პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი მარგველაშვილი: "სექტემბერი აღარ იქნება კატასტროფის თვე"
გიორგი მარგველაშვილი: "სექტემბერი აღარ იქნება კატასტროფის თვე"

გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო ახალ სას­წავ­ლო წელს პირ­ველ-მე­თორ­მე­ტე კლა­სის მოს­წავ­ლე­ებს სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებს უფა­სოდ გა­დას­ცემს, პირ­ველკ­ლა­სე­ლებს კი ნო­უთ­ბუ­ქებს აჩუ­ქებს.

ამ სა­კი­თხზე გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა:

- ყვე­ლა სა­ჯა­რო სკო­ლას გა­და­ე­ცე­მა სა­ჭი­რო რა­ო­დე­ნობ­ის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი და მათ მოს­წავ­ლე­ე­ბი უფა­სოდ მი­ი­ღე­ბენ. წლის ბო­ლოს კი მოვ­ლილ წიგ­ნებს სკო­ლის ბიბ­ლი­ო­თე­კას ჩა­ა­ბა­რე­ბენ. მო­მა­ვალ წელს იმა­ვე წიგ­ნებს გა­მო­ვი­ყე­ნებთ.

- შარ­შან უფა­სო სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი მხო­ლოდ სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი და მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხის შვი­ლებს გა­და­ე­ცა. გარ­და ამი­სა, არ იყო სრუ­ლი კომ­პლექ­ტი. იმე­დია, ეს ხარ­ვე­ზე­ბი გა­მოს­წორ­დე­ბა.

- არ­სე­ბობს სი­ე­ბი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც გა­და­ე­ცე­მა სკო­ლას სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი. მსმე­ნია მაგ პრობ­ლე­მის შე­სა­ხე­ბაც. ის, რაც სჭირ­დე­ბა სას­წავ­ლო პრო­ცესს, იქ­ნე­ბა უფა­სო. წიგ­ნებ­ზე რი­გე­ბი არ იქ­ნე­ბა, აღარ იარ­სე­ბებს შავი ბა­ზა­რი და, რაც მთა­ვა­რია, სექ­ტემ­ბე­რი აღარ იქ­ნე­ბა ეკო­ნო­მი­კუ­რი კა­ტას­ტრო­ფის თვე.

- რა თან­ხაა სა­ჭი­რო სას­კო­ლო წიგ­ნე­ბის და­სა­ბეჭ­დად?

- თით­ქმის იმ­დე­ნი­ვე, რა თა­ნხაც და­უჯ­და სა­ხელ­მწი­ფო­ ბი­უჯეტს სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ოჯა­ხის შვი­ლე­ბის­თვის წიგ­ნე­ბის და­ბეჭდ­ვა 2011-2012 წლებ­ში. შარ­შან 10 მი­ლი­ო­ნი გა­მო­ი­ყო, წელს კი 12 მი­ლი­ო­ნი გვჭირ­დე­ბა.

- სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ი­ბეჭ­დე­ბა?

- დიახ. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან სტამ­ბებ­ში შე­იქ­მნე­ბა და­მა­ტე­ბი­თი სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი.

- გა­მომ­ცემ­ლე­ბი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის უფა­სოდ და­რი­გე­ბა­ზე უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას გა­მოთ­ქვა­მენ?

- გა­მომ­ცემლ­ე­ბი მი­ი­ღე­ბენ კონ­ტრაქ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ 10%-ს. მათ ეძ­ლე­ვათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გა­ყი­დონ სას­კო­ლო სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი, რად­გან ჩვენ არ ვა­მა­რა­გებთ კერ­ძო სკო­ლებს. ვფიქ­რობ, ამით საქ­მეს არ ვა­ფუ­ჭებთ. სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­დაც სა­შუ­ა­ლო შე­მო­სა­ვა­ლი ძა­ლი­ან და­ბა­ლია, ოჯა­ხებს უძ­ნელ­დე­ბათ 150-200 ლა­რის წიგ­ნე­ბის შე­ძე­ნა.

ესა­უბ­რა მარი მგე­ლა­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

გიორგი მარგველაშვილი: "სექტემბერი აღარ იქნება კატასტროფის თვე"

გიორგი მარგველაშვილი: "სექტემბერი აღარ იქნება კატასტროფის თვე"

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახალ სასწავლო წელს პირველ-მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს სახელმძღვანელოებს უფასოდ გადასცემს, პირველკლასელებს კი ნოუთბუქებს აჩუქებს.

ამ საკითხზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი გვესაუბრება:

- ყველა საჯარო სკოლას გადაეცემა საჭირო რაოდენობ­ის სახელმძღვანელოები და მათ მოსწავლეები უფასოდ მიიღებენ. წლის ბოლოს კი მოვლილ წიგნებს სკოლის ბიბლიოთეკას ჩააბარებენ. მომავალ წელს იმავე წიგნებს გამოვიყენებთ.

- შარშან უფასო სახელმძღვა­ნელოები მხოლოდ სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახის შვილებს გადაეცა. გარდა ამისა, არ იყო სრული კომპლექტი. იმედია, ეს ხარვეზები გამოსწორდება.

- არსებობს სიები, რომლის მიხედვითაც გადაეცემა სკოლას სახელმძღვანელოები. მსმენია მაგ პრობლემის შესახებაც. ის, რაც სჭირდება სასწავლო პროცესს, იქნება უფასო. წიგნებზე რიგები არ იქნება, აღარ იარსებებს შავი ბაზარი და, რაც მთავარია, სექტემბერი აღარ იქნება ეკონომიკური კატასტროფის თვე.

- რა თანხაა საჭირო სასკოლო წიგნების დასაბეჭდად?

- თითქმის იმდენივე, რა თა­ნხაც დაუჯდა სახელმწიფო­ ბი­უჯეტს სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილებისთვის წიგნების დაბეჭდვა 2011-2012 წლებში. შარშან 10 მილიონი გამოიყო, წელს კი 12 მილიონი გვჭირდება.

- სახელმძღვანელოები საქართველოში დაიბეჭდება?

- დიახ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სტამბებში შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები.

- გამომცემლები სახელმძღვა­ნელოების უფასოდ დარიგებაზე უკმაყოფილებას გამოთქვამენ?

- გამომცემლ­ე­ბი მიიღებენ კონტრაქტით გათვალისწინებულ 10%-ს. მათ ეძლევათ შესაძლებლობა, გაყიდონ სასკოლო სახელმძღვანელოები, რადგან ჩვენ არ ვამარაგებთ კერძო სკოლებს. ვფიქრობ, ამით საქმეს არ ვაფუჭებთ. საქართველოში, სადაც საშუალო შემოსავალი ძალიან დაბალია, ოჯახებს უძნელდებათ 150-200 ლარის წიგნების შეძენა.

ესაუბრა მარი მგელაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"