მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინო ანანიაშვილმა "გედების ტბა" ძმის ხსოვნას მიუძღვნა
ნინო ანანიაშვილმა "გედების ტბა" ძმის ხსოვნას მიუძღვნა

თბი­ლი­სის დიდ სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში, ფა­ლი­აშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რის სა­ბა­ლე­ტო დას­მა პეტ­რე ჩა­ი­კოვ­სკის "გე­დე­ბის ტბა" წარ­მო­ად­გი­ნა, რო­მელ­შიც მთა­ვა­რი პარ­ტი­ე­ბი მსოფ­ლიო ბა­ლე­ტის ვარ­სკვლა­ვებ­მა, ნინო ანა­ნი­აშ­ვილ­მა და დე­ნის მატ­ვი­ენ­კომ შე­ას­რუ­ლეს.

"გე­დე­ბის ტბამ" სრუ­ლი ანშლა­გით ჩა­ი­ა­რა. რო­გორც ნინო ანა­ნი­აშ­ვილ­მა სპექ­ტაკ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ აღ­ნიშ­ნა, რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ ძმა გარ­და­ეც­ვა­ლა და სპექ­ტაკ­ლიც სწო­რედ მის ხსოვ­ნას მი­უ­ძღვნა.

დე­ნის მატ­ვი­ენ­კო­სა და ნინო ანა­ნი­აშ­ვი­ლის შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ურ­თი­ერ­თო­ბა 2012 წელს და­ი­წყო. დე­ნის მატ­ვი­ენ­კო ნინო ანა­ნი­აშ­ვი­ლის სას­ცე­ნო მოღ­ვა­წე­ო­ბის 30 წლის­თა­ვი­სად­მი მი­ძღვნილ სა­ი­უ­ბი­ლეო გალა-კონ­ცერ­ტში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, პრი­მა-ბა­ლე­რი­ნას­თან და ვა­სილ ახ­მე­ტელ­თან ერ­თად მან იცეკ­ვა პა დე ტრუა ადა­ნის ბა­ლე­ტი­დან "კორ­სა­რი".

ამა­ვე წლის ივ­ლის­ში მატ­ვი­ენ­კო მო­ნა­წი­ლე­ობ­და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ბა­ლე­ტის გას­ტროლ­ში ია­პო­ნი­ა­ში, სა­დაც ჩა­ი­კოვ­სკის "გე­დე­ბის ტბა" იცეკ­ვა.

2013 წლის მარ­ტში მატ­ვი­ენ­კომ პრი­მა-ბა­ლე­რი­ნა ნინო ანა­ნი­აშ­ვი­ლი კი­ევ­ში მი­იწ­ვია, სა­დაც ერ­თად შე­ას­რუ­ლეს მთა­ვა­რი პარ­ტი­ე­ბი "ბა­ი­ა­დე­რა­ში".

გუ­შინ­დე­ლი "გე­დე­ბის ტბა" ნინო ანა­ნი­ა­ში­ლის 50 წლის იუ­ბი­ლეს ფარ­გლებ­ში შედ­გა.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

ნინო ანანიაშვილმა "გედების ტბა" ძმის ხსოვნას მიუძღვნა

ნინო ანანიაშვილმა "გედების ტბა" ძმის ხსოვნას მიუძღვნა

თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასმა პეტრე ჩაიკოვსკის "გედების ტბა" წარმოადგინა, რომელშიც მთავარი პარტიები მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავებმა, ნინო ანანიაშვილმა და დენის მატვიენკომ შეასრულეს.

"გედების ტბამ" სრული ანშლაგით ჩაიარა. როგორც ნინო ანანიაშვილმა სპექტაკლის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რამდენიმე კვირის წინ ძმა გარდაეცვალა და სპექტაკლიც სწორედ მის ხსოვნას მიუძღვნა.

დენის მატვიენკოსა და ნინო ანანიაშვილის შემოქმედებითი ურთიერთობა 2012 წელს დაიწყო. დენის მატვიენკო ნინო ანანიაშვილის სასცენო მოღვაწეობის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო გალა-კონცერტში მონაწილეობდა, პრიმა-ბალერინასთან და ვასილ ახმეტელთან ერთად მან იცეკვა პა დე ტრუა ადანის ბალეტიდან "კორსარი".

ამავე წლის ივლისში მატვიენკო მონაწილეობდა საქართველოს სახელმწიფო ბალეტის გასტროლში იაპონიაში, სადაც ჩაიკოვსკის "გედების ტბა" იცეკვა.

2013 წლის მარტში მატვიენკომ პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილი კიევში მიიწვია, სადაც ერთად შეასრულეს მთავარი პარტიები "ბაიადერაში".

გუშინდელი "გედების ტბა" ნინო ანანიაშილის 50 წლის იუბილეს ფარგლებში შედგა.

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება