ტომ კრუზი ოლგა კურილენკოს დაუახლოვდა

ტომ კრუზი ოლგა კურილენკოს დაუახლოვდა

ჰოლივუდის ვარსკვლავი ტომ კრუზი ფრანგი მსახიობითა და მოდელით ოლგა კურილენკოთია მოხიბლული და საჩუქრებით ანებივრებს.

ოლგამ მეგობრებში დაიჩივლა, რომ ყოველ დღე ფორმის შესანარჩუნებლად სპორტდარბაზში სიარული უჭირს. მომატებული წონის გამო ოლგა დეპრესიაში იყო, როდესაც ვარსკვლავი სახლში ესტუმრა და 2 000 გირვანქა სტერლინგად შეფასებული ტრენაჟორი-ველოსიპედი აჩუქა.

"ტომი მეგობრებს საჩუქრებით ხშირად ანებივრებს. მსახიობმა კოლეგის პრობლემა მარტივად გადაჭრა - უმაღლესი ხარისხის ველოსიპედი აჩუქა", - წერს ბრიტანული გამოცემა The Sun.

მომზადებულია The Sun-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება