საზოგადოება
მსოფლიო

18

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ იპარავდა პაატა გულიაშვილი რესტორნიდან თეფშებსა და ჭიქებს
რატომ იპარავდა პაატა გულიაშვილი რესტორნიდან თეფშებსა და ჭიქებს

"ჩვე­ნი გრძნო­ბა დღე­საც ისე­თია, რო­გო­რიც შეყ­ვა­რე­ბუ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში იყო; თუმ­ცა, შე­იძ­ლე­ბა უფრო მე­ტად ძლი­ე­რიც არის", - მი­თხრა პა­ა­ტა გუ­ლი­აშ­ვილ­მა, რო­დე­საც ოჯახ­ში, ინ­ტერ­ვი­უს ჩა­სა­წე­რად ვეს­ტუმ­რე. პა­ა­ტა და მისი მე­უღ­ლე, ნინო ტა­რი­ე­ლაშ­ვი­ლი 9 წე­ლია, ერ­თად ცხოვ­რო­ბენ. მათ ორი ვაჟი - 8 წლის გუგა და 4 წლის ნიკა ჰყავთ. წყვილს ერ­თმა­ნე­თი ერთი ნახ­ვით შე­უყ­ვარ­და.

პა­ა­ტა:

- ერ­თმა­ნე­თი მე­გობ­რის წვე­უ­ლე­ბა­ზე გა­ვი­ცა­ნით. სა­ღა­მო იყო და სტუმ­რე­ბი შე­მოგ­ვე­მატ­ნენ. კა­რის­კენ რომ გა­ვი­ხე­დე, და­ვი­ნა­ხე, ოთახ­ში ერთი ლა­მა­ზი გო­გო­ნა შე­მოც­ქრი­ალ­და. და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე მო­მე­წო­ნა.

ნინო:

- სამ­სა­ხუ­რი­დან პირ­და­პირ შინ მინ­დო­და წას­ვლა, მაგ­რამ მე­გობ­რებ­მა მთხო­ვეს და წვე­უ­ლე­ბა­ზე მეც წა­ვე­დი. პა­ა­ტა და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე, გულ­ში ჩა­მი­ვარ­და. დღემ­დე არ ვიცი რა მოხ­და, მაგ­რამ მა­შინ­ვე გა­ვი­ფიქ­რე, რომ ის "ის" იყო, ვი­საც ვე­ლო­დი.

პა­ა­ტა:

- იმ სა­ღა­მოს სახ­ლში გა­ვა­ცი­ლე და ვუ­თხა­რი, რომ ჩემი შვი­ლე­ბის დედა გახ­დე­ბო­და. მერ­წმუ­ნეთ, ეს სი­ტყვე­ბი გუ­ლი­დან წა­მო­ვი­და. ნი­ნოს გა­ე­ცი­ნა, - ნას­ვა­მი რომ ვი­ყა­ვი, სი­სუ­ლე­ლედ ჩათ­ვა­ლა, მაგ­რამ ჩემი სი­ტყვე­ბი ახდა.

- იმ სა­ღა­მოს პა­ა­ტას საქ­ცი­ელ­მა უფრო მე­ტად მოგ­ხიბ­ლათ თუ იმ ფაქ­ტმა, რომ გი­ტა­რა­ზე კარ­გად უკ­რავ­და?

ნინო:

- გი­ტა­რა არა­ფერ შუ­ა­შია. მე პა­ა­ტას თვა­ლებ­მა, მის­მა გა­მო­ხედ­ვამ მომ­ხიბ­ლა.

- ოჯა­ხი 26 წლის ასაკ­ში შექ­მე­ნით. მა­ნამ­დე არა­ვის მი­მართ არ გქო­ნი­ათ გრძნო­ბა?

- მო­წო­ნე­ბე­ბი იყო, მაგ­რამ სე­რი­ო­ზუ­ლი გრძნო­ბა არა­ვის მი­მართ არ მქო­ნია. ალ­ბათ, ასე უნდა მომ­ხდა­რი­ყო, რომ პა­ა­ტა და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე, მთე­ლი არ­სე­ბით უნდა შემყვა­რე­ბო­და.

პა­ა­ტა:

- მეც 26 წლის ვი­ყა­ვი, ცოლი რომ მო­ვიყ­ვა­ნე. ნინო ჩემ­ზე 6 თვით უფ­რო­სია, - ანუ მო­მა­ტყუა (იცი­ნის)...

- მერე რო­გორ გან­ვი­თარ­და მოვ­ლე­ნე­ბი?

- მა­შინ თე­ლა­ვის თე­ატ­რში ვმუ­შა­ობ­დი, ხან­და­ხან - თე­ატ­რა­ლურ სარ­დაფ­შიც მიწ­ვევ­დნენ და თბი­ლის­ში იშ­ვი­ა­თად, მაგ­რამ მა­ინც ჩა­მოვ­დი­ო­დი. ჰოდა, როცა დე­და­ქა­ლაქ­ში მი­წევ­და ყოფ­ნა, ერ­თმა­ნეთს სწო­რედ მა­შინ ვხვდე­ბო­დით. ასე გაგ­რძელ­და და­ახ­ლო­ე­ბით, 6-7 თვე.

ნინო:

- ჩემ­მა ოჯახ­მა იცო­და, რომ პა­ა­ტა მიყ­ვარ­და და როცა მას პრე­მი­ე­რა ჰქონ­და, თე­ლავ­ში მე­გო­ბარ­თან ერ­თად ჩავ­დი­ო­დი ხოლ­მე.

პა­ა­ტა:

- ნი­ნომ მთხო­ვა და მისი ოჯა­ხის გა­საც­ნო­ბად მარ­ტო წა­ვე­დი. იქ ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი დამ­ხვდა და ყვე­ლა ისე მი­ყუ­რებ­და, თით­ქოს რენტგენ­ში მა­ტა­რებ­დნენ.

- ცნო­ბი­ლია, რომ პა­ა­ტას გრძნო­ბის სა­ხალ­ხოდ გა­მო­ხატ­ვა არ შე­უძ­ლია. შეყ­ვა­რე­ბუ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში ეს "ტრა­დი­ცია" თუ და­არ­ღვია?

ნინო:

- არა, ამ მხრივ პა­ა­ტა შეყ­ვა­რე­ბუ­ლო­ბის პე­რი­ოდ­შიც მო­რი­დე­ბუ­ლი იყო.

პა­ა­ტა:

- დღემ­დე არ შე­მიძ­ლია, ხალ­ხის თან­დას­წრე­ბით ნი­ნოს ხელი რომ გა­დავ­ხვიო ან ვა­კო­ცო. არა­სო­დეს ვფიქ­რობ იმა­ზე, რომ ნი­ნოს სიყ­ვა­რუ­ლი ამა თუ იმ მე­თო­დით უნდა და­ვუმ­ტკი­ცო. ჩვენ რომ ერ­თად ვართ, ეს უკვე ჩვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლის დას­ტუ­რია!

- შეყ­ვა­რე­ბუ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში სი­გი­ჟე­ე­ბი არ ჩა­გი­დე­ნი­ათ?

- სი­გი­ჟე­ე­ბის მეტი რა მი­კე­თე­ბია? ზოგ­ჯერ სიყ­ვა­რულს ასე­თი რა­ღა­ცე­ბიც უხ­დე­ბა. ერთხელ, ღა­მის 3 სა­ათ­ზე (მა­შინ ნინო უკვე ჩემი მე­უღ­ლე იყო) მუ­სი­კო­სე­ბი მო­ვიყ­ვა­ნე, დო­ლით, დუ­დუ­კი­თა და გარ­მო­ნით. მე­უღ­ლეს სიმ­ღე­რე­ბი მი­ვუ­ძღვე­ნი.

ნინო:

- პა­ა­ტა მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბით არის სავ­სე. 9 წე­ლია, ერ­თად ვართ და ჩემ­თვის დღემ­დე გა­მო­უც­ნო­ბია, რა დროს, რას გა­ა­კე­თებს. სიყ­ვა­რუ­ლი რომ მო­უ­ზღვავ­დე­ბა, ძა­ლი­ან გულ­ჩვი­ლი და ბავ­შვუ­რი ხდე­ბა. თუ შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს, სა­ჩუქ­რე­ბი­თაც მა­ნე­ბივ­რებს, ყვა­ვი­ლებ­საც მჩუქ­ნის. პა­ა­ტამ იცის, რომ სუ­ნა­მოს გა­რე­შე არ შე­მიძ­ლია, ამი­ტომ ყო­ველ­თვის მჩუქ­ნის.

- ერ­თმა­ნეთს რო­მან­ტი­კულ ვახ­შამს არ უწყობთ?

ნინო:

- ერთხელ, იმ დღეს, როცა გას­ტრო­ლი­დან ბრუნ­დე­ბო­და, მისი საყ­ვა­რე­ლი კერ­ძე­ბი მო­ვამ­ზა­დე. პა­ა­ტას ღვი­ნო­ე­ბის კო­ლექ­ცია აქვს და კარ­გი შავი ღვი­ნოც შე­ვი­ძი­ნე. მე­უღ­ლეს სან­თლე­ბის შუქ­ზე, რო­მან­ტი­კუ­ლი შეხ­ვედ­რა მო­ვუ­წყვე. ასეთ დახ­ვედ­რას არ ელო­და და ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­და. მის­თვის ეს სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ურპრი­ზი იყო.

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თქვე­ნი შე­უღ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი არა­ვინ იყო, მა­ინც გა­ი­პა­რეთ...

პა­ა­ტა:

- ამის გა­კე­თე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­დავ­წყვი­ტეთ. მე­გო­ბარ­თან ერ­თად, რუს­თავ­ში ვქე­ი­ფობ­დი. მას ვუ­თხა­რი, რომ ნინო მე­ნატ­რე­ბო­და. შე­მომ­თა­ვა­ზა, თბი­ლის­ში წა­ვი­დე­თო. ტაქ­სის მძღოლს ვუ­თხა­რით, რომ ცო­ლის მო­საყ­ვა­ნად მივ­დი­ო­დი, მაგ­რამ ფული არ მქონ­და. მან უფუ­ლოდ ჩა­მოგ­ვიყ­ვა­ნა. ღა­მის 11 სა­ათ­ზე ნი­ნოს და­ვუ­რე­კე და "პა­დი­ეზდ­ში" ჩა­მოს­ვლა ვთხო­ვე. კურ­დღლე­ბი­ა­ნი ჩუს­ტე­ბით ჩა­მო­ვი­და. ვუ­თხა­რი: ან ახლა, ან არა­სო­დეს-მეთ­ქი და ისიც, და­მიჯ­და მან­ქა­ნა­ში. მერე ყვე­ლა­ნი მცხე­თა­ში, მე­გო­ბარ­თან წა­ვე­დით.

ნინო:

- ეს ნა­ბი­ჯი სიყ­ვა­რულ­მა გა­და­მად­გმე­ვი­ნა. მშობ­ლებს რომ არ ენერ­ვი­უ­ლათ, დე­დას გზი­დან და­ვუ­რე­კე და ვუ­თხა­რი: პა­ა­ტას ცო­ლად გავ­ყე­ვი-მეთ­ქი.

პა­ა­ტა:

- გა­პარ­ვის მე­ო­რე დღეს ისე­თი სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მის წი­ნა­შე დავ­დე­ქით, რა­საც "არა­ფე­რი" ჰქვია. ჩვენ არა­ფე­რი გაგ­ვაჩ­ნდა, არც კოვ­ზი, არც - ჭიქა. ერ­თა­დერ­თი, რაც მქონ­და, ეს იყო დე­ი­და­ჩე­მის და­კე­ტი­ლი სახ­ლი რუს­თავ­ში. თბი­ლის­ში იყო ერთი რეს­ტო­რა­ნი, სა­დაც მე­გობ­რებ­თან ერ­თად მივ­დი­ო­დი ხოლ­მე. ჰოდა, იქ ჭი­ქებ­სა და თეფ­შებს ვი­პა­რავ­დი, რად­გან სახ­ლში არ მქონ­და.

ნინო:

- ჩემი მშობ­ლე­ბი შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად გვეხ­მა­რე­ბოდ­ნენ. დედა ჩვენ­თან, რუს­თავ­ში რომ ჩა­მო­დი­ო­და, უკვე მომ­ზა­დე­ბუ­ლი სა­დი­ლე­ბი ჩა­მოჰ­ქონ­და, რათა მშივ­რე­ბი არ ვყო­ფი­ლი­ყა­ვით.

- რამ­დე­ნი ხანი ცხოვ­რობ­დით რუს­თავ­ში?

პა­ა­ტა:

- 8 თვე. მერე სა­ჭი­რო დროს სა­ჭი­რო ად­გილ­ზე მოვ­ხვდი, მე­გობ­რე­ბიც და­მეხ­მარ­ნენ, რე­კო­მენ­და­ცია გა­მი­წი­ეს და რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა. მერე თბი­ლის­ში ჩა­მო­ვე­დით და ბინა ვი­ქი­რა­ვეთ.

- რა იყო პირ­ვე­ლი ნივ­თი, რო­მე­ლიც ოჯა­ხის­თვის შე­ი­ძი­ნეთ?

პა­ა­ტა:

- პირ­ვე­ლი ჩვე­ნი შე­ნა­ძე­ნი სა­წო­ლი იყო. რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რი­დან პირ­ვე­ლი ხელ­ფა­სი რომ ავი­ღე, ტე­ლე­ვი­ზო­რი ვი­ყი­დე. სხვა­თა შო­რის, იმ ტე­ლე­ვი­ზორს დღემ­დე არ ვაგ­დებ.

- რო­გო­რი მა­მაა პა­ა­ტა? შვი­ლე­ბის აღ­ზრდა­ში თუ გეხ­მა­რე­ბათ?

ნინო:

- მკაც­რიც არის, მო­სიყ­ვა­რუ­ლეც და მე­გობ­რუ­ლიც.

პა­ა­ტა:

- როცა გა­ვი­გე, რომ მამა უნდა გავმხდა­რი­ყა­ვი, კარ­გად ვერ აღ­ვიქ­ვი ეს ბედ­ნი­ე­რე­ბა.

ნინო:

- გუგა რომ გაჩ­ნდა, წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რი ძა­ლი­ან გვი­ჭირ­და და ბავ­შვი უფრო ხში­რად, დე­და­ჩემ­თან იყო. ამი­ტო­მაც ვფიქ­რობ, რომ უფ­როს შვილს ცოტა არ იყოს, სით­ბო და­ვა­კე­ლით. ნი­კას შემ­თხვე­ვა­ში ყვე­ლა­ფე­რი სხვა­ნა­ი­რად გახ­ლდათ; პა­ა­ტა მის და­ბა­დე­ბა­საც და­ეს­წრო. ბოლო წუ­თამ­დე ჩემ გვერ­დით იყო და ვიდ­რე არ ვიმ­შო­ბი­ა­რე, ჩემ­თვის ხელი არ გა­უშ­ვია.

- ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში კონ­ფლიქ­ტი არ მოგ­სვლი­ათ?

- ყვე­ლას აქვს გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მა და ამ მხრივ გა­მო­ნაკ­ლი­სი არც ჩვე­ნი ოჯა­ხია, მაგ­რამ სიყ­ვა­რუ­ლი ყვე­ლა­ფერ­ზე ძლი­ე­რია.

პა­ა­ტა:

- თა­ვი­დან უფრო ხში­რად ვჩხუ­ბობ­დით და ვკა­მა­თობ­დით, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი სიყ­ვა­რულს ავ­სებს. ბუ­ნებ­რი­ვია, როცა ორი სხვა­დას­ხვა ბუ­ნე­ბის მქო­ნე პი­როვ­ნე­ბა ერ­თად ცხოვ­რობს, ისი­ნი რა­ღა­ცა­ზე ვერ შე­თან­ხმდე­ბი­ან. მაგ­რამ დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ეს ყვე­ლა­ფე­რი და­ლაგ­და. ჩვენ ჩვე­ნე­ბუ­რი სამ­ყა­რო გვაქვს, რო­მე­ლიც მოგ­ვწონს.

- ნინო რო­გო­რი დი­ა­სახ­ლი­სია?

პა­ა­ტა:

- გა­და­სა­რე­ვი! თუმ­ცა, თა­ვი­დან რა­ღა­ცე­ბის მომ­ზა­დე­ბა არ იცო­და; მის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი კერ­ძე­ბის­გან "ვი­წამ­ლე­ბო­დი", მაგ­რამ მერე ყვე­ლა­ფე­რი ის­წავ­ლა.

ნინო:

- ახა­ლი შე­უღ­ლე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით, როცა ლო­ბი­ა­ნის გა­მო­ცხო­ბა მთხო­ვა. წა­ვე­დი, ცო­მის გუნ­დე­ბი ვი­ყი­დე და გა­მო­ვა­ცხვე. ლო­ბიო მო­ხარ­შუ­ლი იყო, მაგ­რამ ცომს გა­მო­ცხო­ბა აკ­ლდა. ჩემ­თვის გული რომ არ ეტ­კი­ნა, ისე შე­ჭა­მა, ხმაც არ ამო­უ­ღია... ახლა მიყ­ვარს სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ტრი­ა­ლი. დე­და­ჩე­მის­გან, პა­ა­ტას დე­დის­გან და გან­სა­კუთ­რე­ბით - პა­ა­ტას მა­მის­გან ბევ­რი კერ­ძის მომ­ზა­დე­ბა ვის­წავ­ლე.

- პა­ა­ტა პრე­ტენ­ზი­უ­ლია?

- კი. მას ხორ­ცი­ა­ნი კერ­ძე­ბი და თევ­ზე­უ­ლი უყ­ვარს, სა­ლა­თე­ბი - არა. ერთხელ ხორ­ცი­ა­ნი სა­დი­ლი ვერ მო­ვუმ­ზა­დე, მხო­ლოდ ყვე­ლი­ა­ნი მა­კა­რო­ნი და­ვახ­ვედ­რე. ქვაბს თავ­სა­ხუ­რი რომ ახა­და, უკ­მა­ყო­ფი­ლოდ ჩა­ი­ლა­პა­რა­კა, - რა, სა­ბავ­შვო ბა­ღი­აო?!

- დე­დამ­თილ­თან რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვთ?

- ჩვენ ერ­თად არ ვცხოვ­რობთ, მაგ­რამ როცა ერ­თად ვართ, ერ­თურთს კარ­გად ვე­წყო­ბით. ის ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში არ ერე­ვა - არც კარ­გად და არც - ცუ­დად. მაგ­რამ თუ რა­ღაც მოხ­და, რაც უნდა დამ­ნა­შა­ვე ვიყო, მა­ინც თა­ვის შვილს გა­ამ­ტყუ­ნებს. პა­ა­ტას დას­თა­ნაც მე­გობ­რუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს.

- მთე­ლი ყუ­რა­დღე­ბა ოჯახს რომ და­უთ­მეთ და კა­რი­ე­რა­ზე უარი თქვით, ეს არას­დროს გი­ნა­ნი­ათ?

- ვიდ­რე გავ­თხოვ­დე­ბო­დი, სურ­ვი­ლი მქონ­და, კა­რი­ე­რა­ში წარ­მა­ტე­ბის­თვის მი­მეღ­წია, მაგ­რამ უკვე გა­თხო­ვილ­მა გა­დავ­წყვი­ტე, მთე­ლი ყუ­რა­დღე­ბა ოჯა­ხის­თვის და­მეთ­მო. ჩემი აზ­რით, დე­დამ შვი­ლი თა­ვად უნდა გა­ზარ­დოს. კა­რი­ე­რას სიყ­ვა­რუ­ლი ვარ­ჩიე. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ მო­სიყ­ვა­რუ­ლე ოჯა­ხი და ორი ან­გე­ლო­ზი­ვით შვი­ლი მყავს.

დონა ტა­ტუ­ლიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

რატომ იპარავდა პაატა გულიაშვილი რესტორნიდან თეფშებსა და ჭიქებს

რატომ იპარავდა პაატა გულიაშვილი რესტორნიდან თეფშებსა და ჭიქებს

"ჩვენი გრძნობა დღესაც ისეთია, როგორიც შეყვარებულობის პერიოდში იყო; თუმცა, შეიძლება უფრო მეტად ძლიერიც არის", - მითხრა პაატა გულიაშვილმა, როდესაც ოჯახში, ინტერვიუს ჩასაწერად ვესტუმრე. პაატა და მისი მეუღლე, ნინო ტარიელაშვილი 9 წელია, ერთად ცხოვრობენ. მათ ორი ვაჟი - 8 წლის გუგა და 4 წლის ნიკა ჰყავთ. წყვილს ერთმანეთი ერთი ნახვით შეუყვარდა.

პაატა:

- ერთმანეთი მეგობრის წვეულებაზე გავიცანით. საღამო იყო და სტუმრები შემოგვემატნენ. კარისკენ რომ გავიხედე, დავინახე, ოთახში ერთი ლამაზი გოგონა შემოცქრიალდა. დანახვისთანავე მომეწონა.

ნინო:

- სამსახურიდან პირდაპირ შინ მინდოდა წასვლა, მაგრამ მეგობრებმა მთხოვეს და წვეულებაზე მეც წავედი. პაატა დანახვისთანავე, გულში ჩამივარდა. დღემდე არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ მაშინვე გავიფიქრე, რომ ის "ის" იყო, ვისაც ველოდი.

პაატა:

- იმ საღამოს სახლში გავაცილე და ვუთხარი, რომ ჩემი შვილების დედა გახდებოდა. მერწმუნეთ, ეს სიტყვები გულიდან წამოვიდა. ნინოს გაეცინა, - ნასვამი რომ ვიყავი, სისულელედ ჩათვალა, მაგრამ ჩემი სიტყვები ახდა.

- იმ საღამოს პაატას საქციელმა უფრო მეტად მოგხიბლათ თუ იმ ფაქტმა, რომ გიტარაზე კარგად უკრავდა?

ნინო:

- გიტარა არაფერ შუაშია. მე პაატას თვალებმა, მისმა გამოხედვამ მომხიბლა.

- ოჯახი 26 წლის ასაკში შექმენით. მანამდე არავის მიმართ არ გქონიათ გრძნობა?

- მოწონებები იყო, მაგრამ სერიოზული გრძნობა არავის მიმართ არ მქონია. ალბათ, ასე უნდა მომხდარიყო, რომ პაატა დანახვისთანავე, მთელი არსებით უნდა შემყვარებოდა.

პაატა:

- მეც 26 წლის ვიყავი, ცოლი რომ მოვიყვანე. ნინო ჩემზე 6 თვით უფროსია, - ანუ მომატყუა (იცინის)...

- მერე როგორ განვითარდა მოვლენები?

- მაშინ თელავის თეატრში ვმუშაობდი, ხანდახან - თეატრალურ სარდაფშიც მიწვევდნენ და თბილისში იშვიათად, მაგრამ მაინც ჩამოვდიოდი. ჰოდა, როცა დედაქალაქში მიწევდა ყოფნა, ერთმანეთს სწორედ მაშინ ვხვდებოდით. ასე გაგრძელდა დაახლოებით, 6-7 თვე.

ნინო:

- ჩემმა ოჯახმა იცოდა, რომ პაატა მიყვარდა და როცა მას პრემიერა ჰქონდა, თელავში მეგობართან ერთად ჩავდიოდი ხოლმე.

პაატა:

- ნინომ მთხოვა და მისი ოჯახის გასაცნობად მარტო წავედი. იქ ძალიან ბევრი ადამიანი დამხვდა და ყველა ისე მიყურებდა, თითქოს რენტგენში მატარებდნენ.

- ცნობილია, რომ პაატას გრძნობის სახალხოდ გამოხატვა არ შეუძლია. შეყვარებულობის პერიოდში ეს "ტრადიცია" თუ დაარღვია?

ნინო:

- არა, ამ მხრივ პაატა შეყვარებულობის პერიოდშიც მორიდებული იყო.

პაატა:

- დღემდე არ შემიძლია, ხალხის თანდასწრებით ნინოს ხელი რომ გადავხვიო ან ვაკოცო. არასოდეს ვფიქრობ იმაზე, რომ ნინოს სიყვარული ამა თუ იმ მეთოდით უნდა დავუმტკიცო. ჩვენ რომ ერთად ვართ, ეს უკვე ჩვენი სიყვარულის დასტურია!

- შეყვარებულობის პერიოდში სიგიჟეები არ ჩაგიდენიათ?

- სიგიჟეების მეტი რა მიკეთებია? ზოგჯერ სიყვარულს ასეთი რაღაცებიც უხდება. ერთხელ, ღამის 3 საათზე (მაშინ ნინო უკვე ჩემი მეუღლე იყო) მუსიკოსები მოვიყვანე, დოლით, დუდუკითა და გარმონით. მეუღლეს სიმღერები მივუძღვენი.

ნინო:

- პაატა მოულოდნელობებით არის სავსე. 9 წელია, ერთად ვართ და ჩემთვის დღემდე გამოუცნობია, რა დროს, რას გააკეთებს. სიყვარული რომ მოუზღვავდება, ძალიან გულჩვილი და ბავშვური ხდება. თუ შესაძლებლობა აქვს, საჩუქრებითაც მანებივრებს, ყვავილებსაც მჩუქნის. პაატამ იცის, რომ სუნამოს გარეშე არ შემიძლია, ამიტომ ყოველთვის მჩუქნის.

- ერთმანეთს რომანტიკულ ვახშამს არ უწყობთ?

ნინო:

- ერთხელ, იმ დღეს, როცა გასტროლიდან ბრუნდებოდა, მისი საყვარელი კერძები მოვამზადე. პაატას ღვინოების კოლექცია აქვს და კარგი შავი ღვინოც შევიძინე. მეუღლეს სანთლების შუქზე, რომანტიკული შეხვედრა მოვუწყვე. ასეთ დახვედრას არ ელოდა და ძალიან გაუხარდა. მისთვის ეს სასიამოვნო სიურპრიზი იყო.

- მიუხედავად იმისა, რომ თქვენი შეუღლების წინააღმდეგი არავინ იყო, მაინც გაიპარეთ...

პაატა:

- ამის გაკეთება მოულოდნელად გადავწყვიტეთ. მეგობართან ერთად, რუსთავში ვქეიფობდი. მას ვუთხარი, რომ ნინო მენატრებოდა. შემომთავაზა, თბილისში წავიდეთო. ტაქსის მძღოლს ვუთხარით, რომ ცოლის მოსაყვანად მივდიოდი, მაგრამ ფული არ მქონდა. მან უფულოდ ჩამოგვიყვანა. ღამის 11 საათზე ნინოს დავურეკე და "პადიეზდში" ჩამოსვლა ვთხოვე. კურდღლებიანი ჩუსტებით ჩამოვიდა. ვუთხარი: ან ახლა, ან არასოდეს-მეთქი და ისიც, დამიჯდა მანქანაში. მერე ყველანი მცხეთაში, მეგობართან წავედით.

ნინო:

- ეს ნაბიჯი სიყვარულმა გადამადგმევინა. მშობლებს რომ არ ენერვიულათ, დედას გზიდან დავურეკე და ვუთხარი: პაატას ცოლად გავყევი-მეთქი.

პაატა:

- გაპარვის მეორე დღეს ისეთი სერიოზული პრობლემის წინაშე დავდექით, რასაც "არაფერი" ჰქვია. ჩვენ არაფერი გაგვაჩნდა, არც კოვზი, არც - ჭიქა. ერთადერთი, რაც მქონდა, ეს იყო დეიდაჩემის დაკეტილი სახლი რუსთავში. თბილისში იყო ერთი რესტორანი, სადაც მეგობრებთან ერთად მივდიოდი ხოლმე. ჰოდა, იქ ჭიქებსა და თეფშებს ვიპარავდი, რადგან სახლში არ მქონდა.

ნინო:

- ჩემი მშობლები შეძლებისდაგვარად გვეხმარებოდნენ. დედა ჩვენთან, რუსთავში რომ ჩამოდიოდა, უკვე მომზადებული სადილები ჩამოჰქონდა, რათა მშივრები არ ვყოფილიყავით.

- რამდენი ხანი ცხოვრობდით რუსთავში?

პაატა:

- 8 თვე. მერე საჭირო დროს საჭირო ადგილზე მოვხვდი, მეგობრებიც დამეხმარნენ, რეკომენდაცია გამიწიეს და რუსთაველის თეატრში დავიწყე მუშაობა. მერე თბილისში ჩამოვედით და ბინა ვიქირავეთ.

- რა იყო პირველი ნივთი, რომელიც ოჯახისთვის შეიძინეთ?

პაატა:

- პირველი ჩვენი შენაძენი საწოლი იყო. რუსთაველის თეატრიდან პირველი ხელფასი რომ ავიღე, ტელევიზორი ვიყიდე. სხვათა შორის, იმ ტელევიზორს დღემდე არ ვაგდებ.

- როგორი მამაა პაატა? შვილების აღზრდაში თუ გეხმარებათ?

ნინო:

- მკაცრიც არის, მოსიყვარულეც და მეგობრულიც.

პაატა:

- როცა გავიგე, რომ მამა უნდა გავმხდარიყავი, კარგად ვერ აღვიქვი ეს ბედნიერება.

ნინო:

- გუგა რომ გაჩნდა, წელიწად-ნახევარი ძალიან გვიჭირდა და ბავშვი უფრო ხშირად, დედაჩემთან იყო. ამიტომაც ვფიქრობ, რომ უფროს შვილს ცოტა არ იყოს, სითბო დავაკელით. ნიკას შემთხვევაში ყველაფერი სხვანაირად გახლდათ; პაატა მის დაბადებასაც დაესწრო. ბოლო წუთამდე ჩემ გვერდით იყო და ვიდრე არ ვიმშობიარე, ჩემთვის ხელი არ გაუშვია.

- ამ წლების განმავლობაში კონფლიქტი არ მოგსვლიათ?

- ყველას აქვს გარკვეული პრობლემა და ამ მხრივ გამონაკლისი არც ჩვენი ოჯახია, მაგრამ სიყვარული ყველაფერზე ძლიერია.

პაატა:

- თავიდან უფრო ხშირად ვჩხუბობდით და ვკამათობდით, მაგრამ ეს ყველაფერი სიყვარულს ავსებს. ბუნებრივია, როცა ორი სხვადასხვა ბუნების მქონე პიროვნება ერთად ცხოვრობს, ისინი რაღაცაზე ვერ შეთანხმდებიან. მაგრამ დროთა განმავლობაში ეს ყველაფერი დალაგდა. ჩვენ ჩვენებური სამყარო გვაქვს, რომელიც მოგვწონს.

- ნინო როგორი დიასახლისია?

პაატა:

- გადასარევი! თუმცა, თავიდან რაღაცების მომზადება არ იცოდა; მის მიერ გაკეთებული კერძებისგან "ვიწამლებოდი", მაგრამ მერე ყველაფერი ისწავლა.

ნინო:

- ახალი შეუღლებულები ვიყავით, როცა ლობიანის გამოცხობა მთხოვა. წავედი, ცომის გუნდები ვიყიდე და გამოვაცხვე. ლობიო მოხარშული იყო, მაგრამ ცომს გამოცხობა აკლდა. ჩემთვის გული რომ არ ეტკინა, ისე შეჭამა, ხმაც არ ამოუღია... ახლა მიყვარს სამზარეულოში ტრიალი. დედაჩემისგან, პაატას დედისგან და განსაკუთრებით - პაატას მამისგან ბევრი კერძის მომზადება ვისწავლე.

- პაატა პრეტენზიულია?

- კი. მას ხორციანი კერძები და თევზეული უყვარს, სალათები - არა. ერთხელ ხორციანი სადილი ვერ მოვუმზადე, მხოლოდ ყველიანი მაკარონი დავახვედრე. ქვაბს თავსახური რომ ახადა, უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა, - რა, საბავშვო ბაღიაო?!

- დედამთილთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?

- ჩვენ ერთად არ ვცხოვრობთ, მაგრამ როცა ერთად ვართ, ერთურთს კარგად ვეწყობით. ის ჩვენს ურთიერთობაში არ ერევა - არც კარგად და არც - ცუდად. მაგრამ თუ რაღაც მოხდა, რაც უნდა დამნაშავე ვიყო, მაინც თავის შვილს გაამტყუნებს. პაატას დასთანაც მეგობრული დამოკიდებულება მაქვს.

- მთელი ყურადღება ოჯახს რომ დაუთმეთ და კარიერაზე უარი თქვით, ეს არასდროს გინანიათ?

- ვიდრე გავთხოვდებოდი, სურვილი მქონდა, კარიერაში წარმატებისთვის მიმეღწია, მაგრამ უკვე გათხოვილმა გადავწყვიტე, მთელი ყურადღება ოჯახისთვის დამეთმო. ჩემი აზრით, დედამ შვილი თავად უნდა გაზარდოს. კარიერას სიყვარული ვარჩიე. ბედნიერი ვარ, რომ მოსიყვარულე ოჯახი და ორი ანგელოზივით შვილი მყავს.

დონა ტატულიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება