მსოფლიო
საზოგადოება

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჰამარბერგი - საერთაშორისო სასამართლოებში გამოძიება მიდის ომის დროს ადამიანის უფლებებზე და არა იმაზე, თუ ვინ დაიწყო ომი
ჰამარბერგი - საერთაშორისო სასამართლოებში გამოძიება მიდის ომის დროს ადამიანის უფლებებზე და არა იმაზე, თუ ვინ დაიწყო ომი

2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის დროს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვის მხრივ შეც­დო­მე­ბი ორი­ვე მხა­რემ და­უშ­ვა და კარ­გია, თუკი ამის შეს­წავ­ლა მოხ­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ევ­რო­კავ­ში­რის სპე­ცი­ა­ლურ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში, თო­მას ჰა­მარ­ბერ­გმა სას­ტუმ­რო "რე­დი­სონ­ში" გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

"რო­გორც ჰა­ა­გის, ასე­ვე სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო­ებ­ში შე­სუ­ლია არა­ერ­თი სარ­ჩე­ლი, რო­მე­ლიც ეხე­ბა ომის დროს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვებს, ტყვე­ე­ბის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვას და სხვა სამ­ხედ­რო და­ნა­შა­უ­ლებს. ამ სა­ჩივ­რე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ჰა­ა­გი­სა და სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო­ებ­მა გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცე­სი და­ი­წყო და ეს ეხე­ბა მხო­ლოდ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებ­სა და ომის და­ნა­შა­უ­ლებს. აქ არ არის შეს­წავ­ლის სა­გა­ნი ის, თუ ვინ და­ი­წყო ომი და შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო თუ არა ამ ომის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა", - აღ­ნიშ­ნა ჰა­მარ­ბერ­გმა.

მი­სი­ვე თქმით, ამ თე­მის გარ­შე­მო მე­დი­ა­ში ერ­თგვა­რი გა­უ­გებ­რო­ბაა შექ­მნი­ლი. აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე სა­უბ­რი­სას ჰა­მარ­ბერ­გმა ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა ევ­რო­კავ­ში­რის ეგი­დით შექ­მნილ კო­მი­სი­ა­სა და ტა­ლი­ა­ვი­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით და­დე­ბულ დო­კუ­მენტზე.

"ჩემი რჩე­ვა იქ­ნე­ბა, რომ და­ვუბ­რუნ­დეთ ტა­ლი­ა­ვი­ნის ან­გა­რიშს და წა­ი­კი­თხეთ ის სრუ­ლად. ამ ან­გა­რიშ­ში არის ასა­ხუ­ლი, თუ რა გა­კეთ­და ან არ გა­კეთ­და იმის­თვის, რომ 2008 წლის ომი თა­ვი­დან ყო­ფი­ლი­ყო აცი­ლე­ბუ­ლი", - აღ­ნიშ­ნა თო­მას ჰა­მარ­ბერ­გმა. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა აპი­რებს პა­სუ­ხი გას­ცეს იმ კი­თხვებს, რო­მე­ლიც გა­აჩ­ნია ჰა­ა­გის სა­სა­მარ­თლოს. ჰა­მარ­ბერ­გის გან­ცხა­დე­ბით, მისი მო­ნა­ცე­მე­ბით, აღ­ნიშ­ნულ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­გა­მო­ძი­ე­ბო პრო­ცე­სი მი­დის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­შიც.

ჰა­მარ­ბერ­გი ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის სა­კი­თხსაც შე­ე­ხო და აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ჭი­როა მო­სახ­ლე­ო­ბას­თან მუ­შა­ო­ბა იმის ასახ­სნე­ლად, თუ რა სხვა­ო­ბაა სა­პარ­ლა­მენ­ტო და ად­გი­ლობ­რივ არ­ჩევ­ნებს შო­რის. ასეთ დას­კვნას აკე­თებს ჰა­მერ­ბერ­გი იმ პრო­ცე­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც 1-ელი ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ რე­გი­ო­ნებ­ში, ად­გი­ლობ­რი­ვი მმარ­თვე­ლო­ბე­ბის დო­ნე­ზე წა­რი­მარ­თა.

რო­გორც ევ­რო­კავ­ში­რის სპე­ცი­ა­ლურ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა აღ­ნიშ­ნა, მისი აზ­რით, ად­გი­ლებ­ზე ბევ­რი ვერ ხვდე­ბა, რომ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ეროვ­ნულ, სა­პარ­ლა­მენ­ტო დო­ნე­ზე არის სხვა, ად­გილ­ზე - სხვა და ისი­ნი ერ­თდრო­უ­ლად არ იც­ვლე­ბი­ან.

"ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უნდა იმუ­შა­ოს, რათა მო­სახ­ლე­ო­ბას აუხ­სნას, თუ რა სხვა­ო­ბაა ამ ორ პრო­ცესს შო­რის", - აცხა­დებს თო­მას ჰა­მარ­ბერ­გი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

ჰამარბერგი - საერთაშორისო სასამართლოებში გამოძიება მიდის ომის დროს ადამიანის უფლებებზე და არა იმაზე, თუ ვინ დაიწყო ომი

ჰამარბერგი - საერთაშორისო სასამართლოებში გამოძიება მიდის ომის დროს ადამიანის უფლებებზე და არა იმაზე, თუ ვინ დაიწყო ომი

2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებების დარღვევის მხრივ შეცდომები ორივე მხარემ დაუშვა და კარგია, თუკი ამის შესწავლა მოხდება, - ამის შესახებ ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში, თომას ჰამარბერგმა სასტუმრო "რედისონში" გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"როგორც ჰააგის, ასევე სტრასბურგის სასამართლოებში შესულია არაერთი სარჩელი, რომელიც ეხება ომის დროს ადამიანის უფლებების დარღვევებს, ტყვეების უფლებების დარღვევას და სხვა სამხედრო დანაშაულებს. ამ საჩივრების საფუძველზე ჰააგისა და სტრასბურგის სასამართლოებმა გამოძიების პროცესი დაიწყო და ეს ეხება მხოლოდ ადამიანის უფლებებსა და ომის დანაშაულებს. აქ არ არის შესწავლის საგანი ის, თუ ვინ დაიწყო ომი და შესაძლებელი იყო თუ არა ამ ომის თავიდან აცილება", - აღნიშნა ჰამარბერგმა.

მისივე თქმით, ამ თემის გარშემო მედიაში ერთგვარი გაუგებრობაა შექმნილი. აღნიშნულ საკითხზე საუბრისას ჰამარბერგმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის ეგიდით შექმნილ კომისიასა და ტალიავინის ხელმძღვანელობით დადებულ დოკუმენტზე.

"ჩემი რჩევა იქნება, რომ დავუბრუნდეთ ტალიავინის ანგარიშს და წაიკითხეთ ის სრულად. ამ ანგარიშში არის ასახული, თუ რა გაკეთდა ან არ გაკეთდა იმისთვის, რომ 2008 წლის ომი თავიდან ყოფილიყო აცილებული", - აღნიშნა თომას ჰამარბერგმა. მისივე ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურა აპირებს პასუხი გასცეს იმ კითხვებს, რომელიც გააჩნია ჰააგის სასამართლოს. ჰამარბერგის განცხადებით, მისი მონაცემებით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო პროცესი მიდის თავდაცვის სამინისტროშიც.

ჰამარბერგი ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ საჭიროა მოსახლეობასთან მუშაობა იმის ასახსნელად, თუ რა სხვაობაა საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებს შორის. ასეთ დასკვნას აკეთებს ჰამერბერგი იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც 1-ელი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ რეგიონებში, ადგილობრივი მმართველობების დონეზე წარიმართა.

როგორც ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, მისი აზრით, ადგილებზე ბევრი ვერ ხვდება, რომ ხელმძღვანელობა ეროვნულ, საპარლამენტო დონეზე არის სხვა, ადგილზე - სხვა და ისინი ერთდროულად არ იცვლებიან.

"ხელისუფლებამ უნდა იმუშაოს, რათა მოსახლეობას აუხსნას, თუ რა სხვაობაა ამ ორ პროცესს შორის", - აცხადებს თომას ჰამარბერგი.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?