კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კონსტანტინე გამსახურდია - 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიება არ მოხერხდება
კონსტანტინე გამსახურდია - 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიება არ მოხერხდება

სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის ვაჟი კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის გა­მო­ძი­ე­ბის სა­კითხს "ფე­ის­ბუ­ქით" ეხ­მა­უ­რე­ბა.

"2008 წლის აგ­ვის­ტოს 5-დღი­ა­ნი ომის მი­ზე­ზე­ბის გა­მო­ძი­ე­ბა და ნამ­დვი­ლი სუ­რა­თის რე­კონ­სტრუქ­ცია, შე­საძ­ლოა, ბევ­რის მომ­ცე­მი იყოს, მაგ­რამ არ მო­ხერ­ხდე­ბა უბ­რა­ლო მი­ზე­ზის გამო: ვერ და­ი­კი­თხე­ბა რუ­სუ­ლი მხა­რე, კრემ­ლის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო და სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი. ეს კი აუ­ცი­ლე­ბე­ლია ობი­ექ­ტუ­რი, დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი სუ­რა­თის­თვის. სხვაგ­ვა­რად სრულ სი­მარ­თლეს ვერ მი­ვი­ღებთ. ასე­ვე უნდა და­ი­კი­თხოს აშშ-ის მა­შინ­დე­ლი ელჩი და მოხ­დეს ასე­ვე ამ ომზე "ვი­კი­ლიქ­სის" ყვე­ლა მო­ნა­ცე­მის გა­შიფვ­რა და ინ­ტერპრე­ტა­ცია. ქარ­თუ­ლი მხა­რის და­კი­თხვა, პრე­ზი­დენ­ტის ჩათ­ვლით, არა­ნა­ირ პრობ­ლე­მას არ უნდა წარ­მო­ად­გენ­დეს.

რაც შე­ე­ხე­ბა ზო­გა­დად ომის დამ­წყებს, იგი ცხა­დია: რუ­სეთ­მა სე­პა­რა­ტის­ტე­ბის ზურ­გის გა­სა­მაგ­რებ­ლად იქ ჩა­ა­ყე­ნა შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მა­ლე­ვე შე­ვარ­დნა­ძეს­თან და­დე­ბუ­ლი და­გო­მი­სის კა­პი­ტუ­ლან­ტუ­რი ხელ­შეკ­რე­უ­ლე­ბის შემ­დეგ 1992 წლის 24 ივ­ნისს "სამ­შვი­დო­ბო­ე­ბად" გა­და­ნათ­ლა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ წლე­ბის მან­ძილ­ზე კონ­ფლიქ­ტი "გა­ი­ყი­ნა", ამ პრო­ცესს შე­საძ­ლოა, სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ ქრო­ნი­კუ­ლი აგ­რე­სია ეწო­დოს. იგი გამ­წვავ­და 2004-ში, რო­დე­საც სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ აგ­რე­სორს "კბი­ლი მო­უ­სინ­ჯა", მაგ­რამ იმ­ხა­ნად სა­ქარ­თვე­ლო ტრა­გე­დი­ას გა­და­ურ­ჩა. მას შემ­დეგ, რაც ქარ­თულ­მა მხა­რემ ამ მოვ­ლე­ნე­ბი­დან სწო­რი დას­კვნე­ბი ვერ გა­ა­კე­თა, იგი­ვე უფრო მძი­მედ და და­მან­გრე­ვე­ლად 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში გან­მე­ორ­და.

სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლით, სა­ქარ­თვე­ლოს 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში სრუ­ლი უფ­ლე­ბა ჰქონ­და სა­კუ­თარ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აღედ­გი­ნა თა­ვი­სი იუ­რის­დიქ­ცია, მაგ­რამ სხვა სა­კი­თხია, რომ ამას მსოფ­ლი­ო­ში პრაქ­ტი­კუ­ლად არა­ვინ გან­გა­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნებს - რუ­სეთ­თან არ­სე­ბულ სტა­ტუს-ქვოს დარ­ღვე­ვა­ზე არა­ვინ წავა, რა­საც შე­საძ­ლოა, რა­ი­მე ფორ­მით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტი მოჰ­ყვეს. სა­პი­რის­პი­როდ რუ­სეთ­მა სულ რომ და­ა­უ­თო­ვოს ჩეჩ­ნე­თი, ინ­გუ­შე­თი და და­ღეს­ტა­ნი, არა­ვინ ეტყვის რა­მეს. ამი­ტო­მაც ორი ვა­რი­ან­ტი რჩე­ბა: ან ტუჩ­ზე რძე­შე­უმშრა­ლი "აღუ­ე­ბი" ვართ და იმ­დე­ნად ბრიყ­ვე­ბი, რომ მსოფ­ლი­ოს პო­ლი­ტი­კურ ვი­თა­რე­ბას ვერ ვშიფ­რავთ, ან რო­მე­ლი­ღაც სე­რი­ო­ზუ­ლი აქ­ტი­ო­რის ინ­ტე­რე­სი იყო, კბი­ლი მო­ე­სინ­ჯა რუ­სე­თის­თვის. ოღონდ ეს ექ­სპე­რი­მენ­ტა­ტო­რი წა­უ­გე­ბელ თა­მაშს თა­მა­შობ­და. წა­ვა­გეთ მხო­ლოდ ჩვენ.

გა­მო­სა­ვა­ლი იყო 2008 წლის აგ­ვის­ტოს და­სა­წყის­ში­ვე ნი­ქო­ზი­დან და რა­მო­დე­ნი­მე სოფ­ლი­დან მო­სახ­ლე­ო­ბის დრო­ე­ბით გა­მოყ­ვა­ნა, ასე­ვე ყვე­ლა ქარ­თუ­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ნა­წი­ლის მო­ცი­ლე­ბა იქა­უ­რო­ბი­დან. კონ­ფლიქ­ტის ზო­ნა­ში უნდა დარ­ჩე­ნი­ლი­ყო პო­ლი­ცია და რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ჟურ­ნა­ლის­ტი და კო­რეს­პონ­დენ­ტი. ეს ჩვენს სა­ე­ტა­პო გა­მარ­ჯვე­ბას გარ­და­უ­ვა­ლად გახ­დი­და და რო­გორც მი­ნი­მუ­მი, არ­სე­ბუ­ლი სტა­ტუს-ქვო არ და­ირ­ღვე­ო­და", - წერს გამ­სა­ხურ­დია.

თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ 2008 წლის ომის მოვ­ლე­ნე­ბის შეს­წავ­ლის მიზ­ნით გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­ნა­ცხა­და. მი­ნის­ტრის თქმით, აგ­ვის­ტოს ომ­თან და­კავ­ში­რე­ბით დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის შეს­წავ­ლა უკვე და­წყე­ბუ­ლია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

კონსტანტინე გამსახურდია - 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიება არ მოხერხდება

კონსტანტინე გამსახურდია - 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიება არ მოხერხდება

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი კონსტანტინე გამსახურდია 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების საკითხს "ფეისბუქით" ეხმაურება.

"2008 წლის აგვისტოს 5-დღიანი ომის მიზეზების გამოძიება და ნამდვილი სურათის რეკონსტრუქცია, შესაძლოა, ბევრის მომცემი იყოს, მაგრამ არ მოხერხდება უბრალო მიზეზის გამო: ვერ დაიკითხება რუსული მხარე, კრემლის მაღალჩინოსნები, თავდაცვის სამინისტრო და სპეცსამსახურები. ეს კი აუცილებელია ობიექტური, დიფერენცირებული სურათისთვის. სხვაგვარად სრულ სიმართლეს ვერ მივიღებთ. ასევე უნდა დაიკითხოს აშშ-ის მაშინდელი ელჩი და მოხდეს ასევე ამ ომზე "ვიკილიქსის" ყველა მონაცემის გაშიფვრა და ინტერპრეტაცია. ქართული მხარის დაკითხვა, პრეზიდენტის ჩათვლით, არანაირ პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს.

რაც შეეხება ზოგადად ომის დამწყებს, იგი ცხადია: რუსეთმა სეპარატისტების ზურგის გასამაგრებლად იქ ჩააყენა შეიარაღებული ძალები, რომლებიც მალევე შევარდნაძესთან დადებული დაგომისის კაპიტულანტური ხელშეკრეულების შემდეგ 1992 წლის 24 ივნისს "სამშვიდობოებად" გადანათლა. მიუხედავად იმისა, რომ წლების მანძილზე კონფლიქტი "გაიყინა", ამ პროცესს შესაძლოა, საქართველოს წინააღმდეგ ქრონიკული აგრესია ეწოდოს. იგი გამწვავდა 2004-ში, როდესაც სააკაშვილის ხელისუფლებამ აგრესორს "კბილი მოუსინჯა", მაგრამ იმხანად საქართველო ტრაგედიას გადაურჩა. მას შემდეგ, რაც ქართულმა მხარემ ამ მოვლენებიდან სწორი დასკვნები ვერ გააკეთა, იგივე უფრო მძიმედ და დამანგრეველად 2008 წლის აგვისტოში განმეორდა.

საერთაშორისო სამართლით, საქართველოს 2008 წლის აგვისტოში სრული უფლება ჰქონდა საკუთარ ტერიტორიაზე აღედგინა თავისი იურისდიქცია, მაგრამ სხვა საკითხია, რომ ამას მსოფლიოში პრაქტიკულად არავინ განგახორციელებინებს - რუსეთთან არსებულ სტატუს-ქვოს დარღვევაზე არავინ წავა, რასაც შესაძლოა, რაიმე ფორმით შეიარაღებული კონფლიქტი მოჰყვეს. საპირისპიროდ რუსეთმა სულ რომ დააუთოვოს ჩეჩნეთი, ინგუშეთი და დაღესტანი, არავინ ეტყვის რამეს. ამიტომაც ორი ვარიანტი რჩება: ან ტუჩზე რძეშეუმშრალი "აღუები" ვართ და იმდენად ბრიყვები, რომ მსოფლიოს პოლიტიკურ ვითარებას ვერ ვშიფრავთ, ან რომელიღაც სერიოზული აქტიორის ინტერესი იყო, კბილი მოესინჯა რუსეთისთვის. ოღონდ ეს ექსპერიმენტატორი წაუგებელ თამაშს თამაშობდა. წავაგეთ მხოლოდ ჩვენ.

გამოსავალი იყო 2008 წლის აგვისტოს დასაწყისშივე ნიქოზიდან და რამოდენიმე სოფლიდან მოსახლეობის დროებით გამოყვანა, ასევე ყველა ქართული შეიარაღებული ნაწილის მოცილება იქაურობიდან. კონფლიქტის ზონაში უნდა დარჩენილიყო პოლიცია და რაც შეიძლება მეტი ჟურნალისტი და კორესპონდენტი. ეს ჩვენს საეტაპო გამარჯვებას გარდაუვალად გახდიდა და როგორც მინიმუმი, არსებული სტატუს-ქვო არ დაირღვეოდა", - წერს გამსახურდია.

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ 2008 წლის ომის მოვლენების შესწავლის მიზნით გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ განაცხადა. მინისტრის თქმით, აგვისტოს ომთან დაკავშირებით დოკუმენტაციის შესწავლა უკვე დაწყებულია.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს