პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვანო მერაბიშვილი 19 აპრილიდან წინასაარჩევნო კამპანიას დაიწყებს
ვანო მერაბიშვილი 19 აპრილიდან წინასაარჩევნო კამპანიას დაიწყებს

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის მიერ 19 აპ­რი­ლის აქ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი სი­ურპრი­ზი შე­საძ­ლოა, ამ დღეს მისი პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტად და­სა­ხე­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდეს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ინ­ფორ­მი­რე­ბულ­მა წყა­რომ აც­ნო­ბა, 19 აპ­რი­ლის აქ­ცი­ა­ზე მე­რა­ბიშ­ვი­ლი მხარ­დამ­ჭე­რებს წა­რუდ­გე­ბა არა მხო­ლოდ რო­გორც "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი და აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი, არა­მედ რო­გორც პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტი და არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­საც გახ­სნის.

მე­რა­ბიშ­ვი­ლის პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტად და­სა­ხე­ლე­ბის პერ­სპექ­ტი­ვა­ში გა­საკ­ვირს ვე­რა­ფერს ხე­დავს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რი, ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტი და­ვით დარ­ჩი­აშ­ვი­ლი. თუმ­ცა, რამ­დე­ნად შე­იძ­ლე­ბა ეს 19 აპ­რი­ლის აქ­ცი­ა­ზე მოხ­დეს, დარ­ჩი­აშ­ვი­ლის თქმით, მის­თვის უც­ნო­ბია.

"ჩვე­ნი მხრი­დან პრე­ზი­დენ­ტო­ბის სა­ვა­რა­უ­დო კან­დი­და­ტი ში­ნა­გან საქ­მე­თა ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი და ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი რომ შე­იძ­ლე­ბა იყოს, ამა­ში გა­საკ­ვი­რი არა­ფე­რია, მაგ­რამ სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე ვე­რა­ფერს გე­ტყვით. ამის­თვის ჯერ კი­დევ არის დრო და პრო­ცე­სე­ბიც დი­ნა­მი­უ­რად ვი­თარ­დე­ბა", - გა­ნუ­ცხა­და "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" და­ვით დარ­ჩი­აშ­ვილ­მა.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით მისი თა­ნა­გუნ­დე­ლი ნუგ­ზარ წიკ­ლა­უ­რი კი აცხა­დებს, რომ "ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა პარ­ტი­ა­ში ამ­ჟა­მად მი­ღე­ბუ­ლი არ არის".

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში

ვანო მერაბიშვილი 19 აპრილიდან წინასაარჩევნო კამპანიას დაიწყებს

ვანო მერაბიშვილი 19 აპრილიდან წინასაარჩევნო კამპანიას დაიწყებს

"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილის მიერ 19 აპრილის აქციასთან დაკავშირებით დაანონსებული სიურპრიზი შესაძლოა, ამ დღეს მისი პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელება აღმოჩნდეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, 19 აპრილის აქციაზე მერაბიშვილი მხარდამჭერებს წარუდგება არა მხოლოდ როგორც "ნაცმოძრაობის" გენერალური მდივანი და აქციის ორგანიზატორი, არამედ როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი და არაოფიციალურად საარჩევნო კამპანიასაც გახსნის.

მერაბიშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელების პერსპექტივაში გასაკვირს ვერაფერს ხედავს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ოპოზიციონერი დეპუტატი დავით დარჩიაშვილი. თუმცა, რამდენად შეიძლება ეს 19 აპრილის აქციაზე მოხდეს, დარჩიაშვილის თქმით, მისთვის უცნობია.

"ჩვენი მხრიდან პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატი შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი რომ შეიძლება იყოს, ამაში გასაკვირი არაფერია, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებაზე ვერაფერს გეტყვით. ამისთვის ჯერ კიდევ არის დრო და პროცესებიც დინამიურად ვითარდება", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" დავით დარჩიაშვილმა.

აღნიშნულთან დაკავშირებით მისი თანაგუნდელი ნუგზარ წიკლაური კი აცხადებს, რომ "ასეთი გადაწყვეტილება პარტიაში ამჟამად მიღებული არ არის".

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა