საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ილია II - როცა ადამიანი უცხოეთში საცხოვრებლად წასვლას წყვეტს, უნდა ახსოვდეს, რომ მისი შთამომავლობა მოისპობა
ილია II - როცა ადამიანი უცხოეთში საცხოვრებლად წასვლას წყვეტს, უნდა ახსოვდეს, რომ მისი შთამომავლობა მოისპობა

ადა­მი­ა­ნი მტკი­ცედ უნდა იდ­გეს ეროვ­ნულ ნი­ა­დაგ­ზე და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა მცი­რე ხნით წას­ვლა უცხო­ეთ­ში, - ამის შე­სა­ხებ სრუ­ლად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა, უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ილია მე­ო­რემ დღე­ვან­დე­ლი საკ­ვი­რაო ქა­და­გე­ბი­სას ბრძა­ნა.

პატ­რი­არ­ქმა ფი­ნეთ­ში მისი მოგ­ზა­უ­რო­ბა გა­იხ­სე­ნა და აღ­ნიშ­ნა, რომ იქ მრა­ვალ ქარ­თველს შეხ­ვდა, მათ შო­რის ორი-სამი წლის წა­სუ­ლებს სა­ქარ­თვე­ლო­დან, რო­მელ­თა შვი­ლებ­მაც ქარ­თუ­ლი ენა არ იცი­ან.

"ისი­ნი სწავ­ლო­ბენ უცხო ენა­ზე და რა ეშ­ვე­ლე­ბათ მო­მა­ვალ­ში, ღმერ­თმა იცის. როცა ადა­მი­ა­ნი წყვეტს წა­ვი­დეს სა­ცხოვ­რებ­ლად უცხო­ეთ­ში, უნდა ახ­სოვ­დეს, რომ მისი შთა­მო­მავ­ლო­ბა მო­ის­პო­ბა. მე არა­ფერს ვამ­ბობ სას­წავ­ლე­ბად წას­ვლა­ზე. ქარ­თველ­მა ადა­მი­ან­მა უნდა ის­წავ­ლოს უცხო­ეთ­ში, თუმ­ცა, რო­დე­საც სა­ცხოვ­რებ­ლად მი­დი­ხარ, ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა შთან­თქავს შენს ის­ტო­რი­ა­სა და კულ­ტუ­რას. ადა­მი­ა­ნი მტკი­ცედ უნდა იდ­გეს ეროვ­ნულ ნი­ა­დაგ­ზე. უნდა იც­ნობ­დეს ქარ­თულ ის­ტო­რი­ას, კულ­ტუ­რას და ამის შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა წას­ვლა უცხო­ეთ­ში, ისიც მცი­რე ხნით", - ბრძა­ნა უწ­მინ­დეს­მა.

რო­გორც პატ­რი­არ­ქმა აღ­ნიშ­ნა, უცხო­ეთ­ში ბავ­შვე­ბის გაგ­ზავ­ნით მშობ­ლე­ბი შვი­ლებს მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აგ­დე­ბენ, რად­გან მათ სა­კუ­თა­რი კულ­ტუ­რი­სა და ის­ტო­რი­ის შე­სა­ხებ ბევ­რი არა­ფე­რი იცი­ან, სა­ზღვარ­გა­რეთ კი ქარ­თულ ენას კარ­გა­ვენ.

"უცხო­ეთ­ში ხში­რად მი­ნა­ხავს ქარ­თვე­ლე­ბი. მა­გა­ლი­თად თურ­ქეთ­ში ერთხელ ვკი­თხე ერთ ახალ­გაზ­რდას – "თქვენ ქარ­თვე­ლი ხართ?", მი­პა­სუ­ხა "არა, თურ­ქი ვარ". ჩემი მამა, დედა, წი­ნაპ­რე­ბი ქარ­თვე­ლე­ბი იყ­ვნენ, მაგ­რამ მე აღ­ზრდი­ლი ვარ ად­გი­ლობ­რივ სას­წავ­ლე­ბელ­ში და შე­სა­ბა­მი­სად თურ­ქი ვარო. ეს გარ­და­უ­ვა­ლია ყვე­ლას­თვის", - ბრძა­ნა უწ­მინ­დეს­მა.

პატ­რი­არ­ქმა გა­იხ­სე­ნა სა­ქარ­თვე­ლო­დან საფ­რან­გეთ­ში "მენ­შე­ვი­კე­ბის" დროს წა­სუ­ლი პირ­ვე­ლი ემიგ­რა­ცია და აღ­ნიშ­ნა, რომ მათი შთა­მო­მავ­ლო­ბი­დან ქარ­თუ­ლი ენა თით­ქმის აღა­რა­ვინ იცის. "მათი შვი­ლე­ბი და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი არი­ან ად­გი­ლობ­რი­ვებ­ზე და მშობ­ლი­უ­რი ენა აღარ იცი­ან. ამი­ტომ ღრმად უნდა შევ­ხე­დოთ ამ სა­კითხს. ქარ­თუ­ლი ენა უნდა ვას­წავ­ლოთ ჩვენს შვი­ლებს. ქუ­ჩებ­ში, მა­ღა­ზი­ებ­სა თუ სხვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ზე ხში­რად გვხვდე­ბა წარ­წე­რე­ბი არა ქარ­თულ, არა­მედ უცხო ენა­ზე. შევ­თხოვ უფალს, მოგ­ვცეს სიბ­რძნე, რომ ვი­ცო­დეთ ქარ­თუ­ლი ენის ძალა და მნიშ­ვნე­ლო­ბა ჩვენს დღე­ვან­დელ ცხოვ­რე­ბა­სა და მო­მა­ვალ­ში", - ბრძა­ნა უწ­მინ­დეს­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

ილია II - როცა ადამიანი უცხოეთში საცხოვრებლად წასვლას წყვეტს, უნდა ახსოვდეს, რომ მისი შთამომავლობა მოისპობა

ილია II - როცა ადამიანი უცხოეთში საცხოვრებლად წასვლას წყვეტს, უნდა ახსოვდეს, რომ მისი შთამომავლობა მოისპობა

ადამიანი მტკიცედ უნდა იდგეს ეროვნულ ნიადაგზე და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მცირე ხნით წასვლა უცხოეთში, - ამის შესახებ სრულად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.

პატრიარქმა ფინეთში მისი მოგზაურობა გაიხსენა და აღნიშნა, რომ იქ მრავალ ქართველს შეხვდა, მათ შორის ორი-სამი წლის წასულებს საქართველოდან, რომელთა შვილებმაც ქართული ენა არ იციან.

"ისინი სწავლობენ უცხო ენაზე და რა ეშველებათ მომავალში, ღმერთმა იცის. როცა ადამიანი წყვეტს წავიდეს საცხოვრებლად უცხოეთში, უნდა ახსოვდეს, რომ მისი შთამომავლობა მოისპობა. მე არაფერს ვამბობ სასწავლებად წასვლაზე. ქართველმა ადამიანმა უნდა ისწავლოს უცხოეთში, თუმცა, როდესაც საცხოვრებლად მიდიხარ, ადგილობრივი მოსახლეობა შთანთქავს შენს ისტორიასა და კულტურას. ადამიანი მტკიცედ უნდა იდგეს ეროვნულ ნიადაგზე. უნდა იცნობდეს ქართულ ისტორიას, კულტურას და ამის შემდეგ შეიძლება წასვლა უცხოეთში, ისიც მცირე ხნით", - ბრძანა უწმინდესმა.

როგორც პატრიარქმა აღნიშნა, უცხოეთში ბავშვების გაგზავნით მშობლები შვილებს მძიმე მდგომარეობაში აგდებენ, რადგან მათ საკუთარი კულტურისა და ისტორიის შესახებ ბევრი არაფერი იციან, საზღვარგარეთ კი ქართულ ენას კარგავენ.

"უცხოეთში ხშირად მინახავს ქართველები. მაგალითად თურქეთში ერთხელ ვკითხე ერთ ახალგაზრდას – "თქვენ ქართველი ხართ?", მიპასუხა "არა, თურქი ვარ". ჩემი მამა, დედა, წინაპრები ქართველები იყვნენ, მაგრამ მე აღზრდილი ვარ ადგილობრივ სასწავლებელში და შესაბამისად თურქი ვარო. ეს გარდაუვალია ყველასთვის", - ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქმა გაიხსენა საქართველოდან საფრანგეთში "მენშევიკების" დროს წასული პირველი ემიგრაცია და აღნიშნა, რომ მათი შთამომავლობიდან ქართული ენა თითქმის აღარავინ იცის. "მათი შვილები დაქორწინებული არიან ადგილობრივებზე და მშობლიური ენა აღარ იციან. ამიტომ ღრმად უნდა შევხედოთ ამ საკითხს. ქართული ენა უნდა ვასწავლოთ ჩვენს შვილებს. ქუჩებში, მაღაზიებსა თუ სხვა დაწესებულებებზე ხშირად გვხვდება წარწერები არა ქართულ, არამედ უცხო ენაზე. შევთხოვ უფალს, მოგვცეს სიბრძნე, რომ ვიცოდეთ ქართული ენის ძალა და მნიშვნელობა ჩვენს დღევანდელ ცხოვრებასა და მომავალში", - ბრძანა უწმინდესმა.

"ინტერპრესნიუსი"

"პოლიციელმა მითხრა, იქნებ გადაიფიქრო განცხადების დაწერა, მამაა მაინცო..." - 22 წლის გოგონას ბრძოლა ოჯახში გამეფებული ძალადობის წინააღმდეგ

"რა კორონა, რა მორონა, რა ჯანდაბა და რა ოხრობა, სადაც ქრისტეა იქ რა უნდა კორონას?!" - რას ამბობდა მეუფე სპირიდონი კორონავირუსზე, რომელიც ახლა თავადაა ინფიცირებული

გამყრელიძის თქმით, სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, ადამიანს შეუძლია მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ტესტს უფასოდ გაუკეთებენ