საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სალომე ზურაბიშვილი თურქეთში პრეზიდენტის დაშავების შესახებ ოფიციალურ ვერსიას ეჭვქვეშ აყენებს
სალომე ზურაბიშვილი თურქეთში პრეზიდენტის დაშავების შესახებ ოფიციალურ ვერსიას ეჭვქვეშ აყენებს

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ეჭვქვეშ აყე­ნებს ოფი­ცი­ა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას თურ­ქეთ­ში მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის შე­სა­ხებ, რო­დე­საც პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ვე­ლო­სი­პე­დით სე­ირ­ნო­ბი­სას ტრა­ი­ლერს შე­ე­ჯა­ხა. ამის შე­სა­ხებ ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუქ­ში" სა­კუ­თარ გვერ­დზე წერს.

"თურ­ქე­თი, პო­ლო­ნე­თი... უპა­სუ­ხო კი­თხვე­ბი... ვინ არის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ქვე­ყა­ნა­ში?

- შა­ბათს, 6 აპ­რილს შეხ­ვდა ერ­დო­ღანს სტამ­ბოლ­ში და ქრთვე­ლებს ბურ­სა­ში.

- კვი­რას, 7 აპ­რილს ან­ტა­ლი­ა­ში (რა უნ­დო­და ან­ტა­ლი­ა­ში) ვე­ლო­სი­პე­დით და­შავ­და,

- კვი­რა ღა­მეს გად­მო­იყ­ვა­ნეს სტამ­ბოლ­ში ამე­რი­კულ ჰოს­პი­ტალ­ში და ოპე­რა­ცია ღამე ჩა­უ­ტა­რეს, "მრა­ვალ­სა­ა­თი­ა­ნი ანეს­თე­ზი­ით" რკი­ნის ნა­წი­ლე­ბის ჩას­მით და 20 ნა­კე­რით, ანუ სე­რი­ო­ზუ­ლი ოპე­რა­ცია...

- სამ­შა­ბათს 9-ში შუ­ა­დღეს სა­დილ­ზეა გი­ულ­თან, როცა ეს სუ­რა­თია გა­და­ღე­ბუ­ლი... პრეს­სამ­სა­ხუ­რი იძა­ხის, რომ ორი დღე იწვა სა­ა­ვად­მყო­ფო­შიო, ანუ სამ­შა­ბათ­საც უნდა ყო­ფი­ლი­ყო ჯერ კი­დევ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში????... და იმ ნა­ო­პე­რა­ცი­ებ ხელს თა­ვი­სუფ­ლად არ­თმევს გი­ულს ????? და პო­ლო­ნე­თის კად­რე­ბი კი­დევ უფრო სა­ო­ცა­რია... საკ­ვირ­ვე­ლია, რომ თურ­ქუ­ლი მხრი­დან არა­ვი­თა­რი გან­ცხა­დე­ბა არ გა­კე­თე­ბუ­ლა ???? უცხო ქვეყ­ნის პრე­ზი­დენტს ოპე­რა­ცი­ას უტა­რე­ბენ, თან ხან­გრძლი­ვი ანეს­თე­ზი­ის ქვეშ (პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის სი­ტყვე­ბით) და იმის შე­სა­ხებ, თუ ვინ უტა­რებს ოპე­რა­ცი­ას და რო­დის თურ­ქუ­ლი მხრი­დან სი­ჩუ­მეა ???... ხო სა­კი­თხა­ვია პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რამე რომ მოხ­და­რი­ყო ვის ეკის­რე­ბო­და???? რაც დღე­ე­ბი გა­დის, კი­თხვე­ბი მეტი გროვ­დე­ბა და პა­სუ­ხე­ბი კი უფრო და უფრო სა­ეჭ­ვოს ხდის მთელ ამ ოფი­ცი­ა­ლურ ვერ­სი­ას და მო­ნა­ყოლს... არა­ფე­რი რომ ვთქვათ, მი­სი­ვე პო­ლი­ტი­კურ გუნ­დის გან­ცხა­დე­ბებ­ზე, რომ­ლე­ბიც გვიმ­ტკი­ცე­ბენ, სა­ა­კაშ­ვილს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გა­მო­ჯან­სა­ღე­ბის თვი­სე­ბე­ბი ჰქო­ნი­აო ?????

ეს კი­თხვე­ბი ანეკ­დო­ტუ­რი არაა. აქ ლა­პა­რა­კია ჯერ კი­დევ პრე­ზი­დენტზე, რო­მე­ლიც უცხო ქვე­ყა­ნა­ში ავა­რი­ა­ში ან სხვა გა­ურ­კვე­ველ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში აღ­მოჩ­ნდა, ისე რომ მო­სახ­ლე­ო­ბას არ ამ­ცნეს ეს ვი­თა­რე­ბა... ანეს­თე­ზი­ას მუ­დამ თან ახ­ლავს გარ­კვე­უ­ლი საფრ­თხე­ე­ბი და ნორ­მა­ლურ ქვეყ­ნებ­ში ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა კეთ­დე­ბა მა­შინ­ვე და ზო­მე­ბი მი­ღე­ბუ­ლიც უნდა იყოს იმის შე­სა­ხებ, თუ ვინ ას­რუ­ლებს მო­ვა­ლე­ო­ბას ჯერ ერთი ანეს­თე­ზი­ის დროს და შემ­დეგ კი იმ შემ­თხვე­ვა­ში, რამე რომ მო­უ­ვი­დეს... ბო­ლოს და ბო­ლოს სხვა თუ არა­ფე­რი ის არის მთა­ვარ­სარ­და­ლი, ომის გა­მო­ცხა­დე­ბა და ქვეყ­ნის დაც­ვა მას ევა­ლე­ბა (ეს ხომ კარ­გად გა­მოვ­ცა­დეთ!!) ... ასე­თი უპა­სუ­ხის­მგებ­ლო მიდ­გო­მა თა­ვი­სი გა­რე­მოც­ვის (ისიც არ ვი­ცით ვინ ახ­ლდა თან ან­ტა­ლი­ა­ში და ვინ მი­ი­ღო პირ­ვე­ლი­ვე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ოპე­რა­ცი­ის შე­სა­ხებ) და შემ­დგომ უკვე თვით პრე­ზი­დენ­ტის ქვეყ­ნის და თა­ვი­სი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის მი­მართ წარ­მო­ად­გენს მი­უ­ღე­ბელ გულ­გრი­ლო­ბას, გარ­კვე­ულ წი­ლად, საფრ­თხე­საც მო­ი­ცავს ქვეყ­ნის­თვის!

ალ­ბათ, მთავ­რო­ბას უნდა ჰქონ­დეს უფ­ლე­ბა მი­მარ­თოს ოფი­ცი­ა­ლუ­რად თურ­ქე­თის მხა­რეს და მო­ი­თხო­ვოს სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მომ­ხდარ ინ­ცი­დენტზე, რო­გორც ოპე­რა­ცი­ის დე­ტა­ლებ­ზე...", - წერს ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი.

8 აპ­რილს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე Facebook-ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით პრე­ზი­დენ­ტის პრესს­პი­კერ­მა მა­ნა­ნა მან­ჯგა­ლა­ძემ და­ა­დას­ტუ­რა:

"თურ­ქეთ­ში ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში 6 აპ­რილს შედ­გა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის მო­ლა­პა­რა­კე­ბა და სა­დი­ლი თურ­ქე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღან­თან. მომ­დევ­ნო დღეს, ვე­ლო­სი­პე­დით ყო­ველ­დღი­უ­რი ვარ­ჯი­შის დროს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და­შავ­და. სტამ­ბუ­ლის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­მოკ­ვლე­ვი­სას მას და­უდ­გინ­და მხრის სამ­მა­გი მო­ტე­ხი­ლო­ბა. პრე­ზი­დენტს ამა­ვე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ჩა­უ­ტარ­და ოპე­რა­ცია.

შეხ­ვედ­რე­ბი, მათ შო­რის, შეხ­ვედ­რა და სა­დი­ლი თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტთან, რომ­ლე­ბიც ორ­შა­ბათს იყო და­გეგ­მი­ლი, გა­ი­მარ­თე­ბა სამ­შა­ბათს. აღ­ნიშ­ნუ­ლი შეხ­ვედ­რე­ბის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი და­ტო­ვებს თურ­ქეთს", - აღ­ნიშ­ნუ­ლი იყო ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბა­ში.

სალომე ზურაბიშვილი თურქეთში პრეზიდენტის დაშავების შესახებ ოფიციალურ ვერსიას ეჭვქვეშ აყენებს

სალომე ზურაბიშვილი თურქეთში პრეზიდენტის დაშავების შესახებ ოფიციალურ ვერსიას ეჭვქვეშ აყენებს

საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, სალომე ზურაბიშვილი ეჭვქვეშ აყენებს ოფიციალურ ინფორმაციას თურქეთში მომხდარი ინციდენტის შესახებ, როდესაც პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ველოსიპედით სეირნობისას ტრაილერს შეეჯახა. ამის შესახებ ზურაბიშვილი "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე წერს.

"თურქეთი, პოლონეთი... უპასუხო კითხვები... ვინ არის პასუხისმგებელი ქვეყანაში?

- შაბათს, 6 აპრილს შეხვდა ერდოღანს სტამბოლში და ქრთველებს ბურსაში.

- კვირას, 7 აპრილს ანტალიაში (რა უნდოდა ანტალიაში) ველოსიპედით დაშავდა,

- კვირა ღამეს გადმოიყვანეს სტამბოლში ამერიკულ ჰოსპიტალში და ოპერაცია ღამე ჩაუტარეს, "მრავალსაათიანი ანესთეზიით" რკინის ნაწილების ჩასმით და 20 ნაკერით, ანუ სერიოზული ოპერაცია...

- სამშაბათს 9-ში შუადღეს სადილზეა გიულთან, როცა ეს სურათია გადაღებული... პრესსამსახური იძახის, რომ ორი დღე იწვა საავადმყოფოშიო, ანუ სამშაბათსაც უნდა ყოფილიყო ჯერ კიდევ საავადმყოფოში????... და იმ ნაოპერაციებ ხელს თავისუფლად ართმევს გიულს ????? და პოლონეთის კადრები კიდევ უფრო საოცარია... საკვირველია, რომ თურქული მხრიდან არავითარი განცხადება არ გაკეთებულა ???? უცხო ქვეყნის პრეზიდენტს ოპერაციას უტარებენ, თან ხანგრძლივი ანესთეზიის ქვეშ (პრეზიდენტის ადმინისტრაციის სიტყვებით) და იმის შესახებ, თუ ვინ უტარებს ოპერაციას და როდის თურქული მხრიდან სიჩუმეა ???... ხო საკითხავია პასუხისმგებლობა, რამე რომ მოხდარიყო ვის ეკისრებოდა???? რაც დღეები გადის, კითხვები მეტი გროვდება და პასუხები კი უფრო და უფრო საეჭვოს ხდის მთელ ამ ოფიციალურ ვერსიას და მონაყოლს... არაფერი რომ ვთქვათ, მისივე პოლიტიკურ გუნდის განცხადებებზე, რომლებიც გვიმტკიცებენ, სააკაშვილს არაჩვეულებრივი გამოჯანსაღების თვისებები ჰქონიაო ?????

ეს კითხვები ანეკდოტური არაა. აქ ლაპარაკია ჯერ კიდევ პრეზიდენტზე, რომელიც უცხო ქვეყანაში ავარიაში ან სხვა გაურკვეველ სიტუაციაში აღმოჩნდა, ისე რომ მოსახლეობას არ ამცნეს ეს ვითარება... ანესთეზიას მუდამ თან ახლავს გარკვეული საფრთხეები და ნორმალურ ქვეყნებში ასეთ ვითარებაში ოფიციალური განცხადება კეთდება მაშინვე და ზომები მიღებულიც უნდა იყოს იმის შესახებ, თუ ვინ ასრულებს მოვალეობას ჯერ ერთი ანესთეზიის დროს და შემდეგ კი იმ შემთხვევაში, რამე რომ მოუვიდეს... ბოლოს და ბოლოს სხვა თუ არაფერი ის არის მთავარსარდალი, ომის გამოცხადება და ქვეყნის დაცვა მას ევალება (ეს ხომ კარგად გამოვცადეთ!!) ... ასეთი უპასუხისმგებლო მიდგომა თავისი გარემოცვის (ისიც არ ვიცით ვინ ახლდა თან ანტალიაში და ვინ მიიღო პირველივე გადაწყვეტილება ოპერაციის შესახებ) და შემდგომ უკვე თვით პრეზიდენტის ქვეყნის და თავისი მოვალეობების მიმართ წარმოადგენს მიუღებელ გულგრილობას, გარკვეულ წილად, საფრთხესაც მოიცავს ქვეყნისთვის!

ალბათ, მთავრობას უნდა ჰქონდეს უფლება მიმართოს ოფიციალურად თურქეთის მხარეს და მოითხოვოს სრული ინფორმაცია მომხდარ ინციდენტზე, როგორც ოპერაციის დეტალებზე...", - წერს ზურაბიშვილი.

8 აპრილს საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე Facebook-ში გავრცელდა ინფორმაცია, რომელიც მოგვიანებით პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დაადასტურა:

"თურქეთში ვიზიტის ფარგლებში 6 აპრილს შედგა საქართველოს პრეზიდენტის მოლაპარაკება და სადილი თურქეთის პრემიერ-მინისტრ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან. მომდევნო დღეს, ველოსიპედით ყოველდღიური ვარჯიშის დროს მიხეილ სააკაშვილი დაშავდა. სტამბულის საავადმყოფოში გამოკვლევისას მას დაუდგინდა მხრის სამმაგი მოტეხილობა. პრეზიდენტს ამავე საავადმყოფოში ჩაუტარდა ოპერაცია.

შეხვედრები, მათ შორის, შეხვედრა და სადილი თურქეთის პრეზიდენტთან, რომლებიც ორშაბათს იყო დაგეგმილი, გაიმართება სამშაბათს. აღნიშნული შეხვედრების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი დატოვებს თურქეთს", - აღნიშნული იყო ოფიციალურ განცხადებაში.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს