მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შენობები, რომლებიც თბილისმა ვერ მოიხდინა
შენობები, რომლებიც თბილისმა ვერ მოიხდინა

გე­მოვ­ნე­ბა­ზე არ და­ო­ბენ. შე­სა­ბა­მი­სად, თბი­ლის­ში ბოლო წლებ­ში აგე­ბუ­ლი შე­ნო­ბე­ბი ზოგს მოს­წონს, ზოგს - არა. თუმ­ცა, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის სი­ტყვას სხვა დატ­ვირ­თვა აქვს. მათი აზ­რით, შე­ნო­ბა ტან­საც­მე­ლი­ვი­თაა - შე­საძ­ლოა, ძა­ლი­ან კარ­გი იყოს, მაგ­რამ ქა­ლაქ­მა ვერ მო­იხ­დი­ნოს. რე­ი­ტინ­გი იმ შე­ნო­ბე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც თბი­ლის­მა ვერ მო­იხ­დი­ნა, ოთხ ცნო­ბილ ქარ­თველ არ­ქი­ტექ­ტორს ერ­თმა­ნე­თის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად შე­ვად­გე­ნი­ნეთ. ხმე­ბი ასე გა­და­ნა­წილ­და.

მშვი­დო­ბის ხიდი

"რა სა­ჭი­როა ხიდი, რო­მე­ლიც თა­ვის ფუნ­ქცი­ას ვერ ას­რუ­ლებს. ის ძვე­ლი თბი­ლი­სის ის­ტო­რი­ულ ზო­ნას არ უხ­დე­ბა, რე­ლი­ე­ფი­დან ამო­ვარ­დნი­ლია. მხო­ლოდ ფო­ტო­ე­ბის გა­და­სა­ღე­ბად და­ი­ხარ­ჯა მი­ლი­ო­ნე­ბი? ხი­დის კი­ბე­ე­ბი არა­ნა­ირ ნორ­მა­ში არ ჯდე­ბა".

ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლე­თა ხიდი მდი­ნა­რე მტკვარ­ზე, თბი­ლის­ში, მე­ტე­ხი­სა და ბა­რა­თაშ­ვი­ლის ხი­დებს შო­რის ერ­თმა­ნეთ­თან აკავ­ში­რებს ერეკ­ლე II-ის ქუ­ჩა­სა (მიმ­დე­ბა­რე სა­ნა­პი­როს­თან ერ­თად) და რი­ყეს. ხიდი აიგო პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვით და თბი­ლი­სის მე­რი­ის დაკ­ვე­თით 2009-2010 წლებ­ში. ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­იხ­სნა 2010 წლის 6 მა­ისს. ხი­დის არ­ქი­ტექ­ტო­რია იტა­ლი­ე­ლი მი­კე­ლე დე ლუკი.

რი­ყის მუ­სი­კა­ლუ­რი თე­ატ­რი და სა­გა­მო­ფე­ნო დარ­ბა­ზი

"ამ შე­ნო­ბამ არა მარ­ტო რიყე მოს­პო, არა­მედ მთე­ლი განშლა. ბა­რა­თაშ­ვი­ლის ხი­დი­დან ულა­მა­ზე­სი სუ­რა­თი იშ­ლე­ბო­და, ეკ­ლე­სი­ე­ბით, ფერ­დობ­ზე შე­ფე­ნი­ლი სახ­ლე­ბით. ორი გა­უ­გე­ბა­რი მილი და­იდ­გა. ეს მი­ლე­ბი, შე­საძ­ლოა, მა­ღა­ლი დო­ნის არ­ქი­ტექ­ტუ­რაა, მაგ­რამ სა­ერ­თოდ კონ­ტექ­სტი­და­ნაა ამო­ვარ­დნი­ლი. ქა­ლა­ქის არ­ქი­ტექ­ტუ­რის საბ­ჭო უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლდეს ზე­გავ­ლე­ნის­გან. მხო­ლოდ ამის შემ­დეგ მი­ვი­ღებთ დე­და­ქა­ლა­ქის სა­ხეს. სა­ქარ­თვე­ლო და­ემ­სგავ­სა საც­დელ პო­ლი­გონს, სა­დაც ვი­საც რა სურს, იმას აშე­ნებს".

რი­ყე­ზე მშე­ნებ­ლო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს იტა­ლი­ე­ლი არ­ქი­ტექ­ტორ მა­სი­მი­ლი­ა­ნო ფუქ­სა­სის პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით.

იუს­ტი­ცი­ის სახ­ლი

"არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ნა­გე­ბო­ბა გა­უ­გე­ბა­რი გა­და­ხურ­ვით, ასე­ვე შე­უ­სა­ბა­მოა გა­რე­მოს­თან, კლი­მატ­სა და ეროვ­ნულ ფა­სე­უ­ლო­ბებ­თან. შე­საძ­ლოა, ეს შე­ნო­ბა მათ სამ­შობ­ლო­ში არც და­ედ­გათ (იგუ­ლის­ხმე­ბა შე­ნო­ბის უცხო­ე­ლი ავ­ტო­რი) გა­უ­მარ­თლე­ბე­ლია ორ-სამ­სარ­თუ­ლი­ან გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბა­ში უზარ­მა­ზა­რი შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბი, ძვე­ლი თბი­ლი­სის ის­ტო­რი­უ­ლი ზო­ნის ასე გა­დატ­ვირ­თვა.

თბი­ლი­სის იუს­ტი­ცი­ის სახ­ლის პრო­ექ­ტი ცნო­ბილ იტა­ლი­ელ არ­ქი­ტექ­ტორს მა­სი­მი­ლი­ა­ნო ფუქ­სასს ეკუთ­ვნის. შე­ნო­ბა ოთხსარ­თუ­ლი­ა­ნია და მისი სა­ერ­თო ფარ­თო­ბი 27 ათას კვად­რა­ტულ მეტრს შე­ად­გენს. მხო­ლოდ მომ­სა­ხუ­რე­ბის დარ­ბა­ზი 7.000 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რია და 300 ოპე­რა­ტორ­ზეა გათ­ვლი­ლი. გა­იხ­სნა 2012 წლის 21 სექ­ტემ­ბერს.

შსს-ს შე­ნო­ბა

"შსს-ს შე­ნო­ბა რკი­ნიგ­ზის სად­გურს უფრო ჩა­მოჰ­გავს, ვიდ­რე პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბას. გა­სა­გე­ბია, რომ მი­ნას ბოლო დროს აქ­ტი­უ­რად იყე­ნე­ბენ, მაგ­რამ ასე­თი შე­ნო­ბე­ბის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბაც ძვი­რი ჯდე­ბა. ...სა­თა­მა­შო ნა­გე­ბო­ბას წა­ა­გავს და არც მა­ღალ არ­ქი­ტექ­ტუ­რულ ნი­მუ­შად მი­მაჩ­ნია".

გა­იხ­სნა 2009 წლის 31 მარტს. არ­ქი­ტექ­ტო­რია იტა­ლი­ე­ლი მი­კე­ლე დე ლუკი. ოთხსარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბა სა­ერ­თო ჯამ­ში 49.652 კვად­რა­ტულ მეტრს იკა­ვებს.

ბიზ­ნეს­ცენ­ტრი

"ვიდ­რე ძველ თბი­ლის­ში უზარ­მა­ზა­რი და უშნო შე­ნო­ბე­ბი გა­მოჩ­ნდე­ბო­და, გაჩ­ნდა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ბიზ­ნეს­ცენ­ტრი. თა­ვი­სი მას­შტა­ბუ­რო­ბით ისიც არ უხ­დე­ბა ის­ტო­რი­უ­ლი ზო­ნის გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბას. მთა­ვა­რია, ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბის შერ­ჩე­ვა, ეს ძა­ლი­ან ფა­ქი­ზი თე­მაა და რო­დე­საც რა­მის აშე­ნე­ბა გვსურს, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ჩვე­ნი კულ­ტუ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა".

ბიზ­ნეს­ცენ­ტრი ცნო­ბი­ლი ია­პო­ნე­ლი არ­ქი­ტექ­ტო­რის შინ ტა­კა­მა­ცუს დაპ­რო­ექ­ტე­ბუ­ლია და მისი სა­ერ­თო ფარ­თო­ბი 10 000 კვმ-ია.

მომ­დევ­ნო ად­გი­ლე­ბი ასე გა­ნა­წილ­და: ეს­ტა­კა­და გმირ­თა მო­ე­დან­ზე, "ბუდა-ბარი", კა­ზი­ნო "შან­გრი­ლა", სა­ბა­გი­რო რი­ყე­ზე, შავი სახ­ლი ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე. პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლე, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი პირ­ვე­ლი გიმ­ნა­ზი­ის უკან.

ლა­მუ­ნა ირე­მაშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

შენობები, რომლებიც თბილისმა ვერ მოიხდინა

შენობები, რომლებიც თბილისმა ვერ მოიხდინა

გემოვნებაზე არ დაობენ. შესაბამისად, თბილისში ბოლო წლებში აგებული შენობები ზოგს მოსწონს, ზოგს - არა. თუმცა, პროფესიონალების სიტყვას სხვა დატვირთვა აქვს. მათი აზრით, შენობა ტანსაცმელივითაა - შესაძლოა, ძალიან კარგი იყოს, მაგრამ ქალაქმა ვერ მოიხდინოს. რეიტინგი იმ შენობებისა, რომლებიც თბილისმა ვერ მოიხდინა, ოთხ ცნობილ ქართველ არქიტექტორს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად შევადგენინეთ. ხმები ასე გადანაწილდა.

მშვიდობის ხიდი

"რა საჭიროა ხიდი, რომელიც თავის ფუნქციას ვერ ასრულებს. ის ძველი თბილისის ისტორიულ ზონას არ უხდება, რელიეფიდან ამოვარდნილია. მხოლოდ ფოტოების გადასაღებად დაიხარჯა მილიონები? ხიდის კიბეები არანაირ ნორმაში არ ჯდება".

ფეხით მოსიარულეთა ხიდი მდინარე მტკვარზე, თბილისში, მეტეხისა და ბარათაშვილის ხიდებს შორის ერთმანეთთან აკავშირებს ერეკლე II-ის ქუჩასა (მიმდებარე სანაპიროსთან ერთად) და რიყეს. ხიდი აიგო პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით და თბილისის მერიის დაკვეთით 2009-2010 წლებში. ოფიციალურად გაიხსნა 2010 წლის 6 მაისს. ხიდის არქიტექტორია იტალიელი მიკელე დე ლუკი.

რიყის მუსიკალური თეატრი და საგამოფენო დარბაზი

"ამ შენობამ არა მარტო რიყე მოსპო, არამედ მთელი განშლა. ბარათაშვილის ხიდიდან ულამაზესი სურათი იშლებოდა, ეკლესიებით, ფერდობზე შეფენილი სახლებით. ორი გაუგებარი მილი დაიდგა. ეს მილები, შესაძლოა, მაღალი დონის არქიტექტურაა, მაგრამ საერთოდ კონტექსტიდანაა ამოვარდნილი. ქალაქის არქიტექტურის საბჭო უნდა გათავისუფლდეს ზეგავლენისგან. მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებთ დედაქალაქის სახეს. საქართველო დაემსგავსა საცდელ პოლიგონს, სადაც ვისაც რა სურს, იმას აშენებს".

რიყეზე მშენებლობა მიმდინარეობს იტალიელი არქიტექტორ მასიმილიანო ფუქსასის პროექტის მიხედვით.

იუსტიციის სახლი

"არქიტექტურული ნაგებობა გაუგებარი გადახურვით, ასევე შეუსაბამოა გარემოსთან, კლიმატსა და ეროვნულ ფასეულობებთან. შესაძლოა, ეს შენობა მათ სამშობლოში არც დაედგათ (იგულისხმება შენობის უცხოელი ავტორი) გაუმართლებელია ორ-სამსართულიან განაშენიანებაში უზარმაზარი შენობა-ნაგებობები, ძველი თბილისის ისტორიული ზონის ასე გადატვირთვა.

თბილისის იუსტიციის სახლის პროექტი ცნობილ იტალიელ არქიტექტორს მასიმილიანო ფუქსასს ეკუთვნის. შენობა ოთხსართულიანია და მისი საერთო ფართობი 27 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენს. მხოლოდ მომსახურების დარბაზი 7.000 კვადრატული მეტრია და 300 ოპერატორზეა გათვლილი. გაიხსნა 2012 წლის 21 სექტემბერს.

შსს-ს შენობა

"შსს-ს შენობა რკინიგზის სადგურს უფრო ჩამოჰგავს, ვიდრე პოლიციის შენობას. გასაგებია, რომ მინას ბოლო დროს აქტიურად იყენებენ, მაგრამ ასეთი შენობების მოვლა-პატრონობაც ძვირი ჯდება. ...სათამაშო ნაგებობას წააგავს და არც მაღალ არქიტექტურულ ნიმუშად მიმაჩნია".

გაიხსნა 2009 წლის 31 მარტს. არქიტექტორია იტალიელი მიკელე დე ლუკი. ოთხსართულიანი შენობა საერთო ჯამში 49.652 კვადრატულ მეტრს იკავებს.

ბიზნესცენტრი

"ვიდრე ძველ თბილისში უზარმაზარი და უშნო შენობები გამოჩნდებოდა, გაჩნდა ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრი. თავისი მასშტაბურობით ისიც არ უხდება ისტორიული ზონის განაშენიანებას. მთავარია, ადგილმდებარეობის შერჩევა, ეს ძალიან ფაქიზი თემაა და როდესაც რამის აშენება გვსურს, აუცილებელია ჩვენი კულტურის გათვალისწინება".

ბიზნესცენტრი ცნობილი იაპონელი არქიტექტორის შინ ტაკამაცუს დაპროექტებულია და მისი საერთო ფართობი 10 000 კვმ-ია.

მომდევნო ადგილები ასე განაწილდა: ესტაკადა გმირთა მოედანზე, "ბუდა-ბარი", კაზინო "შანგრილა", საბაგირო რიყეზე, შავი სახლი ჭავჭავაძის გამზირზე. პრეზიდენტის სასახლე, საცხოვრებელი სახლი პირველი გიმნაზიის უკან.

ლამუნა ირემაშვილი

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"