Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაცლილ სოფელს შველა უნდა -"განა აქედან გაიქცევი, თუკი არ გაგდებენ?"
დაცლილ სოფელს შველა უნდა -"განა აქედან გაიქცევი, თუკი არ გაგდებენ?"

სვე­რის სა­ჯა­რო სკო­ლა სა­უ­კუ­ნე­ზე მეტი ხნის წინ, 1904 წელს და­უ­არ­სე­ბი­ათ. ის დღემ­დე ამა­ყად დგას ჭი­ა­თუ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ­ში და სამი სოფ­ლის: თვა­ლუ­ე­თის, ცხრუკ­ვე­თი­სა და თა­ვად სვე­რის მოს­წავ­ლე-ახალ­გაზ­რდო­ბის სწავ­ლა-აღ­ზრდის საქ­მეს ემ­სა­ხუ­რე­ბა და იმე­დია, კვლა­ვაც მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა, თუ ამ სამ სო­ფელ­ში ისევ დარ­ჩე­ბი­ან მოს­წავ­ლე-ახალ­გაზ­რდე­ბი. სვე­რის სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი, ჭი­ა­თუ­რის საკ­რე­ბუ­ლოს მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი, თა­მაზ ცუც­ქი­რი­ძე და­ნა­ნე­ბით ლა­პა­რა­კობს სოფ­ლის გა­სა­ჭირ­ზე.

- ბა­ტო­ნო თა­მაზ, რა გა­ფიქ­რე­ბი­ნებთ, რომ შე­საძ­ლოა, ამ სამ სო­ფელ­ში სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის გა­უქ­მე­ბის სა­კი­თხი დად­გეს?

- 1995 წელს, რო­დე­საც აქ, ჩემს მშობ­ლი­ურ სკო­ლა­ში დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის რან­გში დავ­ბრუნ­დი, მო­წა­ფე­თა რა­ო­დე­ნო­ბა 280-ს შე­ად­გენ­და. კარ­გად მახ­სოვს, ბა­ტო­ნი რეზო ბი­წა­ძე, ამ სკო­ლის მა­შინ­დე­ლი დი­რექ­ტო­რი, სი­ნა­ნუ­ლით აღ­ნიშ­ნავ­და, რომ მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბამ იკლო, თუმ­ცა, ის კლე­ბა დღე­ვან­დელ­თან შე­და­რე­ბით მცი­რე იყო. მი­ზე­ზებ­ზე ყო­ველ­თვის ვსა­უბ­რობ­დით, მაგ­რამ ვერც მა­შინ და ვერც ახლა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ვე­რა­ფერს ვა­კე­თებთ, რად­გან ეს ჩვენს ძალ-ღო­ნეს აღე­მა­ტე­ბა. პირ­ვე­ლი ტალ­ღა სოფ­ლი­დან ქა­ლა­ქის­კენ, წა­გე­ბულ­მა ომმა და მის­გან მო­ტა­ნილ­მა სო­ცი­ა­ლურ­მა პრობ­ლე­მებ­მა გა­მო­იწ­ვია... თუ დღეს 280-ის ნაც­ვლად 128 მოს­წავ­ლე მყავს, მო­მა­ვალ სექ­ტემ­ბერს, ზუს­ტად ვიცი, რომ ეს ციფ­რი 20 მო­წა­ფით მა­ინც (ეს ყვე­ლა­ზე ცო­ტაა) შემ­ცირ­დე­ბა... სულ მარ­ტი­ვად გე­ტყვით: ამ სას­წავ­ლო წელს ჩემი 18 მო­წა­ფე და­ამ­თავ­რებს, სექ­ტემ­ბერ­ში კი სკო­ლის მერ­ხთან მხო­ლოდ 4 და­წყე­ბით კლა­სელს ვე­ლით. თუ ასე გაგ­რძელ­და, ღმერ­თმა ნუ ქნას და ალ­ბათ თვა­ლუ­ე­თის და­წყე­ბით სკო­ლას და­ვემ­სგავ­სე­ბით. იქ ახლა 3 მოს­წავ­ლე და 4 მას­წავ­ლე­ბე­ლია მთე­ლი სკო­ლა. ერთი კლა­სი სა­ერ­თო­დაც არ ჰყავთ, და­ნარ­ჩენ სამ კლას­ში კი თითო მოს­წავ­ლე ით­ვლე­ბა კლა­სად. არც სკო­ლის შე­ნო­ბა აქვთ, ყო­ფი­ლი კოლ­მე­ურ­ნე­ო­ბის გამ­გე­ო­ბის შე­ნო­ბა­ში აქვთ ერთი ოთა­ხი გა­მო­ყო­ფი­ლი. მოკ­ლედ, უი­მე­დოდ მე­ხა­ტე­ბა მო­მა­ვა­ლი.

- ერთ-ერთი ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზი, რის გა­მოც სკო­ლას მოს­წავ­ლე­ე­ბის გა­რე­შე დარ­ჩე­ნის საფრ­თხე ელო­დე­ბა, მიგ­რა­ცი­აა, რო­მელ­საც ფო­ნად სო­ცი­ა­ლუ­რი სი­დუ­ხ­ჭი­რე უდევს. ბუ­ნებ­რი­ვია, უნდა გკი­თხოთ, მა­ინც რა­ტომ არის აქა­უ­რი გლე­ხი ესო­დენ შე­ჭირ­ვე­ბუ­ლი?

- მო­ტი­ვა­ცია არა აქვთ იმის­თვის, რომ მი­წა­ზე იმუ­შა­ონ. სოფ­ლის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად ერ­თა­დერ­თი მე­თო­დი არ­სე­ბობს და ამა­ში ალ­ბათ ყვე­ლა და­მე­თან­ხმე­ბა: გლე­ხი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი უნდა იყოს შრო­მით. ეს კი მა­შინ მოხ­დე­ბა, რო­დე­საც ის უხვ მო­სა­ვალს და მო­სა­ვალ­ში ღირ­სე­ულ გა­სამ­რჯე­ლოს მი­ი­ღებს. კო­მუ­ნის­ტე­ბის პე­რი­ოდ­ში აქ ნე­ბის­მი­ე­რი ოჯა­ხის ერთი მა­მა­კა­ცი მა­ინც, ჭი­ა­თუ­რის მა­ღა­რო­ში მუ­შა­ობ­და და იმით არ­ჩენ­და ოჯახს. ანუ, გა­მო­დის, რომ მიგ­რა­ცი­ის­კენ მიდ­რე­კი­ლი იმ პე­რი­ო­დის ზემო იმე­რე­თიც იყო, რა­კი­ღა მიწა ვერც მა­შინ იძ­ლე­ო­და ღირ­სე­უ­ლი არ­სე­ბო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას. კო­მუ­ნის­ტებ­მა არა­ფე­რი გა­ა­კე­თეს იმი­სათ­ვის, რომ ეს მუ­შურ-გლე­ხუ­რი ფენა და­ე­ლა­გე­ბი­ნათ და გლე­ხის­თვის გლე­ხი, მუ­შის­თვის კი - მუშა ეწო­დე­ბი­ნათ. მათ ხელს აძ­ლევ­დათ და­მო­კი­დე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა და ჰყავ­დათ კი­დეც. ახლა ჭი­ა­თუ­რის მა­ღა­რო­ში ისევ მუ­შა­ო­ბენ ჩვე­ნი გლე­ხე­ბი, მაგ­რამ ეს სუ­რათს ვე­ღარ ცვლის, რად­გან და­საქ­მე­ბულ­თა რი­ცხვი გა­ცი­ლე­ბით მცი­რეა. ამი­ტო­მაც სი­ღა­რი­ბის, პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით - შიმ­ში­ლის ზღვარ­ზე მდგა­რი ჩვე­ნი გლე­ხო­ბა იძუ­ლე­ბუ­ლია, სო­ფელს, რა­ი­ონს გას­ცდეს და დე­და­ქა­ლაქ­ში, სა­ზღვარ­გა­რეთ - მოკ­ლედ, სხვა­გან ეძი­ოს პური არ­სო­ბი­სა.

- რო­გორც მივ­ხვდი, მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა ამ სოფ­ლებ­ში ის არის, რომ მი­წე­ბია მწი­რი. ამი­ტო­მაც გარ­ბის აქე­დან ხალ­ხი და თა­ვი­სი შვი­ლე­ბიც მიჰ­ყავს. და რა უნდა იყოს ამის საშ­ვე­ლი?

- არ არ­სე­ბობს უი­მე­დო სი­ტუ­ა­ცია, მაგ­რამ იმ რე­ა­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რა­საც ახლა მე ვუ­ყუ­რებ, ვფიქ­რობ, არა­ფე­რი გვეშ­ვე­ლე­ბა. აი, ახალ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მოგ­ვცა გა­რან­ტია, რომ გა­ზა­ფხუ­ლის ხვნა­ში დაგ­ვეხ­მა­რე­ბა ტექ­ნი­კით, საწ­ვა­ვით, ქი­მი­კა­ტე­ბით. უხა­რია ხალ­ხს, მარ­თლაც დიდი შე­ღა­ვა­თია, მაგ­რამ რა ტექ­ნი­კა უშ­ვე­ლის ზემო იმე­რე­თის სოფ­ლებს ზა­ფხუ­ლის გვალ­ვე­ბის დად­გო­მი­სას? აქ ბუ­ნებ­რი­ვი რე­ლი­ე­ფი ისე­თია, რომ მდი­ნა­რეს ვე­რაფ­რით გა­მო­ი­ყე­ნებ სარ­წყა­ვად, არც მი­ლე­ბით აქა-იქ შე­მოყ­ვა­ნი­ლი სას­მე­ლი წყა­ლია გა­მო­სა­ვა­ლი, არც ჭები, რო­მელ­თა სი­უხ­ვი­თაც სამ­წუ­ხა­როდ, ვერ გა­მო­ირ­ჩე­ვა ეს მხა­რე... სარ­წყა­ვი სის­ტე­მაა სა­ჭი­რო, რო­მელ­საც მხო­ლოდ და მხო­ლოდ სა­ხელ­მწი­ფოს დახ­მა­რე­ბით თუ გა­ვა­კე­თებთ. მოვ­ხა­ნით და დავ­ბა­რეთ, ბა­ტო­ნო, მაგ­რამ არ მო­ვი­და მო­სა­ვა­ლი, რად­გან გა­დახ­მა ყვე­ლა­ფე­რი. ახლა თქვენ მკი­თხავთ, - ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი რა­ღას შვრე­ბოდ­ნე­ნო? ისი­ნი არ ცხოვ­რობ­დნენ გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბის პე­რი­ოდ­ში... მახ­სოვს, გა­ზა­ფხუ­ლის დად­გო­მას­თან ერ­თად თით­ქმის ყვე­ლა ოჯახ­ში ნა­ხავ­დით აბ­რე­შუ­მის ჭიის "ჩელ­ტებს". პლან­ტა­ცი­ე­ბი გვქონ­და აქ თუ­თის. ამას დიდი შრო­მა სჭირ­დე­ბო­და, მუდ­მი­ვი ზრუნ­ვა და ფო­ფი­ნი, მაგ­რამ ქა­ლე­ბი ახერ­ხებ­დნენ ამ სე­ზო­ნუ­რი სა­მუ­შა­ოს­თვის ღირ­სე­უ­ლად გა­ერ­თმი­ათ თავი. იყო ჩაის პლან­ტა­ცი­ე­ბიც, სა­დაც ასე­ვე ძი­რი­თა­დად ქა­ლე­ბი მუ­შა­ობ­დნენ, ხორ­ბა­ლიც მოჰ­ყავ­დათ... ახლა აღარც ეს ბედ­ნი­ე­რე­ბა გვაქვს, ის ხე­ე­ბიც გა­ი­ჩე­ხა და მხო­ლოდ ალაგ-ალა­გაა შე­მორ­ჩე­ნი­ლი... მოკ­ლედ, მე რაც უნდა მო­ვი­თხო­ვო გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს­გან, რამ­დე­ნი კომ­პი­უ­ტე­რიც უნდა გა­მო­მიგ­ზავ­ნონ და რა ფერ­ზეც უნდა შე­მი­ღე­ბონ სკო­ლა, ვერც სკო­ლას შე­ვი­ნარ­ჩუ­ნებ და ვერც სო­ფელს, თუ არ დას­ხდე­ბი­ან მეც­ნი­ე­რე­ბი და მთავ­რო­ბის წევ­რებ­თან ერ­თად არ და­სა­ხა­ვენ კონ­კრე­ტუ­ლად, ზემო იმე­რე­თის გლე­ხო­ბის­თვის ღირ­სე­უ­ლი პი­რო­ბე­ბის შექ­მნის გზებს.

- წინა ზა­ფხულს აქ გზე­ბის მშე­ნებ­ლო­ბაც წა­მო­ი­წყეს და სკო­ლაც შე­გი­რე­მონ­ტეს. მოდი, ნუ დავ­ზაფ­რავთ ხალ­ხს და რა­ღაც კარ­გიც ვთქვათ.

- ეს პრე­ზი­დენ­ტის ვი­ზი­ტის შემ­დეგ მოხ­და. პრე­ზი­დენტს აქ ფეს­ვე­ბი უხ­მობს ხოლ­მე და პე­რი­ო­დუ­ლად ჩა­მო­დის - მისი ბე­ბია ხომ ცხრუკ­ვე­თი­და­ნაა. მოკ­ლედ, გვეს­ტუმ­რა და იმ ზა­ფხულს ვი­ფიქ­რე, რომ გვეშ­ვე­ლა. კარ-ფან­ჯრე­ბი შეგ­ვიც­ვა­ლეს, სკო­ლის ფოიე, დე­რეფ­ნე­ბი და სპორ­ტუ­ლი დარ­ბა­ზი შეგ­ვი­რე­მონ­ტეს, სკო­ლა ლა­მაზ ყვი­თელ ფე­რად შე­ი­ღე­ბა, გათ­ბო­ბის სის­ტე­მაც დაგ­ვი­მონ­ტაჟ­და, გზაც და­ი­გო ცხრუკ­ვე­თი­დან სვე­რამ­დე და სკო­ლის ავ­ტო­ბუ­სე­ბიც დაგ­ვე­ნიშ­ნა. პი­რა­დად პრე­ზი­დენ­ტის მად­ლო­ბელ­ნი ვართ ამ დახ­მა­რე­ბის­თვის, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არ მინ­და უმა­დუ­რი გა­მოვ­ჩნდე, თუ ჩვე­ნი დახ­მა­რე­ბა არ გაგ­რძელ­და, ეს მა­ინც ზღვა­ში წვე­თია. ახლა ამ გა­რე­მონ­ტე­ბულ სპორ­ტულ დარ­ბაზ­ში ფი­ზკულ­ტუ­რის გაკ­ვე­თი­ლებს ვა­ტა­რებთ და ზამ­თარ­ში ახალ­გაზ­რდებ­საც ვუ­ღებთ კარს, რომ კა­ლათ­ბურ­თი, მი­ნი­ფეხ­ბურ­თი ითა­მა­შონ, მაგ­რამ იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ნამ­დვი­ლი სპორ­ტით, თუნ­დაც ცეკ­ვით და­ვა­კა­ვოთ ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბი, ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გამო, არ გვაქვს. ახლა ჩემს მოს­წავ­ლე­ებს შო­რის ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია რაგ­ბი, ფეხ­ბურ­თი... გო­გო­ნებს ცეკ­ვა უნ­დათ... მინ­და და­ვეხ­მა­რო და პე­და­გო­გი ად­გილ­ზე მო­ვუყ­ვა­ნო, სა­წყის ეტაპს მა­ინც რომ აქვე მო­ე­რი­ონ, მაგ­რამ ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მაქვს და ამი­ტო­მაც ეს ბავ­შვე­ბი ჭი­ა­თუ­რა­ში და­დი­ან... იქამ­დე კი ურ­თუ­ლე­სი, მთებ­ზე და­კი­დე­ბუ­ლი, სა­ში­ში და მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლი გზაა, თა­ნაც ამას ხში­რად ბავ­შვე­ბი გაკ­ვე­თი­ლე­ბის ხარ­ჯზე აკე­თე­ბენ, რად­გან სა­ღა­მო­ო­ბით ტრან­სპორ­ტი არ და­დის. სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბა ხომ უნდა მო­ა­ხერ­ხონ?

გარ­და ამი­სა, სკო­ლის რე­მონ­ტი ჯერ მხო­ლოდ და­წყე­ბუ­ლია... ახლა იმ სტა­დი­ა­ში ვართ, გა­რე­დან რომ მტერს ვუბრმა­ვებთ თვა­ლებს და შიგ­ნი­დან - მოყ­ვა­რეს... აღარც კომ­პი­უ­ტე­რე­ბი გვი­ვარ­გა - 18-დან მხო­ლოდ 5 მუ­შა­ობს.

- გათ­ბო­ბის სის­ტე­მა დიდი შე­ღა­ვა­თი იქ­ნე­ბო­და.

- რა თქმა უნდა, მაგ­რამ უსახ­სრო­ბის გამო, ჩვენ მხო­ლოდ იმის ნა­ხე­ვარ საწ­ვავს მო­ვიხ­მართ გა­სათ­ბო­ბად, რაც გვჭირ­დე­ბა.

- სა­ნა­ხევ­როდ გათ­ბი­თო, ასე გი­თხრეს?

- არა, რამ­დენს დავ­ხარ­ჯავ­დით, მე ნამ­დვი­ლად არ შე­მეძ­ლო მცოდ­ნო­და, ახლა ეს ცოდ­ნა სამ­თვი­ან­მა გა­მოც­დი­ლე­ბამ შემ­ძი­ნა და ვეც­დე­ბი, სა­მი­ნის­ტროს სა­ფუძ­ვლი­ა­ნად და­ვუ­სა­ბუ­თო ჩემი გა­სა­ჭი­რი და ისე ვთხო­ვო ამ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა.

- ბა­ტო­ნო თა­მაზ, სო­ფელ­ში რამ­დე­ნი­მე ოჯახ­ში შე­ვი­ხე­დე და იმ სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბის, იმ გულ­ღი­ო­ბის მიღ­მა, რაც იქ ვნა­ხე, გა­სა­ო­ცა­რი სი­ღა­რი­ბეც და­ვი­ნა­ხე. ამას ბევ­რი თვა­ლი­ე­რე­ბა და დიდი გუ­ლის­ყუ­რი არ უნდა - სი­ღა­რი­ბე ზე­და­პირ­ზე­ვე დევს... მი­თხა­რით, ამ ღა­რი­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის შვი­ლე­ბი სკო­ლა­ში მა­ინც თუ არი­ან ბედ­ნი­ე­რე­ბი?

- რთუ­ლია, ცალ­სა­ხა პა­სუ­ხი გაგ­ცეთ... ბევ­რი ცვლი­ლე­ბა გვჭირ­დე­ბა, კად­რე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბაც და ეს უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ბავ­შვებ­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე მინ­და რომ აი­სა­ხოს. ახა­ლი ტექ­ნი­კა, გა­რე­მონ­ტე­ბუ­ლი საკ­ლა­სო ოთა­ხე­ბი, კარ­გად გამთბა­რი სკო­ლა... სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ამ ბავ­შვებს ხან­და­ხან ცხე­ლი სა­დი­ლიც მინ­და, რომ მი­ვა­წო­დო... ჩა­ა­ტა­რონ ბა­ტო­ნო კვლე­ვა და მიხ­ვდე­ბი­ან, რომ აქ ძა­ლი­ან დიდი პრო­ცენ­ტია სი­ღა­რი­ბის ზღვარს მიღ­მა... რა გა­მო­მი­ვი­და, ნა­ხეთ? ვერც სკო­ლის კედ­ლებ­ში არი­ან ეს ბავ­შვე­ბი ბედ­ნი­ე­რე­ბი... და რად­გან გარ­თო­ბა ყვე­ლა ბავ­შვის ბუ­ნებ­რი­ვი მო­თხოვ­ნი­ლე­ბაა, რად­გან არც კინო აქვთ, თე­ატრსა და სხვა სა­ღა­მო­ებ­ზე ლა­პა­რა­კი ხომ ზედ­მე­ტია და არც სხვა­დას­ხვა წრე, ამ ბავ­შვე­ბის ერ­თა­დერთ გარ­თო­ბად კარ­ტის თა­მა­ში, სას­მე­ლი, თამ­ბა­ქო რჩე­ბა... გო­გო­ნებს კი ხში­რად გა­მო­სავ­ლად გა­თხო­ვე­ბა მი­აჩ­ნი­ათ. წელს მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლა­სის გო­გო­ნე­ბი გა­მი­თხოვ­დნენ... რა თქმა უნდა, ვდარ­დობ, ეგე­ბა სკო­ლის დამ­თავ­რე­ბას რო­გო­რი ცვლი­ლე­ბა გა­მო­ეწ­ვია მათ ცხოვ­რე­ბა­ში...

- ეკ­ლე­სია არ და­ი­ვი­წყოთ.

- წმინ­და იო­ა­ნე ნათ­ლის­მცემ­ლის ეკ­ლე­სია 1800 წელ­საა აგე­ბუ­ლი. ჩემი სახ­ლი ამ ეკ­ლე­სი­ის გვერ­დით მდე­ბა­რე­ობს. მამა გი­ორ­გი წე­რე­თელ­მა აიღო მე­ურ­ვე­ო­ბა ამ ეკ­ლე­სი­ა­ზე და ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბით ეკ­ლე­სია აღად­გი­ნა... აქ ახლა წირ­ვა-ლოც­ვაც მიმ­დი­ნა­რე­ობს და ტა­ძა­რი ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის ერ­თგვა­რი ხსნაა... სა­ო­ცა­რი ტა­ძა­რი გვაქვს, სამი ზა­ფხუ­ლი ზე­დი­ზედ ხა­ტავ­და მის კედ­ლებს გოჩა ცერ­ცვა­ძე... ამ ზა­ფხულს უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა ბოლო შტრი­ხე­ბი, მაგ­რამ არ დას­ცალ­და, უკურ­ნე­ბელ­მა სენ­მა გა­მოგ­ვა­ცა­ლა ხე­ლი­დან. ვიცი, რომ ამ საქ­მეს მისი ვაჟი და­ას­რუ­ლებს... მოკ­ლედ, სულ ცოტა გვინ­და, რომ სო­ფელს ჭირი მო­ვა­ცი­ლოთ და ვი­ცხოვ­რებთ.... ცოტა გზა, ცოტა წყა­ლი, ცოტა ზრუნ­ვა და ფიქ­რი სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან. ად­გი­ლობ­რი­ვებს ტრა­დი­ცი­ად ჰქონ­დათ მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნო­ბა. ახლა ამი­თაც მო­ვი­კოჭ­ლებთ, ხუთ და რვაშ­ვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხე­ბი აქ ყო­ვე­ლი მე­ო­რე და მე­სა­მე იყო, ახლა სამ შვილ­საც აღა­რა­ვინ აჩენს, ყვე­ლას ურ­ჩევ­ნია ერთი გა­ზარ­დოს და იმ ერთს მის­ცეს მაქ­სი­მუ­მი... აქე­დან გა­და­სახ­ლე­ბუ­ლებს უკან ვე­ღა­რა­ვინ და­აბ­რუ­ნებს, მაგ­რამ თუკი დღე­ი­დან მარ­თლაც და­ფიქ­რდე­ბა ვინ­მე, - რა სჭირ­დე­ბა სო­ფელს, ეს ჯან­მრთე­ლი ხალ­ხი, იმე­დი მაქვს, ისევ გამ­რავ­ლდე­ბა... ამა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, აბა, გა­ხე­დეთ, რო­გო­რი გა­სა­ო­ცა­რი სი­ლა­მა­ზი­საა ზემო იმე­რე­თი, განა აქე­დან გა­იქ­ცე­ვი, თუკი არ გაგ­დე­ბენ?

დეა ცუც­ქი­რი­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

დაცლილ სოფელს შველა უნდა -"განა აქედან გაიქცევი, თუკი არ გაგდებენ?"

დაცლილ სოფელს შველა უნდა -"განა აქედან გაიქცევი, თუკი არ გაგდებენ?"

სვერის საჯარო სკოლა საუკუნეზე მეტი ხნის წინ, 1904 წელს დაუარსებიათ. ის დღემდე ამაყად დგას ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელში და სამი სოფლის: თვალუეთის, ცხრუკვეთისა და თავად სვერის მოსწავლე-ახალგაზრდობის სწავლა-აღზრდის საქმეს ემსახურება და იმედია, კვლავაც მოემსახურება, თუ ამ სამ სოფელში ისევ დარჩებიან მოსწავლე-ახალგაზრდები. სვერის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ჭიათურის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, თამაზ ცუცქირიძე დანანებით ლაპარაკობს სოფლის გასაჭირზე.

- ბატონო თამაზ, რა გაფიქრებინებთ, რომ შესაძლოა, ამ სამ სოფელში სასწავლო დაწესებულების გაუქმების საკითხი დადგეს?

- 1995 წელს, როდესაც აქ, ჩემს მშობლიურ სკოლაში დირექტორის მოადგილის რანგში დავბრუნდი, მოწაფეთა რაოდენობა 280-ს შეადგენდა. კარგად მახსოვს, ბატონი რეზო ბიწაძე, ამ სკოლის მაშინდელი დირექტორი, სინანულით აღნიშნავდა, რომ მოსწავლეთა რაოდენობამ იკლო, თუმცა, ის კლება დღევანდელთან შედარებით მცირე იყო. მიზეზებზე ყოველთვის ვსაუბრობდით, მაგრამ ვერც მაშინ და ვერც ახლა ამ მიმართულებით ვერაფერს ვაკეთებთ, რადგან ეს ჩვენს ძალ-ღონეს აღემატება. პირველი ტალღა სოფლიდან ქალაქისკენ, წაგებულმა ომმა და მისგან მოტანილმა სოციალურმა პრობლემებმა გამოიწვია... თუ დღეს 280-ის ნაცვლად 128 მოსწავლე მყავს, მომავალ სექტემბერს, ზუსტად ვიცი, რომ ეს ციფრი 20 მოწაფით მაინც (ეს ყველაზე ცოტაა) შემცირდება... სულ მარტივად გეტყვით: ამ სასწავლო წელს ჩემი 18 მოწაფე დაამთავრებს, სექტემბერში კი სკოლის მერხთან მხოლოდ 4 დაწყებით კლასელს ველით. თუ ასე გაგრძელდა, ღმერთმა ნუ ქნას და ალბათ თვალუეთის დაწყებით სკოლას დავემსგავსებით. იქ ახლა 3 მოსწავლე და 4 მასწავლებელია მთელი სკოლა. ერთი კლასი საერთოდაც არ ჰყავთ, დანარჩენ სამ კლასში კი თითო მოსწავლე ითვლება კლასად. არც სკოლის შენობა აქვთ, ყოფილი კოლმეურნეობის გამგეობის შენობაში აქვთ ერთი ოთახი გამოყოფილი. მოკლედ, უიმედოდ მეხატება მომავალი.

- ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, რის გამოც სკოლას მოსწავლეების გარეშე დარჩენის საფრთხე ელოდება, მიგრაციაა, რომელსაც ფონად სოციალური სიდუხჭირე უდევს. ბუნებრივია, უნდა გკითხოთ, მაინც რატომ არის აქაური გლეხი ესოდენ შეჭირვებული?

- მოტივაცია არა აქვთ იმისთვის, რომ მიწაზე იმუშაონ. სოფლის შესანარჩუნებლად ერთადერთი მეთოდი არსებობს და ამაში ალბათ ყველა დამეთანხმება: გლეხი დაინტერესებული უნდა იყოს შრომით. ეს კი მაშინ მოხდება, როდესაც ის უხვ მოსავალს და მოსავალში ღირსეულ გასამრჯელოს მიიღებს. კომუნისტების პერიოდში აქ ნებისმიერი ოჯახის ერთი მამაკაცი მაინც, ჭიათურის მაღაროში მუშაობდა და იმით არჩენდა ოჯახს. ანუ, გამოდის, რომ მიგრაციისკენ მიდრეკილი იმ პერიოდის ზემო იმერეთიც იყო, რაკიღა მიწა ვერც მაშინ იძლეოდა ღირსეული არსებობის საშუალებას. კომუნისტებმა არაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ეს მუშურ-გლეხური ფენა დაელაგებინათ და გლეხისთვის გლეხი, მუშისთვის კი - მუშა ეწოდებინათ. მათ ხელს აძლევდათ დამოკიდებული საზოგადოება და ჰყავდათ კიდეც. ახლა ჭიათურის მაღაროში ისევ მუშაობენ ჩვენი გლეხები, მაგრამ ეს სურათს ვეღარ ცვლის, რადგან დასაქმებულთა რიცხვი გაცილებით მცირეა. ამიტომაც სიღარიბის, პირდაპირი მნიშვნელობით - შიმშილის ზღვარზე მდგარი ჩვენი გლეხობა იძულებულია, სოფელს, რაიონს გასცდეს და დედაქალაქში, საზღვარგარეთ - მოკლედ, სხვაგან ეძიოს პური არსობისა.

- როგორც მივხვდი, მთავარი პრობლემა ამ სოფლებში ის არის, რომ მიწებია მწირი. ამიტომაც გარბის აქედან ხალხი და თავისი შვილებიც მიჰყავს. და რა უნდა იყოს ამის საშველი?

- არ არსებობს უიმედო სიტუაცია, მაგრამ იმ რეალობიდან გამომდინარე, რასაც ახლა მე ვუყურებ, ვფიქრობ, არაფერი გვეშველება. აი, ახალმა ხელისუფლებამ მოგვცა გარანტია, რომ გაზაფხულის ხვნაში დაგვეხმარება ტექნიკით, საწვავით, ქიმიკატებით. უხარია ხალხს, მართლაც დიდი შეღავათია, მაგრამ რა ტექნიკა უშველის ზემო იმერეთის სოფლებს ზაფხულის გვალვების დადგომისას? აქ ბუნებრივი რელიეფი ისეთია, რომ მდინარეს ვერაფრით გამოიყენებ სარწყავად, არც მილებით აქა-იქ შემოყვანილი სასმელი წყალია გამოსავალი, არც ჭები, რომელთა სიუხვითაც სამწუხაროდ, ვერ გამოირჩევა ეს მხარე... სარწყავი სისტემაა საჭირო, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს დახმარებით თუ გავაკეთებთ. მოვხანით და დავბარეთ, ბატონო, მაგრამ არ მოვიდა მოსავალი, რადგან გადახმა ყველაფერი. ახლა თქვენ მკითხავთ, - ჩვენი წინაპრები რაღას შვრებოდნენო? ისინი არ ცხოვრობდნენ გლობალური დათბობის პერიოდში... მახსოვს, გაზაფხულის დადგომასთან ერთად თითქმის ყველა ოჯახში ნახავდით აბრეშუმის ჭიის "ჩელტებს". პლანტაციები გვქონდა აქ თუთის. ამას დიდი შრომა სჭირდებოდა, მუდმივი ზრუნვა და ფოფინი, მაგრამ ქალები ახერხებდნენ ამ სეზონური სამუშაოსთვის ღირსეულად გაერთმიათ თავი. იყო ჩაის პლანტაციებიც, სადაც ასევე ძირითადად ქალები მუშაობდნენ, ხორბალიც მოჰყავდათ... ახლა აღარც ეს ბედნიერება გვაქვს, ის ხეებიც გაიჩეხა და მხოლოდ ალაგ-ალაგაა შემორჩენილი... მოკლედ, მე რაც უნდა მოვითხოვო განათლების სამინისტროსგან, რამდენი კომპიუტერიც უნდა გამომიგზავნონ და რა ფერზეც უნდა შემიღებონ სკოლა, ვერც სკოლას შევინარჩუნებ და ვერც სოფელს, თუ არ დასხდებიან მეცნიერები და მთავრობის წევრებთან ერთად არ დასახავენ კონკრეტულად, ზემო იმერეთის გლეხობისთვის ღირსეული პირობების შექმნის გზებს.

- წინა ზაფხულს აქ გზების მშენებლობაც წამოიწყეს და სკოლაც შეგირემონტეს. მოდი, ნუ დავზაფრავთ ხალხს და რაღაც კარგიც ვთქვათ.

- ეს პრეზიდენტის ვიზიტის შემდეგ მოხდა. პრეზიდენტს აქ ფესვები უხმობს ხოლმე და პერიოდულად ჩამოდის - მისი ბებია ხომ ცხრუკვეთიდანაა. მოკლედ, გვესტუმრა და იმ ზაფხულს ვიფიქრე, რომ გვეშველა. კარ-ფანჯრები შეგვიცვალეს, სკოლის ფოიე, დერეფნები და სპორტული დარბაზი შეგვირემონტეს, სკოლა ლამაზ ყვითელ ფერად შეიღება, გათბობის სისტემაც დაგვიმონტაჟდა, გზაც დაიგო ცხრუკვეთიდან სვერამდე და სკოლის ავტობუსებიც დაგვენიშნა. პირადად პრეზიდენტის მადლობელნი ვართ ამ დახმარებისთვის, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ არ მინდა უმადური გამოვჩნდე, თუ ჩვენი დახმარება არ გაგრძელდა, ეს მაინც ზღვაში წვეთია. ახლა ამ გარემონტებულ სპორტულ დარბაზში ფიზკულტურის გაკვეთილებს ვატარებთ და ზამთარში ახალგაზრდებსაც ვუღებთ კარს, რომ კალათბურთი, მინიფეხბურთი ითამაშონ, მაგრამ იმის საშუალება, რომ ნამდვილი სპორტით, თუნდაც ცეკვით დავაკავოთ ჩვენი მოსწავლეები, ფინანსური პრობლემების გამო, არ გვაქვს. ახლა ჩემს მოსწავლეებს შორის ძალიან პოპულარულია რაგბი, ფეხბურთი... გოგონებს ცეკვა უნდათ... მინდა დავეხმარო და პედაგოგი ადგილზე მოვუყვანო, საწყის ეტაპს მაინც რომ აქვე მოერიონ, მაგრამ ამის საშუალება არ მაქვს და ამიტომაც ეს ბავშვები ჭიათურაში დადიან... იქამდე კი ურთულესი, მთებზე დაკიდებული, საშიში და მოუწესრიგებელი გზაა, თანაც ამას ხშირად ბავშვები გაკვეთილების ხარჯზე აკეთებენ, რადგან საღამოობით ტრანსპორტი არ დადის. სახლში დაბრუნება ხომ უნდა მოახერხონ?

გარდა ამისა, სკოლის რემონტი ჯერ მხოლოდ დაწყებულია... ახლა იმ სტადიაში ვართ, გარედან რომ მტერს ვუბრმავებთ თვალებს და შიგნიდან - მოყვარეს... აღარც კომპიუტერები გვივარგა - 18-დან მხოლოდ 5 მუშაობს.

- გათბობის სისტემა დიდი შეღავათი იქნებოდა.

- რა თქმა უნდა, მაგრამ უსახსრობის გამო, ჩვენ მხოლოდ იმის ნახევარ საწვავს მოვიხმართ გასათბობად, რაც გვჭირდება.

- სანახევროდ გათბითო, ასე გითხრეს?

- არა, რამდენს დავხარჯავდით, მე ნამდვილად არ შემეძლო მცოდნოდა, ახლა ეს ცოდნა სამთვიანმა გამოცდილებამ შემძინა და ვეცდები, სამინისტროს საფუძვლიანად დავუსაბუთო ჩემი გასაჭირი და ისე ვთხოვო ამ პრობლემის მოგვარება.

- ბატონო თამაზ, სოფელში რამდენიმე ოჯახში შევიხედე და იმ სტუმართმოყვარეობის, იმ გულღიობის მიღმა, რაც იქ ვნახე, გასაოცარი სიღარიბეც დავინახე. ამას ბევრი თვალიერება და დიდი გულისყური არ უნდა - სიღარიბე ზედაპირზევე დევს... მითხარით, ამ ღარიბი საზოგადოების შვილები სკოლაში მაინც თუ არიან ბედნიერები?

- რთულია, ცალსახა პასუხი გაგცეთ... ბევრი ცვლილება გვჭირდება, კადრების გადამზადებაც და ეს უპირველეს ყოვლისა, ბავშვებთან დამოკიდებულებაზე მინდა რომ აისახოს. ახალი ტექნიკა, გარემონტებული საკლასო ოთახები, კარგად გამთბარი სკოლა... საჭიროების შემთხვევაში, ამ ბავშვებს ხანდახან ცხელი სადილიც მინდა, რომ მივაწოდო... ჩაატარონ ბატონო კვლევა და მიხვდებიან, რომ აქ ძალიან დიდი პროცენტია სიღარიბის ზღვარს მიღმა... რა გამომივიდა, ნახეთ? ვერც სკოლის კედლებში არიან ეს ბავშვები ბედნიერები... და რადგან გართობა ყველა ბავშვის ბუნებრივი მოთხოვნილებაა, რადგან არც კინო აქვთ, თეატრსა და სხვა საღამოებზე ლაპარაკი ხომ ზედმეტია და არც სხვადასხვა წრე, ამ ბავშვების ერთადერთ გართობად კარტის თამაში, სასმელი, თამბაქო რჩება... გოგონებს კი ხშირად გამოსავლად გათხოვება მიაჩნიათ. წელს მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის გოგონები გამითხოვდნენ... რა თქმა უნდა, ვდარდობ, ეგება სკოლის დამთავრებას როგორი ცვლილება გამოეწვია მათ ცხოვრებაში...

- ეკლესია არ დაივიწყოთ.

- წმინდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესია 1800 წელსაა აგებული. ჩემი სახლი ამ ეკლესიის გვერდით მდებარეობს. მამა გიორგი წერეთელმა აიღო მეურვეობა ამ ეკლესიაზე და ადგილობრივი წარმატებული ადამიანების დახმარებით ეკლესია აღადგინა... აქ ახლა წირვა-ლოცვაც მიმდინარეობს და ტაძარი ადგილობრივი მოსახლეობისთვის ერთგვარი ხსნაა... საოცარი ტაძარი გვაქვს, სამი ზაფხული ზედიზედ ხატავდა მის კედლებს გოჩა ცერცვაძე... ამ ზაფხულს უნდა გაეკეთებინა ბოლო შტრიხები, მაგრამ არ დასცალდა, უკურნებელმა სენმა გამოგვაცალა ხელიდან. ვიცი, რომ ამ საქმეს მისი ვაჟი დაასრულებს... მოკლედ, სულ ცოტა გვინდა, რომ სოფელს ჭირი მოვაცილოთ და ვიცხოვრებთ.... ცოტა გზა, ცოტა წყალი, ცოტა ზრუნვა და ფიქრი სახელმწიფოს მხრიდან. ადგილობრივებს ტრადიციად ჰქონდათ მრავალშვილიანობა. ახლა ამითაც მოვიკოჭლებთ, ხუთ და რვაშვილიანი ოჯახები აქ ყოველი მეორე და მესამე იყო, ახლა სამ შვილსაც აღარავინ აჩენს, ყველას ურჩევნია ერთი გაზარდოს და იმ ერთს მისცეს მაქსიმუმი... აქედან გადასახლებულებს უკან ვეღარავინ დააბრუნებს, მაგრამ თუკი დღეიდან მართლაც დაფიქრდება ვინმე, - რა სჭირდება სოფელს, ეს ჯანმრთელი ხალხი, იმედი მაქვს, ისევ გამრავლდება... ამაში დარწმუნებული ვარ, აბა, გახედეთ, როგორი გასაოცარი სილამაზისაა ზემო იმერეთი, განა აქედან გაიქცევი, თუკი არ გაგდებენ?

დეა ცუცქირიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"