კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზურაბ აბაშიძე - რუსეთის მიმართულებით ზედმეტმა გარჯამ შეიძლება, დაწყებული რთული დიალოგი მნიშვნელოვნად დააზიანოს
ზურაბ აბაშიძე - რუსეთის მიმართულებით ზედმეტმა გარჯამ შეიძლება, დაწყებული რთული დიალოგი მნიშვნელოვნად დააზიანოს

რუ­სე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით ზედ­მეტ­მა გარ­ჯამ შე­იძ­ლე­ბა, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­ა­ზი­ა­ნოს რუ­სეთ­თან და­წყე­ბუ­ლი რთუ­ლი დი­ა­ლო­გი. ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის სპე­ცი­ა­ლურ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სა­კი­თხებ­ში ზუ­რაბ აბა­ში­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

"სა­ქარ­თვე­ლო-რუ­სე­თის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ნორ­მა­ლი­ზე­ბის მიზ­ნით გა­დად­გმულ­მა პირ­ველ­მა ნა­ბი­ჯებ­მა ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში ჩვენ­ში ზედ­მე­ტი ილუ­ზი­ე­ბი და ემო­ცი­უ­რო­ბა გა­მო­იწ­ვია. მე­დი­ი­დან ვი­ღებ ინ­ფორ­მა­ცი­ას იმ ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც რუ­სეთ­ში კერ­ძო პი­რე­ბი­სა და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ჯგუ­ფე­ბის მიერ იგეგ­მე­ბა და ტარ­დე­ბა. ჩვენ ვე­რა­ვის ვერ ავუკ­რძა­ლავთ კერ­ძო ინი­ცი­ა­ტი­ვით რუ­სეთ­ში წას­ვლას, ამა თუ იმ კონ­ცერ­ტის, თუ ბიზ­ნეს­ფო­რუ­მის მო­წყო­ბას. ამას­თა­ნა­ვე, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ჰი­პე­რაქ­ტი­ურ­მა და ზედ­მეტ­მა გარ­ჯამ შე­იძ­ლე­ბა, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­ა­ზი­ა­ნოს რუ­სეთ­თან და­წყე­ბუ­ლი რთუ­ლი დი­ა­ლო­გი",-აღ­ნიშ­ნა ზუ­რაბ აბა­ში­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ჩვენ ჯერ მხო­ლოდ ჩი­ხი­დან გა­მოს­ვლას ვცდი­ლობთ, ამი­ტომ დიდი სიფრ­თხი­ლეა სა­ჭი­რო, გან­სა­კუთ­რე­ბით სენ­სი­ტი­ურ თე­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

"ზო­მი­ე­რე­ბას, გო­ნი­ე­რე­ბას კა­ნო­ნი­თა და დეკ­რე­ტით ვერ და­ამ­კვიდ­რებ, ეს ყო­ველ­მა ჩვენ­გან­მა ში­ნა­გა­ნად, მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი მიდ­გო­მი­თა და სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით უნდა გა­მო­ი­მუ­შა­ოს",-მი­იჩ­ნევს ზუ­რაბ აბა­ში­ძე.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ზურაბ აბაშიძე - რუსეთის მიმართულებით ზედმეტმა გარჯამ შეიძლება, დაწყებული რთული დიალოგი მნიშვნელოვნად დააზიანოს

ზურაბ აბაშიძე - რუსეთის მიმართულებით ზედმეტმა გარჯამ შეიძლება, დაწყებული რთული დიალოგი მნიშვნელოვნად დააზიანოს

რუსეთის მიმართულებით ზედმეტმა გარჯამ შეიძლება, მნიშვნელოვნად დააზიანოს რუსეთთან დაწყებული რთული დიალოგი. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ განუცხადა.

"საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ნორმალიზების მიზნით გადადგმულმა პირველმა ნაბიჯებმა ზოგიერთ შემთხვევაში ჩვენში ზედმეტი ილუზიები და ემოციურობა გამოიწვია. მედიიდან ვიღებ ინფორმაციას იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებიც რუსეთში კერძო პირებისა და დამოუკიდებელი ჯგუფების მიერ იგეგმება და ტარდება. ჩვენ ვერავის ვერ ავუკრძალავთ კერძო ინიციატივით რუსეთში წასვლას, ამა თუ იმ კონცერტის, თუ ბიზნესფორუმის მოწყობას. ამასთანავე, ამ მიმართულებით ჰიპერაქტიურმა და ზედმეტმა გარჯამ შეიძლება, მნიშვნელოვნად დააზიანოს რუსეთთან დაწყებული რთული დიალოგი",-აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.

მისივე თქმით, ჩვენ ჯერ მხოლოდ ჩიხიდან გამოსვლას ვცდილობთ, ამიტომ დიდი სიფრთხილეა საჭირო, განსაკუთრებით სენსიტიურ თემებთან დაკავშირებით.

"ზომიერებას, გონიერებას კანონითა და დეკრეტით ვერ დაამკვიდრებ, ეს ყოველმა ჩვენგანმა შინაგანად, მოქალაქეობრივი მიდგომითა და სახელმწიფოებრივი ინტერესების გათვალისწინებით უნდა გამოიმუშაოს",-მიიჩნევს ზურაბ აბაშიძე.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა