საზოგადოება
მსოფლიო

18

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინის "ყინულისა და ცეცხლის სიმღერა"
ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინის "ყინულისა და ცეცხლის სიმღერა"

ამე­რი­კელ­მა მწე­რალ­მა ფან­ტასტმა, სცე­ნა­რის­ტმა და პრო­დი­უ­სერ­მა ჯორჯ მარ­ტინ­მა ძა­ლი­ან მალე და იო­ლად მი­აღ­წია წარ­მა­ტე­ბას. გარ­და იმი­სა, რომ წერ­და მო­თხრო­ბებ­სა და პო­ე­მებს, რომ­ლე­ბიც სა­მეც­ნი­ე­რო-ფან­ტას­ტი­კუ­რი და სა­ში­ნე­ლე­ბა­თა ჟან­რის ნა­ზავს წარ­მო­ად­გენ­და, კლა­სი­კურ სა­მეც­ნი­ე­რო ფან­ტას­ტი­კურ ჟანრ­შიც მუ­შა­ობ­და, თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ ჭეშ­მა­რიტ ფენ­ტე­ზის ჟან­რის ოს­ტა­ტად ჩა­მო­ყა­ლიბ­და, რო­მელ­საც კრი­ტი­კო­სე­ბი ტოლ­კი­ე­ნი­სა და რ. ჯორ­და­ნის გვერ­დით მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ.

მონ­სტრებ­ზე და­წე­რი­ლი მო­თხრო­ბე­ბი

მო­მა­ვა­ლი მწე­რა­ლი 1948 წლის 20 სექ­ტემ­ბერს ნიუ-ჯერ­სის შტატ ქა­ლაქ ბა­ი­ონ­ში და­ი­ბა­და. მა­მა­მი­სი, რა­ი­მონდ კო­ლინზ მარ­ტი­ნი - მტვირ­თა­ვი იყო, დე­და­მი­სი, მარ­გა­რეტ ბრე­დი მარ­ტი­ნი, დი­ა­სახ­ლი­სი. ჯორჯს ორი და - დარ­ლინ მარ­ტი­ნი და ჯა­ნეტ მარ­ტი­ნი ჰყავ­და. მო­მა­ვა­ლი მწე­რა­ლი მერი ჯეინ დო­ნო­ჰის სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და. წერა ძა­ლი­ან ადრე და­ი­წყო: მონ­სტრებ­ზე და­წე­რილ მო­თხრო­ბებს მე­გობ­რებ­ზე ყიდ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კო­მიქ­სე­ბის თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი გახ­და. მათ ჯერ კი­დევ სა­შუ­ა­ლო სკო­ლა­ში აგ­რო­ვებ­და და ფენ­ტე­ზის­თვის სი­უ­ჟე­ტებს იგო­ნებ­და. მისი, რო­გორც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლის ნა­მუ­შე­ვა­რი პირ­ვე­ლად 1970 წელს გა­ი­ყი­და, მა­შინ მარ­ტი­ნი 21 წლის იყო. "გმი­რი" GALAXY-ს ფენ­ზინ­მა, ფან­ტა­ზი­ის ელექტრო­ნულ­მა ბიბ­ლი­ო­თე­კამ შე­ი­ძი­ნა და 1971 წელს გა­მო­აქ­ვეყ­ნა. ამ წლი­დან მარ­ტი­ნის შე­მოქ­მე­დე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა და­ი­წყო.

1970 წელს მარ­ტინ­მა ქა­ლაქ ევანსტო­ნის ჩრდი­ლო-და­სავ­ლეთ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ბა­კა­ლავ­რის წო­დება მი­ი­ღო, ერთი წლის შემ­დეგ იგი უკვე ჟურ­ნა­ლის­ტი­კის მა­გის­ტრი იყო. სა­კუ­თა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მარ­ტინ­მა სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ზე უარი თქვა, ამი­ტომ "ვის­ტას" ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში ალ­ტერ­ნა­ტი­ულ სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურს გა­დი­ო­და.

1975 წელს ჯორჯ მარ­ტი­ნიმ ცო­ლად მო­იყ­ვა­ნა გეილ ბარ­ნი­კი, მაგ­რამ ოთხი წლის შემ­დეგ ისი­ნი ისე დას­ცილ­დნენ ერ­თმა­ნეთს, რომ შვი­ლი არ ეყო­ლათ. ამის შემ­დეგ მარ­ტი­ნი მთლი­ა­ნად ლი­ტე­რა­ტუ­რით და­კავ­და. იგი კლარ­კის კო­ლე­ჯში უშ­ტა­ტო მწერ­ლად მუ­შა­ობ­და. 1981 წელს სან-ტა­ფე­ში მარ­ტინ­თან მისი მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე პე­რის მაკბ­რი­ჯი ჩა­ვი­და.

ჰო­ლი­ვუ­დი

1986 წელს ჯორჯ მარ­ტინს ჰო­ლი­ვუდ­ში CBS-ის არხზე სე­რი­ალ "ბინ­დის ზო­ნის" რე­დაქ­ტო­რად იწ­ვე­ვენ.

ერთი წლის შემ­დეგ მარ­ტი­ნი კონ­სულ­ტან­ტი გახ­და და სე­რი­ალ "მზე­თუ­ნა­ხა­ვი­სა და ურჩხუ­ლის" სი­უ­ჟე­ტის გან­ვი­თა­რე­ბით და­კავ­და იმა­ვე არ­ხის­თვის. კი­დევ ერთი წლის შემ­დეგ ამ პრო­ექ­ტის პრო­დი­უ­სე­რი გახ­და.

1992-1993 წლებ­ში რო­გორც აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი პრო­დი­უ­სე­რი სე­რი­ალ "პორ­ტა­ლის" და­მუ­შა­ვე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და. შე­დე­გად სა­პი­ლო­ტო ვა­რი­ან­ტის ეპი­ზო­დის გა­და­ღე­ბის შემ­დეგ ფილმზე მუ­შა­ო­ბა შე­წყვი­ტეს და გა­და­ღე­ბუ­ლი მა­სა­ლის­გან მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მი და­ა­მონ­ტა­ჟეს.

1996 წელს მარ­ტი­ნი რო­მა­ნე­ბის წე­რას და­უბ­რუნ­და. რო­გორც ამ­ბო­ბენ, მისი შთა­გო­ნე­ბის წყა­როდ ამ პე­რი­ოდ­ში ინ­გლი­სელ წარ­ჩი­ნე­ბულ­თა შო­რის დი­ნას­ტი­უ­რი კონ­ფლიქ­ტი იქცა, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლია ალის­ფე­რი და თეთ­რი ვარ­დე­ბის ომით და ის­ტო­რი­უ­ლი რო­მა­ნით "აი­ვე­ნჰო". სწო­რედ ეს და­ე­დო სა­ფუძ­ვლად გე­ნი­ა­ლურ ციკლს "ყი­ნუ­ლი­სა და ცე­ცხლის სიმ­ღე­რა", რომ­ლის შვიდ ტო­მად გა­მო­ცე­მას აპი­რებ­და.

შვი­დი­დან ხუთი

ჯორჯ მარ­ტი­ნი ბოლო დრო­ის მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ფენ­ტე­ზი-ციკ­ლის ავ­ტო­რად გვევ­ლი­ნე­ბა. და­გეგ­მი­ლი შვი­დი რო­მა­ნი­დან სა­გის მხო­ლოდ ხუთი რო­მა­ნია და­წე­რი­ლი და გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი: "ტახ­ტე­ბის თა­მა­ში", "მე­ფე­ე­ბის ბრძო­ლა", "მახ­ვი­ლე­ბის ქა­რიშ­ხა­ლი", "ფას­კუნ­ჯე­ბის ლხი­ნი" და "დრა­კონ­თან ცეკ­ვა".

ნა­წარ­მო­ე­ბებ­ში მოქ­მე­დე­ბა ფსევ­დო­ის­ტო­რი­ულ სამ­ყა­რო­ში, მა­ტე­რიკ ვეს­ტე­როს­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს, რო­მე­ლიც უფრო ახ­ლო­საა XV სა­უ­კუ­ნის ევ­რო­პას­თან.

ამას­თან, მარ­ტინ­მა და­წე­რა სამი მო­თხრო­ბა, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა ან­თო­ლო­გი­ას მი­ე­კუთ­ვნე­ბა. მოქ­მე­დე­ბა სიმ­ღე­რის სამ­ყა­რო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს, მაგ­რამ ძი­რი­თა­დი სე­რი­ე­ბი­დან ერთი სა­უ­კუ­ნით ადრე. ამ სა­მი­ვე მო­თხრო­ბის გმი­რე­ბად გვევ­ლი­ნე­ბი­ან მო­ხე­ტი­ა­ლე რა­ინ­დი დუნ­კა­ნი და მისი სა­ჭურ­ველმტვირ­თვე­ლი ეგი.

2007 წლის იან­ვარ­ში კომ­პა­ნია HBO-მა იყი­და ეკ­რა­ნი­ზე­ბის უფ­ლე­ბა ციკლზე "ყი­ნუ­ლი­სა და ცე­ცხლის სიმ­ღე­რა". სე­რი­ა­ლის პირ­ვე­ლი სე­ზო­ნი "ტახ­ტე­ბის თა­მა­ში" ეკ­რა­ნებ­ზე 2011 წელს გა­მო­ვი­და და კრი­ტი­კო­სე­ბის და­დე­ბი­თი შე­ფა­სე­ბა მო­ი­პო­ვა. სე­რი­ა­ლი მა­შინ­ვე მე­ო­რე სე­ზონ­ზე გა­აგ­რძე­ლეს. სე­რი­ალ­ში ზო­გი­ერთ მთა­ვარ როლს კი­ნო­ვარ­სკვლა­ვე­ბი ას­რუ­ლე­ბენ: შონ ბინ­მა პირ­ველ სე­ზონ­ში ედარდ სტარ­კის როლი გა­ნა­სა­ხი­ე­რა, პი­ტერ დინ­კლე­ი­ჯ­მა - ტი­რი­ონ ლა­ნის­ტე­რის. სე­რი­ა­ლის მე­ო­რე სე­ზო­ნი ეკ­რა­ნებ­ზე 2012 წელს გა­მო­ვი­და და ისიც უმალ სამ სე­ზონ­ზე გა­აგ­რძე­ლეს.

ამ­ჟა­მად მარ­ტი­ნი ნიუ-მექ­სი­კის ქა­ლაქ სან-ტა­ფე­ში ცხოვ­რობს. იგი ამე­რი­კის ფან­ტას­ტი­კი­სა და ფენ­ტე­ზის ჟან­რის მწე­რალ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რია და ამე­რი­კე­ლი მწერ­ლე­ბის გილ­დი­ა­ში შე­დის.

2011 წლის და­სა­წყის­ში, ერ­თობ­ლი­ვი ცხოვ­რე­ბის 30 წლის შემ­დეგ, ჯორჯ მარ­ტინ­მა ცო­ლად მო­იყ­ვა­ნა პე­რის მაკბ­რი­ჯი.

მარ­ტი­ნის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი მთელ მსოფ­ლი­ო­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა და მრა­ვალ ენა­ზე ითარ­გმნე­ბა.

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინის "ყინულისა და ცეცხლის სიმღერა"

ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინის "ყინულისა და ცეცხლის სიმღერა"

ამერიკელმა მწერალმა ფანტასტმა, სცენარისტმა და პროდიუსერმა ჯორჯ მარტინმა ძალიან მალე და იოლად მიაღწია წარმატებას. გარდა იმისა, რომ წერდა მოთხრობებსა და პოემებს, რომლებიც სამეცნიერო-ფანტასტიკური და საშინელებათა ჟანრის ნაზავს წარმოადგენდა, კლასიკურ სამეცნიერო ფანტასტიკურ ჟანრშიც მუშაობდა, თუმცა საბოლოოდ ჭეშმარიტ ფენტეზის ჟანრის ოსტატად ჩამოყალიბდა, რომელსაც კრიტიკოსები ტოლკიენისა და რ. ჯორდანის გვერდით მოიხსენიებენ.

მონსტრებზე დაწერილი მოთხრობები

მომავალი მწერალი 1948 წლის 20 სექტემბერს ნიუ-ჯერსის შტატ ქალაქ ბაიონში დაიბადა. მამამისი, რაიმონდ კოლინზ მარტინი - მტვირთავი იყო, დედამისი, მარგარეტ ბრედი მარტინი, დიასახლისი. ჯორჯს ორი და - დარლინ მარტინი და ჯანეტ მარტინი ჰყავდა. მომავალი მწერალი მერი ჯეინ დონოჰის სკოლაში სწავლობდა. წერა ძალიან ადრე დაიწყო: მონსტრებზე დაწერილ მოთხრობებს მეგობრებზე ყიდდა. მოგვიანებით კომიქსების თაყვანისმცემელი გახდა. მათ ჯერ კიდევ საშუალო სკოლაში აგროვებდა და ფენტეზისთვის სიუჟეტებს იგონებდა. მისი, როგორც პროფესიონალის ნამუშევარი პირველად 1970 წელს გაიყიდა, მაშინ მარტინი 21 წლის იყო. "გმირი" GALAXY-ს ფენზინმა, ფანტაზიის ელექტრონულმა ბიბლიოთეკამ შეიძინა და 1971 წელს გამოაქვეყნა. ამ წლიდან მარტინის შემოქმედების გამოქვეყნება დაიწყო.

1970 წელს მარტინმა ქალაქ ევანსტონის ჩრდილო-დასავლეთ უნივერსიტეტში ბაკალავრის წო­დება მიიღო, ერთი წლის შემდეგ იგი უკვე ჟურნალისტიკის მაგისტრი იყო. საკუთარი მტკიცებულებების საფუძველზე მარტინმა სამხედრო სამსახურზე უარი თქვა, ამიტომ "ვისტას" ნებაყოფლობით ორგანიზაციაში ალტერნატიულ სამხედრო სამსახურს გადიოდა.

1975 წელს ჯორჯ მარტინიმ ცოლად მოიყვანა გეილ ბარნიკი, მაგრამ ოთხი წლის შემდეგ ისინი ისე დასცილდნენ ერთმანეთს, რომ შვილი არ ეყოლათ. ამის შემდეგ მარტინი მთლიანად ლიტერატურით დაკავდა. იგი კლარკის კოლეჯში უშტატო მწერლად მუშაობდა. 1981 წელს სან-ტაფეში მარტინთან მისი მომავალი მეუღლე პერის მაკბრიჯი ჩავიდა.

ჰოლივუდი

1986 წელს ჯორჯ მარტინს ჰოლივუდში CBS-ის არხზე სერიალ "ბინდის ზონის" რედაქტორად იწვევენ.

ერთი წლის შემდეგ მარტინი კონსულტანტი გახდა და სერიალ "მზეთუნახავისა და ურჩხულის" სიუჟეტის განვითარებით დაკავდა იმავე არხისთვის. კიდევ ერთი წლის შემდეგ ამ პროექტის პროდიუსერი გახდა.

1992-1993 წლებში როგორც აღმასრულებელი პროდიუსერი სერიალ "პორტალის" დამუშავებაში მონაწილეობდა. შედეგად საპილოტო ვარიანტის ეპიზოდის გადაღების შემდეგ ფილმზე მუშაობა შეწყვიტეს და გადაღებული მასალისგან მოკლემეტრაჟიანი ფილმი დაამონტაჟეს.

1996 წელს მარტინი რომანების წერას დაუბრუნდა. როგორც ამბობენ, მისი შთაგონების წყაროდ ამ პერიოდში ინგლისელ წარჩინებულთა შორის დინასტიური კონფლიქტი იქცა, რომელიც ცნობილია ალისფერი და თეთრი ვარდების ომით და ისტორიული რომანით "აივენჰო". სწორედ ეს დაედო საფუძვლად გენიალურ ციკლს "ყინულისა და ცეცხლის სიმღერა", რომლის შვიდ ტომად გამოცემას აპირებდა.

შვიდიდან ხუთი

ჯორჯ მარტინი ბოლო დროის მსოფლიოში აღიარებული ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული ფენტეზი-ციკლის ავტორად გვევლინება. დაგეგმილი შვიდი რომანიდან საგის მხოლოდ ხუთი რომანია დაწერილი და გამოქვეყნებული: "ტახტების თამაში", "მეფეების ბრძოლა", "მახვილების ქარიშხალი", "ფასკუნჯების ლხინი" და "დრაკონთან ცეკვა".

ნაწარმოებებში მოქმედება ფსევდოისტორიულ სამყაროში, მატერიკ ვესტეროსზე მიმდინარეობს, რომელიც უფრო ახლოსაა XV საუკუნის ევროპასთან.

ამასთან, მარტინმა დაწერა სამი მოთხრობა, რომლებიც სხვადასხვა ანთოლოგიას მიეკუთვნება. მოქმედება სიმღერის სამყაროში მიმდინარეობს, მაგრამ ძირითადი სერიებიდან ერთი საუკუნით ადრე. ამ სამივე მოთხრობის გმირებად გვევლინებიან მოხეტიალე რაინდი დუნკანი და მისი საჭურველმტვირთველი ეგი.

2007 წლის იანვარში კომპანია HBO-მა იყიდა ეკრანიზების უფლება ციკლზე "ყინულისა და ცეცხლის სიმღერა". სერიალის პირველი სეზონი "ტახტების თამაში" ეკრანებზე 2011 წელს გამოვიდა და კრიტიკოსების დადებითი შეფასება მოიპოვა. სერიალი მაშინვე მეორე სეზონზე გააგრძელეს. სერიალში ზოგიერთ მთავარ როლს კინოვარსკვლავები ასრულებენ: შონ ბინმა პირველ სეზონში ედარდ სტარკის როლი განასახიერა, პიტერ დინკლეიჯმა - ტირიონ ლანისტერის. სერიალის მეორე სეზონი ეკრანებზე 2012 წელს გამოვიდა და ისიც უმალ სამ სეზონზე გააგრძელეს.

ამჟამად მარტინი ნიუ-მექსიკის ქალაქ სან-ტაფეში ცხოვრობს. იგი ამერიკის ფანტასტიკისა და ფენტეზის ჟანრის მწერალთა ასოციაციის წევრია და ამერიკელი მწერლების გილდიაში შედის.

2011 წლის დასაწყისში, ერთობლივი ცხოვრების 30 წლის შემდეგ, ჯორჯ მარტინმა ცოლად მოიყვანა პერის მაკბრიჯი.

მარტინის ნაწარმოებები მთელ მსოფლიოში გამოქვეყნდა და მრავალ ენაზე ითარგმნება.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

“ქართველები მსოფლიო ისტორიაში “ - წიგნი, რომელიც უცნობი ქართველების შესახებ შთამბეჭდავ ისტორიებს მოგვითხობს

"ბიბლია განმარტებებით " - მესამე ტომი უკვე ხელმისაწვდომია

"ბრიმ თბილისში" ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის წარდგენა გაიმართა