Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უგულავა აგვისტოს ომის გამოძიების გადაწყვეტილებას ბრიყვულს უწოდებს
უგულავა აგვისტოს ომის გამოძიების გადაწყვეტილებას ბრიყვულს უწოდებს

თბი­ლი­სის მერი გიგი უგუ­ლა­ვა აგ­ვის­ტოს ომის გა­მო­ძი­ე­ბის თა­ო­ბა­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ბრიყ­ვულს უწო­დებს. რო­გორც უგუ­ლა­ვამ დღეს ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ამ გა­მო­ძი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს რე­პუ­ტა­ცი­ას ავ­ნებს. "ჯერ არ მი­უ­ღია, მაგ­რამ რო­გორც ჩანს, აპი­რებს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა და ეს იქ­ნე­ბა ყვე­ლა­ზე ბრიყ­ვუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. არა­ვი­თარ სა­ერ­თა­შო­რი­სო ვალ­დე­ბუ­ლე­ბას ეს არ წარ­მო­ად­გენს. სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ობი­ექ­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გე­ბი უკვე თა­ვის დრო­ზე დადო, ვგუ­ლის­ხმობ ტა­ლი­ა­ვი­ნის კო­მი­სი­ის დას­კვნას. არა­ვის არ სჯე­რა, რომ კბი­ლაშ­ვილს, რო­მე­ლიც ომის დროს თა­ვის "მას­კოვ­სკა­ია კვარ­ტი­რა­ში" იჯდა, შე­უძ­ლია რა­ი­მე ობი­ექ­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა. არა­ვის არ სჯე­რა, რომ ლაშა ნაც­ვლიშ­ვილს, რო­მე­ლიც თა­ვი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში პირ­და­პირ რუ­სე­თის მე­კავ­ში­რე იყო, რა­ი­მე ობი­ექ­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა შე­უძ­ლია. ივა­ნიშ­ვი­ლი ურეკ­ში, გა­საქ­ცე­ვად გამ­ზა­დე­ბუ­ლი იყო და სარფში კო­რი­დორს ითხოვ­და სწრა­ფად გას­ვლის­თვის. არა­ვის არ სჯე­რა, რომ ამ ხალ­ხს რა­ი­მე ობი­ექ­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბის უნა­რი აქვს. ასე რომ, სჯობს ეკო­ნო­მი­კურ პრობ­ლე­მებს მივ­ხე­დოთ, რომ­ლე­ბიც ქვე­ყა­ნა­ში სამ­წუ­ხა­როდ ობი­ექ­ტუ­რად დაგ­როვ­და. ვე­რა­ნა­ი­რი ინ­სი­ნუ­ა­ცი­ე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბის და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლოს მოშ­ვე­ლი­ე­ბით ამ პრობ­ლე­მებს ვერ გა­და­ფა­რავ. ეს სა­ქარ­თვე­ლოს რე­პუ­ტა­ცი­ას ავ­ნებს", - აღ­ნიშ­ნა გიგი უგუ­ლა­ვამ.

მი­სი­ვე თქმით, ამ გა­მო­ძი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა ნიშ­ნავს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს აღარ ეყო­ლე­ბა ქმე­დი­თი ჯარი. "ეს ნიშ­ნავს იმას, რომ აღა­რას­დროს ჩვენ არ გვე­ყო­ლე­ბა ქმე­დი­თი ჯარი, ეს ნიშ­ნავს იმას, რომ ჩვენ ვე­ღა­რას­დროს შევ­ძლებთ იმას, რომ მტერს გა­ვუმკლავ­დეთ. ეს ნიშ­ნავს იმას, რომ ჩვენ სა­ერ­თოდ ქვე­ყა­ნა არ გვექ­ნე­ბა და ვე­რა­ვინ ქვე­ყა­ნას ვე­ღარ უხელ­მძღვა­ნე­ლებს, ვერც ერთი პო­ლი­ტი­კუ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა, მათ შო­რის, თუ სა­ჭი­რო გახ­დე­ბა სა­ო­მარ მოქ­მე­დე­ბებ­ში. ამი­ტომ ეს ხალ­ხი უნდა და­ფიქ­რდეს, რას აკე­თებს. ეს არ არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გა­მო­ძი­ე­ბა, რა­ღა­ცე­ებს, რომ ატა­რე­ბენ, თუნ­დაც ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ და ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ... ასე­ვე მინ­და კონ­კრე­ტუ­ლი გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბის მი­სა­მარ­თით ვთქვა, რომ­ლე­ბიც თუ და­ი­წყო, მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბენ ამ გა­მო­ძი­ე­ბა­ში, რომ ეს არ არის "რა ვქნა, და­მა­ვა­ლეს". ამ შემ­თხვე­ვა­ში ნე­ბის­მი­ე­რი გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი მი­ი­ღებს ღა­ლატ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და, შე­სა­ბა­მი­სად, და­ის­ჯე­ბა, რო­დე­საც ამის დრო დად­გე­ბა", - აღ­ნიშ­ნა მერ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

უგულავა აგვისტოს ომის გამოძიების გადაწყვეტილებას ბრიყვულს უწოდებს

უგულავა აგვისტოს ომის გამოძიების გადაწყვეტილებას ბრიყვულს უწოდებს

თბილისის მერი გიგი უგულავა აგვისტოს ომის გამოძიების თაობაზე გადაწყვეტილებას ბრიყვულს უწოდებს. როგორც უგულავამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, ამ გამოძიების ჩატარება საქართველოს რეპუტაციას ავნებს. "ჯერ არ მიუღია, მაგრამ როგორც ჩანს, აპირებს საქართველოს მთავრობა და ეს იქნება ყველაზე ბრიყვული გადაწყვეტილება. არავითარ საერთაშორისო ვალდებულებას ეს არ წარმოადგენს. საერთაშორისო საზოგადოებამ ობიექტური გამოძიების შედეგები უკვე თავის დროზე დადო, ვგულისხმობ ტალიავინის კომისიის დასკვნას. არავის არ სჯერა, რომ კბილაშვილს, რომელიც ომის დროს თავის "მასკოვსკაია კვარტირაში" იჯდა, შეუძლია რაიმე ობიექტური გამოძიების ჩატარება. არავის არ სჯერა, რომ ლაშა ნაცვლიშვილს, რომელიც თავისი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში პირდაპირ რუსეთის მეკავშირე იყო, რაიმე ობიექტური გამოძიების ჩატარება შეუძლია. ივანიშვილი ურეკში, გასაქცევად გამზადებული იყო და სარფში კორიდორს ითხოვდა სწრაფად გასვლისთვის. არავის არ სჯერა, რომ ამ ხალხს რაიმე ობიექტური გამოძიების უნარი აქვს. ასე რომ, სჯობს ეკონომიკურ პრობლემებს მივხედოთ, რომლებიც ქვეყანაში სამწუხაროდ ობიექტურად დაგროვდა. ვერანაირი ინსინუაციებით, გამოძიების და საერთაშორისო სასამართლოს მოშველიებით ამ პრობლემებს ვერ გადაფარავ. ეს საქართველოს რეპუტაციას ავნებს", - აღნიშნა გიგი უგულავამ.

მისივე თქმით, ამ გამოძიების ჩატარება ნიშნავს, რომ საქართველოს აღარ ეყოლება ქმედითი ჯარი. "ეს ნიშნავს იმას, რომ აღარასდროს ჩვენ არ გვეყოლება ქმედითი ჯარი, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვეღარასდროს შევძლებთ იმას, რომ მტერს გავუმკლავდეთ. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ საერთოდ ქვეყანა არ გვექნება და ვერავინ ქვეყანას ვეღარ უხელმძღვანელებს, ვერც ერთი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, მათ შორის, თუ საჭირო გახდება საომარ მოქმედებებში. ამიტომ ეს ხალხი უნდა დაფიქრდეს, რას აკეთებს. ეს არ არის ჩვეულებრივი გამოძიება, რაღაცეებს, რომ ატარებენ, თუნდაც ჩემს წინააღმდეგ და ნებისმიერი ადამიანის წინააღმდეგ... ასევე მინდა კონკრეტული გამომძიებლების მისამართით ვთქვა, რომლებიც თუ დაიწყო, მონაწილეობას მიიღებენ ამ გამოძიებაში, რომ ეს არ არის "რა ვქნა, დამავალეს". ამ შემთხვევაში ნებისმიერი გამომძიებელი მიიღებს ღალატში მონაწილეობას და, შესაბამისად, დაისჯება, როდესაც ამის დრო დადგება", - აღნიშნა მერმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა