სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

27

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 04:18-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 07:02-ზე, მთვარე ტყუპშია – ჰარმონიული და მარტივი დღეა, სიყვარულის, პატიებისა და მიღების. არ ღირს მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. თუმცა, ის, რაც დღეს დაიგეგმება, მოგვიანებით წარმატებით განხორციელდება. ნუ გადატვირთავთ თავს ფიზიკურად და ემოციურად. ნაკლები ილაპარაკეთ. საღამოსკენ გაუმკლავდით ფინანსურ საკითხებს. გადაიხადეთ ვალები. მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში. დღეს არ შექმნათ ოჯახი. საყვარელ ადამიანთან ერთად გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ოპერაციებს სასუნთქ ორგანოებზე. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Beautiful Women Pedia ქართველი ქალების სილამაზეზე სტატიას აქვეყნებს
Beautiful Women Pedia ქართველი ქალების სილამაზეზე სტატიას აქვეყნებს

ვებ­სა­ი­ტი Beautiful Women Pedia მკი­თხვე­ლებს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის ლა­მაზ ქა­ლებს აც­ნობს. "ეს არის ად­გი­ლი, სა­დაც უცხო ქვეყ­ნის ულა­მა­ზეს ქალ­ბა­ტო­ნებს აღ­მო­ა­ჩენთ", - წე­რია ვებ­სა­ი­ტის მთა­ვარ გვერ­დზე.

სა­ი­ტის ჟურ­ნა­ლის­ტი ქარ­თველ ქა­ლებ­ზე ვრცელ სტა­ტი­ას აქ­ვეყ­ნებს სა­ხელ­წო­დე­ბით - "ლა­მა­ზი ქარ­თვე­ლი ქა­ლე­ბი".

"სა­ქარ­თვე­ლო ცნო­ბი­ლია ღვი­ნით, სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბი­თა და ლა­მა­ზი ქა­ლე­ბით. ამ ქვეყ­ნის გო­გო­ნე­ბი გაც­ნო­ბი­ე­რე­ბულ­ნი არი­ან ხე­ლოვ­ნე­ბა­ში. მათი მშვე­ნი­ე­რე­ბა ყვე­ლა ას­პექ­ტში ხიბ­ლავს მა­მა­კა­ცებს. ქარ­თველ გო­გო­ნებს მა­სი­უ­რად მუქი ყა­ვის­ფე­რი თმა, ლა­მა­ზი თვა­ლის ჭრი­ლი და ღია ფე­რის კანი აქვთ. ამ ქვეყ­ნის ქალ­ბა­ტო­ნებს შე­სა­შუ­რი ქა­ლუ­რი ფორ­მე­ბი აქვთ. მათ ბუ­ნებ­რი­ო­ბა ხიბ­ლავთ და ზედ­მე­ტი კოს­მე­ტი­კით სა­ხეს არ იმ­ძი­მე­ბენ. შებ­რძან­დით ნე­ბის­მი­ერ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში და მო­ი­ხიბ­ლეთ მათი მა­ნე­რე­ბით. ამ ქვეყ­ნის ქალ­ბა­ტო­ნებს თა­ვი­სუფ­ლად შე­უძ­ლი­ათ თა­ნა­მედ­რო­ვე ეპო­ქი­სა და ძვე­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბის შერ­წყმა. მათ სა­უ­კე­თე­სო მე­გობ­რო­ბა შე­უძ­ლი­ათ. პა­ტივს სცე­მენ ოჯა­ხის წევ­რებს. ქარ­თვე­ლი გო­გო­ნე­ბის დიდი ნა­წი­ლი ქორ­წი­ნე­ბამ­დე ქალ­წუ­ლია. ყვე­ლა ქარ­თველ გო­გო­ნას უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა აქვს. სა­ქარ­თვე­ლოს დიდ ქა­ლა­ქებ­ში ნე­ბის­მი­ე­რი ქალი ფლობს სა­ერ­თა­შო­რი­სო ენას - ინ­გლი­სურს. იშ­ვი­ა­თად თუ შეხ­ვდე­ბით ქარ­თველ ქალს, რო­მელ­საც მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა არ ჰქონ­დეს, ან ვერ ცეკ­ვავ­დეს. ვიდ­რე ქარ­თველ გო­გო­ნას პა­ე­მან­ზე და­პა­ტი­ჟებთ, მისი გუ­ლის მო­გე­ბა მო­გი­წევთ. თუმ­ცა, შე­დე­გი ამად ღირს", - ამო­ი­კი­თხავთ სტა­ტი­ა­ში.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რი უცხო­ელ მა­მა­კა­ცებს რამ­დე­ნი­მე რჩე­ვა­საც აძ­ლევს, რო­გორ მო­ხიბ­ლონ ქარ­თვე­ლი გო­გო­ნე­ბი.

"ამ ქვეყ­ნის ქა­ლებს დახ­ვე­წი­ლი მა­ნე­რე­ბის მქო­ნე მა­მა­კა­ცე­ბი იზი­დავთ. ყვე­ლა მათ­გა­ნი კარ­გად ერ­კვე­ვა ღვი­ნო­ში. მხო­ლოდ ის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა შე­არ­ჩი­ეთ, სა­დაც კარ­გი ხა­რის­ხის სას­მე­ლი იყი­დე­ბა. ქარ­თველ ქალ­ბა­ტო­ნებს უყ­ვართ ფეს­ტი­ვა­ლე­ბი და კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი. მო­თო­კეთ ემო­ცი­ე­ბი. მშვი­დად ისა­უბ­რეთ და ხმის ტონს არ აუ­წი­ოთ. სა­ქარ­თვე­ლოს გარ­და, მსოფ­ლი­ოს არ­ცერთ ქვე­ყა­ნა­ში შეგ­ხვდე­ბათ ქალი, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ გრძნო­ბას თავ­ზე არ მო­გახ­ვევთ და გულ­ში შე­ი­ნა­ხავს", - წერს ავ­ტო­რი.

ყვე­ლა უცხო­ე­ლი მა­მა­კა­ცი, რო­მელ­საც ქარ­თველ გო­გო­ნას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქო­ნია, ამ­ბობს, რომ ამ ულა­მა­ზეს ქა­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ნე­ბის­მი­ერ ას­პექ­ტში სა­სი­ა­მოვ­ნოა. მათი თქმით, ქარ­თველ ქალ­ბებ­ში ჭარ­ბი დო­ზი­თაა სი­ლა­მა­ზე, ნი­ჭი­ე­რე­ბა და ტრა­დი­ცი­ე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა.

სა­ი­ტი Beautiful Women Pedia აქ­ვეყ­ნებს ქარ­თვე­ლი მო­დე­ლის, ნინი ნე­ბი­ე­რი­ძის, მსა­ხი­ობ შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლი­სა და "მის სა­ქარ­თვე­ლო 2003"-ის ირი­ნა ონაშ­ვი­ლის ფო­ტო­ებს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Beautiful Women Pedia-ს მი­ხედ­ვით.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

Beautiful Women Pedia ქართველი ქალების სილამაზეზე სტატიას აქვეყნებს

Beautiful Women Pedia ქართველი ქალების სილამაზეზე სტატიას აქვეყნებს

ვებსაიტი Beautiful Women Pedia მკითხველებს სხვადასხვა ქვეყნის ლამაზ ქალებს აცნობს. "ეს არის ადგილი, სადაც უცხო ქვეყნის ულამაზეს ქალბატონებს აღმოაჩენთ", - წერია ვებსაიტის მთავარ გვერდზე.

საიტის ჟურნალისტი ქართველ ქალებზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს სახელწოდებით - "ლამაზი ქართველი ქალები".

"საქართველო ცნობილია ღვინით, სტუმართმოყვარეობითა და ლამაზი ქალებით. ამ ქვეყნის გოგონები გაცნობიერებულნი არიან ხელოვნებაში. მათი მშვენიერება ყველა ასპექტში ხიბლავს მამაკაცებს. ქართველ გოგონებს მასიურად მუქი ყავისფერი თმა, ლამაზი თვალის ჭრილი და ღია ფერის კანი აქვთ. ამ ქვეყნის ქალბატონებს შესაშური ქალური ფორმები აქვთ. მათ ბუნებრიობა ხიბლავთ და ზედმეტი კოსმეტიკით სახეს არ იმძიმებენ. შებრძანდით ნებისმიერ დაწესებულებაში და მოიხიბლეთ მათი მანერებით. ამ ქვეყნის ქალბატონებს თავისუფლად შეუძლიათ თანამედროვე ეპოქისა და ძველი ტრადიციების შერწყმა. მათ საუკეთესო მეგობრობა შეუძლიათ. პატივს სცემენ ოჯახის წევრებს. ქართველი გოგონების დიდი ნაწილი ქორწინებამდე ქალწულია. ყველა ქართველ გოგონას უმაღლესი განათლება აქვს. საქართველოს დიდ ქალაქებში ნებისმიერი ქალი ფლობს საერთაშორისო ენას - ინგლისურს. იშვიათად თუ შეხვდებით ქართველ ქალს, რომელსაც მუსიკალური განათლება არ ჰქონდეს, ან ვერ ცეკვავდეს. ვიდრე ქართველ გოგონას პაემანზე დაპატიჟებთ, მისი გულის მოგება მოგიწევთ. თუმცა, შედეგი ამად ღირს", - ამოიკითხავთ სტატიაში.

სტატიის ავტორი უცხოელ მამაკაცებს რამდენიმე რჩევასაც აძლევს, როგორ მოხიბლონ ქართველი გოგონები.

"ამ ქვეყნის ქალებს დახვეწილი მანერების მქონე მამაკაცები იზიდავთ. ყველა მათგანი კარგად ერკვევა ღვინოში. მხოლოდ ის დაწესებულება შეარჩიეთ, სადაც კარგი ხარისხის სასმელი იყიდება. ქართველ ქალბატონებს უყვართ ფესტივალები და კულტურული ღონისძიებები. მოთოკეთ ემოციები. მშვიდად ისაუბრეთ და ხმის ტონს არ აუწიოთ. საქართველოს გარდა, მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში შეგხვდებათ ქალი, რომელიც საკუთარ გრძნობას თავზე არ მოგახვევთ და გულში შეინახავს", - წერს ავტორი.

ყველა უცხოელი მამაკაცი, რომელსაც ქართველ გოგონასთან ურთიერთობა ჰქონია, ამბობს, რომ ამ ულამაზეს ქალებთან ურთიერთობა ნებისმიერ ასპექტში სასიამოვნოა. მათი თქმით, ქართველ ქალბებში ჭარბი დოზითაა სილამაზე, ნიჭიერება და ტრადიციების პატივისცემა.

საიტი Beautiful Women Pedia აქვეყნებს ქართველი მოდელის, ნინი ნებიერიძის, მსახიობ შორენა ბეგაშვილისა და "მის საქართველო 2003"-ის ირინა ონაშვილის ფოტოებს.

მომზადებულია Beautiful Women Pedia-ს მიხედვით.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები