მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თეა წულუკიანი - ზურაბ ადეიშვილს მაინც დავაბრუნებთ
თეა წულუკიანი - ზურაბ ადეიშვილს მაინც დავაბრუნებთ

ექვს თვე­ში იქ­ნე­ბა თუ ათში, ზუ­რაბ ადე­იშ­ვილს მა­ინც და­ვაბ­რუ­ნებთ, - ამის შე­სა­ხებ იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში აცხა­დებს. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლი უნ­გრეთ­ში არ იმ­ყო­ფე­ბა.

"უნ­გრე­თის სა­ხელ­მწი­ფომ უარ­ყო, რომ ადე­იშ­ვი­ლი მის ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა. შსს-სა და პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან ერ­თად სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნის გა­მო­ცხა­დე­ბა­ზე ვმუ­შა­ობთ. მისი გაქ­ცე­ვი­დან ჯერ მხო­ლოდ 6 თვეა გა­სუ­ლი. ეს არ არის ის დრო, რომ პა­ნი­კამ მოგ­ვიც­ვას, ადე­იშ­ვილს ვერ და­ვაბ­რუ­ნებ­თო. სი­მარ­თლე ყო­ველ­თვის ზე­ი­მობს და ექვს თვე­ში იქ­ნე­ბა თუ ათში, მას მა­ინც და­ვაბ­რუ­ნებთ", - აცხა­დებს წუ­ლუ­კი­ა­ნი.

ამას­თან, იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი ინ­ტერ­ვი­უ­ში ახა­ლი პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბე­ბის სა­კი­თხსაც ეხე­ბა და იმ ინ­ფორ­მა­ცი­ებ­ზე სა­უბ­რობს, რომ­ლის მიბ­მა­საც წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ID ბა­რა­თე­ბის ჩიპ­ზე გეგ­მავ­და.

"ID ბა­რათ­ზე პირ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცი­ის მიბ­მას გეგ­მავ­დნენ. სა­ხელ­მწი­ფოს­თვის ერ­თბა­შად იქ­ნე­ბო­და ხელ­მი­საწ­ვდო­მი ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცია ყვე­ლა ქმე­დე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლის დრო­საც მო­ქა­ლა­ქე ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ფიქ­სირ­დე­ბო­და, ანუ და­წყე­ბუ­ლი კარ­დი­ო­ლოგ­თან ვი­ზი­ტით, დამ­თავ­რე­ბუ­ლი სა­ბან­კო მოქ­მე­დე­ბე­ბით, ნე­ბის­მი­ე­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და უმ­ნიშ­ვნე­ლო დე­ტა­ლით. ფაქ­ტობ­რი­ვად, ადა­მი­ა­ნის თი­თო­ე­უ­ლი ნა­ბი­ჯი ცნო­ბი­ლი იქ­ნე­ბო­და, რაც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და მის თა­ვი­სუ­ფალ ნე­ბას. ჩვენ ამას არ ვგეგ­მავთ და ამის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო კა­ნო­ნი­ერ გა­რან­ტი­ებ­ზეც ვფიქ­რობთ, რად­გან პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი და პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა უნდა იყოს ხელ­შე­უ­ხე­ბე­ლი", - აღ­ნიშ­ნავს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი.

იხი­ლეთ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

თეა წულუკიანი - ზურაბ ადეიშვილს მაინც დავაბრუნებთ

თეა წულუკიანი - ზურაბ ადეიშვილს მაინც დავაბრუნებთ

ექვს თვეში იქნება თუ ათში, ზურაბ ადეიშვილს მაინც დავაბრუნებთ, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში აცხადებს. მისივე განმარტებით, ზურაბ ადეიშვილი უნგრეთში არ იმყოფება.

"უნგრეთის სახელმწიფომ უარყო, რომ ადეიშვილი მის ტერიტორიაზეა. შსს-სა და პროკურატურასთან ერთად საერთაშორისო ძებნის გამოცხადებაზე ვმუშაობთ. მისი გაქცევიდან ჯერ მხოლოდ 6 თვეა გასული. ეს არ არის ის დრო, რომ პანიკამ მოგვიცვას, ადეიშვილს ვერ დავაბრუნებთო. სიმართლე ყოველთვის ზეიმობს და ექვს თვეში იქნება თუ ათში, მას მაინც დავაბრუნებთ", - აცხადებს წულუკიანი.

ამასთან, იუსტიციის მინისტრი ინტერვიუში ახალი პირადობის მოწმობების საკითხსაც ეხება და იმ ინფორმაციებზე საუბრობს, რომლის მიბმასაც წინა ხელისუფლება ID ბარათების ჩიპზე გეგმავდა.

"ID ბარათზე პირთან დაკავშირებული ყველა ინფორმაციის მიბმას გეგმავდნენ. სახელმწიფოსთვის ერთბაშად იქნებოდა ხელმისაწვდომი ყველა ინფორმაცია ყველა ქმედების შესახებ, რომლის დროსაც მოქალაქე ოფიციალურად დაფიქსირდებოდა, ანუ დაწყებული კარდიოლოგთან ვიზიტით, დამთავრებული საბანკო მოქმედებებით, ნებისმიერი მნიშვნელოვანი და უმნიშვნელო დეტალით. ფაქტობრივად, ადამიანის თითოეული ნაბიჯი ცნობილი იქნებოდა, რაც ეწინააღმდეგებოდა მის თავისუფალ ნებას. ჩვენ ამას არ ვგეგმავთ და ამის საწინააღმდეგო კანონიერ გარანტიებზეც ვფიქრობთ, რადგან პერსონალური მონაცემები და პირადი ცხოვრება უნდა იყოს ხელშეუხებელი", - აღნიშნავს იუსტიციის მინისტრი.

იხილეთ ვრცლად

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა