პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თინა კანდელაკი: "საქართველოში ჩემი საქმიანობა ძალიან წარმატებული და შესამჩნევი იქნება"
თინა კანდელაკი: "საქართველოში ჩემი საქმიანობა ძალიან წარმატებული და შესამჩნევი იქნება"

რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი ტე­ლეჟურ­ნა­ლის­ტი, თინა კან­დე­ლა­კი გა­მო­ცე­მა РБК-ის­თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის პერ­სპექ­ტი­ვა­ზე სა­უბ­რობს. მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ბევ­რი ახ­ლო­ბე­ლი ჰყავს და ეჭ­ვიც არ ეპა­რე­ბა, რომ ჩა­მოს­ვლის შემ­თხვე­ვა­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რა გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი აქვს.

"პა­ტა­რა სა­ხელ­მწი­ფოს ყო­ფი­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რომ­ლებ­მაც სა­ზღვარ­გა­რეთ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ეს, ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ა­ში ქვეყ­ნის­თვის და­მა­ტე­ბით რე­სურსს წარ­მო­ად­გე­ნენ. თუ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩას­ვლას გა­დავ­წყვეტ, უსაქ­მოდ ნამ­დვი­ლად არ დავ­რჩე­ბი. ისიც გა­სა­გე­ბია, რომ სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის ვი­მუ­შა­ვებ და დიდი წარ­მა­ტე­ბა­საც მი­ვაღ­წევ. მგო­ნი ეჭვი არა­ვის ეპა­რე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბა ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი და შე­სამ­ჩნე­ვი იქ­ნე­ბა", - აცხა­დებს კან­დე­ლა­კი თუმ­ცა აღ­ნიშ­ნავს, რომ პო­ლი­ტი­კა­ში არ მი­დის, რა­და­გან კომ­პა­ნია "აპოს­ტო­ლის" მარ­თვით არის და­კა­ვე­ბუ­ლი და ამ ეტაპ­ზე ქარ­თვე­ლე­ბის­თვის მხო­ლოდ რჩე­ვე­ბის მი­ცე­მა შე­უძ­ლია.

"სა­ქარ­თვე­ლოს დღე­ვან­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ბევ­რი მე­გო­ბა­რი მყავს, რომ­ლე­ბიც რჩე­ვებს ხში­რად მე­კი­თხე­ბი­ან. მეც ვუ­ზი­ა­რებ მათ ჩემს შე­ხე­დუ­ლე­ბებს. არამ­გო­ნია, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბი­სას ჩემი რჩე­ვე­ბით ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დნენ, მაგ­რამ რო­გორც თვალ­საზ­რისს, ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ", - გა­ნა­ცხა­და ტე­ლე­წამ­ყვან­მა.

კან­დე­ლა­კი სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის სა­კი­თხსაც შე­ე­ხო.

"რუ­სე­თის საქ­ცი­ე­ლი ჭურ­ჭლის მა­ღა­ზი­ა­ში მოხ­ვედ­რი­ლი სპი­ლოს ქმე­დე­ბას ჰგავს, სა­ერ­თოდ არ მეს­მის, რა უნდა. რუ­სე­თის­თვის ეს ტე­რი­ტო­რი­ე­ბი და­მა­ტე­ბი­თი ტვირ­თია, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის კი პრინ­ცი­პუ­ლი სა­კი­თხი. პა­ტა­რა ქვე­ყა­ნა ტე­რი­ტო­რი­ე­ბის და­კარ­გვას ვერ შე­ე­გუ­ე­ბა, მით უმე­ტეს, რომ ამ ტე­რი­ტო­რი­ე­ბის­თვის ქარ­თუ­ლი სის­ხლი და­იღ­ვა­რა, მაგ­რამ თუ რო­მე­ლი­მე ქარ­თვე­ლი გე­ტყვით, რომ ეს პრობ­ლე­მა მო­უგ­ვა­რე­ბე­ლია, ის ქარ­თვე­ლი არ ყო­ფი­ლა. ყვე­ლა ქარ­თველს აქვს ამის იმე­დი და მეც მათ შო­რის. პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა მა­შინ და­ი­წყე­ბა, როცა ივა­ნიშ­ვი­ლი რუ­სეთ­ში ჩა­მო­ვა და პრე­ზი­დენტ პუ­ტინს შეხ­ვდე­ბა. მხო­ლოდ მა­შინ და­იძ­ვრე­ბა ყი­ნუ­ლი", - აცხა­დებს კან­დე­ლა­კი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია rbc.ru-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

თინა კანდელაკი: "საქართველოში ჩემი საქმიანობა ძალიან წარმატებული და შესამჩნევი იქნება"

თინა კანდელაკი: "საქართველოში ჩემი საქმიანობა ძალიან წარმატებული და შესამჩნევი იქნება"

რუსეთში მოღვაწე ქართველი ტელეჟურნალისტი, თინა კანდელაკი გამოცემა РБК-ისთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოში დაბრუნების პერსპექტივაზე საუბრობს. მისი თქმით, საქართველოს ახალ ხელისუფლებაში ბევრი ახლობელი ჰყავს და ეჭვიც არ ეპარება, რომ ჩამოსვლის შემთხვევაში წარმატებული კარიერა გარანტირებული აქვს.

"პატარა სახელმწიფოს ყოფილი მოქალაქეები, რომლებმაც საზღვარგარეთ წარმატებას მიაღწიეს, ახალი პროექტების რეალიზაციაში ქვეყნისთვის დამატებით რესურსს წარმოადგენენ. თუ საქართველოში ჩასვლას გადავწყვეტ, უსაქმოდ ნამდვილად არ დავრჩები. ისიც გასაგებია, რომ სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში, ახალი ხელისუფლებისთვის ვიმუშავებ და დიდი წარმატებასაც მივაღწევ. მგონი ეჭვი არავის ეპარება, რომ საქართველოში ჩემი საქმიანობა ძალიან წარმატებული და შესამჩნევი იქნება", - აცხადებს კანდელაკი თუმცა აღნიშნავს, რომ პოლიტიკაში არ მიდის, რადაგან კომპანია "აპოსტოლის" მართვით არის დაკავებული და ამ ეტაპზე ქართველებისთვის მხოლოდ რჩევების მიცემა შეუძლია.

"საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებაში ბევრი მეგობარი მყავს, რომლებიც რჩევებს ხშირად მეკითხებიან. მეც ვუზიარებ მათ ჩემს შეხედულებებს. არამგონია, გადაწყვეტილებების მიღებისას ჩემი რჩევებით ხელმძღვანელობდნენ, მაგრამ როგორც თვალსაზრისს, ითვალისწინებენ", - განაცხადა ტელეწამყვანმა.

კანდელაკი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხსაც შეეხო.

"რუსეთის საქციელი ჭურჭლის მაღაზიაში მოხვედრილი სპილოს ქმედებას ჰგავს, საერთოდ არ მესმის, რა უნდა. რუსეთისთვის ეს ტერიტორიები დამატებითი ტვირთია, საქართველოსთვის კი პრინციპული საკითხი. პატარა ქვეყანა ტერიტორიების დაკარგვას ვერ შეეგუება, მით უმეტეს, რომ ამ ტერიტორიებისთვის ქართული სისხლი დაიღვარა, მაგრამ თუ რომელიმე ქართველი გეტყვით, რომ ეს პრობლემა მოუგვარებელია, ის ქართველი არ ყოფილა. ყველა ქართველს აქვს ამის იმედი და მეც მათ შორის. პრობლემის მოგვარება მაშინ დაიწყება, როცა ივანიშვილი რუსეთში ჩამოვა და პრეზიდენტ პუტინს შეხვდება. მხოლოდ მაშინ დაიძვრება ყინული", - აცხადებს კანდელაკი.

მომზადებულია rbc.ru-ს მიხედვით.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები