პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიძინა ივანიშვილი - ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ ქართული ენის სახელმწიფო სტატუსი განვამტკიცოთ
ბიძინა ივანიშვილი - ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ ქართული ენის სახელმწიფო სტატუსი განვამტკიცოთ

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი დე­და­ე­ნის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, რო­მელ­საც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ. "დღეს 14 აპ­რი­ლია - ჩვენ­თვის, ქარ­თვე­ლე­ბის­თვის, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დღე, დე­და­ე­ნის დღე. ყო­ველ­თვის ბევ­რი მტე­რი ჰყავ­და ქარ­თულ ენას, მაგ­რამ ვე­რა­ვინ შეძ­ლო მას­ზე გა­მარ­ჯვე­ბა.

დღეს 35 წელი შეს­რულ­და 1978 წლის 14 აპ­რი­ლი­დან, რო­დე­საც ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდო­ბა - სტუ­დენ­ტე­ბი და მოს­წავ­ლე­ე­ბი წინ აღუდ­გნენ საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­დაწ­ვე­ტი­ლე­ბას, გა­ე­უქ­მე­ბი­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში ქარ­თუ­ლი ენა, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო ენა. მათ, საქ­მით და ათა­სი სი­ტყვით, და­უ­დას­ტუ­რეს ქარ­თულ ენას გულ­წრფე­ლი ერ­თგუ­ლე­ბა - მშობ­ლი­უ­რი ენის და­სა­ცა­ვად საბ­ჭო­თა რეპ­რე­სი­ულ მან­ქა­ნას და­უ­პი­რის­პირ­დნენ და არ შე­უ­შინ­დნენ რე­ა­ლურ საფრ­თხეს, გან­საც­დელს, რო­მე­ლიც პრო­ტეს­ტის ასეთ ფორ­მას შე­იძ­ლე­ბო­და მოჰ­ყო­ლო­და. მათ პრო­ტესტს უფ­რო­სი თა­ო­ბის არა­ერ­თი ღირ­სე­უ­ლი წარ­მო­მად­გე­ნე­ლიც შე­უ­ერ­თდა. ახალ­გაზ­რდე­ბის ამ ნა­ბი­ჯ­მა და პრინ­ცი­პულ­მა პო­ზი­ცი­ამ, რო­მე­ლიც მა­შინ გმი­რო­ბის ტოლ­ფა­სი იყო, ნა­ყო­ფი გა­მო­ი­ღო - ქარ­თულ ენას სა­ხელ­მწი­ფო ენის სტა­ტუ­სი და­უბ­რუნ­და. ეს იყო უნი­კა­ლუ­რი შემ­თხვე­ვა საბ­ჭო­თა იმ­პე­რი­ის არ­სე­ბო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. ეს მოვ­ლე­ნა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია იმი­ტო­მაც, რომ სწო­რედ 14-მა აპ­რილ­მა მის­ცა ბიძ­გი გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის ოთხმო­ცი­ან წლებ­ში ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბის აღ­მავ­ლო­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში.

დღეს სი­ა­მა­ყით შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ მა­შინ, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე იმ ახალ­გაზ­რდებს შო­რის მეც ვი­დე­ქი. არა­სო­დეს და­მა­ვი­წყდე­ბა ის ამაღ­ლე­ბუ­ლი გან­ცდა, რო­მე­ლიც, დიდი საფრ­თხის მი­უ­ხე­და­ვად, ყვე­ლას გვა­ერ­თი­ა­ნებ­და. დღეს ჩვე­ნი ვა­ლია, მო­ვუფრ­თხილ­დეთ ამ მო­ნა­პო­ვარს, და­ვიც­ვათ ქარ­თუ­ლი ენა და აღ­ვუდ­გი­ნოთ მას თა­ვი­სი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი. მე დაგ­პირ­დით და ჩვე­ნი მთავ­რო­ბა ას­რუ­ლებს და­ნა­პი­რებს - სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან და სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ერ­თად იგეგ­მე­ბა სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტის შე­მუ­შა­ვე­ბა სა­ხელ­მწი­ფო ენის დაც­ვი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ჩვენ ძა­ლის­ხმე­ვას არ და­ვი­შუ­რებთ იმის­თვის, რომ ხელი შე­ვუ­წყოთ ყვე­ლა ჩვენს თა­ნა­მო­ქა­ლა­ქეს ქარ­თუ­ლი ენის შეს­წავ­ლა­ში და ამით გან­ვამ­ტკი­ცოთ მისი სა­ხელ­მწი­ფო სტა­ტუ­სი", - აცხა­დებს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

ბიძინა ივანიშვილი - ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ ქართული ენის სახელმწიფო სტატუსი განვამტკიცოთ

ბიძინა ივანიშვილი - ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ ქართული ენის სახელმწიფო სტატუსი განვამტკიცოთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დედაენის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ. "დღეს 14 აპრილია - ჩვენთვის, ქართველებისთვის, განსაკუთრებული დღე, დედაენის დღე. ყოველთვის ბევრი მტერი ჰყავდა ქართულ ენას, მაგრამ ვერავინ შეძლო მასზე გამარჯვება.

დღეს 35 წელი შესრულდა 1978 წლის 14 აპრილიდან, როდესაც ქართველი ახალგაზრდობა - სტუდენტები და მოსწავლეები წინ აღუდგნენ საბჭოთა ხელისუფლების გადაწვეტილებას, გაეუქმებინა საქართველოში ქართული ენა, როგორც სახელმწიფო ენა. მათ, საქმით და ათასი სიტყვით, დაუდასტურეს ქართულ ენას გულწრფელი ერთგულება - მშობლიური ენის დასაცავად საბჭოთა რეპრესიულ მანქანას დაუპირისპირდნენ და არ შეუშინდნენ რეალურ საფრთხეს, განსაცდელს, რომელიც პროტესტის ასეთ ფორმას შეიძლებოდა მოჰყოლოდა. მათ პროტესტს უფროსი თაობის არაერთი ღირსეული წარმომადგენელიც შეუერთდა. ახალგაზრდების ამ ნაბიჯმა და პრინციპულმა პოზიციამ, რომელიც მაშინ გმირობის ტოლფასი იყო, ნაყოფი გამოიღო - ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი დაუბრუნდა. ეს იყო უნიკალური შემთხვევა საბჭოთა იმპერიის არსებობის განმავლობაში. ეს მოვლენა უმნიშვნელოვანესია იმიტომაც, რომ სწორედ 14-მა აპრილმა მისცა ბიძგი გასული საუკუნის ოთხმოციან წლებში ეროვნული მოძრაობის აღმავლობას საქართველოში.

დღეს სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ მაშინ, რუსთაველის გამზირზე იმ ახალგაზრდებს შორის მეც ვიდექი. არასოდეს დამავიწყდება ის ამაღლებული განცდა, რომელიც, დიდი საფრთხის მიუხედავად, ყველას გვაერთიანებდა. დღეს ჩვენი ვალია, მოვუფრთხილდეთ ამ მონაპოვარს, დავიცვათ ქართული ენა და აღვუდგინოთ მას თავისი განსაკუთრებული ადგილი. მე დაგპირდით და ჩვენი მთავრობა ასრულებს დანაპირებს - სპეციალისტებთან და საზოგადოებასთან ერთად იგეგმება სხვადასხვა პროექტის შემუშავება სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების მიმართულებით. ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ყველა ჩვენს თანამოქალაქეს ქართული ენის შესწავლაში და ამით განვამტკიცოთ მისი სახელმწიფო სტატუსი", - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

"ინტერპრესნიუსი"