სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფოთში 28 ათასი კგ კამეჩის გაყინული ხორცით დატვირთული კონტეინერები დააკავეს
ფოთში 28 ათასი კგ კამეჩის გაყინული ხორცით დატვირთული კონტეინერები დააკავეს

ფო­თი­სა და ყუ­ლე­ვის პორ­ტე­ბი­სა და ფო­თის თა­ვი­სუ­ფა­ლი ინ­დუსტრი­უ­ლი ზო­ნის სა­ბა­ჟო გამ­შვებ პუნ­ქტზე, შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხურ­მა, ინ­დო­ე­თი­დან შე­მო­ტა­ნი­ლი 28 ათა­სი კი­ლოგ­რა­მი კა­მე­ჩის გა­ყი­ნუ­ლი ხორ­ცით დატ­ვირ­თუ­ლი კონ­ტე­ი­ნე­რე­ბი და­ა­კა­ვა.

რო­გორც შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხურ­ში გან­მარ­ტა­ვენ, ვე­ტე­რი­ნა­რუ­ლი სა­სა­ზღვრო კონ­ტრო­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას აღ­მოჩ­ნდა, რომ სა­ქონ­ლის შე­ფუთ­ვებ­ზე არ არის და­ტა­ნი­ლი მარ­კი­რე­ბა. შე­ფუთ­ვე­ბის გახ­სნი­სას კი, სა­სა­ქონ­ლო პარ­ტი­ის ნა­წილ­ზე აღ­მოჩ­ნდა მე­ო­რე შე­ფუთ­ვა, სა­დაც და­ტა­ნი­ლია სხვა მწარ­მო­ებ­ლის მარ­კი­რე­ბა და მას­ში კა­მე­ჩის გა­ყი­ნუ­ლი ხორ­ცის მა­გივ­რად აღ­მოჩ­ნდა კა­მე­ჩის გა­ყი­ნუ­ლი გული, რო­მელ­ზეც არ არის მი­თი­თე­ბუ­ლი წარ­მო­ე­ბი­სა და ვარ­გი­სი­ა­ნო­ბის ვა­დე­ბი.

სა­ქონ­ლის ორ­გა­ნო­ლეპ­ტი­კუ­რი შე­მოწ­მე­ბის პირ­ვე­ლა­დი შე­დე­გე­ბით, სა­ქონ­ლის ფერი არ არის და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის #429 დად­გე­ნი­ლე­ბის თა­ნახ­მად, მავ­ნე­ბე­ლი სურ­სა­თი უკან, ექ­სპორ­ტი­ორ ქვე­ყა­ნა­ში გაბ­რუ­ნე­ბას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს იმ­პორ­ტის მო­თხოვ­ნე­ბის და­უკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლო­ბის გამო, 2 აპ­რილს, შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხურ­მა, ინ­დო­ე­თი­დან შე­მო­ტა­ნი­ლი 56 ათა­სი კი­ლოგ­რა­მი კა­მე­ჩის გა­ყი­ნუ­ლი ხორ­ცის ექ­სპორ­ტი­ორ ქვე­ყა­ნა­ში დაბ­რუ­ნე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ფოთში 28 ათასი კგ კამეჩის გაყინული ხორცით დატვირთული კონტეინერები დააკავეს

ფოთში 28 ათასი კგ კამეჩის გაყინული ხორცით დატვირთული კონტეინერები დააკავეს

ფოთისა და ყულევის პორტებისა და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საბაჟო გამშვებ პუნქტზე, შემოსავლების სამსახურმა, ინდოეთიდან შემოტანილი 28 ათასი კილოგრამი კამეჩის გაყინული ხორცით დატვირთული კონტეინერები დააკავა.

როგორც შემოსავლების სამსახურში განმარტავენ, ვეტერინარული სასაზღვრო კონტროლის განხორციელებისას აღმოჩნდა, რომ საქონლის შეფუთვებზე არ არის დატანილი მარკირება. შეფუთვების გახსნისას კი, სასაქონლო პარტიის ნაწილზე აღმოჩნდა მეორე შეფუთვა, სადაც დატანილია სხვა მწარმოებლის მარკირება და მასში კამეჩის გაყინული ხორცის მაგივრად აღმოჩნდა კამეჩის გაყინული გული, რომელზეც არ არის მითითებული წარმოებისა და ვარგისიანობის ვადები.

საქონლის ორგანოლეპტიკური შემოწმების პირველადი შედეგებით, საქონლის ფერი არ არის დამაკმაყოფილებელი. საქართველოს მთავრობის #429 დადგენილების თანახმად, მავნებელი სურსათი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას ექვემდებარება.

საქართველოს იმპორტის მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის გამო, 2 აპრილს, შემოსავლების სამსახურმა, ინდოეთიდან შემოტანილი 56 ათასი კილოგრამი კამეჩის გაყინული ხორცის ექსპორტიორ ქვეყანაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.

"ინტერპრესნიუსი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა