სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უფასო სასკოლო წიგნები და გამომცემლები დახურვის საფრთხის წინაშე
 უფასო სასკოლო წიგნები და გამომცემლები დახურვის საფრთხის წინაშე

"სექ­ტემ­ბრის თვე მშობ­ლე­ბის­თვის გახ­და ეკო­ნო­მი­კუ­რი კა­ტას­ტრო­ფის თვე. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის გა­ღა­ტა­კე­ბის პო­ლი­ტი­კა სა­ქარ­თვე­ლო­ში დამ­თავ­რდა", - გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ახა­ლი მთავ­რო­ბის მიერ და­პი­რე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბის "გა­ი­ა­ფე­ბის" ტალ­ღამ გა­ნათ­ლე­ბის სფე­რომ­დე მი­აღ­წია. ორი დღეა, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრი გა­მომ­ცემ­ლებს მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით უტევს და საყ­ვე­დუ­რობს. არ­ცთუ უსა­ფუძ­ვლოდ, 150 ლარი, რო­მე­ლიც, წე­ლი­წად­ში, სა­შუ­ა­ლოდ, ერთ მოს­წავ­ლეს წიგ­ნე­ბის შე­სა­ძე­ნად სჭირ­დე­ბო­და, ქარ­თუ­ლი ოჯა­ხე­ბის უდი­დეს ნა­წილს, მარ­თლაც მძი­მე ტვირ­თად აწ­ვე­ბო­და.

"ეს ხდე­ბო­და იმ ვი­თა­რე­ბა­ში, რო­დე­საც სა­არ­სე­ბო მი­ნი­მუ­მი 153 ლარი, ხოლო სა­შუ­ა­ლო შე­მო­სა­ვა­ლი 145 ლა­რია, თა­ნაც მშობ­ლებს არ­ჩე­ვა­ნი არ ჰქონ­დათ - მათ უარი უნდა ეთ­ქვათ შვი­ლის გა­ნათ­ლე­ბა­ზე ან ისეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ყო­ფი­ლიყ­ვნენ, რო­გორც რუს­თა­ვის სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი – წიგ­ნე­ბის ქსე­რო­ას­ლე­ბით ესარ­გებ­ლათ," - გა­ნა­ცხა­და მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა. მი­ნის­ტრის მიერ შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი გა­მო­სა­ვა­ლი მშობ­ლებს გა­უ­ხარ­დათ, თუმ­ცა, მე­ო­რე მხა­რემ - სა­გა­მომ­ცემ­ლო ბიზ­ნეს­მა, პო­პუ­ლის­ტურ გა­მოხ­ტო­მად შე­ა­ფა­სა და სა­გა­მომ­ცემ­ლო სფე­როს მო­სა­ლოდ­ნელ დაქ­ცე­ვა­სა და გა­ნად­გუ­რე­ბა­ზე ალა­პა­რაკ­და.

სას­კო­ლო სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის ბიზ­ნე­სი

გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბი არ ეთან­ხმე­ბი­ან მი­ნის­ტრის შე­ნიშ­ვნას, რომ სას­კო­ლო სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის ბიზ­ნე­სი წე­ლი­წად­ში 80 მი­ლი­ო­ნამ­დე ლარს აღ­წევ­და. მათ სხვა მო­ნა­ცე­მე­ბი აქვთ.

"ეს თან­ხა არა­რე­ა­ლის­ტუ­რია. არ­სე­ბობს სტა­ტის­ტი­კა, რომ შარ­შან, 2012 წელს, სას­კო­ლო სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის სა­ცა­ლო გა­ყიდ­ვებ­მა და­ახ­ლო­ე­ბით 23 მი­ლი­ო­ნი ლარი შე­ად­გი­ნა. სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლე­ბის­თვის კი, სა­ხელ­მწი­ფომ 8 მი­ლი­ო­ნი ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის წიგ­ნე­ბი შე­ის­ყი­და, მა­შა­სა­და­მე, და­ახ­ლო­ე­ბით 30 მი­ლი­ონ ლარ­ზეა სა­უ­ბა­რი," - აცხა­დებს გა­მომ­ცე­მე­ლი ბა­კურ სუ­ლა­კა­უ­რი.

გა­მომ­ცემ­ლო­ბა "ინ­ტე­ლექ­ტის" გათ­ვლე­ბით, მთლი­ა­ნი რე­ა­ლი­ზა­ცია 25-28 მი­ლი­ო­ნი ლა­რის ფარ­გლებ­ში მერ­ყე­ობ­და. სხვა გა­მომ­ცემ­ლე­ბი სა­ვა­რა­უ­დო მაჩ­ვე­ნებ­ლად 40 მი­ლი­ონ ლარს ასა­ხე­ლე­ბენ. ეს თან­ხა ბა­ზარ­ზე მოქ­მედ 16-18 კომ­პა­ნი­ა­ზე ნა­წილ­დე­ბო­და, თუმ­ცა, მისი და­ახ­ლო­ე­ბით 40% (რო­გორც თა­ვად ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი აცხა­დე­ბენ) ოთხ ძი­რი­თად გა­მომ­ცემ­ლო­ბას - "ინ­ტე­ლექტს" (18-20%), "მე­რი­დი­ანს", "სუ­ლა­კა­უ­რის გა­მომ­ცემ­ლო­ბა­სა" და "დი­ო­გე­ნეს" - შო­რის იყო­ფო­და. მი­ნის­ტრმა გა­ნა­ცხა­და, რომ 13 გა­მომ­ცემ­ლო­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რად მხო­ლოდ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლე­ო­ბის ბაზ­რის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად იყო შექ­მნი­ლი, რაც "ხე­ლოვ­ნუ­რი სო­ცი­ა­ლიზ­მის" გა­მოვ­ლი­ნე­ბად შე­ა­ფა­სა, თუმ­ცა, თა­ვი­დან აი­ცი­ლა კო­მენ­ტა­რი იმ ფაქ­ტზე, რა­ზეც არა­ფორ­მა­ლუ­რად ხში­რად სა­უბ­რობ­დნენ: გა­ნათ­ლე­ბის სა­მინ­სიტ­როს­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რე­ბი კონ­კურ­სში კონ­კრე­ტუ­ლი წიგ­ნე­ბის წარ­მა­ტე­ბას აქ­ტი­უ­რად ლო­ბი­რებ­დნენ.

გა­მომ­ცემ­ლე­ბის მო­გე­ბის მარ­ჟა

გა­მომ­ცემ­ლე­ბი უარ­ყო­ფენ, რომ მათ კო­ლო­სა­ლუ­რი თან­ხე­ბი რჩე­ბო­დათ. ჯერ კი­დევ ორი წლის წინ წიგ­ნე­ბის გა­ი­ა­ფე­ბის სურ­ვი­ლი ექს-მი­ნის­ტრ დი­მიტ­რი შაშ­კინ­საც გა­უჩ­ნდა. მან და­ი­ბა­რა ყვე­ლა გა­მომ­ცე­მე­ლი და სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს ფას­ზე ზედა ზღვა­რი - 10 ლარი და­უ­წე­სა. თან­ხა, სა­ვა­რა­უ­დოდ, თა­ვად ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის არ­გუ­მენ­ტე­ბით და­ან­გა­რიშ­და. ეს სქე­მა გა­მომ­ცემ­ლო­ბა "ინ­ტე­ლექ­ტის" ხელ­მძღვა­ნელ­მა, კახა კუ­და­ვამ გაგ­ვი­შიფ­რა:

"10 ლა­რი­დან 2 ლარი დის­ტრი­ბუ­ცი­ას მი­აქვს; ორი ლარი, ანუ 20%, ავ­ტორს რჩე­ბა (ხელ­ზე 1,60 ლარს იღებს, რად­გან 20%-ს სა­შე­მო­სავ­ლო გა­და­სა­ხა­დის სა­ხით იხ­დის); 3,5 -4 ლარი ბეჭდ­ვა­ში მი­დის; დარ­ჩე­ნილ თან­ხა­ში შე­დის მო­გე­ბა, გა­და­სახ­დე­ბი და მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნა­ლი - დამ­კა­ბა­დო­ნე­ლებ­ლე­ბი, მხატ­ვრე­ბი და ა.შ.", - აცხა­დებს კუ­და­ვა. მისი თქმით, იყო ისე­თი წიგ­ნე­ბიც, რო­მელ­თა თვით­ღი­რე­ბუ­ლე­ბა და­წე­სე­ბულ ზღვარს სცდე­ბო­და, მა­გა­ლი­თად, არა­ქარ­თუ­ლი სკო­ლე­ბის­თვის, მაგ­რამ ამ ზა­რალს გა­მომ­ცემ­ლე­ბი სხვა წიგ­ნე­ბი­დან მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სა­ვა­ლით აბა­ლან­სებ­დნენ. 400 გვერ­დი­ან და 40 -გვერ­დი­ან წიგ­ნებ­ზე ერთი და იგი­ვე ზღვა­რი იყო და­წე­სე­ბუ­ლი, რაც, გა­მომ­ცემ­ლო­ბებს, ბუ­ნებ­რი­ვია, მეტი ლა­ვი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევ­და. ამას­თან, მას­წავ­ლებ­ლებს წიგ­ნე­ბი უფა­სოდ ურიგ­დე­ბო­დათ.

"შო­კი­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი იმ გრო­შე­ბით, რამ­დენ­საც თურ­მე ავ­ტო­რე­ბი ხშირ შემ­თხვე­ვა­ში იღებ­დნენ გა­მომ­ცემ­ლის­გან. ეს პო­ლი­ტი­კა შე­იც­ვლე­ბა და სა­მუ­შა­ო­ში, რო­მელ­საც გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო შე­უკ­ვე­თავს, ავ­ტო­რებს ექ­ნე­ბათ უფრო ღირ­სე­უ­ლი ანა­ზღა­უ­რე­ბა" - გა­ნა­ცხა­და მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

ავ­ტო­რე­ბის მო­გე­ბის მარ­ჟა

ბა­კურ სუ­ლა­კა­უ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ავ­ტო­რო ანა­ზღა­უ­რე­ბის შემ­დე­გი სქე­მა ჩა­მო­ყა­ლიბ­და: ავ­ტო­რე­ბი სა­კუ­თა­რი წიგ­ნის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სავ­ლი­დან 15-25% იღე­ბენ. გა­სულ წელს სა­მა­სამ­დე ავ­ტორ­მა 5 მი­ლი­ო­ნი ლარი გა­და­ი­ნა­წი­ლა. აქე­დან, სუ­ლა­კა­უ­რის გა­მომ­ცემ­ლო­ბამ, ჰო­ნო­რა­რე­ბის სა­ხით, 700 ათა­სი ლარი გას­ცა, მათ შო­რის, 70 ათა­სამ­დე ლარი ერ­თმა ავ­ტორ­მა მი­ი­ღო. "ინ­ტე­ლექ­ტი" ავ­ტო­რებს რე­ა­ლი­ზა­ცი­ის შე­მო­სავ­ლის 20%-ს უხ­დი­და, რაც გა­მომ­ცემ­ლო­ბის ერთ-ერ­თმა ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბად­მა ავ­ტორ­მა თე­მურ ვე­ფხვა­ძემ ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში და­ა­დას­ტუ­რა. მან სამ მეც­ნი­ერ­თან ერ­თად თორ­მე­ტი­ვე კლა­სის მა­თე­მა­ტი­კის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო და­წე­რა. თე­მურ ვე­ფხვა­ძე თსუ-ს ალ­გებ­რა-გე­ო­მეტ­რი­ის კა­თედ­რის სრუ­ლი პრო­ფე­სო­რი და ყო­ფი­ლი პარ­ლა­მენ­ტა­რის, ლე­ვან ვე­ფხვა­ძის მა­მაა.

პრო­ფე­სო­რის თქმით, გრო­შებს ის ავ­ტო­რე­ბი იღებ­დნენ, რო­მელ­თა სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი მას­წავ­ლე­ბელ­თა შო­რის ნაკ­ლე­ბი პო­პუ­ლა­უ­რო­ბით სარ­გებ­ლობ­და, შე­სა­ბა­მი­სად, მცი­რე გა­ყიდ­ვე­ბით ხა­სი­ათ­დე­ბოდ­ნენ (თუმ­ცა, ისიც აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მა­წავ­ლებ­ლე­ბის სიმ­პა­ტი­ე­ბის მო­პო­ვე­ბა რიგ სკო­ლებ­ში დი­რექ­ტო­რის გავ­ლე­ნის სფე­რო­ებ­საც კი სცდე­ბო­და და თით­ქმის პარ­ლა­მენ­ტის დო­ნე­ზე წყდე­ბო­და). რო­გორც თე­მურ ვე­ფხვა­ძე აცხა­დებს, მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვა, რომ ერთი მი­ლი­ო­ნი ლარი მო­გე­ბის სა­ხით და­უ­ტო­ვოს გა­მომ­ცემ­ლებს, დარ­ტყმას ავ­ტო­რებ­საც აყე­ნებს.

"ძველ­მა ფი­ლო­სო­ფო­სებ­მა მა­თე­მა­ტი­კა კარ­გად იცოდ­ნენ, ფი­ლო­სო­ფოს­მა მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა კი, რო­გორც ჩანს, არ იცის. ერთ მი­ლი­ონ ლარს 4 მი­ლი­ონ წიგნ­ზე ანა­წი­ლე­ბენ, გა­მო­დის, რომ გა­მომ­ცემ­ლო­ბას 25 თეთ­რი რჩე­ბა, სა­ი­და­ნაც 20%, ანუ 5 თეთ­რი ჩვენ უნდა გა­მოდგვცეს, ერთი თეთ­რი სა­შე­მო­სავ­ლო გა­და­სა­ხა­დის სა­ხით უნდა გა­და­ვი­ხა­დო. დარ­ჩე­ნი­ლი ოთხი თეთ­რი ოთხმა ავ­ტორ­მა გა­და­ვი­ნა­წი­ლოთ, გა­მო­დის, რომ ერთი თეთ­რი დამ­რჩე­ბა, ანუ ზუს­ტად, 40-ჯერ შე­მიმ­ცირ­დე­ბა შე­მო­სა­ვა­ლი", - აცხა­დებს ვე­ფხვა­ძე.

ისევ "ხე­ლოვ­ნუ­რი სო­ცი­ა­ლიზ­მი"?

"მი­ნის­ტრის მიერ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი ფუ­ლა­დი რე­სურ­სი - 12 მი­ლი­ო­ნი ლარი - საკ­მა­რი­სი არ იქ­ნე­ბა სრუ­ლად და­ი­ფა­როს სკო­ლის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებ­ზე გა­სა­წე­ვი ხარ­ჯე­ბი. ეს თან­ხა მხო­ლოდ ინ­გლი­სუ­რი ენის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებს დას­ჭირ­დე­ბა, რომ­ლი­თაც სკო­ლე­ბი ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მომ­ცემ­ლო­ბის­გან მა­რაგ­დე­ბი­ან. ერთი წიგ­ნის ფასი, რო­გორც ვიცი, 17-18 ლა­რის ფარ­გლებ­ში მერ­ყე­ობს, ინ­გლი­სურ ენას სულ 600 ათა­სი მოს­წავ­ლე ეუფ­ლე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, 10 მი­ლი­ონ­ზე მეტი ლარი ჯდე­ბა,"- აცხა­დებს ბა­კურ სუ­ლა­კა­უ­რი.

ამა­ვე დროს, გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბი უსა­მარ­თლოდ მი­იჩ­ნე­ვენ, რომ მათ არ­სე­ბო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა წა­არ­თვეს და თან­ხა მთლი­ა­ნად სტამ­ბებ­ზე მი­მარ­თეს, თა­ნაც მხო­ლოდ ოთხ მათ­გან­ზე ("24 სა­ა­თი", "სე­ზა­ნი", "ფა­ვო­რი­ტი", "ფორ­მა").

"ეს ნიშ­ნავს, რომ ტენ­დე­რიც კი არ გა­მო­ცხად­დე­ბა, ჩვენც გვაქვს სა­კუ­თა­რი სტამ­ბა, რო­მე­ლიც ამ ეტაპ­ზე გა­ჩე­რე­ბუ­ლია, შე­მო­ე­თა­ვა­ზე­ბი­ნათ, იქ­ნებ, დავ­თან­ხმე­ბუ­ლი­ყა­ვით?"- აცხა­დებს "ინ­ტე­ლექ­ტის" ხელ­მძღვა­ნე­ლი.

თუმ­ცა, თა­ვი­სი პო­ზი­ცია აქვს "24 სა­ა­თის სტამ­ბის" ხელ­მძღვა­ნელს, ირაკ­ლი ლეჟა­ვას. მისი თქმით, სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის ფა­სე­ბი მათი ტი­რა­ჟის მი­ხედ­ვით დგინ­დე­ბა. "თუ სა­შუ­ა­ლო შე­წო­ნილ თან­ხას და­ვით­ვლით, გა­მო­დის, რომ 8,4 მი­ლი­ონ ლა­რად 4 მი­ლი­ონ­ზე მეტი წიგ­ნი უნდა და­ი­ბეჭ­დოს, ანუ, უხე­შად, წიგ­ნი 2,1 ლარი ჯდე­ბა. ეს თან­ხა 40 სტამ­ბა­ზე რომ გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი­ყო, მა­შინ გა­ნათ­ლე­ბის სა­მინ­სიტ­როს 14 მი­ლი­ო­ნი ლარი და­უჯ­დე­ბო­და, რად­გან ტი­რა­ჟის გამო ჩვენ მო­გე­ბის მარ­ჟე­ბის მნიშ­ნე­ლო­ვან შემ­ცი­რე­ბა­ზე დავ­თან­ხმდით", - გა­ნა­ცხა­და ლეჟა­ვამ.

რა ელით გა­მომ­ცემ­ლებს

ეკო­ნო­მი­კუ­რი შე­ჭირ­ვე­ბის, ინ­ტერ­ნე­ტი­სა და ცხოვ­რე­ბის აჩ­ქა­რე­ბუ­ლი ტემ­პის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მხო­ლოდ წიგ­ნის მოყ­ვა­რუ­ლებ­ზე გათ­ვლი­ლი გა­ყიდ­ვე­ბით გა­მომ­ცემ­ლო­ბა­თა უდი­დე­სი ნა­წი­ლი სრულ­ფა­სოვ­ნად ვერ იარ­სე­ბებს, მათ და­ხურ­ვა და­ე­მუქ­რე­ბათ. "დი­ო­გე­ნეს" ხელ­მძღვა­ნე­ლი თა­მარ ლე­ბა­ნი­ძე აცხა­დებს, რომ მათი კომ­პა­ნი­ის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის 80% სას­კო­ლო სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებ­ზე მო­დი­ო­და.

"ეს კა­ტას­ტრო­ფაა. კრე­დი­ტე­ბით ვფუნ­ქცი­ო­ნი­რებთ, გარ­და ამი­სა, ნაშთ­ში 900 ათა­სი ლა­რის პრო­დუქ­ცია გვაქვს. რო­გორც შე­ვი­ტყვე, მი­ნისტრს ახა­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის შექ­მნის სურ­ვი­ლიც აქვს, ესე იგი, დარ­ჩე­ნი­ლი წიგ­ნე­ბის ბე­დიც გა­ურ­კვე­ვე­ლია," - აცხა­დებს ლე­ბა­ნი­ძე.

იმა­ვეს ფიქ­რობს გა­მომ­ცემ­ლო­ბა "ინ­ტე­ლექ­ტის" დი­რექ­ტო­რი:

" ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გაგ­ვა­კოტ­რებს. მაქ­სი­მუ­მი ორი წე­ლი­წა­დი ვი­არ­სე­ბოთ ინერ­ცი­ით. ჩვენს შიდა ბრუნ­ვა­ში სას­კო­ლო სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებს 68% უკა­ვია. ნაშ­თის სა­ხით 625 ათა­სი ეგ­ზემპლა­რი გვაქვს შე­მორ­ჩე­ნი­ლი. გა­კოტ­რდე­ბი­ან წიგ­ნის მა­ღა­ზი­ე­ბიც, რად­გან, სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებს პირ­და­პირ სკო­ლებ­ში და­უ­რი­გე­ბენ," - ამ­ბობს კუ­და­ვა.

თუმ­ცა, მი­უ­ხე­და­ვად პე­სი­მის­ტუ­რი გან­წყო­ბი­სა, გა­მომ­ცემ­ლე­ბი და­ნე­ბე­ბას არ აპი­რე­ბენ და სა­სა­მარ­თლო­ში ჩი­ვილ­ზე სა­უბ­რო­ბენ. გარ­და ამი­სა, მათი გან­ცხა­დე­ბით, მხარ­და­ჭე­რის მო­პო­ვე­ბას სა­ერ­თა­შო­რი­სო არე­ალ­ზეც ეც­დე­ბი­ან, პარტნო­რი და კო­ლე­გა უცხო­უ­რი წიგ­ნის ასო­ცი­ა­ცი­ე­ბის სა­ხით.

ბელა ნო­ზა­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

უფასო სასკოლო წიგნები და გამომცემლები დახურვის საფრთხის წინაშე

 უფასო სასკოლო წიგნები და გამომცემლები დახურვის საფრთხის წინაშე

"სექტემბრის თვე მშობლებისთვის გახდა ეკონომიკური კატასტროფის თვე. ჩვეულებრივი მოსახლეობის გაღატაკების პოლიტიკა საქართველოში დამთავრდა", - გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ახალი მთავრობის მიერ დაპირებული ცხოვრების "გაიაფების" ტალღამ განათლების სფერომდე მიაღწია. ორი დღეა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გამომცემლებს მედიასაშუალებებით უტევს და საყვედურობს. არცთუ უსაფუძვლოდ, 150 ლარი, რომელიც, წელიწადში, საშუალოდ, ერთ მოსწავლეს წიგნების შესაძენად სჭირდებოდა, ქართული ოჯახების უდიდეს ნაწილს, მართლაც მძიმე ტვირთად აწვებოდა.

"ეს ხდებოდა იმ ვითარებაში, როდესაც საარსებო მინიმუმი 153 ლარი, ხოლო საშუალო შემოსავალი 145 ლარია, თანაც მშობლებს არჩევანი არ ჰქონდათ - მათ უარი უნდა ეთქვათ შვილის განათლებაზე ან ისეთ მდგომარეობაში ყოფილიყვნენ, როგორც რუსთავის სკოლის მოსწავლეები – წიგნების ქსეროასლებით ესარგებლათ," - განაცხადა მარგველაშვილმა. მინისტრის მიერ შეთავაზებული გამოსავალი მშობლებს გაუხარდათ, თუმცა, მეორე მხარემ - საგამომცემლო ბიზნესმა, პოპულისტურ გამოხტომად შეაფასა და საგამომცემლო სფეროს მოსალოდნელ დაქცევასა და განადგურებაზე ალაპარაკდა.

სასკოლო სახელმძღვანელოების ბიზნესი

გამომცემლობები არ ეთანხმებიან მინისტრის შენიშვნას, რომ სასკოლო სახელმძღვანელოების ბიზნესი წელიწადში 80 მილიონამდე ლარს აღწევდა. მათ სხვა მონაცემები აქვთ.

"ეს თანხა არარეალისტურია. არსებობს სტატისტიკა, რომ შარშან, 2012 წელს, სასკოლო სახელმძღვანელოების საცალო გაყიდვებმა დაახლოებით 23 მილიონი ლარი შეადგინა. სოციალურად დაუცველებისთვის კი, სახელმწიფომ 8 მილიონი ლარის ღირებულების წიგნები შეისყიდა, მაშასადამე, დაახლოებით 30 მილიონ ლარზეა საუბარი," - აცხადებს გამომცემელი ბაკურ სულაკაური.

გამომცემლობა "ინტელექტის" გათვლებით, მთლიანი რეალიზაცია 25-28 მილიონი ლარის ფარგლებში მერყეობდა. სხვა გამომცემლები სავარაუდო მაჩვენებლად 40 მილიონ ლარს ასახელებენ. ეს თანხა ბაზარზე მოქმედ 16-18 კომპანიაზე ნაწილდებოდა, თუმცა, მისი დაახლოებით 40% (როგორც თავად ბიზნესმენები აცხადებენ) ოთხ ძირითად გამომცემლობას - "ინტელექტს" (18-20%), "მერიდიანს", "სულაკაურის გამომცემლობასა" და "დიოგენეს" - შორის იყოფოდა. მინისტრმა განაცხადა, რომ 13 გამომცემლობა სპეციალურად მხოლოდ სახელმძღვანელეობის ბაზრის დასაკმაყოფილებლად იყო შექმნილი, რაც "ხელოვნური სოციალიზმის" გამოვლინებად შეაფასა, თუმცა, თავიდან აიცილა კომენტარი იმ ფაქტზე, რაზეც არაფორმალურად ხშირად საუბრობდნენ: განათლების სამინსიტროსთან დაახლოებული პირები კონკურსში კონკრეტული წიგნების წარმატებას აქტიურად ლობირებდნენ.

გამომცემლების მოგების მარჟა

გამომცემლები უარყოფენ, რომ მათ კოლოსალური თანხები რჩებოდათ. ჯერ კიდევ ორი წლის წინ წიგნების გაიაფების სურვილი ექს-მინისტრ დიმიტრი შაშკინსაც გაუჩნდა. მან დაიბარა ყველა გამომცემელი და სახელმძღვანელოს ფასზე ზედა ზღვარი - 10 ლარი დაუწესა. თანხა, სავარაუდოდ, თავად ბიზნესმენების არგუმენტებით დაანგარიშდა. ეს სქემა გამომცემლობა "ინტელექტის" ხელმძღვანელმა, კახა კუდავამ გაგვიშიფრა:

"10 ლარიდან 2 ლარი დისტრიბუციას მიაქვს; ორი ლარი, ანუ 20%, ავტორს რჩება (ხელზე 1,60 ლარს იღებს, რადგან 20%-ს საშემოსავლო გადასახადის სახით იხდის); 3,5 -4 ლარი ბეჭდვაში მიდის; დარჩენილ თანხაში შედის მოგება, გადასახდები და მომსახურე პერსონალი - დამკაბადონელებლები, მხატვრები და ა.შ.", - აცხადებს კუდავა. მისი თქმით, იყო ისეთი წიგნებიც, რომელთა თვითღირებულება დაწესებულ ზღვარს სცდებოდა, მაგალითად, არაქართული სკოლებისთვის, მაგრამ ამ ზარალს გამომცემლები სხვა წიგნებიდან მიღებული შემოსავალით აბალანსებდნენ. 400 გვერდიან და 40 -გვერდიან წიგნებზე ერთი და იგივე ზღვარი იყო დაწესებული, რაც, გამომცემლობებს, ბუნებრივია, მეტი ლავირების საშუალებას აძლევდა. ამასთან, მასწავლებლებს წიგნები უფასოდ ურიგდებოდათ.

"შოკირებული ვიყავი იმ გროშებით, რამდენსაც თურმე ავტორები ხშირ შემთხვევაში იღებდნენ გამომცემლისგან. ეს პოლიტიკა შეიცვლება და სამუშაოში, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო შეუკვეთავს, ავტორებს ექნებათ უფრო ღირსეული ანაზღაურება" - განაცხადა მარგველაშვილმა.

ავტორების მოგების მარჟა

ბაკურ სულაკაურის ინფორმაციით, წლების განმავლობაში საქართველოში საავტორო ანაზღაურების შემდეგი სქემა ჩამოყალიბდა: ავტორები საკუთარი წიგნის რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლიდან 15-25% იღებენ. გასულ წელს სამასამდე ავტორმა 5 მილიონი ლარი გადაინაწილა. აქედან, სულაკაურის გამომცემლობამ, ჰონორარების სახით, 700 ათასი ლარი გასცა, მათ შორის, 70 ათასამდე ლარი ერთმა ავტორმა მიიღო. "ინტელექტი" ავტორებს რეალიზაციის შემოსავლის 20%-ს უხდიდა, რაც გამომცემლობის ერთ-ერთმა ყველაზე მაღალანაზღაურებადმა ავტორმა თემურ ვეფხვაძემ ჩვენთან საუბარში დაადასტურა. მან სამ მეცნიერთან ერთად თორმეტივე კლასის მათემატიკის სახელმძღვანელო დაწერა. თემურ ვეფხვაძე თსუ-ს ალგებრა-გეომეტრიის კათედრის სრული პროფესორი და ყოფილი პარლამენტარის, ლევან ვეფხვაძის მამაა.

პროფესორის თქმით, გროშებს ის ავტორები იღებდნენ, რომელთა სახელმძღვანელოები მასწავლებელთა შორის ნაკლები პოპულაურობით სარგებლობდა, შესაბამისად, მცირე გაყიდვებით ხასიათდებოდნენ (თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ მაწავლებლების სიმპატიების მოპოვება რიგ სკოლებში დირექტორის გავლენის სფეროებსაც კი სცდებოდა და თითქმის პარლამენტის დონეზე წყდებოდა). როგორც თემურ ვეფხვაძე აცხადებს, მარგველაშვილის ინიციატივა, რომ ერთი მილიონი ლარი მოგების სახით დაუტოვოს გამომცემლებს, დარტყმას ავტორებსაც აყენებს.

"ძველმა ფილოსოფოსებმა მათემატიკა კარგად იცოდნენ, ფილოსოფოსმა მარგველაშვილმა კი, როგორც ჩანს, არ იცის. ერთ მილიონ ლარს 4 მილიონ წიგნზე ანაწილებენ, გამოდის, რომ გამომცემლობას 25 თეთრი რჩება, საიდანაც 20%, ანუ 5 თეთრი ჩვენ უნდა გამოდგვცეს, ერთი თეთრი საშემოსავლო გადასახადის სახით უნდა გადავიხადო. დარჩენილი ოთხი თეთრი ოთხმა ავტორმა გადავინაწილოთ, გამოდის, რომ ერთი თეთრი დამრჩება, ანუ ზუსტად, 40-ჯერ შემიმცირდება შემოსავალი", - აცხადებს ვეფხვაძე.

ისევ "ხელოვნური სოციალიზმი"?

"მინისტრის მიერ დასახელებული ფულადი რესურსი - 12 მილიონი ლარი - საკმარისი არ იქნება სრულად დაიფაროს სკოლის სახელმძღვანელოებზე გასაწევი ხარჯები. ეს თანხა მხოლოდ ინგლისური ენის სახელმძღვანელოებს დასჭირდება, რომლითაც სკოლები ბრიტანული გამომცემლობისგან მარაგდებიან. ერთი წიგნის ფასი, როგორც ვიცი, 17-18 ლარის ფარგლებში მერყეობს, ინგლისურ ენას სულ 600 ათასი მოსწავლე ეუფლება, შესაბამისად, 10 მილიონზე მეტი ლარი ჯდება,"- აცხადებს ბაკურ სულაკაური.

ამავე დროს, გამომცემლობები უსამართლოდ მიიჩნევენ, რომ მათ არსებობის საშუალება წაართვეს და თანხა მთლიანად სტამბებზე მიმართეს, თანაც მხოლოდ ოთხ მათგანზე ("24 საათი", "სეზანი", "ფავორიტი", "ფორმა").

"ეს ნიშნავს, რომ ტენდერიც კი არ გამოცხადდება, ჩვენც გვაქვს საკუთარი სტამბა, რომელიც ამ ეტაპზე გაჩერებულია, შემოეთავაზებინათ, იქნებ, დავთანხმებულიყავით?"- აცხადებს "ინტელექტის" ხელმძღვანელი.

თუმცა, თავისი პოზიცია აქვს "24 საათის სტამბის" ხელმძღვანელს, ირაკლი ლეჟავას. მისი თქმით, სახელმძღვანელოების ფასები მათი ტირაჟის მიხედვით დგინდება. "თუ საშუალო შეწონილ თანხას დავითვლით, გამოდის, რომ 8,4 მილიონ ლარად 4 მილიონზე მეტი წიგნი უნდა დაიბეჭდოს, ანუ, უხეშად, წიგნი 2,1 ლარი ჯდება. ეს თანხა 40 სტამბაზე რომ გადანაწილებულიყო, მაშინ განათლების სამინსიტროს 14 მილიონი ლარი დაუჯდებოდა, რადგან ტირაჟის გამო ჩვენ მოგების მარჟების მნიშნელოვან შემცირებაზე დავთანხმდით", - განაცხადა ლეჟავამ.

რა ელით გამომცემლებს

ეკონომიკური შეჭირვების, ინტერნეტისა და ცხოვრების აჩქარებული ტემპის გათვალისწინებით, მხოლოდ წიგნის მოყვარულებზე გათვლილი გაყიდვებით გამომცემლობათა უდიდესი ნაწილი სრულფასოვნად ვერ იარსებებს, მათ დახურვა დაემუქრებათ. "დიოგენეს" ხელმძღვანელი თამარ ლებანიძე აცხადებს, რომ მათი კომპანიის რეალიზაციის 80% სასკოლო სახელმძღვანელოებზე მოდიოდა.

"ეს კატასტროფაა. კრედიტებით ვფუნქციონირებთ, გარდა ამისა, ნაშთში 900 ათასი ლარის პროდუქცია გვაქვს. როგორც შევიტყვე, მინისტრს ახალი სახელმძღვანელოების შექმნის სურვილიც აქვს, ესე იგი, დარჩენილი წიგნების ბედიც გაურკვეველია," - აცხადებს ლებანიძე.

იმავეს ფიქრობს გამომცემლობა "ინტელექტის" დირექტორი:

" ეს გადაწყვეტილება გაგვაკოტრებს. მაქსიმუმი ორი წელიწადი ვიარსებოთ ინერციით. ჩვენს შიდა ბრუნვაში სასკოლო სახელმძღვანელოებს 68% უკავია. ნაშთის სახით 625 ათასი ეგზემპლარი გვაქვს შემორჩენილი. გაკოტრდებიან წიგნის მაღაზიებიც, რადგან, სახელმძღვანელოებს პირდაპირ სკოლებში დაურიგებენ," - ამბობს კუდავა.

თუმცა, მიუხედავად პესიმისტური განწყობისა, გამომცემლები დანებებას არ აპირებენ და სასამართლოში ჩივილზე საუბრობენ. გარდა ამისა, მათი განცხადებით, მხარდაჭერის მოპოვებას საერთაშორისო არეალზეც ეცდებიან, პარტნორი და კოლეგა უცხოური წიგნის ასოციაციების სახით.

ბელა ნოზაძე

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"