მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დიმიტრი შაშკინი სახელმძღვანელოების უფასოდ დარიგებას გამომცემლების "გაკულაკებად" აფასებს
დიმიტრი შაშკინი სახელმძღვანელოების უფასოდ დარიგებას გამომცემლების "გაკულაკებად" აფასებს

გა­ნათ­ლე­ბის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი დი­მიტ­რი შაშ­კი­ნი სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის უფა­სოდ და­რი­გე­ბის პროგ­რა­მას გა­მომ­ცემ­ლე­ბის "გა­კუ­ლა­კე­ბად" აფა­სებს.

რო­გორც შაშ­კინ­მა "ბიზ­ნეს­კუ­რი­ერ­თან" სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და, პროგ­რა­მამ, შე­საძ­ლოა, სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის ბა­ზა­რი "გა­აქ­როს", ბი­უ­ჯეტ­მა კი აღ­ნიშ­ნუ­ლი ბაზ­რი­დან 15 მი­ლი­ო­ნი­ა­ნი გა­და­სა­ხა­დი და­კარ­გოს.

"თუ გახ­სოვთ, ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის სა­არ­ჩევ­ნო პროგ­რა­მა იყო 1000-ლა­რი­ა­ნი ვა­უ­ჩე­რი, რომ­ლი­თაც ყვე­ლა მშო­ბელს შე­ეძ­ლო სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს შე­ძე­ნა ბავ­შვე­ბის­თვის. გარ­და ამი­სა, ბი­უ­ჯე­ტი­დან 10 მი­ლი­ო­ნი ლარი იყო გა­მო­ყო­ფი­ლი, რომ­ლი­თაც სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებს ვყი­დუ­ლობ­დით სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლე­ბის­თვის, მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნე­ბის­თვის და ომში და­ღუ­პულ­თა ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვის. არა­ვინ და­ობს, რომ კარ­გია, თუკი ბავ­შვი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს უფა­სოდ მი­ი­ღებს, მაგ­რამ აქ სა­უ­ბა­რია ბა­ზარ­ზე - წიგ­ნე­ბის ბა­ზა­რი და­ახ­ლო­ე­ბით 60 მი­ლი­ო­ნი­ა­ნია და ამ პრო­ექ­ტით დიდი სა­შიშ­რო­ე­ბაა, რომ ეს ბა­ზა­რი გაქ­რეს. გაქ­რე­ბა ის 15 მი­ლი­ო­ნი­ა­ნი გა­და­სა­ხა­დიც, რო­მე­ლიც ბი­უ­ჯეტ­ში ამ ბაზ­რი­დან შე­დი­ო­და. დიდი ალ­ბა­თო­ბით ბევ­რი სა­გა­მომ­ცემ­ლო სახ­ლი გა­კოტ­რდე­ბა. ასე რომ, ჩვენ შე­იძ­ლე­ბა პუ­რიც და­ვა­რი­გოთ უფა­სოდ თუ ამას გა­ვა­კე­თებთ გა­კუ­ლა­კე­ბით - წა­ვარ­თვათ ფქვი­ლი შე­მომ­ტანს, გა­ვა­კე­თოთ სა­ცხო­ბი, ჩვენ გა­მო­ვა­ცხოთ და ხალ­ხს ასე მივ­ცეთ. ჩემი მი­ნის­ტრო­ბის დრო­საც შე­იძ­ლე­ბო­და სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის უფა­სოდ და­რი­გე­ბა, თუმ­ცა მხო­ლოდ გა­კუ­ლა­კე­ბი­თა და ექ­სპროპ­რი­ა­ცი­ით", - გა­ნა­ცხა­და დი­მიტ­რი შაშ­კინ­მა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ბავ­შვე­ბის გა­ნათ­ლე­ბა მხო­ლოდ სას­კო­ლო სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებ­ზე არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

"მე არ ვარ გა­მომ­ცემ­ლე­ბის დამ­ცვე­ლი, მაგ­რამ უნდა ვთქვათ, რომ ბავ­შვის გა­ნათ­ლე­ბა არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი მხო­ლოდ სას­კო­ლო სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებ­ზე. თუ ქვე­ყა­ნა­ში მოკ­ვდა წიგ­ნე­ბის ბიზ­ნე­სი და არ და­ი­ბეჭ­და მხატ­ვრუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა, ბავ­შვე­ბი სა­თა­ნა­დო გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბას ვერ შეძ­ლე­ბენ", - აღ­ნიშ­ნა გა­ნათ­ლე­ბის ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

დიმიტრი შაშკინი სახელმძღვანელოების უფასოდ დარიგებას გამომცემლების "გაკულაკებად" აფასებს

დიმიტრი შაშკინი სახელმძღვანელოების უფასოდ დარიგებას გამომცემლების "გაკულაკებად" აფასებს

განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის სახელმძღვანელოების უფასოდ დარიგების პროგრამას გამომცემლების "გაკულაკებად" აფასებს.

როგორც შაშკინმა "ბიზნესკურიერთან" საუბარში განაცხადა, პროგრამამ, შესაძლოა, სახელმძღვანელოების ბაზარი "გააქროს", ბიუჯეტმა კი აღნიშნული ბაზრიდან 15 მილიონიანი გადასახადი დაკარგოს.

"თუ გახსოვთ, ყოფილი პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილის საარჩევნო პროგრამა იყო 1000-ლარიანი ვაუჩერი, რომლითაც ყველა მშობელს შეეძლო სახელმძღვანელოს შეძენა ბავშვებისთვის. გარდა ამისა, ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი, რომლითაც სახელმძღვანელოებს ვყიდულობდით სოციალურად დაუცველებისთვის, მრავალშვილიანებისთვის და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებისთვის. არავინ დაობს, რომ კარგია, თუკი ბავშვი სახელმძღვანელოს უფასოდ მიიღებს, მაგრამ აქ საუბარია ბაზარზე - წიგნების ბაზარი დაახლოებით 60 მილიონიანია და ამ პროექტით დიდი საშიშროებაა, რომ ეს ბაზარი გაქრეს. გაქრება ის 15 მილიონიანი გადასახადიც, რომელიც ბიუჯეტში ამ ბაზრიდან შედიოდა. დიდი ალბათობით ბევრი საგამომცემლო სახლი გაკოტრდება. ასე რომ, ჩვენ შეიძლება პურიც დავარიგოთ უფასოდ თუ ამას გავაკეთებთ გაკულაკებით - წავართვათ ფქვილი შემომტანს, გავაკეთოთ საცხობი, ჩვენ გამოვაცხოთ და ხალხს ასე მივცეთ. ჩემი მინისტრობის დროსაც შეიძლებოდა სახელმძღვანელოების უფასოდ დარიგება, თუმცა მხოლოდ გაკულაკებითა და ექსპროპრიაციით", - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

მისივე განმარტებით, ბავშვების განათლება მხოლოდ სასკოლო სახელმძღვანელოებზე არ არის დამოკიდებული.

"მე არ ვარ გამომცემლების დამცველი, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ ბავშვის განათლება არ არის დამოკიდებული მხოლოდ სასკოლო სახელმძღვანელოებზე. თუ ქვეყანაში მოკვდა წიგნების ბიზნესი და არ დაიბეჭდა მხატვრული ლიტერატურა, ბავშვები სათანადო განათლების მიღებას ვერ შეძლებენ", - აღნიშნა განათლების ყოფილმა მინისტრმა.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"