათესავები არიან, ან მეგობრები, თქვენ იცით, რომ ვანო მერაბიშვილის ნათესავები დღემდე მუშაობენ სამინისტროში) მივა 19 აპრილს აქციაზე. ისინი დემონსტრაციულად გაიხდიან პოლიციელის ფორმას, ამოიღებენ პოლიციელის საბუთს და დახევენ", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაზეთ "ქრონიკასთან" საუბარში აცხადებს.

მინისტრი პოლიციელებს შეახსენებს, რომ კანონი მათ პოლიტიკურ მანიფესტაციაში მონაწილეობას უკრძალავს, თუმცა, თუ ასეთი გადაწყვეტილება აქვთ მიღებული, მოუწოდებს ხვალვე წავიდნენ სამინისტროდან.

"მოვუწოდებ ამ ადამიანებს, ნუ შეწუხდებიან, თუ მისვლა უნდათ, მივიდნენ, ოღონდ მათ ვურჩევ,მუნდირი არ შეარცხვინონ, ღირსება არ დაკარგონ, ასეთ უღირს სპექტაკლში მონაწილეობას ნუ მიიღებენ, მიუხედავად მათი ვალდებულებებისა ყოფილი ხელმძღვანელობის მიმართ. ეს არის, პირველ რიგში, შეურაცხყოფა საკუთარი თავის, მუნდირის, პოლიციელის ღირსების, თუ მათ მსგავს სასაცილო სპექტაკლში მონაწილეობა საბოლოოდ აქვთ გადაწყვეტილი, მოვუწოდებ, ხვალვე დაწერონ პატაკი და წავიდნენ სამინისტროდან, რადგან პოლიცია არის თავისუფალი პოლიტიკისგან. გარდა ამისა, კანონით არის განსაზღვრული, რომ პოლიციელისთვის დაუშვებელია, მონაწილეობა მიიღოს ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის მანიფესტაციაში. ის პოლიციელები, ვინც ამ სპექტაკლში მონაწილეობის მიღებას აპირებენ, დაფიქრდნენ გადაწყვეტილების მიღებამდე!", - აცხადებს ღარიბაშვილი.

მინისტრის ინფორმაციით, გარკვეული ძალები 19 აპრილს პროვოკაციის მოწყობას აპირებენ, რათა პოლიციამ ძალა გამოიყენოს. თუმცა, ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლებას კარგი პრევენციული გეგმა აქვს შემუშავებული და ყველა რისკი მინიმუმადე აქვს დაყვანილი.

"მებრძვიან, მაგრამ მათ მთავარი არ იციან. გინდათ, გითხრათ, რა არის მთავარი? მე ბრძოლა უფრო მაძლიერებს. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ გარკვეულ ჯგუფებს სურთ პროვოკაციის მოწყობა, არეულობა, მათი სურვილია, პოლიციამ ძალა გამოიყენოს. თქვან, რომ პოლიციამ სათანადოდ ვერ დაიცვა მოსახლეობა. თუმცა მინდა გითხრათ, რომ 19 აპრილის მოლოდინი ხელოვნურად არის გაზრდილი, ამ დღეს არაფერი მოხდება. აქ მთავარია სხვა რამ, - იმდენად დესტრუქციული მესიჯები უდევთ ამ კამპანიაში, მე მინდა შევახსენო ვანო მერაბიშვილის განცხადება საზოგადოებას, სადაც ამბობს, - ამ მთავრობას ოთხი წელი ვერ ავიტანთ, ვერ ვაცდით და რაღაცა უნდა მოვიფიქროთ... ეს უკვე შინაარსით არის დესტრუქციული, ანტისახელმწიფოებრივი, ხელისუფლების საწინააღმდეგოდ მიმართული განცხადება. ასევე, განცხადება იმის შესახებ, რომ 19 აპრილის შემდეგ ქვეყანაში სიტუაცია შეიცვლება, ეს არის დესტრუქციის შემცველი, პროვოკაციული შინაარსის განცხადებები. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ჩვეული მოთმინებით ვუსმენთ, ძალიან კარგად ვაკვირდებით მათ ქმედებას და ვაცხადებ, რომ არ დავუშვებ რაიმე სახის პროვოკაციას. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ძალიან კარგი პრევენციული გეგმა გვაქვს შემუშავებული და რისკები - მინიმუმადე დაყვანილი, რომ იქ სასაცილო პროვოკაციები არ მოაწყონ, 8 თებერვლის მსგავსი, რაც ჩვენ "ეროვნულ ბიბლიოთეკასთან" ვიხილეთ", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"