მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აწყობს თუ არა ჩხაპელიას ლიკვიდაცია სოსო პავლიაშვილს?
აწყობს თუ არა ჩხაპელიას ლიკვიდაცია სოსო პავლიაშვილს?

მომ­ღე­რა­ლი სოსო პავ­ლი­აშ­ვი­ლი ბიზ­ნეს­მენ ავთო ადუ­აშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბას­თან ყო­ველ­გვარ კავ­შირს უარ­ყოფს. რუ­სულ გა­მო­ცე­მებ­ში თით­ქმის ყო­ველ­დღი­უ­რად იბეჭ­დე­ბა ვრცე­ლი ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი, რომ­ლებ­შიც თა­ვი­სი უდა­ნა­შა­უ­ლო­ბას ამ­ტკი­ცებს. ამის სა­პა­სუ­ხოდ "გუ­რია ნი­უსს" მოკ­ლუ­ლის ახ­ლო­ბე­ლი და­უ­კავ­შირ­და და გა­ნა­ცხა­დეს, რომ "იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დნენ, სოსო პავ­ლი­აშ­ვილს რუ­სუ­ლი მე­დი­ით გავ­რცე­ლე­ბულ სიც­რუ­ე­ზე უპა­სუ­ხონ." გთა­ვა­ზობთ ავ­თან­დილ ადუშ­ვი­ლის ახ­ლობ­ლის ინ­ტერ­ვი­უს ნა­წილს, რო­მელ­მაც ანო­ნი­მად დარ­ჩე­ვა ისურ­ვა.

- ავთო ადუ­აშ­ვი­ლი სო­სოს სი­ძეს - ვახ­ტანგ ჩხა­პე­ლი­ას იც­ნობ­და?

- რო­გორ არ იც­ნობ­და. ჩხა­პე­ლია რომ შიმ­ში­ლით არ მომ­კვდა­რი­ყო, ავ­თომ და­ა­საქ­მა თა­ვის ფირ­მა­ში. სო­სოს მა­შინ არა­ფე­რი ჰქონ­და და დის ოჯახს ვერ ეხ­მა­რე­ბო­და. ჩხა­პე­ლი­ამ რომ თბი­ლის­ში ბინა იყი­და, ფული და­აკ­ლდა, სო­სომ არ და­უ­მა­ტა და და­ბოღ­მი­ლი და­დი­ო­და. ავ­თომ და­ა­წყნა­რა, ეტყო­ბა, არა აქვს და სო­სო­ზე გული ნუ დაგ­წყდე­ბა, მე და­გი­მა­ტე­ბო. ასე­თი ადა­მი­ა­ნი იყო ავთო და ამი­ტო­მა­ცაა, რომ მთელ თბი­ლის­ში სოსო პავ­ლი­აშ­ვილ­მა სა­კუ­თა­რი სი­ძის გარ­და ვე­რა­ვინ მო­ნა­ხა, ვი­საც მის მოკ­ვლა­ზე და­ი­თან­ხმებ­და. ვინც სო­სოს და მისი სი­ძის ურ­თი­ერ­თო­ბას ახ­ლოს იც­ნობს, მიხ­ვდე­ბა, რომ ჩხა­პე­ლი­ას­გან ასე­თი ინი­ცი­ა­ტი­ვა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. ის ამის თქმა­საც ვერ გა­უ­ბე­დავ­და სო­სოს, რად­გან, ეს უკა­ნას­კნე­ლი, სი­ძეს ყო­ველ­თვის "შნი­რად" თვლი­და.

- რა ვერ­სი­ე­ბი ჰქონ­და ოჯახს - ეჭ­ვმი­ტა­ნილ­თა შო­რის რო­დის გაჩ­ნდა პავ­ლი­აშ­ვი­ლი?

- ადა­მი­ანს სამი მი­ზე­ზით კლა­ვენ: ეს არის ქალი, რაც ავ­თოს შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­რი­ცხუ­ლი იყო მისი ცხოვ­რე­ბის წე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. შუ­რის­ძი­ე­ბა - ავ­თოს არ ჰყავ­და მტრე­ბი და ამა­ზე არც არა­სო­დეს და­უ­ჩივ­ლია და ბიზ­ნე­სი. ამ შემ­თხვე­ვა­ში, მკვლე­ლო­ბის მი­ზე­ზი მხო­ლოდ ბიზ­ნე­სი შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ფი­ლი­ყო, ავ­თოს კი ერ­თა­დერ­თი ბიზ­ნეს პარტნი­ო­რი ჰყავ­და - სოსო პავ­ლი­აშ­ვი­ლი. ეჭვი უფრო გაღ­რმავ­და, რო­დე­საც ერე­ვან­ში მყო­ფი სოსო ბავ­შვო­ბის მე­გობ­რის დაკ­რძალ­ვა­ზე არ ჩა­მო­ვი­და, არც შვილს მის­ცა ჩა­მოს­ვლის უფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ავ­თოს ნათ­ლუ­ლი იყო. უფრო მე­ტიც, მას არც კი და­უ­რე­კავს და მი­უ­სამ­ძიმ­რე­ბია ავ­თოს ოჯა­ხის­თვის.

- ამ­ბო­ბენ, რომ ვახო ჩხა­პე­ლი­ა­ზე ზე­წო­ლა ხორ­ცი­ელ­დე­ბა, რათა მან გა­მო­ძი­ე­ბი­სას მი­ცე­მუ­ლი ჩვე­ნე­ბა შეც­ვა­ლოს.

- რა თქმა უნდა, სოსო ამ საქ­მი­დან თა­ვის დაძ­ვრე­ნას ცდი­ლობს. სხვა­თა­შო­რის, ერ­თა­დერ­თი, ვი­საც ჩხა­პე­ლი­ას ცი­ხე­ში ლიკ­ვი­და­ცია "აწყობს", პავ­ლი­აშ­ვი­ლია. ჩვენ­თვის ის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მოწ­მეა, ამი­ტომ, არც ვახ­ტანგ ჩხა­პე­ლი­ას და არც სხვა ბრალ­დე­ბუ­ლებს ადუ­აშ­ვი­ლე­ბის­გან არა­ნა­ი­რი საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბათ. ჩვენ ვე­ლო­დე­ბით სა­სა­მარ­თლოს სა­მარ­თლი­ან ვერ­დიქტს, არ ვახ­დენთ არა­ვის­ზე ზე­წო­ლას, არ ვი­ყე­ნებთ პი­რად კონ­ტაქ­ტებს, არ ვე­მუქ­რე­ბით არა­ვის.

ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

"გუ­რია ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

აწყობს თუ არა ჩხაპელიას ლიკვიდაცია სოსო პავლიაშვილს?

აწყობს თუ არა ჩხაპელიას ლიკვიდაცია სოსო პავლიაშვილს?

მომღერალი სოსო პავლიაშვილი ბიზნესმენ ავთო ადუაშვილის მკვლელობასთან ყოველგვარ კავშირს უარყოფს. რუსულ გამოცემებში თითქმის ყოველდღიურად იბეჭდება ვრცელი ინტერვიუები, რომლებშიც თავისი უდანაშაულობას ამტკიცებს. ამის საპასუხოდ "გურია ნიუსს" მოკლულის ახლობელი დაუკავშირდა და განაცხადეს, რომ "იძულებული გახდნენ, სოსო პავლიაშვილს რუსული მედიით გავრცელებულ სიცრუეზე უპასუხონ." გთავაზობთ ავთანდილ ადუშვილის ახლობლის ინტერვიუს ნაწილს, რომელმაც ანონიმად დარჩევა ისურვა.

- ავთო ადუაშვილი სოსოს სიძეს - ვახტანგ ჩხაპელიას იცნობდა?

- როგორ არ იცნობდა. ჩხაპელია რომ შიმშილით არ მომკვდარიყო, ავთომ დაასაქმა თავის ფირმაში. სოსოს მაშინ არაფერი ჰქონდა და დის ოჯახს ვერ ეხმარებოდა. ჩხაპელიამ რომ თბილისში ბინა იყიდა, ფული დააკლდა, სოსომ არ დაუმატა და დაბოღმილი დადიოდა. ავთომ დააწყნარა, ეტყობა, არა აქვს და სოსოზე გული ნუ დაგწყდება, მე დაგიმატებო. ასეთი ადამიანი იყო ავთო და ამიტომაცაა, რომ მთელ თბილისში სოსო პავლიაშვილმა საკუთარი სიძის გარდა ვერავინ მონახა, ვისაც მის მოკვლაზე დაითანხმებდა. ვინც სოსოს და მისი სიძის ურთიერთობას ახლოს იცნობს, მიხვდება, რომ ჩხაპელიასგან ასეთი ინიციატივა წარმოუდგენელია. ის ამის თქმასაც ვერ გაუბედავდა სოსოს, რადგან, ეს უკანასკნელი, სიძეს ყოველთვის "შნირად" თვლიდა.

- რა ვერსიები ჰქონდა ოჯახს - ეჭვმიტანილთა შორის როდის გაჩნდა პავლიაშვილი?

- ადამიანს სამი მიზეზით კლავენ: ეს არის ქალი, რაც ავთოს შემთხვევაში გამორიცხული იყო მისი ცხოვრების წესიდან გამომდინარე. შურისძიება - ავთოს არ ჰყავდა მტრები და ამაზე არც არასოდეს დაუჩივლია და ბიზნესი. ამ შემთხვევაში, მკვლელობის მიზეზი მხოლოდ ბიზნესი შეიძლებოდა ყოფილიყო, ავთოს კი ერთადერთი ბიზნეს პარტნიორი ჰყავდა - სოსო პავლიაშვილი. ეჭვი უფრო გაღრმავდა, როდესაც ერევანში მყოფი სოსო ბავშვობის მეგობრის დაკრძალვაზე არ ჩამოვიდა, არც შვილს მისცა ჩამოსვლის უფლება, რომელიც ავთოს ნათლული იყო. უფრო მეტიც, მას არც კი დაურეკავს და მიუსამძიმრებია ავთოს ოჯახისთვის.

- ამბობენ, რომ ვახო ჩხაპელიაზე ზეწოლა ხორციელდება, რათა მან გამოძიებისას მიცემული ჩვენება შეცვალოს.

- რა თქმა უნდა, სოსო ამ საქმიდან თავის დაძვრენას ცდილობს. სხვათაშორის, ერთადერთი, ვისაც ჩხაპელიას ციხეში ლიკვიდაცია "აწყობს", პავლიაშვილია. ჩვენთვის ის უმნიშვნელოვანესი მოწმეა, ამიტომ, არც ვახტანგ ჩხაპელიას და არც სხვა ბრალდებულებს ადუაშვილებისგან არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ. ჩვენ ველოდებით სასამართლოს სამართლიან ვერდიქტს, არ ვახდენთ არავისზე ზეწოლას, არ ვიყენებთ პირად კონტაქტებს, არ ვემუქრებით არავის.

ინტერვიუს სრული ვერსია

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა